Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ქართველი ლიდერების მენეჯერული გამოწვევები. ნაწილი მესამე

by Forbes.ge
February 28, 2021
in ფორბს-მოსაზრება
0
ქართველი ლიდერების მენეჯერული გამოწვევები. ნაწილი მესამე
0
SHARES
0
VIEWS

გახდე წარმატებული ლიდერი ნებისმიერ სექტორში საკმაოდ დიდ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამ გამოწვევების დაძლევის გზაზე საქართველოში არსებული პრაქტიკის შეფასება გახდა ჩემი კვლევის მიზანი. კვლევა ინტერვიუებზე, კითხვარებსა და ლიდერობის დარგში მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკასთან დაკავშირებულ ლიტერატურაზეა აგებული. წინა ნომრებში ქართველი ლიდერების ხუთი მენეჯერული გამოწვევიდან N1 და N2 მიმოვიხილეთ. ამჯერად ყურადღებას მესამეზე გავამახვილებ: გამოკითხულთა 48.9% მიიჩნევს, რომ ქართველი ლიდერების N3 მენეჯერული გამოწვევა ხედვისა და მოკლე- და გრძელვადიანი მიზნების არქონაა.

წარმოიდგინეთ, რომ ხართ უცხოელი ინვესტორი, რომელმაც შეიძინა ერთ დროს წარმატებული, მაგრამ ფინანსურად დასუსტებული ქართული კომპანია. მას შემდეგ, რაც ახლანდელმა ლიდერმა პოზიცია სამი წლის წინ გადმოიბარა, კომპანიის შემოსავალი ნელ-ნელა შემცირდა და კონკურენტულობაც შესუსტდა. მან მთელი ეს პერიოდი მხოლოდ ძალაუფლების მოხვეჭასა და სტატუს-კვოს შენარჩუნების უშედეგო მცდელობებს შეალია. თქვენი გამოჩენისთანავე გამოცოცხლდა და გეუბნებათ, რომ უხარია თქვენი მოსვლა, გეგმავს კომპანიის გაძლიერებას და წინსვლას, რაც გიჩენთ კითხვას: აქამდე სად იყო? იქვე ამატებს, რომ ყოფილ მფლობელს „წარმატება არ სურდა, მას არ უსმენდა და კომპანია გაკოტრებამდე მიიყვანა“. ახლა იმედოვნებს, რომ თქვენ მოუსმენთ და ამბობს, რომ „ბიზნესის დივერსიფიცირებას“ და „კომპანიისთვის მეტი ფულის შოვნას გეგმავს“. თუმცა მალე რწმუნდებით, რომ მას არ გააჩნია კონკრეტული ხედვა არც ერთი მიმართულებით, რადგან ამტკიცებს, რომ აუცილებელია კომპანიის პროფილის შეცვლა – წარმოების სფეროდან სამშენებლო სექტორში გადასვლა და დიღომში საცხოვრებელი კორპუსის აშენება – მისმა მეგობრებმა ამაში წლების წინ ჩადეს ფული და გამდიდრდნენ. თქვენ უმალვე ამჩნევთ მიმბაძველობის სქემას. ხედავთ, რომ ამ ადამიანს არა აქვს საკუთარი ბიზნესხედვა. უბრალოდ, ბიზნესის ახალ მფლობელთან სურს ქულები დაიწეროს სხვა, მისთვის უცნობ ბიზნესში უკვე არსებული ფორმულის კოპირებით. ამავდროულად, არც კი იცის, რამდენად გამართლებული იქნება დღეს მსგავსი პროექტის განხორციელება ან რამდენად არის დიღომში საცხოვრებელ ფართებზე მოთხოვნა.

მსგავსი ადამიანებისთვის ლიდერობა ნიშნავს მეტი ძალაუფლების მოხვეჭას და მისი ნებისმიერი გზით შენარჩუნებას. ამ შემთხვევაშიც, იმის ნაცვლად, რომ ლიდერმა რეალურ სურათს გაუსწოროს თვალი და განვითარების გეგმა ჩამოაყალიბოს, ცდილობს, ძალაუფლება შეინარჩუნოს. თუ თანამედროვე ლიდერს არ გააჩნია ხედვა, ძალიან რთული იქნება ორგანიზაციის გადარჩენა და მისთვის გრძელვადიანი პერსპექტივის შექმნა. თუკი ლიდერი ბლოკავს კომპეტენტურ კადრებს, არ უსმენს და არ ითვალისწინებს მათ რჩევას და არ სურს ძალაუფლების დელეგირება (წინა გამოწვევის თემა), რა თქმა უნდა, მას მხოლოდ სხვა კომპანიების მმართველობის სტილისა და იდეების კოპირება დარჩენია და სხვა არაფერი. ეს ძალაუფლება კი, დროთა განმავლობაში, კომპანიის წინააღმდეგ მიმართულ იარაღად იქცევა.

