Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

25 წელი ერთ გზაზე – „ბრიჯსტოუნი“ და „თეგეტა“ საიუბილეო თარიღს აღნიშნავენ

by იზა გვარამაძე
July 19, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
25 წელი ერთ გზაზე – „ბრიჯსტოუნი“ და „თეგეტა“ საიუბილეო თარიღს აღნიშნავენ
0
SHARES
0
VIEWS

90-იანების მიწურულს, მაშინ, როცა საქართველოში ავტოპარკის საბჭოთა ნარჩენებისგან გასუფთავება ახალი დაწყებული იყო, სულ რაღაც, 3 წლის დაარსებულმა კომპანიამ, „თეგეტამ“, მოახერხა და იმ დროისთვის უპრეცედენტო ხელშეკრულება გააფორმა საბურავების მწარმოებელ იაპონურ გიგანტთან, Bridgestone-თან, და რეგიონში მისი პირველი ოფიციალური დილერი გახდა.

Bridgestone საქართველოში შემოვიდა, როგორც მსოფლიო ბაზრის ლიდერი, თუმცა მანამდე გაიარა გზა, რომელიც თანმიმდევრული, სიმყარეზე, ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნესის შენების იდეალური მაგალითია. Bridgestone იაპონიის ბაზრის ლიდერი დაარსებიდან 20 წლის შემდეგ გახდა, ქვეყნის გარეთ კი წარმოება 35 წლის შემდეგ გაიტანა და პირველი ომისშემდგომი საზღვარგარეთ მდებარე ქარხანა მალაიზიაში 1965 წელს გახსნა. აქედან 2 წლის შემდეგ უკვე ამერიკის ბაზარზე შედის ჯერ მხოლოდ გაყიდვების კუთხით, 1983 წელს კი კონტინენტზე წარმოებასაც იწყებს. Bridgestone-მა ევროპაში მოღვაწეობა დაარსებიდან 63 წლის შემდეგ, 1994 წელს დაიწყო. სულ რაღაც, 4 წელიწადში კი, ანუ 25 წლის წინათ, იაპონური ბრენდისთვის კავკასიის რეგიონიდან პირველი შეკვეთა განხორციელდა და საქართველოში სატვირთო და მსუბუქი ავტომობილებისთვის განკუთვნილი 500 ცალი პრემიუმ ხარისხის საბურავი გამოიგზავნა.

25 წლის წინათ ეს ისტორიული ხელშეკრულება ავტოინდუსტრიაში მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს კორპორაციას, Bridgestone-სა და კავკასიის რეგიონში დამწყებ კომპანიას, „თეგეტა მოტორსს“ შორის გაფორმდა. როგორც რეგიონისთვის, ისე საქართველოსთვის Bridgestone იყო ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ბრენდი, რომელიც 25 წლის წინათ, ფაქტობრივად, განვითარებად ქვეყანაში შემოვიდა და „თეგეტასთან“ ერთად ბაზრის განვითარება დაიწყო.

დავით ჩხაიძე, „Tegeta Prime Products-ის“ დირექტორი: „თეგეტას“ შენების პროცესში „ბრიჯსტოუნის“, როგორც გლობალური კომპანიის, გამოცდილებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ეს იყო მომავლის სტანდარტი, რომელიც ასე ძალიან სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანასა და მომხმარებელს. 90-იანი წლების მიწურულს წარმოუდგენელი გახლდათ მსგავსი გიგანტის შემოსვლა საქართველოში, თუმცა მომავლის ხედვის, განვითარებისა და ზრდის პერსპექტივის სწორად დანახვამ ორივე მხარეს მისცა საშუალება, რეგიონისთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიეღო.

აღნიშნულ პერიოდში რეგიონში ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებში წარმოებული პროდუქცია იყო წარმოდგენილი და ამიტომ საჭიროებამ მოითხოვა რაღაც განსხვავებული და მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა. მსოფლიო ლიდერის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა და რეგიონში განვითარება იყო მსოფლიო სტანდარტების დანერგვისა და ამ სტანდარტებისთვის ფეხის აწყობის უმნიშვნელოვანესი პროცესი ქვეყანაში“.

განვლილი 25 წელი დიდი გარდაქმნების, განვითარებისა და პოზიციონირების წლებად იქცა როგორც Bridgestone-ისთვის, ისე „თეგეტასთვის“. თანამშრომლობის დაწყების დროს „თეგეტა“მხოლოდ საქართველოში იყო წარმოდგენილი და მხოლოდ ერთი ფილიალი ჰქონდა, 25 წლის შემდეგ კი „თეგეტა“ ავტოინდუსტრიის ლიდერია 3000-ამდე დასაქმებულითა და 28 ფილიალით მხოლოდ საქართველოში. რეგიონში კი ჰოლდინგი აზერბაიჯანში 2 ფილიალით არის წარმოდგენილი, ხოლო სომხეთსა და უზბეკეთში – თითო-თითოთი. კომპანიის შემოსავალმა 2022 წელს მილიარდს გადააჭარბა.

