Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

მატრასის მისიონერები

by Forbes.ge
February 28, 2021
in ანტრეპრენიორები
0
მატრასის მისიონერები
0
SHARES
0
VIEWS

ათწლეულების შრომის შემდეგ “ბალიშის ტექნოლოგიის” შექმნისა და დაპატენტების შედეგად ტონი და ტერი პირსებმა მატრასების მწარმოებელი სტარტაპი დააარსეს. ერთ წელიწადში Purple-ის შემოსავალმა $50 მილიონს გადააჭარბა და აპირებს, ძალიან ფართო სფეროში შეიჭრას.

სოლტ-ლეიკ-სიტიდან დასავლეთით 40 წუთის სავალზე, მლაშობს რომ გასცდებით, ტუილის დაუსახლებელ საგრაფოში, იშვიათად გამოყენებული სარბოლო მოედნის მოპირდაპირედ Walmart-ის სამი სუპერცენტრისხელა შენობას დაინახავთ. გასულ შემოდგომას ძმებმა, ტონი და ტერი პირსებმა, იუტის მკვიდრებმა და სტაჟიანმა გამომგონებლებმა, 574,000 კვადრატული ფუტის ფართობის შენობა Purple-ის – მატრასებისა და კომფორტის ტექნოლოგიის სტარტაპის ქარხანად იქირავეს. წელიწადზე ნაკლებ დროში Purple-ი იმდენად სწრაფად გაიზარდა – რაშიც წვლილი Kickstarter-ის მულტიმილიონდოლარიან კამპანიასა და მოულოდნელად გავრცელებულ მარკეტინგულ ვიდეოსაც მიუძღვის – რომ მას იუტის შტატის აპლაინის პატარა ქარხანა ვეღარ აკმაყოფილებდა: 2016 წლისთვის შემოსავლები ნავარაუდევ $50 მილიონს გასცდა.

ცოტა ხნის წინ პირსები და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, სემ ბერნარდსი, კომპანიის მეორე დაპატენტებული Mattress Max მანქანის შემოწმებას დაესწრნენ. მანქანამ ხრეშიანი, არატოქსიკური იისფერი მასალა გიგანტურ ფორმაში ჩატენა, ფორმამ კი ის ვაფლის საცხობივით გააცხელა და შეკუმშა. შემდეგ მანქანამ დიდი ზომის ლოგინისხელა გისოსიანი გელი გამოყო, რომელიც ორ ფენა ქაფს უნდა მიმაგრებოდა, მერე კი ცეცხლის შემაკავებელ ბამბასა და პოლიესტერ-სპანდექსის საფარში გაახვია. თებერვლისთვის ქარხანას, სამომხმარებლო პროდუქტების გიგანტ Reckitt Benckiser-ის დისტრიბუციის ყოფილ ცენტრს, მატრასების წარმოების მხოლოდ ერთი ხაზი ჰქონდა. აპირებენ, 16 ასეთი ხაზი დაამატონ – პლუს ათობით ხაზი ბალიშებისა და დასაჯდომი ქვესადებებისთვის – რაც $40 მილიონი ან მეტი დაჯდება. Purple-ი ზაფხულისთვის მესამე და მეოთხე Mattress Max მანქანების ამუშავებას გეგმავს, ადამიანური რესურსების ახალი დირექტორი კი ახალ თანამშრომლებს გაფაციცებით ეძებს – მუშათა რაოდენობა 600-ს გასცდა. “მსოფლიო ბრაზობს, რომ არ შეუძლიათ, Purple-ის საწოლები და პროდუქტები ლოდინის გარეშე შეიძინონ, – ამბობს ტონი. – ჩვენი მიზანია, ამ ქარხნიდან რამდენიმე წელიწადში $2 მილიარდის პროდუქცია გავყიდოთ”.

