Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

10 რამ, რაც ინვესტორებმა მცენარეული საკვების ბაზრის შესახებ უნდა იცოდნენ

by Davit Tsiramua
დეკემბერი 28, 2021
in ბიზნესი, ბიზნესი, ინდუსტრია, მსოფლიო, ყველა სიახლე
0
10 რამ, რაც ინვესტორებმა მცენარეული საკვების ბაზრის შესახებ უნდა იცოდნენ
0
SHARES
0
VIEWS

მცენარეული საკვები  მიმზიდველობას საკმაოდ სწრაფად იძენს.  2030 წლისთვის მცენარეული საკვების გლობალური ბაზარი, სავარაუდოდ, $161.9 მილიარდს მიაღწევს. ეს კი 2021 წელთან შედარებით 355%-იან ზრდას ნიშნავს. გაინტერესებთ ინვესტიციები ამ სწრაფად მზარდ ინდუსტრიაში? The Very Good Food Company (VGFC)  ყურადღებას ამახვილებს იმ მნიშვნელოვან დეტალებზე, რაც მცენარეული საკვების ბაზრის მომავალზე უნდა იცოდეთ.

მომხმარებლები ჯანმრთელობის მნიშვნელობას უფრო მეტად აცნობიერებენ – რაც უფრო იზრდება მცენარეული საკვების პოპულარობა, მით უფრო იზრდება მომხმარებელთა მხრიდან შერჩევითი პროდუქტების შეძენის მაჩვენებლები. ბევრი მომხმარებლისთვის შესყიდვის გადაწყვეტილების მიღებისას ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი საკითხია. გლობალურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ 8,500 რესპონდენტის 50% ვეგანი ჯანმრთელობის მიზეზების გამო გახდა. მომხმარებლები ბიზნესს უფრო მაღალ სტანდარტებს უწესებენ იმ არგუმენტით, რომ მცენარეულ პროდუქტებს აქვთ მაღალი კვებითი ღირებულება, მარილის დაბალი შემცველობა და კარგი ხარისხის ცილა.

მომხმარებლების სოციალური ცნობიერება იზრდება – მომხმარებელთა ცნობიერება ასევე იზრდება გარემოსდაცვით საკითხებსა და იმასთან მიმართებით, თუ როგორ შეუძლია მცენარეულ საკვებზე დაფუძნებულ დიეტებს სათბურის გაზების ემისიების შემცირებაში დახმარება. ზემოთ ნახსენები კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა თითქმის ორი მესამედი (64%) ვეგანი გარემოსდაცვითი და მდგრადობის მიზეზების გამო გახდა. ექსპერტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს მაჩვენებელი მხოლოდ გაიზრდება, რადგან მთელ მსოფლიოში კლიმატის ცვლილების ზემოქმედება კიდევ უფრო აშკარა გახდება.

იზრდება მცენარეებზე დაფუძნებული ტექნოლოგიური ინოვაციების რაოდენობა – მომხმარებელთა მოთხოვნის  ზრდასა და მცენარეული კვების მრეწველობის მოლოდინების განვითარებასთან ერთად, ამ სივრცეში ახალი ტექნოლოგიური სიახლეები  სწრაფად ჩნდება. მაგალითად, საკმაოდ დიდი ყურადღება მიიპყრო უჯრედული კულტივირებული ხორცის ბაზარმა. უჯრედული კულტივირებული ხორცი არის ხორცი, რომელიც გამოიყვანეს ლაბორატორიაში ცხოველთა უჯრედებიდან. ის ბიოლოგიურად ტრადიციული ხორცის იდენტურია. მიუხედავად იმისა, რომ უჯრედული კულტივირებული ხორცი ჯერ კიდევ არ გამოსულა კომერციულ ბაზარზე, რამდენიმე კომპანიამ – MeaTech 3D-მა, Mosa Meat-მა და UPSIDE Foods-მა უახლოეს მომავალში მისი კომერციული წარმოება უკვე დააანონსეს. მომდევნო 20 წელიწადში უჯრედული კულტივირებული ხორცის მოხმარება, სავარაუდოდ, გაიზრდება. ფაქტობრივად, 2040 წლისთვის მას შეუძლია ხორცის გლობალური ბაზრის 35% დაიკავოს.

მცენარეებზე დაფუძნებული ბაზრის დივერსიფიკაცია – ხორცის ალტერნატივის გარდა, პოპულარობას სხვა მცენარეული ალტერნატივებიც   იძენს, განსაკუთრებით კვერცხის შემცვლელი და სპრედი. 2020 წელს, მცენარეული კვერცხის გაყიდვებმა შეერთებულ შტატებში $27 მილიონს მიაღწია, რაც 167.8%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. მიუხედავად იმისა, რომ კვერცხის შემცვლელისა და სპრედის გაყიდვების მოცულობა სწრაფად იზრდება, როდესაც საქმე ეხება მთლიან გაყიდვებს, ყველაზე პოპულარულ პროდუქტად ჯერჯერობით მაინც მცენარეული რძე რჩება. მცენარეული საკვების მთლიანი ბაზრის 35%-ს სწორედ მცენარეული რძის პროდუქტები წარმოადგენს.

მცენარეულ საკვებზე დაფუძნებული კომპანიები სწრაფად იზრდებიან – მას შემდეგ, რაც ბაზარზე მოთხოვნა გაიზარდა, მცენარეული კვების პროდუქტების მრავალმა   კომპანიამ მნიშვნელოვან ფინანსურ მოგებას მიაღწია. მაგალითად, The Very Good Food Company-ის, კანადური მცენარეული საკვების კომპანიის შემოსავლები 2021 წლის პირველ კვარტალში 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 680%-ით გაიზარდა.

