Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

როგორ იქცა ონლაინგალერეა წარმატებულ ბიზნესად

by Forbes.ge
თებერვალი 28, 2021
in Forbes Woman
0
როგორ იქცა ონლაინგალერეა წარმატებულ ბიზნესად
0
SHARES
0
VIEWS

სამი მეგობრის კერძო საუბრებისას დაბადებული პროექტი, ოთხწლიანი წარმატებული კარიერის შემდეგ უკვე საერთაშორისო არტბაზრობებზე იმკვიდრებს ადგილს.

ჰობის დონეზე დაწყებული საქმე, დღეს 200 000-ლარიან მოგებაზე გადის.

ნათია ბუკია, სალომე ვახანია და ნათია ჩხარტიშვილი – Project ArtBeat-ის გუნდი, გოგონები, რომლებმაც საქართველოსა და კავკასიის რეგიონში მოღვაწე ხელოვანები საერთაშორისო აუდიტორიას გააცნეს.

Forbes Women-ს Project ArtBeat-ის თანადამფუძნებელი ნათია ბუკია ესაუბრა.

რატომ გადაწყდა ასეთი სივრცის შექმნა და ვისთვისაა განკუთვნილი ეს ონლაინპლატფორმა?

გლობალურ არტსისტემაში საქართველო და კავკასიის რეგიონი არ არის საკმარისად ჩართული, თუმცა ის საინტერესო, მრავალფეროვან ხელოვნებას სთავაზობს მსოფლიოს. რეგიონში მიმდინარე პროცესების, ადგილობრივი არტისტების შესახებ ინფორმაცია საკმაოდ იშვიათად და გაფანტულად მიეწოდება საერთაშორისო აუდიტორიას, ჩვენი მიზანი კი ქართველი ხელოვანების მსოფლიოსთვის გაცნობაა, ჩვენ ვხედავთ მათში პოტენციალს და გვჯერა მათი წარმატების, ამიტომ Project ArtBeat-ის გუნდი საერთაშორისო აუდიტორიას სთავაზობს პროფესიონალების მიერ შერჩეულ ქართველი არტისტების ნამუშევრებს. გვინდა, რომ ისინი გასცდნენ ლოკალურ დონეს და მოედონ საერთაშორისო ბაზრობებს. ონლაინსივრცე კი ამისთვის საუკეთესოდ ხელმისაწვდომი და გაცნობის კარგი საშუალებაა

თქვენი ერთ-ერთი პროექტია Mov­ing Gallery როგორ გაჩნდა ამ სტილის გალერეის შექმნის იდეა?

Moving Gallery by Project ArtBeat-ის იდეამაშინ გაგვიჩნდა, როცა ონლაინგალერეაზე ვფიქრობდით… ფაქტობრივად, ამ ორი საქმის კეთების იდეა ერთდროულად დაიბადა. ეს არის კონტეინერი, რომელიც ჩვენი პროექტის ერთ-ერთი საგამოფენო სივრცეა. Moving Gallery წელიწადში რამდენჯერმე წარმოადგენს Project ArtBeat-ის თანამედროვე ხელოვნების პროექტებს. მოძრავი გალერეა-კონტეინერი განთავსდება სხვადასხვა ადგილას მთელი საქართველოს მასშტაბით. უკვე 10 -ზე მეტი გამოფენა გაკეთდა. ჩვენი მიზანი იყო, ქუჩაში მოსიარულე ადამიანები ხელოვნებას გვეზიარებინა.ეს გახლავთ მოძრავი გალერეის მთავარი არსი და დანიშნულება. ვფიქრობთ, გაამართლა, რადგან ინტერესი და ხელოვნების ახალი ნიმუშების გაცნობის სურვილი სულ არის, განსაკუთრებით – რეგიონებში.

მოლოდინი, ბიზნესის დაწყებისას რომ გქონდათ, გამართლდა?

დასაწყისში არ გვიფიქრია ასეთ სერიოზულ მასშტაბებზე გასვლა. ეს იყო ის სფერო, რომელიც უბრალოდ მოგვწონდა. შესაბამისად, არც ბიზნესგეგმა გვქონდა… მაგრამ დღეს იმდენად გაამართლა ჩვენმა დაწყებულმა საქმემ, უკვე წელიწადში რამდენჯერმე საერთაშორისო არტბაზრობებზე ვხვდებით და საკმაოდ წარმატებული შედეგებით ვბრუნდებით საქართველოში.

ამ ოთხი წლის მანძილზე ვისი ნამუშევარი გაგიყიდიათ ყველაზე ძვირად?

არსებობს ასეთი საკმაოდ მაღალი კლასის ბაზრობა, არტ დუბაი, სადაც მოხვედრა საკმაოდ რთულია, რადგან უყურებენ შენს რეპუტაციას, როგორ წინადადებას წარადგენ და ამის შემდეგ ხდება მიღება… გადავლახეთ ეს ბარიერი და პირველად შარშან მოვხვდით… სწორედ მანდ იყო, კონსტანტინე მინდაძის ნამუშევარი რომ გავყიდეთ 20 000 ამერიკულ დოლარად. ეს არის ყველაზე ძვირად შეფასებული ნამუშევარი, ჯერჯერობით რაც გაგვიყიდია… მარტში კიდევ ერთხელ უნდა გავიდეთ არტ დუბაის ბაზრობაზე და წელსაც კიდევ ერთხელ გავიტანთ კონსტანტინე მინდაძის ნამუშევრებს და ასევე ლადო ფოჩხუას ნამუშევრებს. ვნახოთ, რა შედეგით დავბრუნდებით.

რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?

ჩვენი გეგმები ჯერჯერობით მხოლოდ გამოფენებს ეხება… რა თქმა უნდა, განვაგრძობთ კონტეინერში გამოფენებსაც, ამას დიდ ყურადღებას ვაქცევთ… მარტში კიდევ ერთი არტბაზრობა გველოდება, იქ უნდა წავიდეთ, აქაც რამდენიმე გამოფენაა უკვე დაგეგმილი…მოკლედ, აქტიური წელი გველის.

Previous Post

დოლარი vs საქართველოს და რეგიონის ქვეყნების ვალუტები

Next Post

TBC ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების მოცულობას ზრდის

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
TBC ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების მოცულობას ზრდის

TBC ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების მოცულობას ზრდის

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Ricky Casino – Quick Wins and Intense Slot Action

ივლისი 30, 2026

Recent News

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Ricky Casino – Quick Wins and Intense Slot Action

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result