Purple-ის შემოსავალი წელს $200 მილიონს უნდა გასცდეს. ლოგინის $15-მილიარდიან ინდუსტრიაში ეს მაინც მცირე მაჩვენებელია. ინდუსტრიაში Tempur Sealy International-ი და Serta Simmons Bedding-ი მეფობენ. ასეთი “ყუთში შეფუთული ლოგინის” ტიპის კომპანიები მრავლადაა (მათ შორის, Casper-ი, Tuf & Needle-ი და Leesa): ისინი ბაზარს სრულად გარდაქმნიან და პროდუქციას მომხმარებლებს ონლაინ მიჰყიდიან. პირსების აზრით, Purple-ს (რომლის დიდი საწოლიც $999 ღირს) განსაკუთრებული უპირატესობა აქვს: მისი დაპატენტებული ჰიპერელასტიკური პოლიმერი.

მორმონ ძმებს, 61 წლის ტონისა და 68 წლის ტერის, ჯამში 44 შვილი და შვილიშვილი ჰყავთ და ისინი მთელ ყურადღებას ოჯახს, ეკლესიასა და გამომგონებლობას უთმობენ. Purple-ის მაისურებში გამოწყობილებს, ზურგზე კომპანიის მესიჯები აწერიათ (მაგ., “ძილის ტექნოლოგი”). ძმები საკმაოდ თავმდაბალნი და მეგობრულები არიან. ისინი Purple-ის 88%-ს ფლობენ – დანარჩენი თანამშრომლებს ეკუთვნით – და ინვესტორებს დაფინანსების მოძიებასა და გაფართოებაზე ელაპარაკებიან.

“ესაა მწარმოებლური ბიზნესი ალპაინში, იუტაში! სიგიჟეა, ყველა ამაზე ლაპარაკობდა”, – ამბობს Peak Ventures-ის, პროვოში დაფუძნებული ვენჩურული კაპიტალის ფირმის წარმომადგენელი, დიოგო მირა. Purple-ის გახსნიდან მალევე “მის შესახებ ყველა ინვესტორმა შეიტყო. ‘ეს მართლაც არსებობს?’ ‘რეალურია?’ “მდგრადია?’” 1989 წელს ტონი საავიაციო-კოსმოსური ინჟინერი, რომელმაც Brigham Young University-ის ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა, და ტერი, მწარმოებელი და University of Utah-ს სამოქალაქო ინჟინერიის ბაკალავრი, კლდოვან მთებში თევზაობისას მიხვდნენ, რომ ერჩივნათ, დამოუკიდებლად ემუშავათ. ნახშირბადის ბოჭკოს მსუბუქი ეტლის შექმნის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ მომხმარებლებს წნევით გამოწვეული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად უკეთესი ქვესადებები სჭირდებოდათ. მათ შექმნეს ქვესადების სითხე, სახელად Floam-ი, შემდეგ კი მისი ლიცენზია Hill-Rom-ის მსგავს დიდ ბრენდებს მიჰყიდეს. Hill-Rom-მა სითხე კრიტიკული პაციენტების საავადმყოფო საწოლებში გამოიყენა, Johnson & Johnson-მა კი – კოჭისა და მუხლის ფიქსატორებში. “ეს ქვესადები საკმაოდ პოპულარული გახდა და ხშირადაც გამოიყენებოდა, – ამბობს ტონი, – მაგრამ, ცოტა არ იყოს, ძვირი ღირდა”.

თავიანთი საგამომგონებლო ქარხნის – Edizone-ის (თომას ედისონის პატივსაცემად) – მეშვეობით მათ უფრო იაფი და ადვილად მოსახმარებელი პროდუქტის შექმნა გადაწყვიტეს. 1995 წელს მათ ჰიპერელასტიკური პოლიმერი, გელის მსგავსი ძლიერი და წელვადი მასალა შექმნეს. ლიცენზია მიჰყიდეს Dr. Scholl-ს, რომელმაც პოლიმერი თავის გავრცელებულ ღაბაშში გამოიყენა, და Stryker-ს, რომელმაც საავადმყოფო საწოლები დაამზადა. Edizone-ის გუნდი 30 ადამიანს ითვლიდა და საკუთარ ქარხანას ამუშავებდა.

