Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

განახლებადი ენერგიები და საქართველო

by Davit Tsiramua
მარტი 20, 2023
in ეკონომიკა, ეკონომიკა, მოსაზრება, ოპედი, საქართველო, ყველა სიახლე
0
განახლებადი ენერგიები და საქართველო
0
SHARES
0
VIEWS

დროთა განმავლობაში უფრო ცხადი ხდება და, შესაბამისად, არგუმენტაციებიც მატულობს, რომ საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავების ზრდა აუცილებელია. ეკონომიკის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიის მოხმარებაც იზრდება. თუ ამ პროცესს არ მოჰყვება ელექტროენერგიის წარმოების ზრდა, შესაძლოა, ერთ დღესაც ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა ისე გაიზარდოს, რომ მოქალაქეების მიერ გადასახდელი ტარიფის რეკორდული მატება მოხდეს. ეს სცენარი იმ შემთხვევაში განვითარდება, თუ უარს ვიტყვით მარეგულირებელ ჰესებზე. პოლიტიკა ასეთია – მეტი ჰესი საქართველოში, რომელთა მშენებლობისას ზედმიწევნით არის დაცული ყველა ტექნიკური პირობა.

გამომუშავების გაზრდას განაპირობებს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტიც, რომელიც საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, ევროპას მიაწოდოს ელექტროენერგია, არ იყოს მხოლოდ გამტარი, არამედ საკუთარი გამომუშავება გაყიდოს. ამიტომ ეტაპობრივად უნდა გადავეწყოთ ნეტო-ექსპორტიორი ქვეყნის რელსებზე.

მარეგულირებელი ჰესების მშენებლობა ნამდვილად არ არის დღეისთვის იმ ტემპის, რასაც პირადად მე ვისურვებდი, მაგრამ ხელშემწყობი მექანიზმები, რაც საქართველოს მთავრობამ აამოქმედა, ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს. ამასთანავე, აქტიურად მივდივართ მიკრო- და მცირე სიმძლავრეების ელექტროსადგურების წამახალისებელი მექანიზმების შემუშავების მიმართულებითაც. თებერვალში სემეკმა მიიღო ახალი წესი, რომელიც 15 მეგავატამდე მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებას ეხება. წესით განისაზღვრა მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების გამჭვირვალე და სამართლიანი პრინციპები, რომლებიც, თავის მხრივ, მოიცავს შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის მზადყოფნასა და გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შესაძლებლობას. წესი უზრუნველყოფს არადისკრიმინაციულ მიდგომას ინვესტორების მიმართ და აძლევს მათ შესაძლებლობას, წინასწარ განსაზღვრონ გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ხარჯები და ვადები. გამანაწილებელ კომპანიას ელექტროსადგურის ქსელთან მიერთებისთვის 18-თვიანი პერიოდი განესაზღვრა. ვფიქრობთ, ახალი წესი ხელს შეუწყობს მცირე ჰესების ქსელთან მიერთების დაჩქარებას. ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წლებში უფრო მეტი ჰესი უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში და გამომუშავდეს უფრო მეტი ენერგია, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ელექტროენერგიის სექტორში დამოუკიდებლობის მიმართულებით.

გარდა ამისა, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა ნეტო-აღრიცხვის სისტემის გამოყენება. წინა წლებთან შედარებით, დღეისთვის ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 2-ჯერ არის გაზრდილი, რაც განპირობებულია სემეკის მიერ მიღებული ხელშემწყობი და წამახალისებელი რეგულაციებით. დღეისათვის ნეტო- -აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე უკვე 40 მეგავატამდეა. მოგეხსენებათ, ნეტო-აღრიცხვის რეგულაციით მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია, ელექტროენერგია გამოიმუშაოს მზის, ქარის, წყლის გამოყენებით, აწარმოოს ენერგია როგორც საკუთარი მოხმარებისთვის, ასევე ჩაერთოს სისტემაში და ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიმწოდებელ კომპანიას მიჰყიდოს.

ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ამ დროისთვის ძირითადად ჩართულია მზის პანელები და საკმაოდ მცირეა ქარის სადგურები. სისტემაში პირველი საპილოტე ქარის სადგური 2016 წელს ჩაერთო, პროექტი განხორციელდა თელავში, USAID-ის მხარდაჭერით. რამდენიმე თვეა, რაც მოთხოვნის კვალდაკვალ ბაზარზე შემო­ვიდა მცირე სიმძლავრის ქარის ტურბინები 0.6-10 კილოვატამდე დადგმული სიმძლავრით. აღნიშნული ტურბინები ხელსაყრელია მათთვის, ვისაც სურს, ნეტო-აღრიცხვაში ჩაერთოს ქარით გამომუშავებული ენერგიით.

ნეტო-აღრიცხვა საქართველოში საკმაოდ კარგად ადაპტირდა ადგილობრივ ბაზართან. თუმცა ევროპა რამდენიმე წელია, ალაპარაკდა ნეტო-აღრიცხვისთვის თავის არიდებაზე. ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებლების სააგენტოსა (ACER) და ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებლების საბჭოს (CEER) მიერ გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები. ევროპის მსხვილი ენერგეტიკული ორგანიზაციების შეფასებით, ნეტო-აღრიცხვა ამცირებს მომხმარებლების მგრძნობელობას ენერგიის ცვალებადი ფასების მიმართ და აუარესებს მოქნილობის ხელშემწყობ ღონისძიებებსა და მცდელობებს, რომ მომხმარებლებმა შეასრულონ უფრო აქტიური როლი მოთხოვნის საპასუხო ღონისძიებებში. შედეგად, შესაძლებელია, ბაზრის მონაწილეებმა თავი აარიდონ ქსელური ან სასისტემო გადასახადების სამართლიანი წილის გადახდას და ამგვარად უარყოფითი გავლენა მოახდინონ იმ პირების მიერ მიღებულ სარგებელზე, რომლებიც სთავაზობენ სისტემას ე.წ. „მოქნილობის მომსახურებებს“.

ევროპის საბჭოს კომისიას მიიჩნია, რომ ნეტო-აღრიცხვა შეიძლება ეფექტიანი იყოს მხოლოდ წარმოების ბაზრის განვითარების საწყის ეტაპზე, ხოლო მისი ფართოდ გავრცელება შემაშფოთებელია, რადგან ადგილზე წარმოებული ნამეტი ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება ხორციელდება საცალო ფასით, რაც, უმეტეს შემთხვევაში, წარმოების ხარჯს აღემატება.

ენერგეტიკული გაერთიანების რეკომენდაციის თანახმად, რამდენადაც ნეტო-აღრიცხვამ დადებითი გავლენა იქონია თვითწარმოების განვითარებაზე, იმდენად უარყოფითად იმოქმედა სასისტემო გადასახადების გამჭვირვალობასა და მასში დანახარჯების ასახვაზე, ისევე როგორც აქტიური მომხმარებლების მოტივაციაზე, ჰქონოდათ ენერგიის შესანახი მოწყობილობები.

ევროპული ორგანიზაციების კვლევების მიხედვით, თვითწარმოების გამანაწილებელ ქსელში ინტეგრირების ერთ-ერთი გამოწვევა არის ის, რომ განახლებადი თვითწარმოება, ჩვეულებრივ, სისტემის პიკურ დატვირთვას არ ემთხვევა და, შესაბამისად, არ ეხმარება ქსელს მაშინ, როცა ეს საჭიროა. თუმცა ოპტიმალური გადაწყვეტის პირობებში, კერძოდ, როდესაც მზის პანელები აღჭურვილია შემნახველი მოწყობილობებით, შესაძლებელია ქსელზე დატვირთვის შემცირება. მეორე მხრივ, აქტიური მომხმარებლები ნაკლებად იყენებენ ქსელს, რამდენადაც ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის მოცულობა მცირდება თვითწარმოებული ელექტროენერგიის შესაბამისად. შედეგად, აქტიური მომხმარებლები ნაკლებს იხდიან ქსელის აღდგენისა და რეაბილიტაციისთვის, მაშინ როცა სხვა სისტემით მოსარგებლეებს მეტის გადახდა უწევთ. ნეტო-აღრიცხვა ამ ეფექტს მხოლოდ აძლიერებს, რაც, საბოლოოდ, ჯვარედინ სუბსიდირებას იწვევს. სწორედ ჯვარედინი სუბსიდირების პრევენციისა და ყველა სისტემის მოსარგებლისათვის თანაბარი გადასახადების დაკისრების მიზნით განსაზღვრავს განახლებადი ენერგიების დირექტივა დანახარჯების ამსახველი, არადისკრიმინაციული და პროპორციული სისტემის გადასახადის ვალდებულებას. უფრო მეტიც, დირექტივის თანახმად, მარეგულირებელმა ჩარჩომ უნდა უზრუნველყოს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის თვითმწარმოებლების მიერ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიისთვის სისტემის ხარჯების სამართლიანად გაზიარება.