რაც შეეხება „ბრიჯსტოუნს“, 25 წლის წინათ ის მსოფლიო მასშტაბით 10-ამდე ქარხანას ფლობდა, ჰყავდა 10 000-ამდე დასაქმებული, მისი წლიური შემოსავალი კი 13 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენდა. 2023 წელს ეს მონაცემები ასე გამოიყურება: 130 ქარხანა, 130 000 დასაქმებული და 27 მილიარდი ამერიკული დოლარი შემოსავალი.

„თეგეტასა“ და „ბრიჯსტოუნის“ 25-წლიანი ისტორია ასეულობით მარკეტინგულ აქტივობას, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ათეულობით ტრენინგს, მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებებსა და მილიონამდე გაყიდულ საბურავს მოიცავს.

500 საბურავით დაწყებული თანამშრომლობა 10 წლის შემდეგ 15 000 ერთეულამდე გაიზარდა. 20 წლის შემდეგ „თეგეტა მოტორსმა“ „ბრიჯსტუნის“ 40 000 საბურავის რეალიზება განახორციელა, 2022 წელს კი გაყიდული საბურავების მაჩვენებელმა 80 000-ს მიაღწია. მიმდინარე წელს დაგეგმილია რეგიონში „ბრიჯსტოუნის“ 120 000 ცალი საბურავის რეალიზაცია.

წარმატებული თანამშრომლობის დასტურია ისიც, რომ 2005 წელს „თეგეტა მოტორსის“, როგორც „ბრიჯსტოუნის“ დილერის სტატუსი, მისი ოფიციალური დისტრიბუტორობით შეიცვალა და დღეს „თეგეტაში“ „ბრიჯსტოუნს“ 25%-იანი წილი უკავია.

წარმატებული თანამშრომლობის პარალელურად, „თეგეტა მოტორსი“ რეგიონში დღემდე იაპონური კომპანიის ყველაზე მსხვილ პარტნიორად რჩება და მის, როგორც პასუხისმგებლობიანი ბიზნესის, სტრატეგიულ ხედვებსაც სრულად იზიარებს.

დავით ჩხაიძე, „Tegeta Prime Products-ის“ დირექტორი: „თეგეტა მოტორსი“, ისევე როგორც მაღალი სტანდარტების მქონე ბევრი გლობალური კომპანია, გრძელვადიან პერსპექტივაში განვითარების სტრატეგიას გარემოზე ზრუნვასა და გარემოს დაცვით პროექტებში უფრო მეტად ჩართვაში ხედავს. ამ მიზნით „თეგეტა მოტორსი“ უკვე წლებია სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. სულ ახლახან კომპანიამ 20 000 000 ლარის „მწვანე ბონდები“ გამოუშვა, რომლებიც მთლიანად მწვანე ინიციატივებს მოხმარდება. „თეგეტას“ შვილობილი კომპანია „გრინ პლანეტი“ დიდი ხანია ეკოლოგიური პროექტების, კერძოდ, ნარჩენების სწორი მართვის მიმართულებით მუშაობს.

სწორედ ეს არის მომავლის ის ხედვა, რაშიც „ბრიჯსტოუნისა“ და „თეგეტას“ განვითარების სტრატეგია ერთმანეთთან აბსოლუტურ თანხვედრაშია. „ბრიჯსტოუნის“ მისია და გრძელვადიანი მიზნები სწორედ გარემოზე ზრუნვისკენ და მდგრადი განვითარებისკენ არის მიმართული. ეს პრინციპებია ამოსავალი წერტილი ყველა იმ პროდუქტის განვითარებისა, რასაც „ბრიჯსტოუნი“ მიმდინარე პერიოდში აწარმოებს და სამომავლოდაც გეგმავს მათ წარმოებას“.

ხარისხი, უსაფრთხოება, მდგრადი განვითარება და კომფორტი – ამ ფუნდამენტური ღირებულებების დამთხვევამ განსაზღვრა დასაწყისშივე „თეგეტასა“ და „ბრიჯსტოუნის“ თანამშრომლობა. ღირებულებების ერთგულებასა და მათ განვითარებაზეა დაფუძნებული ახლა უკვე ორი საერთაშორისო ბრენდის 25-წლიანი თანამშრომლობის სიმყარეც და სამომავლო პერსპექტივაც.

„თეგეტასა“ და „ბრიჯსტოუნის“ 25-წლიანი თანამშრომლობის აღსანიშნავი სხვადასხვა ღონისძიება და აქტივობა საქართველოში მთელი წლის განმავლობაში გაიმართება. S

Previous Post

იაპონიის პასპორტი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი აღარაა | განახლებული რეიტინგი

Next Post

Forbes-ის 2023 წლის მილიარდერების რეიტინგის ახალწვეულები სპორტული სფეროდან

იზა გვარამაძე

Next Post
Forbes-ის 2023 წლის მილიარდერების რეიტინგის ახალწვეულები სპორტული სფეროდან

Forbes-ის 2023 წლის მილიარდერების რეიტინგის ახალწვეულები სპორტული სფეროდან

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result