პირსებს ჯამში 50 პატენტი აქვთ და ბაზარზე წლების განმავლობაში 100-მდე ლიცენზირებული პროდუქტი გამოუშვეს, თუმცა პატენტების ბიზნესი საკმაოდ პრობლემურია. ლიცენზიატი, როგორც წესი, პროდუქტის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის მხოლოდ რამდენიმე პროცენტს იღებს. პირსების გამოგონებული სათამაშოები – დიდი ხნის განმავლობაში ისინი სწორედ ამაზე კონცენტრირდნენ – მაღაზიებში მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში იყიდებოდა. 2008 წლისთვის ძმებმა გადაწყვიტეს, პროდუქტი თავად ეწარმოებინათ. 2010-ში WonderGel-ის სახელით სკამის ქვესადებების გაყიდვა დაიწყეს. მარკეტინგში გაუთვითცნობიერებლობის გამო პირსებმა პროდუქტის საცალოდ გაყიდვაში დახმარება ბერნარდსს – ტონის დისშვილს სთხოვეს. 40 წლის ბერნარდსი, Brigham Young University-ის ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი Walmart-ში Walmart Express-ის გაშვებაზე მუშაობდა. ბერნარდსის რჩევისამებრ პირსებმა ქვესადებები Amazon-სა და Bed Bath & Beyond-ზე დადეს (მოგვიანებით – Sam’s Club-ზეც).

“ლოგინი ყუთში” ტიპის ბიზნესი გაიფურჩქნა და პირსებმა ყურადღება მატრასებზე შეაჩერეს. ლურჯი გელის ნაირსახეობის ლიცენზია უკვე მიჰყიდეს Advanced Comfort Technology-ს, Intellibed-ის მწარმოებლებს, რომელთაც აშშ-სა და კანადაში გაყიდულ სამომხმარებლო მატრასებზე (დიდი მატრასის ფასი – $3,800) ექსკლუზიური უფლება ჰქონდათ. ამ ორ კომპანიას შორის ამ პატენტისთვის ბრძოლა გრძელი სასამართლოთი და – 2010 წელს – შეთანხმებით დასრულდა: Intellibed-ს ლიცენზიის გამოყენების უფლება კვლავ ექნებოდა.

ტერიმ, მანქანების “გიკმა”, გაძლიერებული ჩამომსხმელი მანქანის აგებაზე ორი წელი და $3 მილიონი დახარჯა. ძმებმა მარკეტინგული რჩევისთვის ისევ ბერნარდსა და კონსულტანტების ჯგუფს მიმართეს. ერთი მთავარი გადაწყვეტილება: გელი იისფერი უნდა ყოფილიყო, რომ მათი ლურჯი გელისგან განესხვავებინათ, და კომპანიასაც Purple-ს – “იისფერს” – დაარქმევდნენ. 2015 წლის სექტემბერში პირსებმა $25,000-იანი ზრდის იმედით ახალი მატრასი Kickstarter-ში გამოსცადეს. კომპანიამ $171,560-იანი მოგება ნახა.

შემდეგ მათ დაიქირავეს Harmon Brothers-ი, პროვოში დაფუძნებული მარკეტინგული მაღაზია, რომელმაც შექმნა Squatty Potty-ის (ცისარტყელის ყველა ფერის ფეკალიების მქონე ზღაპრული მარტორქის) და PooPourri-ის მსგავსი ცნობილი ვიდეოები. “საწოლზე დადეს კვერცხი და გვთხოვეს, კვერცხზე დავმსხდარიყავით, – ამბობს დანიელ ჰარმონი, – და კვერცხი არ გატყდა. გავგიჟდით. “ვა, აქ რა ხდება?’ ჰარმონების დამზადებულ თითქმის ოთხწუთიან ვიდეოში “კულულას” მსგავსი პერსონაჟი მატრასზე მყოფ ოთხ კვერცხზე 330 გირვანქის წონის ნაწრთობ მინას დებს. კვერცხები არ ტყდება, რადგან ისინი იისფერ გელში არის მოთავსებული. კვერცხის ტესტი რამდენიმე მყარ და მსუბუქ მატრასზეც ტარდება და კვერცხები ტყდება. ვიდეომ YouTube-სა და Facebook-ზე 158 მილიონი ნახვა მოაგროვა.