რეკომენდაციის შესაბამისად, აქტიური მომხმარებლებისათვის, როგორც სისტემით მოსარგებლეების განსხვავებული ქვეკატეგორიისათვის, სპეციალური ტარიფები უნდა დადგინდეს ისე, რომ უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ქსელის მხარდაჭერის ზრდა და, მეორე მხრივ, დანახარჯების ასახვისა და დანახარჯების ანაზღაურების რისკების შემცირება. თავის მხრივ, აქტიური მომხმარებლის ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს არა მხოლოდ ენერგეტიკულ, არამედ სიმძლავრის კომპონენტსაც, რომელიც უნდა ასახავდეს ფიქსირებულ გადასახადს აქტიური მომხმარებლის მიერთების წერტილის შესაბამისად. ტარიფში გათვალისწინებული ხარჯები განსაზღვრული უნდა იყოს სპეციალური დროის ინტერვალების მიხედვით, რომლებიც ასახავს აქტიური მომხმარებლის კონტრიბუციას სისტემის პიკური დატვირთვის პერიოდში.

როგორც ზემოაღნიშნული ცხადყოფს, ნეტო-აღრიცხვის სქემა არ პასუხობს ევროპის კავშირისა და ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობის მოთხოვნებს. ევროპაში მასობრივად დაიწყო ნეტო-აღრიცხვის სქემის ჩანაცვლება სხვა, აქტიურ მომხმარებლებზე ორიენტირებული სქემებით, რომლებიც, ამავდროულად, შეესაბამება მეოთხე ენერგეტიკული პაკეტის მოთხოვნებს.

რაც შეეხება საქართველოს, დაინტერესებული მხარეების ინტერესების მხედველობაში მიღებისა და მათი ბიზნესგეგმების შეუფერხებლად განხორციელების ხელშესაწყობად, საქართველოში ჯერჯერობით შენარჩუნებულია არსებული ნეტო-აღრიცხვის სქემა, რაც ითვალისწინებს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის გაქვითვას. ამასთან, სისტემის მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ყველა მომხმარებელი. საქართველომ, თავის მხრივ, მეოთხე ენერგეტიკული პაკეტის ტრანსპოზიციის ფარგლებში, თანდათანობით უნდა მიიღოს ზომები მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებით სარგებლობის იმ წამახალისებელი მექანიზმების დასანერგად, რომლებიც შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს.

Previous Post

ადამიანი. ცხოველი.

Next Post

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Royal Reels 17 Casino: Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 29, 2026

SpinMills: The Quick‑Hit Casino for Fast‑Paced Winners

ივლისი 29, 2026

Casino Lab Online Casino – Schnelles Mobile‑Spiel für Sofortgewinne

ივლისი 29, 2026

Roobet Casino: Hitrotemečeče igranje za igralca na poti

ივლისი 29, 2026

Recent News

Royal Reels 17 Casino: Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 29, 2026

SpinMills: The Quick‑Hit Casino for Fast‑Paced Winners

ივლისი 29, 2026

Casino Lab Online Casino – Schnelles Mobile‑Spiel für Sofortgewinne

ივლისი 29, 2026

Roobet Casino: Hitrotemečeče igranje za igralca na poti

ივლისი 29, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result