Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

500 Georgia-ს გამარჯვებულმა „Cargon“-მა „Flexport“-ისგან დამატებითი ინვესტიცია მოიზიდა

by Forbes.ge
მაისი 18, 2023
in ბიზნესი, პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
500 Georgia-ს გამარჯვებულმა „Cargon“-მა „Flexport“-ისგან დამატებითი ინვესტიცია მოიზიდა
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 2019 წელს მსოფლიოში წამყვანი აქსელერატორი, 500 Global საქართველოში შემოვიდა. პროგრამაში ჩართულმა ქართულმა და საერთაშორისო სტარტაპებმა უკვე არაერთ წარმატებას მიაღწიეს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა Cargon, რომელიც ამავდროულად 500 Georgia-ს პირველი ნაკადის გამარჯვებულია.

ციფრული ლოგისტიკური პლატფორმა, რომელიც რამდენიმე ღილაკზე თითის დაჭერით ტვირთის მფლობელსა და გადამზიდს ერთმანეთთან აკავშირებს, უკვე წარმატებით ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე. პროექტის ფინალურ ეტაპზე, სტარტაპი ახალი გამოცდილების მისაღებად და ინვესტორებთან შესახვედრად სან-ფრანცისკოში, სილიკონ ველიზე იმყოფებოდა. Cargon-ი სომხეთის შემდეგ, უზბეკეთისა და ყაზახეთის ბაზრებზეც შევიდა. სულ ახლახან კი, კომპანიამ მსოფლიოში ყველაზე დიდი ლოგისტიკური სტარტაპისგან „Flexport“ , დამატებითი ინვესტიცია მოიზიდა.

Flexport-ი ერთ-ერთია იმ უნიქორნ სტარტაპებს შორის, რომელიც სილიკონ ველიზე დაფუძნდა. მისი ამჟამინდელი ღირებულება 8 მილარდ დოლარს აღემატება.

„მსგავსი კომპანიისგან ინვესტიციის მოპოვება ჩვენი საქმიანობის ვალიდაციაა და დამატებითი მოტივაცია, რომ ჩვენი რეგიონი კიდევ უფრო ეფექტური გავხადოთ ლოგისტიკის კუთხით. მოპოვებული ინვესტიცია და  ზოგადად, Flexport-თან პარტნიორობის ფარგლებში გაჩენილი ახალი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად დაეხმარება Cargon-ს რეგიონალურ განვითარებასა და ახალი ბაზრების ათვისებაში“ , – აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი შაკო ჯალაბაძე.

კომპანიის განვითარების საწყის ეტაპზე, Cargon-ის ძირითად სამიზნე აუდიტორიას ის საშუალო ზომის ბიზნესები წარმოადგენდა, რომლებიც საკუთარ პროდუქტს აწარმოებდნენ. დღეს, სტარტაპი უკვე ისეთ კომპანიებთანაც თანამშრომლობს, რომლებიც საექსპორტო და საიმპორტო საქმიანობით არიან დაკავებული.

„საწყის ეტაპზე, გვქონდა სხვადასხვა წინაღობა, რის გამოც Cargon-ის განვითარება ნელი ტემპით მიმდინარეობდა. 500 Georgia-ს მენტორებთან მუშაობით შევძელით, ეს პროცესი დაგვეჩქარებინა – მათი რჩევების გათვალისწინებით შევცვალეთ და დავხვეწეთ პლატფორმის დიზაინი, რის შედეგადაც სისტემით სარგებლობა კიდევ უფრო მარტივი და მოსახერხებელი გავხადეთ მომხმარებლისთვის“, – ყვება კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვანო ჩალაძე.

„აქსელერაციის პროგრამიდან მიღებული ცოდნა დაგვეხმარა ნათლად დაგვენახა, თუ ვინ არის ჩვენი პოტენციური აუდიტორია და როგორ ვაქციოთ ისინი ლოიალურ მომხმარებლებად. გარდა ამისა, მოგვეცა უნიკალური შესაძლებლობა, შევხვედროდით მენტორებსა და ინვესტორებს სილიკონ ველიზე და შეგვეძინა მნიშვნელოვანი კონტაქტები. ეს კი, Cargon-ის სამომავლო ზრდისა და მასშტაბირებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი აღმოჩნდა. შედეგმაც არ დააყოვნა და Flexport-ის მიერ გამოყოფილი ინვესტიცია Cargon-ს შესაძლებლობას მისცემს კიდევ მეტად დახვეწოს სერვისი და მეტი ტვირთის მფლობელი და გადამზიდი დააკავშიროს ერთმანეთთან “, – დასძენს ის.

ინფორმაციისთვის, 500 Georgia-ს პირველი 2 ნაკადის მონაწილე 28 სტარტაპმა პროექტის ფარგლებში შთამბეჭდავი 212%-იანი ზრდა აჩვენა. მათი ჯამური შედეგები ასე გამოიყურება: 16.5 მილიონი ლარი – მოზიდული ინვესტიცია; 627 ათასზე მეტი – რეგისტრირებული მომხმარებელი; 89 – საერთაშორისო პარტნიორი; 354 – შექმნილი სამუშაო  ადგილი; 4400 – B2B მომხმარებელი.

Previous Post

ევროპის ცენტრალური ბანკი ირწმუნება, რომ ევროზონას სტაგფლაციის საფრთხე არ ემუქრება

Next Post

თიბისი ფერმერებს ფინანსურ და არაფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
თიბისი ფერმერებს ფინანსურ და არაფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს

თიბისი ფერმერებს ფინანსურ და არაფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Vegas Hero – Desata Ganancias Rápidas en una Explosión de Acción en Casino

ივლისი 27, 2026

Smokace Casino: Γρήγορα Κέρδη και Άμεση Δράση για Σύντομες Συνεδρίες Παιχνιδιού

ივლისი 27, 2026

Casinozer Casino – Quick‑Hit Slots & Rapid Wins for the Adrenaline‑Chaser

ივლისი 27, 2026

BC GAME – Tu Centro de Casino de Golpe Rápido para Victorias Rápidas

ივლისი 27, 2026

Recent News

Vegas Hero – Desata Ganancias Rápidas en una Explosión de Acción en Casino

ივლისი 27, 2026

Smokace Casino: Γρήγορα Κέρδη και Άμεση Δράση για Σύντομες Συνεδρίες Παιχνιδιού

ივლისი 27, 2026

Casinozer Casino – Quick‑Hit Slots & Rapid Wins for the Adrenaline‑Chaser

ივლისი 27, 2026

BC GAME – Tu Centro de Casino de Golpe Rápido para Victorias Rápidas

ივლისი 27, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result