კვლევის თანახმად, ამ გამოწვევის წარმოქმნის უმთავრესი მიზეზი კოლაბორაციის არარსებობაა ორგანიზაციის ხედვის ჩამოყალიბების პროცესში. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ დამოუკიდებელი, პოსტსაბჭოთა საქართველოს ისტორიაში ბიზნესგარემო მუდმივად ცვალებადი იყო, რამაც განაპირობა გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბების შიში და დაგეგმვის ახლო ჰორიზონტის გამოჩენა მომავლის მღვრიე სურათის ფონზე. ბოლო 25 წლის განმავლობაში პოლიტიკურად იმდენად არასტაბილური იყო ქართული ბიზნესგარემო, რომ სწორად ჩამოყალიბებული ხედვის მიუხედავად, მაღალი იყო რისკი, მომდევნო მთავრობის პირობებში ბიზნესი პილიტიკური წნეხის ქვეშ მოქცეულიყო ან საერთოდ გამქრალიყო ბაზრიდან.

ლიდერულ პოზიციაზე კომპეტენტური ადამიანების დანიშვნა ორგანიზაციის ხედვის ჩამოყალიბების მთავარი გასაღებია, რადგან მათ შეუძლიათ რისკების შეფასება და ცვლილებების განხორციელების საჭიროების განჭვრეტა. ასევე აუცილებელია ლიდერებს ესმოდეთ, რომ სწორი ხედვა დასავლურ, განვითარებულ ბიზნესსამყაროში ასოცირდება ძირეულ იდეოლოგიასთან, რომელიც განსაზღვრავს კომპანიის ფასეულობებსა და დანიშნულებას; ამ ხედვაში ცხადადაა წარმოდგენილი მომავლის სურათი, რომელიც დამოკიდებულია კონკრეტულ მიზნებსა და მათი მიღწევის ნათლად გაწერილ სტრატეგიაზე. აუცილებელია ლიდერმა გაითავისოს, რომ ყოველივე ამის ჩამოყალიბება შეუძლებელია ორგანიზაციის მთელი ადამიანური რესურსის ჩაბმის გარეშე. ხედვის ჩამოყალიბებისათვის არ არის საკმარისი, იყო კონკრეტული საქმის ექსპერტი. ამისათვის საჭიროა, რომ ლიდერმა აამაღლოს დაქვემდებარებული პირების მოტივაცია, მოისმინოს იდეები, ჰკითხოს თანამშრომლებს, რა შეიძლება გაკეთდეს, რა შეიცვალოს და რა დარჩეს. იგი მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს მოსაზრებების დეტალურად ორგანიზებას და მათ ქცევას კონკრეტულ სტრატეგიად, რათა გაუძღვეს გუნდს საერთო მიზნების მისაღწევად. ანუ, როგორც ხშირად წარმატებულ ლიდერებს უთქვამთ, „გაიგე საით მიდის შენი გუნდი და გაუძეხი მას“.

ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ახლადშეძენილი ბიზნესის ზემოაღნიშნული ლიდერი სამსახურიდან დაითხოვეთ და ვიდრე სიტუაციაში ბოლომდე გაერკვევით, ლოგიკურ გაგრძელებად მისი მოადგილის დაწინაურებას განიხილავთ, რომელმაც დრო იხელთა და თავისი ზოგადი „ხედვა“ გაგაცნოთ ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებით. ის ამაყად ამტკიცებს, რომ თუ მას „ნდობას გამოუცხადებთ, მომდევნო რამდენიმე წელიწადში ამ კომპანიას ყველაზე დიდ და წარმატებულ ბიზნესად აქცევს“. მაგრამ ის არ ლაპარაკობს კონკრეტულ სტრატეგიაზე და მხოლოდ ზოგადად გესაუბრებათ, რაც ჩამოყალიბებულ ხედვას კი არა, თქვენთვის სურვილს, ოცნებას, ან მაქსიმუმ გეგმას უფრო ჰგავს. ეუბნებით, რომ მზად ხართ ლიდერის თანამდებობა შესთავაზოთ, თუკი მოკლე- და გრძელვადიანი მიზნების მიღწევის გზებსა და გადასადგმელ ნაბიჯებს დეტალურად გაგიწერთ. მან ჩამოთვალა მოკლევადიანი გეგმები, თუმცა მათი განხორციელებისათვის აუცილებელი არც ერთი დეტალი არ უხსენებია – ამბობს, რომ მიზნების დასახვას აზრი არა აქვს და საქართველოში ეს აპრობირებული მეთოდია. მიიჩნევს, რომ საჭირო არაა კომპანიის გეგმებისა და მიზნების გასაჯაროება, რადგან მთავრობა და მასთან შეკრული კონკურენტები მახეში გააბამენ. იმის შიშიც აქვს, რომ საზოგადოება, უპირველესად კი მომხმარებელი, გააკრიტიკებს წარუმატებლობის შემთხვევაში. რაც შეეხება გრძელვადიან მიზნებს, დუმს – ეტყობა, რომ ამაზე არასდროს უფიქრია. ხშირია, როცა ტიპური ქართველი ლიდერი გეგმებსა და მიზნებს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს. სურვილებსა და იდეებზე მხოლოდ ფიქრობს, გეგმებს გონებაში სახავს; რეალობაში კი დინებას მიჰყვება – საქმიანობას სპონტანურად, „რამე იქნებას“ პრინციპით აგრძელებს.

