Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ზაჰა ჰადიდი შორსმჭვრეტელი, რომელმაც სრულიად ახალი არქიტექტურა გამოიგონა

by Forbes.ge
February 28, 2021
in Forbes Woman
0
ზაჰა ჰადიდი შორსმჭვრეტელი, რომელმაც სრულიად ახალი არქიტექტურა გამოიგონა
0
SHARES
0
VIEWS

მამაკაცი რომ ვიყო, – მითხრა ზაჰა ჰადიდმა, – როგორ ფიქრობთ, ხალხი მაინც დივას დამიძახებდა? რა თქმა უნდა, არა – ისინი მხოლოდ არქიტექტურას დაინახავდნენ.

იგი უდავოდ იყო არქიტექტურის უდიდესი დივა, მაგრამ ამავე დროს ზაჰა ჰადიდი იყო ალბათ ყველაზე ორიგინალური, ინოვაციური და შორსმჭვრეტელი დიზაინერი. ზაჰა ჰადიდს ყოველთვის მოიხსენიებენ, როგორც „უდიდეს ქალ არქიტექტორს”, მაგრამ ძალზე ცოტა მამაკაცი არქიტექტორი თუ მოიძებნება – თუკი ასეთები საერთოდ არსებობენ – ვინც შეძლებს მასსავით განუმეორებელი სტილის შექმნას, ვინც გაიმეორებს ჰადიდის არქიტექტურის სკულპტურულ ბრწყინვალებას და, უბრალოდ, ხასიათის ისეთივე სიმტკიცე ექნება, როგორიც მას ჰქონდა.

ძალზე ცოტაა ისეთი დიზაინერი, ვინც სრულიად ახალ არქიტექტურას იგონებს. ზაჰა ჰადიდმა კი ეს შეძლო.

მის ადრეულ დიზაინერულ ნამუშევრებში ჭარბობდა შავ ფონზე ნათელი ნახატები, დანაწევრებული, უღიმღამო, უსიამოვნო ქალაქები, რაც ძალზე წააგავდა საბჭოთა სუპრემატიზმის სუფთა აბსტრაქციას. მაგრამ როდესაც ჰადიდმა დიდი მშენებლობა დაიწყო, რაღაც შეიცვალა. მისი შემოქმედებიდან სამუდამოდ გაქრა წაწვეტებული ფორმები, მიმოფანტული, უღიმღამო მოცულობები და ეს ყველაფერი ჩაანაცვლა თავისუფალი დინების, ძალდაუტანებელმა და მოხდენილმა არქიტექტურამ, სადაც ლანდშაფტი სტრუქტურაშია შერწყმული, კედლები იატაკში მეტამორფოზირდება, ხოლო პანდუსები და გასასვლელები ექსცენტრიკული მოცულობებიდან გამოდის და კინემატოგრაფიულ დინამიკას ქმნის. ზაჰა ჰადიდის შექმნილ შენობაში ყოფნა იგივეა, რაც თეატრალური მომენტის, თანამედროვეობის უწყვეტი ნაკადის ნაწილად იქცე.

ზაჰა ჰადიდი 1950 წელს ბაღდადში დაიბადა. იგი ძალიან შეძლებულ და პოლიტიკურად აქტიურ ოჯახში იზრდებოდა. ზაჰას მამა, პროფესიით ეკონომისტი, ერაყის პროგრესული დემოკრატიული პარტიის ლიდერი იყო. ზაჰა ჰადიდი სწავლობდა კათოლიკურ სკოლა-მონასტერში. შემდეგ იგი სასწავლებლად ამერიკაში გაემგზავრა და განათლება მათემატიკური განხრით მიიღო. 1972 წელს ზაჰა ჰადიდი ლონდონში ჩადის და სწავლას აგრძელებს ავანგარდულ არქიტექტურულ ასოციაციაში, სადაც მან თავისი მენტორი, რემ კულჰაასი გაიცნო. სწორედ მასთან ერთად მუშაობდა ზაჰა ჰადიდი მეტროპოლიტენის არქიტექტურულ ოფისში თავისი კარიერის დასაწყისში. ზაჰა ჰადიდის ნახატებმა არქიტექტურული სამყაროს ყურადღება იმაზე გაცილებით ადრე მიიქცია, ვიდრე იგი 1979 წელს საკუთარ პრაქტიკას მიჰყოფდა ხელს. გაზეთებში წერდნენ, რომ ზაჰა ჰადიდმა წიგნებსა და ჟურნალებში დაბეჭდილი თავისი ნახატების წყალობით, სადაც მოლივლივე ფორმები და ფრაგმენტული ცათამბჯენებია ასახული, უკვე მოახდინა პირველი დიდი შთაბეჭდილება.

