Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

500 Georgia-ის ახალაღმოჩენილი სტარტაპერები

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in კომპანიები
0
500 Georgia-ის ახალაღმოჩენილი სტარტაპერები
0
SHARES
0
VIEWS

ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, ინივაციების მსოფლიო რუკაზე მოხვედრა არც ისე მარტივია. მაშინ როდესაც რამდენიმე წლის წინ შეიძლება ითქვას, საქართველო არც ჩანდა გლობალურ ტექნოლოგიურ სივრცეში, დღეს უკვე არაერთი სტარტაპითაა წარმოდგენილი. როგორც აღმოჩნდა, არც თუ ისე ცოტა ადამიანი გვყავს ქვეყანაში, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ და მათი ინოვაციური იდეები სერიოზულ წარმატებასაც აღწევენ.

ამ ყველაფრის წარმოჩენას და აღმოჩენას ხელი საქართველოს, 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობამაც შეუწყო, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით მოხერხდა.

500 Startups ვენჩურული კაპიტალის ერთ–ერთი ყველაზე აქტიური გლობალური კომპანიაა. ის 2010 წლიდან მოქმედებს, რომელმაც ამდრომდე 77 ქვეყნის 2400-ზე მეტ კომპანიაში განახორციელა ინვესტიცია. მის პორტფოლიოში შედის ისეთი Unicorn-სტარტაპები, როგორებიცაა: Intercom, Credit Karma, Grab, Talkdesk, Canva, GitLab. გარდა სტარტაპ დამფუძნებლებისა, 500 Startups დახმარებას უწევს ქვეყნებს და კორპორაციებს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებაში, რასაც სააქსელერაციო და საგანმანათლებლო პროგრამების, ღონისძიებებისა და პარტნიორობების მეშვეობით მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს. სწორედ ასეთ პროგრამაშია ჩართული საქართველოც თითქმის ერთი წელია.

პირველი შთამბეჭდავი შედეგებიც უკვე არის. აქსელერაციის პროგრამის პირველ ნაკადში 15-მა ქართულმა სტარტაპმა მიიღო მონაწილეობა, მათ მიერ მოზიდული ინვესტიციების მოცულობა კი 5 მლნ აშშ დოლარს აღემატება. პირველი ნაკადის ორი გამარჯვებული სტარტაპი Cardeal-ი და Cargon-ია, რომლებიც 2021 წლის გაზაფხულზე ტექნოლოგიების გლობალურ ეპიცენტრში, სან-ფრანცისკოში გაემგზავრებიან, სადაც 500 Georgia-ის ერთთვიან პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართულ წარმატებულ სტარტაპებს თავად „სილიკონ ველიზე“ გაიცნობენ. ეს არამხოლოდ ამ კონკრეტული სტარტაპერების, არამედ მთლიანი ქვეყნის იმიჯზე დადებითად აისახება. პროექტის მთავარი მიზანიც ესაა – საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირება.

უკვე დაწყებულია 500 Georgia-ის აქსელერაციის პროგრამის მეორე ეტაპიც. მეორე ნაკადში შერჩეული სტარტაპებისთვის აქსელერაციის პროცესი – ონლაინ ,,ბუთქემფი“ ამჟამად მიმდინარეობს, ის 11 დეკემბრამდე გაგრძელდება. კურსი, როგორც ლექციებსა და უორქშოფებს, ასევე მენტორებთან პირად შეხვედრებს მოიცავს. ამ პერიოდის განმავლობაში აქსელერაციის მონაწილეები საბაზისო, ფუნდამენტურ საკითხებს ეცნობიან, როგორიცაა: პროდუქტის განვითარება, მომხმარებელი, გაყიდვები და სხვა. ეს დაეხმარება მათ განვითარდნენ, დახვეწონ იდეები, ან სულაც ახალი იდეები შეიმუშაონ.

მათ შორის არის ნინო დვალიძეც, რომელიც პლატფორმა My Nanny-ს თანადამფუძნებელია. აღნიშნული კომპანია მშობლებს სწრაფად და მარტივად აკავშირებს სასურველ ძიძასთან და ტუტორთან. My Nanny-ს ვებ-პლატფორმა საცდელ რეჟიმში სექტემბერში გაეშვა და პანდემიის მიუხედავად, ამ ორი თვის მანძილზე, წარმატებით ახერხებს განვითარებას, – “500 Georgia ჩვენთვის უაღრესად დროული და საჭირო შესაძლებლობა იყო, იმისთვის რომ განვითარების ტემპი არ დაგვეგდო. ჩვენს გუნდში კარგად ვიცით, სად გვაქვს ცოდნისა და გამოცდილების შეძენის საჭიროება. 500 Georgia ბრწყინვალე შესაძლებლობას გვაძლევს, ეს სიცარიელეები საუკეთესო ექსპერტებისგან, ზუსტად ჩვენზე მორგებული კონსულტაციისა და ცოდნის მიღებით შევავსოთ. ეს არის შეუფასებელი რამ, რასაც პროგრამა ქმნის. ეს აუცილებლად აისახება ჩვენი კომპანიის შედეგებზეც“, – აღნიშნა ნინო დვალიძემ Forbes Georgia-სთან საუბრისას.