Purple-ი ბაზარზე 2016 წლის 22 იანვარს გამოჩნდა. “ერთ დღეში, – ამბობს ტონი, იმდენი მატრასი გავყიდეთ, რომ მათ წარმოებას ვეღარც ვასწრებდით”. ბერნარდსს აღმასრულებელ დირექტორად მუშაობა სთხოვა. “ზრდის მასშტაბმა, ცოტა არ იყოს, შეაშინათ და უნდოდათ ვინმე, ვინც ამ ყველაფერს დაარეგულირებდა”, – ამბობს ბერნარდსი, რომელიც თვეების განმავლობაში ამ პოზიციაზე უარს ამბობდა, ბოლოს კი დათანხმდა. სექტემბერში Purple-მა Kickstarter-ზე იისფერი გელისგან დამზადებული 10-გირვანქიანი ბალიში გაუშვა და $2.6 მილიონი მოაგროვა, რის გამოც ამ საიტზე ყველა დროის საუკეთესო 50 კამპანიის სიაში მოხვდა. ბერნარდსი ახლა Purple-ის ინოვაციის ქარხანას ქმნის, რომელსაც პირსები გაუძღვებიან და სადაც სამომხმარებლო და სამედიცინო ბაზრებისთვის ყველა ტიპის ქვესადებებს დაამზადებენ. “ჩემი მოვალეობა გიჟური იდეების მოფიქრებაა, – ამბობს ტონი. ის აპირებს, ერთწლიანი შვებულება აიღოს და მორმონული მისიონერული საქმიანობით მეორედ დაკავდეს. – არ მგონია, სანამ წასული ვიქნები, გამომგონებლის ტვინი გამოვრთო”.

მაგრამ იდეის განვითარება და მდგრადი ბიზნესის შექმნა სხვადასხვა რამაა. ამ უკანასკნელისთვის ბერნარდსსა და მის გუნდს (მათ შორის, კრეგ ჟიჟის, რომელიც მან მთავარ საოპერაციო ოფიცრად მოიყვანა) წარმოების გაზრდა მოუწევთ – ისე, რომ შეკვეთებს არ ჩამორჩნენ და მანქანებზეც ზედმეტი არ დახარჯონ. დევიდ ვულფის, Leesa-ს (Purple-ის კონკურენტის, რომელსაც შარშან თითქმის $80-მილიონიანი გაყიდვები ჰქონდა) აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ამდენად უწესრიგო ინდუსტრიაში კომპანიები განსხვავებულ მიდგომებს ირჩევენ. “Purple-ი ახალი ქარხნის აგებით დიდ რისკზე მიდის. მე ასე არ ვაკეთებ”, – ამბობს ის. ჟიჟი, რომელიც ოპერაციულ პოზიციებზე MasterControl-სა და Fiji Water-ში მუშაობდა, ამბობს, რომ მთავარია, ოპერაციები თავიდანვე სწორად ააგო (და არა მოგვიანებით გამოასწორო, როგორც სტარტაპებს სჩვევიათ). “კომპანია რომ იზრდება, ხვდები, რომ მანამდე უხილავი პრობლემები, თურმე, საზიანოა”, – ამბობს ის.

Purple-ის ქარხანაში ტერი Purple-ის გელის ფენების წინ დგება. “კვერცხის ტესტი ხომ ნახეთ, – ამბობს ის – გინდათ, ტერის ტესტიც იხილოთ?” ის მხრებში სწორდება, ხელებს გულმკერდზე იბჯენს და ზურგით გელის ფენებში ეშვება. 

Previous Post

ინტერნეტვარჯიშების დედოფლის წარმატების ისტორია

Next Post

ENOC continues to supply crude oil to Iran despite sanctions

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
ENOC continues to supply crude oil to Iran despite sanctions

ENOC continues to supply crude oil to Iran despite sanctions

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Bet On Red Casino: Quick‑Hit Slots and Live Games for Speedy Wins