მზარდი რეპუტაციისა და პოპულარობის მიუხედავად, ჰადიდის კერძო პრაქტიკას შემოსავლიანს ნამდვილად ვერ ვუწოდებდით. არც არის გასაკვირი, რადგან მის მიერ შექმნილი დიზაინი ხშირად არარეალისტური იყო და ამგვარი რამის აშენება საერთოდ წარმოუდგენელი იყო. ზაჰა ჰადიდის მეირ შექმნილი ჰონკონგის მწვერვალზე მდებარე სასტუმროს გამაოგნებლად ლამაზი დიზაინი თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ნამუშევრად ითვლება. ეს შენობა წარმოადგენს ჰადიდის მიერ ტოპოგრაფიისა და ინტერიერის შერწყმის ადრეულ მაგალითს, რაც მოგვიანებით მის განუმეორებელ ხელწერად იქცა.

ზაჰა ჰადიდის მიერ 1994 წელს შექმნილი ერთ-ერთი პირველი შემოსავლიანი პროექტი – ბაზელის შემოგარენში სახანძრო სამსახურის შენობა – მისი პირველი დიდი მარცხი გამოდგა, რადგან ამ შენობის დიზაინი სრულიად არ შეესაბამებოდა სახანძრო სამსახურის მოთხოვნებს, თუმცა მოგვიანებით ამ შენობაში Vitra-ს დიზაინის მუზეუმი განთავსდა და ახლა ეს ნაგებობა დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტთა შორის. 1995 წელს ზაჰა ჰადიდმა მონაწილეობა მიიღო კარდიფ-ბეის (Cardiff Bay) თეატრის შენობის დაპროექტებაზე გამოცხადებულ კონკურსში და გაიმარჯვა, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ჰადიდის მიერ შექმნილი თეატრის დიზაინი შეუფერებელი იყო და ასევე შეუძლებელი იქნებოდა მისი განხორციელება. მიუხედავად იმისა, რომ ამ იმედგაცრუებამ დიდი დარტყმა მიაყენა ზაჰა ჰადიდს, შეძენილმა გამოცდილებამ კიდევ უფრო გააძლიერა მისი ხასიათის სიმტკიცე და სწრაფვა დასახული მიზნისაკენ.

ზაჰა ჰადიდის კარიერაში პირველი მაღალშემოსავლიანი პროექტები ახალი ათასწლეულის დადგომასთან ერთად დაიწყო. პირველი ასეთი პროექტი იყო 2003 წელს ცინცინატის როზენტალის ხელოვნების ცენტრი (Rosenthal Centre for Art in Cincinnati) — სამგანზომილებიანი, საკმაოდ რთული კუბის ფორმის შენობა, რომელიც ქალაქის ქუჩათა ქსელს განასახიერებს და სკულპტურაში გადაიზრდება. ასევე 2002 წელს ავსტრიის სათხილამურო კურორტ ბერგიზელში აშენებული სერპანტინური საბაგირო, ხოლო 2005 წელს ლაიფციგში BMW-ის ქარხნის დრამატულმა შენობამ სამუდამოდ გააქარწყლა ზაჰა ჰადიდის დიზაინში პრაქტიკულობის ნაკლებობასთან დაკავშირებული ყველანაირი კრიტიკა. ზაჰა ჰადიდმა შეძლო ქარხნის წარმოება ზედმიწევნით დადგმულ ქორეოგრაფიულ წარმოდგენად ექცია. 2010 ზაჰა ჰადიდმა დააპროექტა ლონდონში – კერძოდ, ბრიქსტონში ეველინ გრეისის აკადემიის გასაოცარი და მომაჯადოებელი შენობა.

ზაჰა ჰადიდის მეორე მშობლიურ ქალაქ ლონდონში მდებარე აკადემიის შენობა იშვიათი სილამაზით გამოირჩევა. ჰადიდი ყოველთვის აღიარებდა, რომ ლონდონში თავს აუტსაიდერად გრძნობდა (მიუხედავად იმისა, რომ იგი საკმაოდ მდიდარი და წარმატებული ადამიანი იყო და პირველი ქალი გახდა, ვინც პრიცკერის პრემიითა და რიბას ოქროს მედლით დააჯილდოვეს). ზაჰა ჰადიდს ყოველთვის ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ ლონდონში იგი დიდად არ უყვარდათ. შესაძლოა, ეს მხოლოდ მისი პროვოკაციულად ბუზღუნა ხასიათის გამოვლინება გახლდათ და სხვა არაფერი: მიუხედავად იმისა, რომ ზაჰა ჰადიდი გარეგნულად უკარება და უხასიათო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, სინამდვილეში იგი ძალზე თბილი, ენამახვილი და საოცარი იუმორის მქონე იყო.