უფრო მეტი მომხმარებელი ხდება ფლექსიტარიანელი – რა თქმა უნდა,  ყველა არ გადადის მთლიანად მცენარეულ საკვებზე დაფუძნებული ცხოვრების წესზე. რაც უფრო აშკარა ხდება მცენარეული დიეტის სარგებელი, მით უფრო მეტი ადამიანი იწყებს ხორცის მოხმარების შეზღუდვას, ან ხდება ფლექსიტარიანელი – ადამიანები, რომლებიც ძირითადად მცენარეულ საკვებს მიირთმევენ, მაგრამ ხანდახან ხორცს ან თევზსაც ჭამენ. საინტერესოა, რომ ამერიკელების თითქმის მესამედმა შეამცირა ხორცისა და რძის პროდუქტების მოხმარება და თავს ფლექსიტარიანელად თვლის. ფლექსიტარიანელობა უფრო ადვილი ხდება, ვიდრე ოდესმე, რადგან მცენარეული პროდუქტები უფრო ხელმისაწვდომია და ხორცის ალტერნატივების გემოც უმჯობესდება.

მცენარეული საკვების მიმართ საცალო მოვაჭრეების ინტერესი იზრდება – საცალო მოვაჭრეები ყურადღებით აკვირდებიან მცენარეული პროდუქტების მზარდ პოპულარობას და შედეგად აერთიანებენ მცენარეულ საკვებს მათ შეთავაზებაში. მაგალითად, Tesco, გაერთიანებული სამეფოს უმსხვილესი სასურსათო მაღაზიის ბრენდი, მოელის, რომ მცენარეული პროდუქტების გაყიდვები 2025 წლისათვის 300%-ით გაიზრდება. ხოლო Unilever-ი, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საკვებისა და სასმელების მწარმოებელი, ელოდება, რომ მცენარეული ხორცის წარმოებით $1.2 მილიარდს გამოიმუშავებს.

რესტორნები მცენარეულ საკვებზე დაფუძნებულ მენიუს აყალიბებენ – მომხმარებელთა მოთხოვნილების გამო, რესტორნები თავიანთი სტუმრებისთვის არეგულირებენ და ქმნიან უფრო ინკლუზიურ მენიუს, მრავალფეროვანი ვეგანური, ვეგეტარიანული და რძის პროდუქტების გამოყენების გარეშე მომზადებული კერძებით.  A&W-მა, პოპულარულმა კანადურმა სწრაფი კვების ქსელმა, 2018 წელს მცენარეული ბურგერი გამოუშვა. მისი პოპულარობის გამო, რესტორანმა  მცენარეებზე დაფუძნებული მენიუ გააფართოვა მასში Beyond Meat nuggets-ის დამატებით.

ახალგაზრდა თაობები პრიორიტეტს  მცენარეულ კვებას ანიჭებენ –  მცენარეებზე დაფუძნებული მოძრაობა ძირითადად ახალგაზრდა თაობების მიერ იყო განპირობებული. 1,200-ზე მეტი რესპონდენტის გამოკითხვაში, მილენიელთა 22%-მა თქვა, რომ ცხოვრების რაღაც მომენტში მიჰყვებოდა ვეგეტარიანულ ცხოვრების წესს, მაშინ როდესაც ეს Gen Xers-ის მხოლოდ 13%-მა და Baby Boomers-ის მხოლოდ 11%-მა დაადასტურა. გამოკითხვის მიხედვით, ბევრი მილენიალი, თუნდაც არ გადასულიყო მთლიანად მცენარეულ საკვებზე, ცდილობდა, შეეზღუდა ხორცის მიღება, მათი 45% აცხადებდა, რომ ისინი აქტიურად ცდილობდნენ შეამცირონ ხორცის მოხმარება. Gen Z მცენარეებზე დაფუძნებული მოძრაობის მამოძრავებელი ძალაა –  მათი 79% აცხადებს, რომ კვირაში ერთხელ ან ორჯერ ჭამს მცენარეულ საკვებს.

მთავრობები მხარს უჭერენ მცენარეებზე დაფუძნებულ ინდუსტრიას. ბიზნესთან ერთად მცენარეებზე დაფუძნებული კვების მიმართ ყურადღება სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მხრიდანაც იზრდება. მაგალითად, კანადის მთავრობამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა $150-მილიონიანი ინვესტიციის გეგმა მცენარეებზე დაფუძნებული საკვების ინდუსტრიაში და ხელი მოაწერა ხელშეკრულებას Protein Industries Canada-სთან. ეს დაფინანსება მოხმარდება მცენარეებზე დაფუძნებული საკვების წარმოებას, კვლევასა და განვითარებას და ტექნოლოგიურ ინოვაციებს.

მომავალი მცენარეული საკვებისაა – არსებობს მრავალი მამოძრავებელი ფაქტორი, რომელიც მხარს უჭერს სწრაფად მზარდ მცენარეული კვების მრეწველობას და ამის გამო, უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მეტი ზრდაა მოსალოდნელი. კომპანიები, როგორიცაა, მაგალითად, კანადური VGFC, ამ მოძრაობის წინა ხაზზე დგანან.

Visual Capitalist
Previous Post

Forbes Georgia in English – Issue N23

Next Post

რას უნდა ველოდოთ 2022 წელს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების  სექტორში გლობალურად?

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
რას უნდა ველოდოთ 2022 წელს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების  სექტორში გლობალურად?

რას უნდა ველოდოთ 2022 წელს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების  სექტორში გლობალურად?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

BetPlay Casino Review: Sesiones cortas, de alta intensidad y resultados rápidos

ივლისი 18, 2026

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026

Recent News

BetPlay Casino Review: Sesiones cortas, de alta intensidad y resultados rápidos

ივლისი 18, 2026

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result