Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

Alibaba-ს ჰოლდინგი 6 ნაწილად იშლება | ჯეკ მა ჩინეთში დაბრუნდა

by იზა გვარამაძე
March 28, 2023
in ბიზნესი, მსოფლიო, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
Alibaba-ს ჰოლდინგი 6 ნაწილად იშლება | ჯეკ მა ჩინეთში დაბრუნდა
0
SHARES
0
VIEWS

ჩინეთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ტექნოლოგიური კომპანიის გარშემო მნიშვნელოვანი სიახლეებია – სწორედ დღეს საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ Alibaba-ს $220-მილიარდიანი ჰოლდინგი 6 დამოუკიდებელ ნაწილად იშლება.

Alibaba-დან გამოყოფილი კომპანიები საფონდო ბირჟაზე ცალ-ცალკე დაილისტებიან, მათ კი დამოუკიდებელი მენეჯმენტი, აღმასრულებელი ხელმძღვანელები და დირექტორთა საბჭო ეყოლებათ.

თავად Alibaba მხოლოდ მშობელი კომპანიის სიმბოლურ ფუნქციას შეასრულებს და მას ისევ დანიელ ჟანგი გაუძღვება. მისი განმარტებით, წლების განმავლობაში Alibaba ნამდვილ გიგანტად ჩამოყალიბდა, რომელიც ახლა იმდენად დიდი, ჩახლართული და კომპლექსურია, რომ მისი ეფექტიანად მართვა ერთი მენეჯმენტის მიერ პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომაც უმჯობესია, რომ ჰოლდინგი შედარებით მცირე ნაწილებად დაიშალოს და ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის გამოცდილი გუნდი სტარტაპულ ფილოსოფიაზე გადაერთოს, რაც მოქნილობას, სწრაფ განვითარებას და ინოვაციურობას გულისხმობს.

საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია იმ კომპანიებს სახელწოდება, რომლებიც Alibaba-ს გამოეყოფიან, მათ შორისაა: Cloud-სერვისებსა და ხელოვნურ ინტელექტზე კონცენტრირებული Cloud Intelligence Group-ი; საცალო ვაჭრობაზე ფოკუსირებული Taobao Commerce Group-ი; ჩინეთის მასშტაბით დისტრიბუციის მიმართულებით მომუშავე Local Services Group-ი; აგრეთვე ლოგისტიკური Smart Logistics Group-ი; მედიაზე კონცენტრირებული Digital Media and Enertrainment Group-ი და ყველაზე მნიშვნელოვანი – ელექტრონული კომერციის პლატფორმის მქონე Digital Commerce Group-ი, რომელიც Alibaba-სა და Aliexpress-ის პლატფორმებს გააერთიანებს.

მსგავსი მასშტაბის რესტრუქტურიზაცია ჩინეთის ისტორიაში არასოდეს მომხდარა და ის, შესაძლოა, Alibaba-ს წინააღმდეგ აღძრულ საქმეს უკავშირდებოდეს. მოგეხსენებათ, ჩინეთის მარეგულირებელი ორგანო Alibaba-ს მონოპოლიურ პრაქტიკაში ადანაშაულებს, რაც სწორედ ჰოლდინგის კოლოსალური ზომითაა განპირობებული.

Alibaba-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 220 მილიარდ დოლარს აჭარბებს და ჰოლდინგი მსოფლიო მასშტაბით 240,000-მდე თანამშრომელს ასაქმებს. ბუნებრივია, ასეთი ზომის კომპანიის მართვა საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც Cloud-სერვისების დეპარტამენტს საცალო ვაჭრობისა თუ დისტრიბუციის დეპარტამენტებთან თითქმის არანაირი შეხებაც კი არ აქვს.

ექსპერტების შეფასებით, Alibaba-ს დაშლა სწორედ ჩინეთის მთავრობის დაჟინებული მოთხოვნითაა განპირობებული, რომელიც ტექნოლოგიური გიგანტების მიმართა განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევა, რადგან ასეთი მასშტაბისა და რესურსების მქონე კომპანიის გაკონტროლება გაცილებით რთულია, ვიდრე შედარებით მცირე ზომის. მაგალითად, Alibaba მსოფლიო მასშტაბით 270 მილიარდი დოლარის აქტივებს ფლობს, ჩინეთში კი Alibaba-ს საკუთარი ქალაქები, დასახლებები, საწყობები და ქარხნები აქვს, რაც მას არა მარტო მნიშვნელოვან ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ ძალადაც აქცევს.

გარდა Alibaba-ს გარშემო არსებული სიახლეებისა, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ კომპანიის დამფუძნებელი და პოლიტიკური დევნილი, ჯეკ მა ჩინეთს დაუბრუნდა. სწორედ გუშინ იგი მშობლიური ჰანჟოუს ერთ-ერთ სკოლაში დააფიქსირეს, სადაც მილიარდერი მეწარმე სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.

თითქმის ერთწლიან ემიგრაციაში ყოფნის შემდეგ, ჯეკ მას ჩინეთში დაბრუნდება, შესაძლოა, სწორედ Alibaba-ს დაშლასთან იყოს დაკავშირებული.

ცნობისთვის, ჯეკ მა ჩინეთის უმდიდრესი ბიზნესმენი იყო და მისი ქონება $60 მილიარდს აღწევდა, თუმცა მმართველ კომუნისტურ მთავრობასთან საჯაროდ დაპირისპირების შემდეგ, ის პოლიტიკური ზეწოლის წინაშე აღმოჩნდა.

ჯეკ მას მრავალმილიარდიანი ბიზნესიმპერიის დაღმასვლა 2020 წლის 24 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც მან საჯარო კონფერენციაზე ჩინეთის მთავრობა და მარეგულირებელი ორგანო გააკრიტიკა და მათ პოლიტიკას „შემზღუდავი“ უწოდა.

მისი სიტყვით გამოსვლიდან რამდენიმე დღეში Ant Group-ის $37-მილიარდიანი პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO), რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგება უნდა ყოფილიყო, ჩინეთის მთავრობამ დაბლოკა. მის შემდეგ, მისი კომპანიების წინააღმდეგ აღიძრა არაერთი საქმე და დაიწყო მრავალწლიანი საგამოძიებო პროცესი, რომლის ფარგლებში მარეგულირებელმა ორგანომ კომპანია Alibaba რეკორდული 2.8 მილიარდი დოლარით დააჯარიმა.

მთავრობისგან მომავალი მზარდი ზეწოლის ფონზე კი, ჯეკ მას ჩინეთის დატოვება და საჯარო ცხოვრებაზე უარის თქმაც მოუწია.

Previous Post

აშშ-ის საბირჟო საქონლის სავაჭრო კომისია Binance-ს და ჩანგპენგ ჟაოს უჩივის

Next Post

საქართველოს ბანკების რეიტინგი მოგების მიხედვით

იზა გვარამაძე

Next Post
საქართველოს ბანკების რეიტინგი მოგების მიხედვით

საქართველოს ბანკების რეიტინგი მოგების მიხედვით

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result