Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

თბილისში თიბისის მხარდაჭერით „მაკდონალდსის“ ახალი, ეკომეგობრული რესტორანი გაიხსნა

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
თბილისში თიბისის მხარდაჭერით „მაკდონალდსის“ ახალი, ეკომეგობრული რესტორანი გაიხსნა
0
SHARES
0
VIEWS

კომპანია „მაკდონალდს საქართველომ“ თბილისში, კიდევ ერთი რესტორანი გახსნა. ახალი, ეკომეგობრული რესტორანი, რომელიც თიბისის და დედაქალაქის მერიის მხარდაჭერითა და ხელშეწყობით გაიხსნა, მომხმარებლებს კახეთის გზატკეცილზე დღეიდან მასპინძლობს.

ქვეყნის მასშტაბით ეს „მაკდონალდსის“ რიგით მე-19 რესტორანია. ახალ საინვესტიციო პროექტში კომპანიამ 11 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა და 60-მდე ადამიანი დაასაქმა.

ახალ რესტორანში სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ როგორც თვითმომსახურების სენსორული ეკრანით, ასევე ადგილზე მომსახურების სერვისით. გარდა ამისა, „მაკდონალდსი“ მომხმარებელს სთავაზობს მაკდრაივის 24-საათიან სწრაფ, კომფორტულ და ხარისხიან სერვისს, რომელიც ტექნოლოგიურად სრულად განახლებული და თანამედროვე ციფრული LED მონიტორებითაა აღჭურვილი, რაც საბოლოოდ მომხმარებლის კომფორტს აუმჯობესებს. ახალ რესტორანში მისულ მომხმარებლებს მათთვის უკვე კარგად ნაცნობი მაკკაფეც დახვდებათ, რომელიც ყავისა და დესერტების მოყვარულთა საყვარელი ადგილია.

„მაკდონალდსის“ სხვა რესტორნების მსგავსად, ახალი რესტორნის ინფრასტრუქტურაც სრულად მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.

კახეთის გზატკეცილზე მდებარე რესტორანი გამორჩეულია იმითაც, რომ ეკომეგობრული კონცეფციისაა. რესტორნის სახურავი მზის მიკროელექტროსადგურის პანელებითაა აღჭურვილი, პარკინგზე კი მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი დამტენებით ისარგებლოს.

აღსანიშნავია, რომ „მაკდონალდს საქართველო“ როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ზრუნავს გარემოზე და მუდმივად შეაქვს საკუთარი წვლილი გარემოს დაცვის მიმართულებით. ახალგახსნილი რესტორანი ამის საუკეთესო მაგალითია. რესტორნის ტერიტორიის მხოლოდ 30% მოიცავს სარესტორნე სივრცეს, უდიდესი ნაწილი – 70% კი სრულად ეთმობა რეკრეაციულ ზონას, რაც საბოლოო ჯამში, ქალაქის იერსახის შენარჩუნებასა და მწვანე ზონების განვითარებას უწყობს ხელს.

მიმდინარე წელს თბილისში, ისნის რაიონში, დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით კომპანია კიდევ ერთ რესტორანს გახსნის, რომელშიც 7 მილიონ ლარამდე ინვესტირებას მოახდენს. ორივე რესტორნის მშენებლობაში კი წელს ჯამურად 18 მილიონ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს და 100-მდე ადამიანს დაასაქმებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ გასულ წელს 26 მილიონი ლარის მსხვილი ინვესტიცია განახორციელა „ბრედფილდის“ პურის საწარმოში, რომელიც
მიმდინარე წელს ჯამში 4 მილიონი ლარის ღირებულების პურ-ფუნთუშეულის ექსპორტს გეგმავს აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და ბელარუსში.

„მაკდონალდს საქართველო წარმატებით აგრძელებს 23 წლის წინ დაწყებულ ისტორიას. ახალი რესტორანი ტრადიციულად უმაღლესი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს ჩვენთან მოსულ სტუმარს. „მაკდონალდს საქართველო“ რჩება კომპანიად, რომელიც წლიდან წლამდე ზრდის ქვეყნის ეკონომიკაში დოვლათს, ინვესტიციებს, დასაქმების რაოდენობას, აგრძელებს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებას“, – თენგიზ კაპანაძე, „მაკდონალდს საქართველოს“ გენერალური დირექტორი.

„მაკდონალდს საქართველოსთან 2017 წლიდან ვთანამშრომლობთ და ამ წარმატებული და საინტერესო თანამშრომლობის ფარგლებში, ეს უკვე რიგით მე-8 რესტორანია. მოხარულები ვართ, რომ 1 წლის წინ, თიბისის მხარდაჭერით, „მაკდონალდს საქართველოს“ კვების ხაზს, პურ-ფუნთუშეულის საწარმოს – „ბრედფილდის“ სახით, ძალიან მნიშვნელოვანი და მსხვილი კომპონენტი – ეროვნული წარმოებაც დაემატა, რაც ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის პროცესში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. „მაკდონალდსის“ ყოველი ახალი პროექტისა და ინიციატივის ხელშეწყობით, ჩვენ თიბისისთვის პრიორიტეტულ ერთდროულად რამდენიმე მიმართულებას ვუჭერთ მხარს – ადგილობრივების დასაქმებას, ხარისხის დასავლური სტანდარტის დანერგვას, ეროვნულ წარმოებასა და ახლა უკვე ქართული პროდუქტის ექსპორტსაც“, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

საერთო ჯამში, „მაკდონალდს საქართველომ“ 1999 წლიდან დღემდე, სხვადასხვა მიმართულებით, 125 მილიონი ლარის ინვესტირება განახორციელა, ქვეყნის ბიუჯეტში შენატანმა კი 146 მილიონ ლარს გადააჭარბა. აქედან მხოლოდ ბოლო ორ წელიწადში – 2021 და 2022 წლებში ბიუჯეტში შენატანი 28 მილიონ ლარზე მეტია.

ამასთან, კომპანია ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელიცაა – დღეის მდგომარეობით, „მაკდონალდს საქართველო“ 1 500 ადამიანს ასაქმებს. გახსნის პირველი დღიდან დღემდე, „მაკდონალდსში“ სამუშაო გამოცდილება 7 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

მიმდინარე წელს „მაკდონალდს საქართველო“ „მაკდონალდსის“ გლობალური ჯილდოს – „ოქროს თაღის“ მფლობელი გახდა. ამ აღიარებით „მაკდონალდს საქართველო“ გლობალურად მსოფლიოში „მაკდონალდსის“ ფრენჩაიზების 1%-ში მოხვდა, ევროპის დივიზიონში კი „მაკდონალდსის“ საუკეთესო პარტნიორად დასახელდა.

Previous Post

რა არის ROE (შემოსავალი კაპიტალზე)?

Next Post

ტურიზმი საქართველოს ბანკის ანალიტიკაში

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
ტურიზმი საქართველოს ბანკის ანალიტიკაში

ტურიზმი საქართველოს ბანკის ანალიტიკაში

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result