Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

„2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5 მთავარი თემა“ – თიბისი კაპიტალმა ახალი პუბლიკაცია წარადგინა

by იზა გვარამაძე
თებერვალი 20, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
„2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5 მთავარი თემა“ – თიბისი კაპიტალმა ახალი პუბლიკაცია წარადგინა
0
SHARES
0
VIEWS

თიბისი კაპიტალმა, თიბისის ბიზნესპარტნიორებისთვის, 2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5 მთავარი თემა წარადგინა.

2024 წელს, თიბისი კაპიტალი, კვლევების მიმართულებით, ახალ ეტაპზე გადადის და სექტორების ზოგად მიმოხილვასთან ერთად, ბიზნესის მხრიდან დასახელებულ კონკრეტულ კითხვებს სცემს პასუხს, ვინაიდან, პარტნიორების მხრიდან, სულ უფრო მზარდია მოთხოვნა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დახმარებაში.

რთული გეოპოლიტიკური გარემო, არჩევნების ციებ-ცხელება მსოფლიოში, საქართველოში მიგრაციული ნაკადების ცვლილება და სამუშაო ძალის დეფიციტი, საპროცენტო განაკვეთები და ინფლაცია – ეს მოვლენები 2024 წელს საქართველოს ბიზნესკლიმატს განსაზღვრავს.

რთული გეოპოლიტიკური გარემო

2023 წლიდან რეგიონში მომატებული გეოპოლიტიკური დაძაბულობა, დამატებით გამოწვევებს ქმნის. ისრაელი-ჰამასის ომი საქართველოს ტურიზმისთვის რისკს წარმოადგენდა. თუმცა, საქართველოს ეკონომიკაზე აღნიშნული ომის ნეგატიური გავლენა, თითქმის დასრულებულია.

2023 წელს ისრაელის წილი საქართველოს იმპორტში – 0.1%, ექსპორტში – 0.3%, ფულად გზავნილებში – 5.2%, ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში კი 7% იყო. თიბისი კაპიტალის შეფასებით, 2024 წლის იანვარში, საქართველოში ისრაელელი ტურისტების დანახარჯები წლიურად 18%-ით გაიზარდა.

საქართველოზე ისრაელის კონფლიქტის გავლენის შესამცირებლად, ტურისტული ობიექტების, განსაკუთრებით კი – ბათუმის ტურისტული ობიექტების მხრიდან, ევროპისა და აზიის მაღალმხარჯველუნარიან ბაზრებზე მარკეტინგული აქტივობის გაძლიერებაა საჭირო.

წითელი ზღვის კრიზისი მსოფლიოში ინფლაციის შეკავებას ართულებს. სუეცის არხზე მსოფლიო სავაჭრო გადაზიდვების – 12% და საკონტეინერო გადაზიდვების 30% მოდის. გადაზიდვის ახლანდელი ღირებულება 2021 წლის მაჩვენებელზე ნაკლებია. 2024 წელს გადაზიდვის დრო 25-30%-ით გაიზრდება, კონტეინერით გადაზიდვის ხარჯი კი, 2023 წლის დეკემბერთან შედარებით, 2.5-3 ჯერ მეტი იქნება.

წითელი ზღვის კრიზისმა მიწოდების ჯაჭვი საქართველოშიც შეაფერხა. ტრანსპორტირების დრო – 50%-ით, ტრანსპორტირების ტარიფი – 100-150%-ით, პროდუქტის თვითღირებულება კი 5%-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების წილი საქართველოს მთლიან იმპორტში 15.3%-ია. რეგიონიდან იმპორტის 80% ზღვით შემოდის. რთულია სხვა ქვეყნებზე გადართვა, რადგან დიდია განსხვავება ფასსა და ასორტიმენტში. წითელი ზღვის კრიზისი გამოწვევას უქმნის იმპორტიორებს და მარჟის ხარჯზე ფასები შენარჩუნდება თუ გაიზრდება – კრიზისის ხანგრძლივობაზე იქნება დამოკიდებული.

