Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

500 Georgia-ს მონაწილე STORI AI პრესტიჟული ჯილდოს, Golden Kitty Awards 2023-ის ფინალისტია

by იზა გვარამაძე
იანვარი 19, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
500 Georgia-ს მონაწილე STORI AI პრესტიჟული ჯილდოს, Golden Kitty Awards 2023-ის ფინალისტია
0
SHARES
0
VIEWS

ქართული სტარტაპი STORI AI, რომელიც საქართველოს ბანკის მიერ მხარდაჭერილი აქსელერაციის პროგრამის, 500 Georgia-ს მეხუთე ნაკადის მონაწილეა, Product Hunt-ის პრესტიჟულ ჯილდოზე, Golden Kitty Awards 2023-ზე ორ ნომინაციაშია წარდგენილი.

Golden Kitty Awards გლობალური ტექნოლოგიური პლატფორმის, Product Hunt-ის ყოველწლიური ინიციატივაა და მასში მონაწილეობას კომპანიები მთელი მსოფლიოდან იღებენ. წლის პროდუქტის გამოვლენა პლატფორმაზე რეგისტრაციითა და ხმის მიცემითაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ Product Hunt-ზე ისეთმა კომპანიებმა წარადგინეს პირველად საკუთარი პროდუქტი, როგორებიცაა ChatGPT, Canva, Notion, TikTok და სხვები.

საუკეთესო პროდუქტის გამოსავლენად ხმის მიცემა Product Hunt-ის ვებგვერდზე 21 იანვრამდე გრძელდება. STORI AI ამჟამად AI Product of the Year და Marketing and Sales-ის ნომინაციების ფინალისტია. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სტარტაპმა Product Hunt-ზე დღისა და კვირის პროდუქტის ჯილდოც მიიღო.

STORI AI 2022 წელს შეიქმნა. იგი ბიზნესებს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით კრეატიული მარკეტინგული კონტენტის შექმნაში ეხმარება. მისი მეშვეობით შესაძლებელია რამდენიმე წამში ტექსტური თუ ვიზუალური მასალის გენერირება, გამოქვეყნება და სამიზნე აუდიტორიამდე მიტანა. პროდუქტის დახმარებით ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, გუნდში სხვადასხვა კომპეტენციის დანაკლისი შეავსონ, რის გამოც სტარტაპს უკვე აქტიურად იყენებენ კომპანიები ამერიკაში, ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ინდოეთში, ჩინეთში და სხვა ქვეყნებში. გუნდი 14 ადამიანისგან შედგება, პროდუქტი კი 10 ენაზეა ხელმისაწვდომი.

„Product Hunt-ის Golden Kitty Awards-ის ფინალისტობა ძალიან სასიამოვნოა. უნდა აღინიშნოს, რომ AI Product of the Year-ის კატეგორიაში ჩვენთან ერთად წარდგენილია Google-ის Bard, Stability AI და სხვა დიდი პროდუქტები, ამიტომაც ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ Product Hunt-მა ჩვენც აგვირჩია. როგორც წესი, ამ დაჯილდოებაში გამარჯვებას ძალიან ბევრი მომხმარებლის რეგისტრაცია მოჰყვება ხოლმე, სტარტაპით ინტერესდებიან აქსელერაციის პროგრამები, ინვესტორები, უცხოური გამოცემები, შესაბამისად, როცა მათ წინაშე უკვე შეცვლილი სტატუს კვოთი წარდგები და ოსკარის მსგავსი ჯილდო გაქვს მიღებული, უამრავი ისეთი შესაძლებლობისკენ გეხსნება გზა, რომელსაც შეზღუდული ბიუჯეტის მქონე სტარტაპი სხვა შემთხვევაში ვერ მიაღწევდა“, – აღნიშნავს სანდრო ოქროპირიძე, STORI AI-ის დამფუძნებელი.

სანდრო ოქროპირიძის თქმით, ახლა STORI AI-ში ახალი ფუნქციონალების დამატებაზე მუშაობენ, მთავარი გეგმა კი მომხმარებლების რაოდენობის გაზრდა და სწრაფი განვითარების ტემპების შენარჩუნებაა, რაშიც დახმარება 500 Georgia-მაც გაუწია.

„500 Georgia ძალიან დაგვეხმარა, სწორად გვეწარმოებინა მომხმარებლების ანალიტიკა, სწორად ჩამოგვეყალიბებინა პროდუქტიც, რადგან მანამდე ეს პროცესი მეტწილად ვარაუდებზე გვქონდა აგებული. ვისწავლეთ, როგორ უნდა ველაპარაკოთ ინვესტორებს, როგორ მიმდინარეობს ფანდრაიზინგის პროცესი. როცა სტარტაპს ქმნი, გაუკვალავ ბილიკზე მიდიხარ და არ იცი, როგორ მოიქცე ამ გზაზე, 500 Georgia-ს ყველაზე კარგი მხარე კი ისაა, რომ ყოველთვის გყავს ადამიანი, რომელსაც გუნდის წევრივით შეგიძლია მიმართო, ანახო პროდუქტი, მიიღო უკუკავშირი და შენს საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერა. სწავლობ საერთაშორისო სამუშაო ეთიკასაც“, – ამბობს სანდრო ოქროპირიძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის, GITA-ს და 500 Global-ის თანამშრომლობით, საქართველოში სტარტაპების გლობალური აქსელერაციის პროგრამა 500 Georgia-ს სახელით წელს უკვე მეექვსედ ხორციელდება. 12-კვირიანი, ინტენსიური პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტარტაპები საერთაშორისო დონის აქსელერაციის ექსპერტებთან ერთად მუშაობენ საკუთარი ბიზნესის სწრაფი ზრდის, განვითარებისა და ფონდების მოზიდვის სტრატეგიების შემუშავებაზე. 500 Georgia-ს ფარგლებში უკვე 60-ზე მეტმა სტარტაპმა გაიარა აქსელერაციის პროგრამა და გახდა 500 Global-ის საერთაშორისო ქსელის წევრი.

500 Georgia-ს მეექვსე ნაკადზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო.

 

 

 

 

 

Previous Post

FDA-მა დაამტკიცა მოწყობილობა, რომელსაც AI-ის საშუალებით კანის კიბოს გამოვლენა შეუძლია

Next Post

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე $1 მილიარდის აქციები გაყიდა

იზა გვარამაძე

Next Post
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-ი აშშ-ის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებას გეგმავს

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე $1 მილიარდის აქციები გაყიდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Legacy of Dead: Schnelle Gewinne und Hoch‑Intensiv‑Action in einem alten ägyptischen Slot

ივლისი 24, 2026

BillyBets Casino: Rychlé automaty a okamžité výhry pro milovníky vzrušení

ივლისი 24, 2026

RTbet Casino: Azione Veloce con Slot per il Giocatore Moderno

ივლისი 24, 2026

Hugo Casino: Rask Spill, Store Gevinster – Et Øyeblikksbilde for den Raskeste Gamblere

ივლისი 24, 2026

Recent News

Legacy of Dead: Schnelle Gewinne und Hoch‑Intensiv‑Action in einem alten ägyptischen Slot

ივლისი 24, 2026

BillyBets Casino: Rychlé automaty a okamžité výhry pro milovníky vzrušení

ივლისი 24, 2026

RTbet Casino: Azione Veloce con Slot per il Giocatore Moderno

ივლისი 24, 2026

Hugo Casino: Rask Spill, Store Gevinster – Et Øyeblikksbilde for den Raskeste Gamblere

ივლისი 24, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result