Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

$365 თითო ტურისტისგან – ტურიზმიდან შემოსავლები მცირდება

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ქართულად
0
$365 თითო ტურისტისგან – ტურიზმიდან შემოსავლები მცირდება
0
SHARES
0
VIEWS

Galt&Taggart–მა ტურიზმის პროგნოზს გადახედა. მიმდინარე წელს საინვესტიციო ბანკი საქართველოში 4.9 მლნ ტურისტის შემოსვლას პროგნოზირებს, რაც წინა პროგნოზთან შედარებით, 0.4 მლნ ტურისტით შემცირებული მაჩვენებელია.  G&T-ს წინა პროგნოზით, 2019 წელს საქართველოში ტურისტების რაოდენობის წლიური ზრდა 11.4% უნდა ყოფილიყო, ახალი პროგნოზით კი ზრდა 3.5% იქნება. პროგნოზის შემცირების მიზეზი რუსეთის მიერ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვებია. ამასთან, ბანკმა შეამცირა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის პროგნოზიც. კერძოდ, G&T ელოდება, რომ წელს საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 6.9%–ით გაიზრდება და 3.4 მლრდ დოლარს შეადგენს, რაც წინა პროგნოზს 200 მლნ დოლარით ჩამორჩება. სწორედ ამ თანხად შეაფასა ბანკმა რუსული შეზღუდვების გავლენა ტურისტულ შემოსავლებზე.

G&T-ს მონაცემებით, მცირდება ქვეყანაში თითო ტურისტის მიერ საშუალოდ დახარჯული თანხის მოცულობაც. კერძოდ, თუკი 2018 წელს თითო ტურისტისგან ქვეყანამ საშუალოდ 447.3 დოლარი მიიღო, 2018 წლის აგვისტოში ეს მაჩვენებელი 365 დოლარამდე შემცირდა. 

აღსანიშნავია, რომ თითო ტურისტისგან მიღებული თანხა მაისიდან მცირდება. კერძოდ, მიმდინარე წლის მაისში ქვეყანამ თითო ტურისტისგან საშუალოდ 437 დოლარი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 3.6%–ით ჩამორჩება. მიუხედავად ამისა, ტურისტების რაოდენობამ ჯამური შემოსავალი დააკომპენსირა და ჯამში მაისში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 270 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 10.1%–ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ივნისში თითო ტურისტისგან მიღებული შემოსავალი 467 დოლარი იყო, რაც წლიურად 12.8%–ით შემცირებული მაჩვენებელია. ჯამურად კი ივნისში საქართველომ ტურიზმიდან 340 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო – 4.5%–ით მეტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე. 

თითო ტურისტის მიერ მიღებული შემოსავალი შემცირდა ივლისშიც, – კერძოდ ივლისში ერთი ტურისტისგან ქვეყანამ 425 დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 17%–ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. ივლისში კლება დაფიქსირდა ჯამურ შემოსავალშიც და მან 375 მლნ დოლარი შეადგინა – 13.4%–ით ნაკლები 2018 წლის მონაცემზე. 

რაც შეეხება აგვისტოს, – გასულ თვეს ქვეყანამ თითო ტურისტისგან საშუალოდ 365 დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2018 წლის აგვისტოს მონაცემზე 14%–ით ნაკლებია. ამავე პერიოდში ჯამურად ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 10.6%–ით შემცირდა წლიურად და 396 მლნ დოლარი შეადგინა. 

ამასთან, G&T-ს კვლევაში ვკითხულობთ, რომ რუსეთიდან ვიზიტორების შემცირების ტემპი მოსალოდნელზე დაბალი იყო, მაშინ როცა მკვეთრად მცირდება ირანელი ვიზიტორების რაოდენობა.  

აგვისტოში საქართველოში 207 899 რუსი მოგზაური შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 8.5%–ით ჩამოუვარდება. გამოდის, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში წინა წელთან შედარებით, ქვეყანაში 19 215 რუსით ნაკლები შემოვიდა.

თითქმის იმავე რაოდენობის მოგზაურები დააკლდა ქვეყანას ირანიდან. კერძოდ, აგვისტოში საქართველოში 17 075 ირანელი მოგზაური შემოვიდა, რაც წლიურად 52%–ით შემცირებული მაჩვენებელია და 18 496–ი მოგზაურით ნაკლებია 2018 წლის აგვისტოზე.
8 თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2 მილიარდ დოლარს გადასცდა და 2 მილიარდ 227 მილიონი დოლარი შეადგინა.

Previous Post

აგვისტოში პროდუქციის წარმოება 2 პროცენტით გაძვირდა

Next Post

აგვისტოში ლირა, დრამი და რუბლი გამყარდა; ლარი დოლართან 13.4%–ით გაუფასურდა

მაგდა დოლიძე

Next Post
აგვისტოში ლირა, დრამი და რუბლი გამყარდა; ლარი დოლართან 13.4%–ით გაუფასურდა

აგვისტოში ლირა, დრამი და რუბლი გამყარდა; ლარი დოლართან 13.4%–ით გაუფასურდა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Recent News

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result