წითელი ზღვის კრიზისი საქართველოში ინფლაციის რისკებს არ ქმნის. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში იმპორტირებული პროდუქტების წონა სამომხმარებლო კალათაში 1.33%-ია.

არჩევნების ციებ-ცხელება მსოფლიოში

2024 წელს მსოფლიოს მოსახლეობის 46% მომდევნო წლების პოლიტიკურ და ეკონომიკურ გეზს ირჩევს.

ბაიდენის პოლიტიკა საგარეო ვაჭრობის ზომიერ პროტექციონიზმს, მიმდინარე მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებას და უკრაინის მხარდაჭერას პროგნოზირებს. ტრამპის პოლიტიკა კი – საგარეო ვაჭრობის ძლიერ პროტექციონიზმს, ნაკლებად პროგნოზირებად მონეტარულ პოლიტიკას და საგარეო პოლიტიკაში იზოლაციონისტურ პოზიციას, რაც ნატოს იდეის რისკის ქვეშ დაყენებას გულისხმობს.

არჩევნების შედეგებმა, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეცვალოს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პოლიტიკა რეგიონის მიმართ. საბაზისო სცენარში გაცვლითი კურსის მერყეობა არ არის მოსალოდნელი, მაგრამ სტრესული გარემოებების მიმართ მედეგობისთვის, სავალუტო რისკების ჰეჯირება მნიშვნელოვანი იქნება.

საქართველოში მიგრაციული ნაკადების ცვლილება

2023 წელს რუსეთიდან შემოსული მიგრანტების 17%-მა დატოვა საქართველო.

წელი მიგრანტი წლის ბოლოს (ათასი) დანახარჯი
2022 115 $680 მლნ

 

2023 95

 

$875 მლნ
2024 76

 

$660 მლნ

 მიგრანტების შემოსვლის შედეგად, თბილისში ბინის ქირის საშუალო თვიური ფასი 800$-ია, რაც აღემატება ბინის ქირის საშუალო თვიურ ფასს თურქეთის, ესტონეთის, სლოვაკეთის, ლატვიის, უნგრეთის, ყაზახეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და ბოსნია ჰერცეგოვინას დედაქალაქებში.

2024 წელს, მიგრანტების ნაწილობრივი გადინების მიუხედავად, თიბისი კაპიტალი ეკონომიკის 5.6%-ით ზრდას და სტაბილურ გაცვლით კურსს პროგნოზირებს.

წელი მშპ-ის ზრდა დოლარი/ლარი სებ-ის რეზერვები
2023 7.5% 2.69

 

$ 5.0 მლრდ
2024 5.6% 2.75

 

 

საქართველოში 2024 წელს მიგრანტების გადინება ტურიზმის გაძლიერებით და ადგილობრივი მოხმარების ზრდით დაბალანსდება.

2023 წელთან შედარებით, 2024 წელს მიგრანტების დანახარჯების წილი ტანსაცმლით საცალო ვაჭრობაში – 4.3%-იდან 3.0%-მდე, ტექნიკაში – 2.4-იდან 1.7%-მდე, FMCG სექტორში კი 2.2%-იდან 1.6%-მდე შემცირდება. ამის პარალელურად, თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2024 წელს ბრუნვა ტანსაცმლის სექტორში – 16%-ით, ტექნიკის სექტორში – 13%-ით, FMCG სექტორში კი – 10%-ით გაიზრდება.

საცხოვრებელი ფართის საშუალო გასაყიდი ფასი 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, დაიკლებს და 1000-1200$-ის ფარგლებში იქნება, საიდანაც მიგრაციის ეფექტი 19% იქნება, მაშინ, როდესაც ბინის ფასების მატებაში მიგრაციის ეფექტი 2023 წელს 28%-იყო. საცხოვრებელი ფართის კვ.მ-ის საშუალო გასაქირავებელი ფასი 2024 წელს 10-12$ იქნება, საიდანაც მიგრაციის ეფექტი 54% იქნება. გასულ წელს, ქირის ფასის მატებაში მიგრაციის ეფექტი 72% იყო.