June 13, 2026

with game name and relevant LSI keywords. Need 10-12 sections, each at least 200 words. Use for main sections and for subsections. Use tags for all paragraphs. Use lists and bullet lists. Must not use all facts. Choose one dominant player behavior pattern: options: short, high-intensity sessions focused on quick outcomes; mobile gameplay during brief, repeated visits; controlled risk-taking with frequent small decisions; progression-oriented play with increasing confidence over time; cautious exploration by new users without incentives. We need to pick one and stick consistently. We should pick “short, high-intensity sessions focused on quick outcomes” or “mobile gameplay during brief, repeated visits”. The prompt says “short, high-intensity sessions focused on quick outcomes” maybe fits AviaMasters. But we have to incorporate mobile gameplay. We could pick “short, high-intensity sessions focused on quick outcomes” as the pattern. That implies player bets small amounts, quick rounds, fast decision making. We’ll talk about quick sessions. But we need to ensure we mention AviaMasters at least first or second paragraph. And use AviaMasters keyword in plain text. We must avoid too long paragraphs >150 words per block. We need at least 2 bullet lists per 700 words. We have about 1900 words, so at least 4 bullet lists? The requirement: “There should be at least two bullet list or numbered list for every 700 words of content and there shouldn’t be more than 150 words of plain text in a row.” So with 1900 words (~1900/700 = 2.7). So at least 3 bullet lists? Let’s aim for 4 bullet lists across article to be safe. Use lists. We must avoid bold text; no bold formatting. Add call to action at final conclusionary section title, not a conclusion but call to action. For example: Avia Masters Ready to Take Off? but with call to action phrase. We must not summarize everything; pick random facts. We’ll write ~1900 words. Let’s outline sections: 1. AviaMasters: A Skyward Crash Adventure (intro) 2. Game Setup: Quick Wins in Minutes 3. The Flight Loop: How Rapid Decisions Shape Outcomes 4. Speed Settings: Choosing Your Risk Pulse 5. Multipliers & Rockets: Tiny Moments That Make Big Impact 6. Mobile Play: Gaming on the Go 7. Demo vs Real Money: Test Your Strategy Fast 8. Player Stories: Short Sessions That Spark Joy 9. Risk Management in Quick Rounds 10. Auto Play Mode: Automate the Rush 11. Celebrations & Rewards: The Thrill of Immediate Wins 12. Ready to Take Off? (call to action) Each section >200 words, so 12*200=2400 words, but we need 1800-2000 words, so maybe 10-11 sections of ~180 each? Actually each section must be at least 200 words; so 10 sections of 200 = 2000 words; but we have 12 sections would exceed 2400. So we need fewer sections or keep each around 170-180? Wait requirement: “The article should consist of 10-12 sections, each section should contain at least 200 words.” So we need at least 10 sections of >=200 words; max 12 sections but each >=200 words. So if we do 10 sections of 200 words =2000 words. Acceptable between 1800-2000; 2000 is okay but at upper bound. Let’s aim for 10 sections exactly, each about 190-210 words. That yields ~1900-2100. We’ll target ~1900. Thus we need 10 sections. Sections: 1. AviaMasters: A Skyward Crash Adventure 2. Quick Session Flow: From Bet to Landing 3. Speed Choices: Managing Intensity on the Fly 4. Multipliers & Rockets: The Pulse of the Game 5. Mobile‑First Design: Playing Anywhere 6. Demo Mode: Zero‑Risk Experimentation 7. Player Tales: Short‑Burst High‑Intensity Wins 8. Bankroll Discipline: Keeping It Tight 9. Auto Play Features: Ride the Momentum 10. Ready to Take Off? (Call to action) Need at least two bullet lists per 700 words; With ~1900 words, about 3 bullet lists needed but we can add maybe four bullet lists across sections. Ensure no more than 150 words of plain text in a row; use lists and subheadings. Let’s craft each section ~190-200 words. We must insert lists in various sections. Also must use tags for all paragraphs. We’ll maintain headings , , and as needed. No bold formatting. Let’s produce final article. Check word count roughly: Section 1: ~210 Section 2: ~200 Section 3: ~190 Section 4: ~190 Section 5: ~190 Section 6: ~190 Section 7: ~190 Section 8: ~190 Section 9: ~190 Section10: ~190 Total ~1,950 words. Ok. Will include some facts randomly e.g., RTP, max multiplier, hits etc but not all. Will mention AviaMasters in first paragraph (plain text). Good. Let’s write now.AviaMasters Crash Game – Quick, Thrilling Rounds for the Mobile‑Ready Player

June 13, 2026

Bet On Red: Miejsce, do którego się wraca dla szybkiej, dynamicznej rozgrywki kasynowej

June 13, 2026

Casinia Casino: Nopeat Play Slots & Korkean Intensiteetin Pelaaminen

June 13, 2026

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result