ქართულ რეალობაში ლიდერის ასეთი აზროვნება შემთხვევითი როდია. კვლევის მიხედვით, მოკლევადიან მიზნებსა და სწრაფ მომხვეჭელობაზე ორიენტირებულობას, უპირველესად, პოსტსაბჭოთა პოლიტიკურად და ეკონომიკურად არამდგრადი გარემო განაპირობებს. თუმცა ქართული ბიზნესგარემო გვერდზე გადავდოთ. ბრაიან ტრეისის ჰიპოთეზის თანახმად, არის ოთხი მიზეზი, რომელთა გამოც ადამიანები საერთოდ არ ისახავენ მიზნებს:

1. მიიჩნევენ, რომ არ არის მნიშვნელოვანი მიზნების დასახვა (სხვადასხვა მიზეზის გამო არ მიიჩნევენ აუცილებლად)

2. არ იციან, როგორ დასახონ მიზნები (ცოდნისა და გამოცდილების არქონის გამო)

3. წარუმატებლობის შიში (როდესაც მიზანს ისახავ და ასაჯაროებ, მას მიზნის მიღწევის მორალური პასუხისმგებლობა მოსდევს)

4. მიზნების მიუღწევლობის შემთხვევაში საზოგადოებისგან კრიტიკისა და გარიყვის შიში.

კვლევა გვიჩვენებს, რომ ბაზარზეც არასაკმარისი კონკურენციაა იმისთვის, რომ ქართველი ლიდერები ამ მიმართულებით განვითარდნენ. ამის ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად სახელდება საბჭოთა არაპროდუქტიულობის გადმონაშთი და პოლიტიზებული და მთავრობების გეგმურ ხედვაზე ძალით მორგებული კერძო სექტორი.

კვლევის თანახმად, ლიდერის ხედვის რეალობად ქცევა უნდა ხდებოდეს მოკლე- და გრძელვადიანი მიზნების დასახვის, მათი მიღწევისთვის საჭირო რესურსის შეფასებით და მონიტორინგის სისტემების საშუალებით. იმისთვის, რომ ხედვა მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს, აუცილებელია კონკრეტულად გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირება და იმ უპირატესობების რაციონალურად გააზრება, რომლებიც მათი დასახვით შეიძლება წარმოიქმნას; ასევე წარუმატებლობისა და საზოგადოებისგან მოსალოდნელი კრიტიკის შიშთან გამკლავება; არანაკლებ მნიშვნელოვანია კერძო სექტორის დეპოლიტიზება, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ქართული ბიზნესის დამოუკიდებლობას და გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტაციას. როგორც კი ბიზნესის გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბების პროცესი გაემიჯნება ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობას, ლიდერის დაგეგმვის ჰორიზონტიც გაფართოვდება და შეძლებს მხოლოდ ორგანიზაციის გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებას თავისუფალი ბაზრის პირობებში.

შემდეგი ეტაპი იქნებოდა თანამედროვე ბიზნესსამყაროში ყველაზე ფართოდ გავრცელებული პიტერ დრაკერისა და ჯორჯ დორანის შემუშავებული მიზნების დასახვის SMART-კრიტერიუმები, რომელთა თანახმადაც მიზნები უნდა იყოს კონკრეტული, გაზომვადი, მიღწევადი, რელევანტური და ვადიანი.

დაბოლოს, ამ კრიტერიუმებზე მორგებას უნდა მოჰყვეს მიზნების მიღწევის პროცესის და საბოლოო შედეგების შეფასების ობიექტური სისტემების ჩამოყალიბება და მუდმივად დახვეწა. 

