Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

500 Global-მა, საქართველოს ბანკმა და GITA-მ 500 Georgia-ს მეოთხე ნაკადის Demo Day-ს უმასპინძლეს

by იზა გვარამაძე
ივნისი 30, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
500 Global-მა, საქართველოს ბანკმა და GITA-მ 500 Georgia-ს მეოთხე ნაკადის Demo Day-ს უმასპინძლეს
0
SHARES
0
VIEWS

ვენჩურულმა საინვესტიციო კომპანია 500 Global-მა, საქართველოს ბანკმა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 500 Georgia-ს სააქსელერაციო პროგრამის მეოთხე ნაკადის Demo Day-ს უმასპინძლეს. Demo Day ეს არის შესაძლებლობა 500 Georgia-ს მონაწილე სტარტაპებისთვის, საკუთარი ბიზნესები პოტენციურ ინვესტორებსა და ფართო საზოგადოებას გააცნონ.

Demo Day-ზე 12-მა სტარტაპმა საკუთარი ბიზნესი ეკოსისტემის წამყვან სტეიკჰოლდერებს, VC ეკოსისტემის ადგილობრივ და საერთაშორისო წარმომადგენლებს გააცნო.

500 Georgia-ს 12-კვირიანი ინტენსიური აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში, სტარტაპები მენტორებთან ერთად ბიზნესის ზრდის, ფონდების მოზიდვისა და ბაზარზე მასშტაბირების სტრატეგიების შექმნაზე მუშაობდნენ. ასევე, ატარებდნენ ექსპერიმენტებს სტარტაპების ზრდის მთავარი ინდიკატორების გამოსავლენად. მიღებული ცოდნისა და გამოცდილების შედეგად მათ უკვე აქვთ მკაფიო ხედვა, თუ როგორ განავითარონ საკუთარი ბიზნესი და მზად არიან წარდგნენ პოტენციური ინვესტორების წინაშე, რათა მათ საკუთარი იდეები გააცნონ.

Demo Day-ში მონაწილე სტარტაპების სია:

  • Arena Games არის WEB3-ის თამაშების პლატფორმა, რომელიც დეველოპერებს აძლევს შესაძლებლობას, მათ მიერ შექმნილ თამაშებში მარტივად მოახდინონ ბლოკჩეინ ტექნოლოგიების ინტეგრირება და მისწვდნენ გეიმერების მუდმივად მზარდ საზოგადოებას;
  • Bilimber საგანმანათლებლო პლატფორმაა მე-8-12 კლასელთათვის, რომელიც მოსწავლეებს გამოცდებისთვის მზადებისა და ონლაინ ტუტორის შერჩევის შესაძლებლობას აძლევს.
  • DataMind SaaS პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც საფინანსო ინსტიტუტებს ეხმარება შეაგროვონ, შეინახონ და მართონ მონაცემები, მოახდინონ რისკების მართვის ავტომატიზაცია. მოგებიანობის გათვლები და მარეგულირებელი ანგარიშგების წარმოება მათ ყოველწლიურად დაახლოებით 10 მლნ დოლარის დაზოგვისა და საოპერაციო ეფექტიანობის 10%-ით ზრდის შესაძლებლობას აძლევს.
  • Dealpad გაყიდვების გუნდებისთვის შექმნილი პლატფორმაა, რომელსაც იყენებენ კლიენტთა მომსახურების მენეჯერები, რათა მყიდველისათვის პერსონალიზებული გამოცდილება შექმნან.
  • Emonomy ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით ახდენს აუდიტორიის ემოციების გაანალიზებას, რათა განსაზღვროს კამპანიების შედეგები, რაც ეხმარება მარკეტინგის გუნდებს, შექმნან უფრო მეტად ეფექტური მარკეტინგული გადაწყვეტები;
  • Fortu Wealth კერძო საბანკო პლატფორმაა, რომელიც მაღალი შემოსავლის მქონე პირებს (HNWI) ფინანსების ეფექტურად მართვაში ეხმარება;
  • Glorri იყენებს ხელოვნური ინტელექტს, სიღრმისეულ მონაცემთა ანალიზსა და ქრაუდსორსინგს, რათა დაეხმაროს კომპანიებს, დაზოგონ თანხები, თავიდან აირიდონ არასწორი კადრების აყვანა და მოახდინონ კადრების შერჩევის პროცესის ტრანსფორმაცია, რაც გლობალურ დამსაქმებელ გუნდებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს;
  • Lala პლატფორმაა, რომელიც ეხმარება მომხმარებელს მუსიკის სწავლასა და მუსიკის გაკვეთილების ჩატარებაში;
  • Murmur ეს არის Google-ის რეკლამების ოფლაინ სამყაროში გადმოტანისთვის შექმნილი ქსელი.
  • OneApply არის ყველაზე სწრაფი გზა სამუშაოს მაძიებლებისთვის, სხვადასხვა პლატფორმებზე განთავსებულ ვაკანსიებზე განაცხადი ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეიტანონ;
  • Squares ღონისძიებების ორგანიზების პროცესის ტრანსფორმაციას ახდენს. ის სამუშაო გარემოს მოქნილობას უზრუნველყოფს. მომხმარებელს კი აძლევს წვდომას 1500-ზე მეტ ლოკაციაზე, სადაც მათ შეუძლიათ იმუშაონ, შეხვდნენ ახალ ადამიანებს და შექმნან სხვადასხვა პროექტი.
  • Uteach ამარტივებს კურსის შექმნისა და სტუდენტებთან კომუნიკაციის პროცესს, რაც დროის დაზოგვას უწყობს ხელს. მრავალენოვანი მხარდაჭერისა და გლობალური გადახდების სისტემების იმპლემენტაციის შედეგად, Uteach მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციას ახდენს.

