Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

10 უმდიდრესი მუნიციპალიტეტი | რაში ხარჯავენ ფულს საქართველოს ყველაზე მაღალბიუჯეტიანი მუნიციპალიტეტები?

by Davit Tsiramua
ნოემბერი 8, 2021
in ეკონომიკა, რეიტინგი, საქართველო, ფინანსები, ფინანსები, ყველა სიახლე
0
10 უმდიდრესი მუნიციპალიტეტი | რაში ხარჯავენ ფულს საქართველოს ყველაზე მაღალბიუჯეტიანი მუნიციპალიტეტები?
0
SHARES
0
VIEWS

2021 წელს საქართველოს ხელისუფლება, ცენტრალური და ადგილობრივი, ჯამში 22 მლრდ ლარამდე დახარჯავს. ქვეყნის ტერიტორიული დეცენტრალიზაციის დაბალი დონიდან გამომდინარე, 22 მლრდ-დან 19 მლრდ-ზე მეტს ცენტრალური ხელისუფლება დახარჯავს, ხოლო 3 მლრდ-მდე თანხას საქართველოს ყველა ადგილობრივი თვითმმართველობა (მუნიციპალიტეტი) ერთად დახარჯავს. მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის სიდიდეს ძირითადად მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა და საკუთარი შემოსავლები განსაზღვრავს. მოსახლეობის რაოდენობა გადამწყვეტი ფაქტორია, თუ რა თანხას მიიღებს მუნიციპალიტეტი ცენტრალური მთავრობის მიერ აკრებილი გადასახადიდან, კონკრეტულად კი დამატებული ღირებულების გადასახადიდან.

აღნიშნულ სტატიაში გაგაცნობთ საქართველოს იმ 10 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებს (რამდენია და რაში იხარჯება), რომლებსაც ყველაზე მაღალი შემოსავალი და, შესაბამისად, ყველაზე მაღალი ხარჯები აქვთ. ამ 10 მუნიციპალიტეტის ხარჯების წილი ყველა მუნიციპალიტეტის ჯამურ ხარჯებში 65%-მდეა.

თელავის მუნიციპალიტეტი – 43 მლნ ლარი

თელავის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი 43 მლნ ლარამდეა. 2020 წელთან შედარებით 8 მლნ ლარით (23%-ით) არის გაზრდილი. ზრდა ძირითადად საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და განათლების ხარჯების მატებამ გამოიწვია.

თელავის მუნიციპალიტეტი ყველაზე მეტ თანხას საბინაო-კომუნალური მიმართულებით ხარჯავს – 12 მლნ ლარს. აქედან ბინათმშენებლობაზე 4.6 მლნ ლარი მოდის, წყალმომარაგებაზე – 4.1 მლნ და გარე განათებაზე – 1.9 მლნ. ბინათმშენებლობა სახურავების, სადარბაზოების შეკეთებას და სხვა მსგავს ღონისძიებებს მოიცავს. ეკონომიკურ საქმიანობაზე, რომელიც რეალურად ტრანსპორტისა და გზების დაგება/შეკეთებაზე გაწეულ ხარჯებს მოიცავს, 8.6 მლნ ლარი იხარჯება. განათლებისთვის (რომლის 91% საბავშვო ბაღებზე იხარჯება), 7.7 მლნ ლარია გამოყოფილი.

ბიუროკრატიაზე 4.3 მლნ ლარი იხარჯება, რაც სოციალური დაცვისთვის გამოყოფილ თანხაზე 51%-ით მეტია.

ბოლნისის მუნიციპალიტეტი – 45.2 მლნ ლარი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი 45.1 მლნ ლარია. ეს იმითაც არის განპირობებული, რომ ბოლნისი 23 მლნ ლარის შემოსავალს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლით იღებს. ბიუჯეტი 2020 წელთან შედარებით 9 მლნ ლარით (25%-ით) არის გაზრდილი. ზრდა ძირითადად საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და ეკონომიკური საქმიანობის ხარჯების მატებამ გამოიწვია. ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყველაზე მეტ თანხას ეკონომიკური საქმიანობის მიმართულებით ხარჯავს – 12.6 მლნ ლარს. აქედან 10.2 მლნ ლარი ტრანსპორტზე და გზების დაგება/შეკეთებაზე მოდის. ხარჯებში მეორე ადგილზე დასვენება, კულტურა და რელიგიაა, რაზეც 7.5 მლნ ლარი იხარჯება. მათ შორის, 3.8 მლნ ლარი – სპორტზე და 2.7 მლნ – კულტურაზე.

ბიუროკრატიაზე 6.7 მლნ ლარი იხარჯება, რაც სოციალური დაცვისთვის გამოყოფილ თანხაზე 23%- ით მეტია.

მარნეულის მუნიციპალიტეტი – 46.8 მლნ ლარი

მარნეულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი 46.8 მლნ ლარია. 2020 წელთან შედარებით 12 მლნ ლარით (35%-ით) არის გაზრდილი. ზრდა ძირითადად საბინაო-კომუნალური მეურნეობის, სპორტისა და ბიუროკრატიული ხარჯების მატებამ გამოიწვია.

