Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

5 ყველაზე მოთხოვნადი კურსი საქართველოს ბანკის Businesscourse.ge-ზე

by Nina Getsadze
March 12, 2025
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
5 ყველაზე მოთხოვნადი კურსი საქართველოს ბანკის Businesscourse.ge-ზე
0
SHARES
0
VIEWS

უწყვეტი განათლება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად და ცვალებად ბიზნეს ლანდშაფტში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად ბიზნესის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მეწარმეებს,  უახლეს ინფორმაციასა და ექსპერტულ გამოცდილებაზე წვდომა სჭირდებათ. 

სწორედ ამ მიზნით, 2018 წლიდან, საქართველოს ბანკი საგანმანათლებლო პლატფორმას Businesscourse.ge აახლებს, რომელიც ახლა უკვე ბიზნესების ერთიანი სივრცის — ბიზნეს 360-ის ნაწილია. პლატფორმა 60-მდე კურსსა და მასტერკლასს მოიცავს ფინანსების, მარკეტინგის, მენეჯმენტის, გაყიდვების და სხვა არაერთი თემატიკის გარშემო. ვიდეოლექციებს სხვადასხვა დარგის გამოცდილი სპეციალისტები უძღვებიან. 

გასულ წელს პლატფორმის დახმარებით 15 ათასზე მეტმა ადამიანმა აიმაღლა კვალიფიკაცია. ამ სტატიაში კი გიამბობთ 5 ყველაზე პოპულარულ კურსზე, რომლებიც არა მარტო გამოცდილ ბიზნესებს, არამედ დამწყებ პროფესიონალებსაც ყოველდღიურ საქმიანობაში დიდ დახმარებას გაუწევს. 

  1. MS Excel-ის გამოყენება

ბიზნესკურსი MS Excel-ის შესახებ საინტერესოა ნებისმიერი ბიზნესისთვის, იმისდა მიუხედავად, თუ რა მასშტაბისაა ან რომელ ინდუსტრიაში ოპერირებს ის.  MS Excel-ს მჭიდრო კავშირი აქვს კომპანიის იმიჯთან და ბიზნესის ყოველდღიური პროცესების მართვას ამარტივებს.

კურსი დაგეხმარებათ, შექმნათ გამართული და მარტივად გამოყენებადი ფაილები MS Excel-ის დახმარებით; ისწავლით, როგორ დაამუშაოთ ბიზნესისთვის საჭირო მონაცემები და როგორ გამოიყენოთ წლიურად დაგროვილი მონაცემები ეფექტური ბიზნესგადაწყვეტილებების მისაღებად. კურსს უძღვება ელექტრონული აკადემიის დამფუძნებელი და MS Excel-ის ტრენერი, გიორგი დათუკიშვილი.

დარეგისტრირდით კურსზე MS Excel-ის გამოყენება მარტივად ამ ბმულზე.

  1. სარესტორნო ბიზნესის მართვა

ბიზნესკურსს სარესტორნო ბიზნესის მართვის შესახებ სილქ ჰოსფითალითის ბრენდ შეფი, ირაკლი ასათიანი უძღვება. ეს კურსი მათთვისაა, ვისაც სტუმარმასპინძლობის სექტორში ბიზნესის წამოწყება ან არსებული კომპანიის განვითარება სურს. 

ვიდეოლექციებით გაიგებთ, რა განსაზღვრავს სარესტორნო ბიზნესის წარმატებას, რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, რა ტიპის მენიუ უნდა შეარჩიოთ თქვენი ბიზნესისთვის და სხვა.

გაიგეთ, როგორ მართოთ ან დაიწყოთ სარესტორნო ბიზნესი ამ ბმულიდან.

 

  1. ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობა ბიზნესში დღითიდღე იზრდება. აღნიშნული კურსი სწორედ ამ საჭიროებებზე საპასუხოდ შეიქმნა და მცირე და საშუალო ბიზნესებს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს უკეთ გააცნობს. 

კურსის ფარგლებში გაიგებთ, როგორ შექმნათ მარკეტინგული მასალები  ChatGPT, Gemini AI ან სხვა პლატფორმების დახმარებით, როგორ დააგენერიროთ სოციალური მედიისთვის კონტენტი, როგორ მართოთ შიდა სამუშაო პროცესები უფრო ეფექტიანად და სხვა. კურსს უძღვება ტექნოლოგიური ინჟინერი, ნანა დიხამინჯია.

დარეგისტრირდით კურსზე ამ ბმულიდან.

  1. ბრენდინგი 

ბრენდინგს ბიზნესის განვითარების სტრატეგიაში ერთ-ერთი მთავარი როლი უჭირავს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, კომპანიებმა იცოდნენ, რა ნაბიჯები უნდა გადადგან ბრენდის ასაშენებლად, როგორ უნდა შეურჩიონ ბრენდს მთავარი საკომუნიკაციო გზავნილი, როგორ დაარქვან სახელი, რა დეტალები გაითვალისწინონ ბრენდის დიზაინის შექმნისას და ა.შ. კურსს უძღვება ალექს ჩიქოვანი, Live Branding-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

ბრენდისა და ბრენდინგის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს.

  1. მეღვინეობა

ბიზნესკურსის პლატფორმაზე შეხვდებით ისეთ ნიშურ კურსს, როგორიცაა მეღვინეობა. კურსი ზედგამოჭრილია მათთვის, ვისაც სურს, ძალები მოსინჯოს ამ სფეროში, ან უკვე არის მეღვინე, მაგრამ სიახლეების აღმოჩენისკენ მიისწრაფვის.

კურსის ფარგლებში გაიგებთ ღვინის დაყენებისა და ჩამოსხმის სრული ციკლის შესახებ დეტალებს. კურსი მოამზადა კახა ჭოტიაშვილმა, ენოლოგმა, ღვინის სერტიფიცირებულმა ექსპერტმა და სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის წევრმა.

გაიარეთ მეღვინეობის ბიზნესკურსი ამ ბმულიდან.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესკურსი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.

Previous Post

საქართველოს ბანკი, Startup Grind-თან ერთად მეწარმე ქალებისთვის ღონისძიებებს გამართავს

Next Post

ყველაზე რთული 24 საათი ილონ მასკისთვის | თავდასხმები X-სა და Tesla-ზე, აქციების ვარდნა

Nina Getsadze

Next Post
ყველაზე რთული 24 საათი ილონ მასკისთვის | თავდასხმები X-სა და Tesla-ზე, აქციების ვარდნა

ყველაზე რთული 24 საათი ილონ მასკისთვის | თავდასხმები X-სა და Tesla-ზე, აქციების ვარდნა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

Recent News

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result