უძრავი ქონების გაყიდვების დაგეგმვისას, მნიშვნელოვანია მიგრაციული ნაკადის დროებითობის გათვალისწინება.

სამუშაო ძალის დეფიციტი

მოსახლეობის დაბერების, კადრების გადინებისა და დაბალი შობადობის გამო, საქართველოში სამუშაო ძალის დეფიციტი გრძელვადიანი გამოწვევაა. ბოლო 5 წლის განმავლობაში, სამუშაო ძალა ქვეყანაში, საშუალოდ, 0.2%-ით შემცირდა, საშუალო ხელფასი კი 10%-ით გაიზარდა. საშუალო ხელფასი ყველაზე საგრძნობლად რამდენიმე სექტორში გაიზარდა:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია: +17%
  • განათლება: +12%
  • მრეწველობა: +12%
  • მშენებლობა: +12%

2024 წელს ისევ მოსალოდნელია საქართველოში სამუშაო ძალის შემოდინება უფრო დაბალშემოსავლიანი მეზობელი ქვეყნებიდან.

მშენებლობის მიმართულებით, საქართველოში თვიური ანაზღაურება უფრო მაღალია, ვიდრე აზერბაიჯანში, თურქეთში, სომხეთსა და უზბეკეთში.

ვაჭრობის, განთავსებისა და საკვების მიწოდების მიმართულებით, საქართველოში თვიური ანაზღაურება უფრო მაღალია, ვიდრე აზერბაიჯანში, სომხეთსა და უზბეკეთში.

სოფლის მეურნეობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების მიმართულებით, საქართველოში თვიური ანაზღაურება უფრო მაღალია, ვიდრე აზერბაიჯანსა და უზბეკეთში.

საქართველოში სამუშაო ძალის დეფიციტი გაგრძელდება და ამ დეფიციტთან გასამკლავებლად, გამოსავალი დაბალშემოსავლიანი მეზობელი ქვეყნების პოტენციალის ათვისებაა.

საპროცენტო განაკვეთები და ინფლაცია

2024 წელს მსოფლიოში, ცენტრალური ბანკების მიერ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთების შემცირებაა მოსალოდნელი.

მაკროეკონომიკური ტენდენციები

თიბისი კაპიტალის პროგნოზით, საქართველოში მაკროეკონომიკური ინდიკატორების მაჩვენებლები ასეთი იქნება:

ინდიკატორი 2022 2023 2024 2025
ეკონომიკური ზრდა

 

11.0%

 

7.5%

 

5.6%

 

5.4%

 

ინფლაცია

 

9.8%

 

0.4%

 

4.1%

 

3.0%

 

რეფინანსირების განაკვეთი

 

11.0 %

 

9.5% 8.25-8.5%

 

7.5 %

 

ევრო/აშშ დოლარი 1.07

 

1.11

 

1.12

 

1.16

 

აშშ დოლარი/ლარი 2.70

 

2.69

 

2.75

 

2.65

 

ევრო/ლარი

 

2.88

 

2.98

 

3.08

 

3.07

 

გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას ბმულზე.

S

Previous Post

რუსული Rosneft-ის წლიური მოგება $14 მილიარდამდე გაიზარდა

Next Post

ბრიტანეთში ჟულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციის საკითხს განიხილავენ

იზა გვარამაძე

Next Post
ბრიტანეთში ჟულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციის საკითხს განიხილავენ

ბრიტანეთში ჟულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციის საკითხს განიხილავენ

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Unibet: Η Powerhouse του Quick‑Play για Σύντομες, Υψηλής Έντασης Συνεδρίες

ივლისი 26, 2026

Boomerang Bet: Quick‑Hit Gaming für den schnelllebigen Spieler

ივლისი 26, 2026

Recent News

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Unibet: Η Powerhouse του Quick‑Play για Σύντομες, Υψηλής Έντασης Συνεδρίες

ივლისი 26, 2026

Boomerang Bet: Quick‑Hit Gaming für den schnelllebigen Spieler

ივლისი 26, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result