ზაჰა ჰადიდის ე.წ. ლონდონური დიდების მომენტი 2012 წელს ოლიმპიური თამაშებისათვის მისი დიზაინით აშენებული წყალოსნობის ცენტრის შენობა გახდა. ეს არის მართლაც შესანიშნავი შენობა ტექნიკურად და ვიზუალურად ბრწყინვალე გადახურვით, რომელიც აეროდინამიკურ მელანთ ევზს მოგვაგონებს. მარტო ბეტონის კონსტრუქციის წყალში სახტომი ტრამპლინი ბევრად სჯობს თანამედროვე ბრიტანული შენობების უმეტესობას.

ზაჰა ჰადიდს საზღვარგარეთ უფრო აფასებდნენ, ვიდრე სამშობლოში, ხოლო გრანდიოზულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობები ყველაზე მოულოდნელი ადგილებიდან მოდიოდა. მაგალითად, აღსანიშნავია 2012 წელს აზერბაიჯანში ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრის შენობა, რომელიც არქიტექტურის ენაზე თარგმნილ სუფთა მათემატიკურ მრუდეს ჰგავს. 2010 წელს აშენებული გუანჯოუს ოპერის შენობა, რომლის დიზაინიც ოც წელზე მეტს ითვლის, დღესაც სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროს მოგაგონებთ. ზაჰა ჰადიდის დიზაინით შექმნილი საუკეთესო შენობა ალბათ 2005 წელს ვოლფსბურგში აშენებული Phaeno-ს მეცნიერებათა ცენტრია. ეს არის მუქი ბეტონის კონსტრუქცია, რომლის კედლებიც შთანთქავს ლანდშაფტს და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ინდუსტრიული ქალაქის ტოპოგრაფიიდან წარმოიშვა.

მოგვიანებით, ზაჰა ჰადიდმა თავისი შემოქმედების დივერსიფიკაცია მოახდინა. მან დაიწყო სხვადასხვა დიზაინის შექმნა – ფეხსაცმლით დაწყებული და ყვავილების ლარნაკებით დამთავრებული. მისი გასაოცარი დიზაინი ყოველთვის ადვილად ამოსაცნობი და ყოველთვის სასურველია – ჰადიდს თავისი ავანგარდული იდეები ყავის მაგიდისა და კარადების დიზაინშიც გადმოაქვს. ზაჰა ჰადიდი საკუთარ პრაქტიკას ეწეოდა თავის დიდი ხნის საქმიან პარტნიორ პატრიკ შუმახერთან ერთად (სწორედ პატრიკმა წამოაყენა თეორია ჰადიდის ვიზუალური გენიის შესახებ). მათი ოფისი კრენკელვილში ყოფილი ვიქტორიანული სკოლა-პანსიონის შენობაში იყო განთავსებული. ზაჰა ჰადიდი ტექნოლოგიისა და ინჟინერიის რადიკალურად ინოვაციურ გამოყენებას ახდენს. იგი შეუძლებელ, წარმოუდგენელ ფორმებს რეალურად არსებულ ქალაქებში აღმართავს.

ჰადიდის შემოქმედება ადვილად ამოსაცნობი, გასაოცარი და გასაკვირია. თითქმის ყველა მისი ნამუშევარი დიდი დავისა და განხილვის საგანი ხდება. გასულ წელს მან დემონსტრაციულად შეწყვიტა ინტერვიუ BBC-ის რადიოსთან, როდესაც ჟურნალისტმა გამოთქვა ვარაუდი, რომ მის მიერ კატარში მსოფლიო ჩემპიონატისათვის აშენებული სტადიონი გახდა მუშების დაღუპვის მიზეზი. ზაჰა ჰადიდმა ასევე დიდი დარტყმა მიიღო, როდესაც იაპონიის მთავრობამ უარი თქვა მისი პროექტის განხორციელებაზე ტოკიოს ოლიმპიური სტადიონისათვის და მხარი დაუჭირა უფრო დაბალბიუჯეტიან დიზაინს.

ზაჰა ჰადიდი ძალიან გულდაწყვეტილი იყო თავისი მშობლიური ბაღდადის განადგურებით. ერაყის მთავრობამ სწორედ მას შეუკვეთა ახალი ეროვნული ბანკისა და პარლამენტის შენობის დიზაინის შექმნა.

ზაჰა ჰადიდის პრაქტიკა გრძელდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მის მიერ აშენებული ფუტურისტული შენობები, თითოეული მათგანი თანამედროვე არქიტექტურის ჭეშმარიტ ძეგლს წარმოადგენს.

ზაჰა ჰადიდი მაიამის საავადმყოფოში ბრონქიტის დიაგნოზით შევიდა და გულის შეტევით გარდაიცვალა. იგი არასოდეს ყოფილა გათხოვილი და არც შვილები ჰყოლია – თუ არ ჩავთვლით მის შენობებს.

Previous Post

ჩინეთი: ქალაქ-მოჩვენებების ისტორიული რეკორდსმენი

Next Post

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 7 პროცენტამდე შეამცირა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 7 პროცენტამდე შეამცირა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 7 პროცენტამდე შეამცირა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result