 

Demo day-ის ფარგლებში საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფმა პანელური დისკუსიისას გააზიარეს საკუთარი შეხედულებები განვითარებად ბაზრებზე ინვესტიციების მოზიდვის შესახებ, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: კავკასია და ცენტრალური აზია. ასევე, ისაუბრეს იმაზე, თუ რა გამოწვევები და შესაძლებლობები არსებობს განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპებისა და ინვესტორებისთვის.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკს, 500 Global-სა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის გაფორმებული ოთხწლიანი პარტნიორობის ფარგლებში, 500 Georgia სტარტაპებს წელიწადში ორჯერ გადაამზადებს.

500 Georgia-ს ფარგლებში, რამდენიმე ათეულმა სტარტაპმა ცენტრალური აზიიდან და კავკასიიდან უკვე მიიღო მონაწილეობა სტარტაპების გადამზადების 12-კვირიან ინტენსიურ პროგრამაში. აღსანიშნავია, რომ წელს 500 Georgia-ში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი სტარტაპებმა 40 ქვეყნიდან შემოიტანეს. მათ შორის იყვნენ სტარტაპები უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, უზბეკეთიდან, ბალტიის ზღვისა და ბალკანეთის ქვეყნებიდან.

ინფორმაციისთვის, 500 Georgia-ს მეხუთე ნაკადზე მიღება დაიწყო. რეგისტრაციისთვის გადადგით ბმულზე.

S

500 Global-ის შესახებ:

500 Global არის გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, რომელიც 2.5 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global-ი ორიენტირდება ისეთ ბაზრებზე, სადაც ტექნოლოგიას, ინოვაციებსა და კაპიტალს აქვს შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს გრძელვადიანი ღირებულების შექმნასა და ეკონომიკის ზრდას. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2800-ზე მეტ კომპანიას, 80-ზე მეტი ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 45-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 150+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და “exited” კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 190+ წევრს აერთიანებს 25 ქვეყნიდან, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.

Previous Post

Virgin Galactic-ის რაკეტისძრავიანმა თვითმფრინავმა პირველი კომერციული ფრენა განახორციელა

Next Post

გასულ წელს Meta-მ ცუკერბერგის ფრენებისთვის $2.3 მილიონი დახარჯა

იზა გვარამაძე

Next Post
გასულ წელს Meta-მ ცუკერბერგის ფრენებისთვის $2.3 მილიონი დახარჯა

გასულ წელს Meta-მ ცუკერბერგის ფრენებისთვის $2.3 მილიონი დახარჯა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

BC GAME – Tu Centro de Casino de Golpe Rápido para Victorias Rápidas

ივლისი 27, 2026

MegaSlot Casino: High‑Intensity Slots and Quick Wins for the Modern Player

ივლისი 27, 2026

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Recent News

BC GAME – Tu Centro de Casino de Golpe Rápido para Victorias Rápidas

ივლისი 27, 2026

MegaSlot Casino: High‑Intensity Slots and Quick Wins for the Modern Player

ივლისი 27, 2026

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result