მისივე თქმით, სტარტაპ იდეის განხორციელება იოლი არსად არის და მითუმეტეს საქართველოში, სადაც პატარა ბაზარია. ნებისმიერი სტარტაპ იდეა კი გლობალური პოტენციალის გარეშე განწირულია. თუმცა, ნინო ამბობს, რომ 500 Georgia სტარტაპებისთვის ქმნის შესაძლებლობას, სრულიად სხვა განზომილებაში გადაიყვანონ სტარტაპი, გასცდნენ ლოკალურ შესაძლებლობებს და ფრთები გლობალურ ბაზარზე გაშალონ.

იმის შესახებ, რომ ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარება და საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა უმიშვნელოვანესია საქართველოსთვის, 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამის მეორე ნაკადის კიდევ ერთი მონაწილე მარიამ ჯაფარიძეც საუბრობს, რომელმაც ინოვაციური 3D პროგრამა Cityscape Pro შექმნა. მარიამი სტარტაპზე, რომელიც არქიტექტურული ვიზუალიზაციის დარგში სამუშაოს 40%-მდე ავტომატიზაციისთვის შეიქმნა, თავის გუნდთან ერთად ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა.

“500 Georgia–ი ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ეს არის უზარმაზარი გამოცდილების მქონე პროფესიონალების და მენტორების გუნდი, რომელიც ხელს
შეგვიწყობს სწრაფად განვვითარდეთ და დავმკვიდრდეთ საერთაშორისო ბაზარზე“, – ამბობს მარიამი.

500 Georgia-ის აქსელერაციის პროგრამის მეორე ნაკადის მონაწილე კიდევ ერთი სტარტაპერია უკრაინელი მაიკლ ლაზარენკო, რომელმაც Agrolabs-ი საქართველოში შექმნა. აღნიშნული სტარტაპი სათბურის მფლობელ ფერმერებს ეხმარება ყოველდღიური სამუშაოები ავტომატურ რეჟიმზე გადაიყვანონ, გაზარდონ მოსავლის რაოდენობა და წარმადობა. ამისათვის კომპანია იყენებს ინდუსტრიულ IoT სენსორებს, რომლებიც სპეციალურად სათბურებისთვის შეიქმნა და რომლის ალგორითმიც მონაცემების ანალიზის საშუალებას იძლევა სათბურში მიმდინარე პროცესების შესახებ.  

ლაზარენკო ამბობს, რომ აქსელერაციის გლობალურ პროგრამაში მონაწილეობა მას წვდომის შესაძლებლობას მისცემს კორპორტიულ თანამშრომლობასა და მხარდაჭერაზე. “მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობა მშპ-ს ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია, ეს სექტორი მაინც შორსაა ტექნოლოგიურ წინსვლებთან, ჩვენი შეთავაზება კი ფერმერებს აძლევს შესაძლებლობას გაზარდონ საქმიანობის ეფექტურობა“, – დასძინა ლაზარენკომ.

ცნობისთვის, 500 Georgia-ი აქსელერაციის პროექტი რეგიონის მასშტაბით ხორციელდება, მონაწილე კომპანიებს შორის კი წარმოდგენილი არიან როგორც ქართული, ასევე  უცხოური კომპანიები, რომლებიც ქართულ კომპანიებად დარეგისტრირდებიან და გახდებიან ქათული ეკო სისტემის წევრები. ამჟამად პროგრამის მეორე ნაკადში 15 კომპანიაა ჩართული. Agrolabs-ის და My Nanny-ს გარდა, არიან Activechat, Argonavti, Arealy, B2C.GE, Citycom, Corebook, Extra.ge, Kernel, Kvalifika, PAYZE, Simpolium, Trice, YouTravel.me.

“მინდა ვუთხრა პროგრამაში ჩართულ სტარტაპებს, რომ არ გაჩერდნენ, ჰქონდეთ საკუთარი თავის რწმენა და ახსოვდეთ რომ, გზა სულ არის განავითარონ სტარტაპი“,- ეს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძის სიტყვებია, რომელსაც სტარტაპებს ურჩევს.  

Previous Post

ნოემბერში სამომხმარებლო საქონელი და მომსახურება 0.9%-ით გაძვირდა

Next Post

საქართველოს ტოპ-100 ყველაზე მოგებიანი კომპანია

მაგდა დოლიძე

Next Post
საქართველოს ტოპ-100 ყველაზე მოგებიანი კომპანია

საქართველოს ტოპ-100 ყველაზე მოგებიანი კომპანია

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Recent News

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result