მარნეულის მუნიციპალიტეტი ყველაზე მეტ თანხას საბინაო-კომუნალური მეურნეობის მიმართულებით ხარჯავს – 11.5 მლნ ლარს. აქედან 8.6 მლნ ლარი წყალმომარაგების ხარჯებზე მოდის. ხარჯებში მეორე ადგილზე ეკონომიკური საქმიანობაა, რომელზეც 11.2 მლნ ლარი იხარჯება.

ბიუროკრატიაზე 7.6 მლნ ლარი იხარჯება, რაც სოციალური დაცვისთვის გამოყოფილ თანხაზე 2.7-ჯერ მეტია.

მცხეთის მუნიციპალიტეტი – 57 მლნ ლარი

მცხეთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი 57 მლნ ლარია. 2020 წელთან შედარებით 25.6 მლნ ლარით (82%-ით) არის გაზრდილი. ზრდა ძირითადად ეკონომიკური საქმიანობის (ტრანსპორტი და საავტომობილო გზები), საბინაო-კომუნალური მეურნეობის, სპორტისა და ბიუროკრატიული ხარჯების მატებამ გამოიწვია.

მცხეთის მუნიციპალიტეტი ყველაზე მეტ თანხას ეკონომიკური საქმიანობის მიმართულებით ხარჯავს – 19.7 მლნ ლარს. აქედან 17 მლნ ლარი ტრანსპორტისა და გზების დაგება/შეკეთების ხარჯებზე მოდის. ხარჯებში მეორე ადგილზე საბინაო-კომუნალური მეურნეობაა, რომელზეც 11.4 მლნ ლარი იხარჯება.

ბიუროკრატიაზე 7.1 მლნ ლარი იხარჯება, რაც სოციალური დაცვისთვის გამოყოფილ თანხაზე 2.6-ჯერ მეტია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი – 61 მლნ ლარი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი 61 მლნ ლარია. 2020 წელთან შედარებით 1.6 მლნ ლარით (3%-ით) არის შემცირებული. კლება ძირითადად ეკონომიკური საქმიანობისა და განათლების ხარჯების შემცირებამ გამოიწვია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ყველაზე მეტ თანხას ეკონომიკური საქმიანობის მიმართულებით ხარჯავს – 22.7 მლნ ლარს. აქედან 11.1 მლნ ლარი ტრანსპორტისა და გზების დაგება/შეკეთების ხარჯებზე მოდის. ხარჯებში მეორე ადგილზე განათლებაა, რომელზეც 10.6 მლნ ლარი იხარჯება, მათ შორის, 6.7 მლნ – საბავშვო ბაღებზე.

ბიუროკრატიაზე 7.8 მლნ ლარი იხარჯება, რაც სოციალური დაცვისთვის გამოყოფილ თანხაზე 3-ჯერ მეტია.

გორის მუნიციპალიტეტი – 69 მლნ ლარი

გორის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი 69 მლნ ლარია. 2020 წელთან შედარებით 11 მლნ ლარით (19%-ით) არის გაზრდილი. ზრდა ძირითადად განათლების, ეკონომიკური საქმიანობისა და საბინაო-კომუნალური მეურნეობის ხარჯების მატებამ გამოიწვია.

გორის მუნიციპალიტეტი ყველაზე მეტ თანხას ეკონომიკური საქმიანობის მიმართულებით ხარჯავს – 21.9 მლნ ლარს. აქედან, 18.4 მლნ ლარი ტრანსპორტისა და გზების დაგება/შეკეთების ხარჯებზე მოდის. ხარჯებში მეორე ადგილზე განათლებაა, რომელზეც 13.1 მლნ ლარი იხარჯება, მათ შორის, 11.8 მლნ – საბავშვო ბაღებზე.

ბიუროკრატიაზე 6.7 მლნ ლარი იხარჯება, რაც სოციალური დაცვისთვის გამოყოფილ თანხაზე 3.3-ჯერ მეტია.

რუსთავის მუნიციპალიტეტი – 75.3 მლნ ლარი

რუსთავის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი 75.3 მლნ ლარია. 2020 წელთან შედარებით 18.5 მლნ ლარით (33%-ით) არის გაზრდილი. ზრდა ძირითადად საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და გარემოს დაცვის ხარჯების მატებამ გამოიწვია.

რუსთავის მუნიციპალიტეტი ყველაზე მეტ თანხას საბინაო-კომუნალური მეურნეობის მიმართულებით ხარჯავს – 20.6 მლნ ლარს. აქედან 9 მლნ ლარი კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ხოლო 7 მლნ სახურავების, სადარბაზოების შეკეთებაზე და სხვა მსგავს ღონისძიებებზე იხარჯება. ხარჯებში მეორე ადგილზე განათლებაა, რომელზეც 13.7 მლნ ლარი იხარჯება, მათ შორის, 12.9 მლნ – საბავშვო ბაღებზე.