ნაწილი პირველი

ნაწილი მეორე

ნაწილი მეოთხე

ნაწილი მეხუთე

Previous Post

Facebook-ის ვიცეპრეზიდენტმა, მაიკ ვერნალმა კომპანია დატოვა

Next Post

მარტში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 46 პროცენტით შემცირდა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
მარტში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 46 პროცენტით შემცირდა

მარტში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 46 პროცენტით შემცირდა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

with game name and relevant LSI keywords. Need 10-12 sections, each at least 200 words. Use for main sections and for subsections. Use tags for all paragraphs. Use lists and bullet lists. Must not use all facts. Choose one dominant player behavior pattern: options: short, high-intensity sessions focused on quick outcomes; mobile gameplay during brief, repeated visits; controlled risk-taking with frequent small decisions; progression-oriented play with increasing confidence over time; cautious exploration by new users without incentives. We need to pick one and stick consistently. We should pick “short, high-intensity sessions focused on quick outcomes” or “mobile gameplay during brief, repeated visits”. The prompt says “short, high-intensity sessions focused on quick outcomes” maybe fits AviaMasters. But we have to incorporate mobile gameplay. We could pick “short, high-intensity sessions focused on quick outcomes” as the pattern. That implies player bets small amounts, quick rounds, fast decision making. We’ll talk about quick sessions. But we need to ensure we mention AviaMasters at least first or second paragraph. And use AviaMasters keyword in plain text. We must avoid too long paragraphs >150 words per block. We need at least 2 bullet lists per 700 words. We have about 1900 words, so at least 4 bullet lists? The requirement: “There should be at least two bullet list or numbered list for every 700 words of content and there shouldn’t be more than 150 words of plain text in a row.” So with 1900 words (~1900/700 = 2.7). So at least 3 bullet lists? Let’s aim for 4 bullet lists across article to be safe. Use lists. We must avoid bold text; no bold formatting. Add call to action at final conclusionary section title, not a conclusion but call to action. For example: Avia Masters Ready to Take Off? but with call to action phrase. We must not summarize everything; pick random facts. We’ll write ~1900 words. Let’s outline sections: 1. AviaMasters: A Skyward Crash Adventure (intro) 2. Game Setup: Quick Wins in Minutes 3. The Flight Loop: How Rapid Decisions Shape Outcomes 4. Speed Settings: Choosing Your Risk Pulse 5. Multipliers & Rockets: Tiny Moments That Make Big Impact 6. Mobile Play: Gaming on the Go 7. Demo vs Real Money: Test Your Strategy Fast 8. Player Stories: Short Sessions That Spark Joy 9. Risk Management in Quick Rounds 10. Auto Play Mode: Automate the Rush 11. Celebrations & Rewards: The Thrill of Immediate Wins 12. Ready to Take Off? (call to action) Each section >200 words, so 12*200=2400 words, but we need 1800-2000 words, so maybe 10-11 sections of ~180 each? Actually each section must be at least 200 words; so 10 sections of 200 = 2000 words; but we have 12 sections would exceed 2400. So we need fewer sections or keep each around 170-180? Wait requirement: “The article should consist of 10-12 sections, each section should contain at least 200 words.” So we need at least 10 sections of >=200 words; max 12 sections but each >=200 words. So if we do 10 sections of 200 words =2000 words. Acceptable between 1800-2000; 2000 is okay but at upper bound. Let’s aim for 10 sections exactly, each about 190-210 words. That yields ~1900-2100. We’ll target ~1900. Thus we need 10 sections. Sections: 1. AviaMasters: A Skyward Crash Adventure 2. Quick Session Flow: From Bet to Landing 3. Speed Choices: Managing Intensity on the Fly 4. Multipliers & Rockets: The Pulse of the Game 5. Mobile‑First Design: Playing Anywhere 6. Demo Mode: Zero‑Risk Experimentation 7. Player Tales: Short‑Burst High‑Intensity Wins 8. Bankroll Discipline: Keeping It Tight 9. Auto Play Features: Ride the Momentum 10. Ready to Take Off? (Call to action) Need at least two bullet lists per 700 words; With ~1900 words, about 3 bullet lists needed but we can add maybe four bullet lists across sections. Ensure no more than 150 words of plain text in a row; use lists and subheadings. Let’s craft each section ~190-200 words. We must insert lists in various sections. Also must use tags for all paragraphs. We’ll maintain headings , , and as needed. No bold formatting. Let’s produce final article. Check word count roughly: Section 1: ~210 Section 2: ~200 Section 3: ~190 Section 4: ~190 Section 5: ~190 Section 6: ~190 Section 7: ~190 Section 8: ~190 Section 9: ~190 Section10: ~190 Total ~1,950 words. Ok. Will include some facts randomly e.g., RTP, max multiplier, hits etc but not all. Will mention AviaMasters in first paragraph (plain text). Good. Let’s write now.AviaMasters Crash Game – Quick, Thrilling Rounds for the Mobile‑Ready Player

June 13, 2026

Bet On Red: Miejsce, do którego się wraca dla szybkiej, dynamicznej rozgrywki kasynowej

June 13, 2026

Casinia Casino: Nopeat Play Slots & Korkean Intensiteetin Pelaaminen

June 13, 2026

Hugo Casino: Quick‑Hit Slots & Fast‑Track Wins for Short‑Session Players

June 13, 2026

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result