ბიუროკრატიაზე 7.5 მლნ ლარი იხარჯება, რაც სოციალური დაცვისთვის გამოყოფილ თანხაზე 2.2-ჯერ მეტია.

ქუთაისის მუნიციპალიტეტი – 91.7 მლნ ლარი

ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი 91.7 მლნ ლარია. 2020 წელთან შედარებით 22 მლნ ლარით (31%-ით) არის გაზრდილი. ზრდა ძირითადად საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და ეკონომიკური საქმიანობის ხარჯების მატებამ გამოიწვია.

ქუთაისის მუნიციპალიტეტი ყველაზე მეტ თანხას დასვენების, კულტურისა და რელიგიის მიმართულებით ხარჯავს – 17.9 მლნ ლარს. აქედან 10 მლნ ლარი სპორტის, ხოლო 7.5 მლნ კულტურის სფეროში იხარჯება. ხარჯებში მეორე ადგილზე საბინაო-კომუნალური მეურნეობაა, რომელზეც 16.5 მლნ ლარი იხარჯება. ეკონომიკური საქმიანობისთვის 14.9 მლნ ლარია გამოყოფილი, საიდანაც 13.2 მლნ ლარი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარჯია.

ბიუროკრატიაზე 10.1 მლნ ლარი იხარჯება, რაც სოციალური დაცვისთვის გამოყოფილ თანხაზე 2-ჯერ მეტია.

ბათუმის მუნიციპალიტეტი – 205 მლნ ლარი

ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი 205 მლნ ლარია. 2020 წელთან შედარებით 46 მლნ ლარით (29%-ით) არის გაზრდილი. ზრდა ძირითადად ეკო­ნომიკური საქმიანობის და სპორტისა და კულტურის ხარჯების მატებამ გამოიწვია.

ბათუმის მუნიციპალიტეტი ყველაზე მეტ თანხას ეკო­ნომიკური საქმიანობის მიმართულებით ხარჯავს – 59.7 მლნ ლარს. ეს თანხა ძირითადად საზოგადო­ებრივი ტრანსპორტისა და გზების დაგება/შეკეთე­ბის ხარჯებს მოიცავს. ხარჯებში მეორე ადგილზე საბინაო-კომუნალური მეურნეობაა, რომელზეც 36.2 მლნ ლარი იხარჯება. მათ შორის, 12 მლნ ლარი კომუ­ნალური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, 10.2 მლნ წყალმომარაგებაზე და 8 მლნ გარე განათებაზე იხარ­­ჯება. 30 მლნ ლარამდე იხარჯება სპორტზე, კულტუ­რაზე და რელიგიაზე.

ბიუროკრატიაზე 16.6 მლნ ლარი იხარჯება, რაც სოციალური დაცვისთვის გამოყოფილ თანხაზე 50%-ით მეტია.

თბილისის მუნიციპალიტეტი – 1.23 მლრდ ლარი

თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი 1,227 მლნ ლარია. 2020 წელთან შედარებით 105 მლნ ლარით (9.4%-ით) არის გაზრდილი. ზრდა ძირითადად გარემოს დაცვის, განათლების, სპორტისა და კულტურის ხარჯების მატებამ გამოიწვია.

თბილისის მუნიციპალიტეტი ყველაზე მეტ თანხას ეკონომიკური საქმიანობის მიმართულებით ხარჯავს – 267.5 მლნ ლარს. ეს თანხა ძირითადად საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და გზების დაგება/შეკეთების ხარჯებს მოიცავს. ხარჯებში მეორე ადგილზე საბინაო-კომუნალური მეურნეობაა, რომელზეც 259 მლნ ლარი იხარჯება. მათ შორის, 108 მლნ ლარი ბინათმშენებლობაზე, 42 მლნ კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და 30 მლნ გარე განათებაზე იხარჯება. 179 მლნ ლარამდე იხარჯება განათლებაზე.

ბიუროკრატიაზე 93.4 მლნ ლარი იხარჯება, რაც სოციალური დაცვისთვის გამოყოფილ თანხაზე 32%-ით ნაკლებია.

Previous Post

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

Next Post

Forbes Tech: გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
Forbes Tech: გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

Forbes Tech: გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

JackTop Casino: Snel‑Gokspel voor de Sensatiezoeker

ივლისი 23, 2026

Boomerang Casino: Vincite Veloci Ovunque – La Tua Avventura con le Slot Mobile

ივლისი 23, 2026

Pistolo Casino Review : Gaming rapide pour le joueur moderne

ივლისი 23, 2026

BetPanda Casino – Schnelles Spiel für schnelle Gewinne

ივლისი 22, 2026

Recent News

JackTop Casino: Snel‑Gokspel voor de Sensatiezoeker

ივლისი 23, 2026

Boomerang Casino: Vincite Veloci Ovunque – La Tua Avventura con le Slot Mobile

ივლისი 23, 2026

Pistolo Casino Review : Gaming rapide pour le joueur moderne

ივლისი 23, 2026

BetPanda Casino – Schnelles Spiel für schnelle Gewinne

ივლისი 22, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result