Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

10 რამ დუბროვნიკის შესახებ, რაც თქვენ დღემდე არ იცოდით

by Forbes.ge
February 28, 2021
in Forbes Woman
0
10 რამ დუბროვნიკის შესახებ, რაც თქვენ დღემდე არ იცოდით
0
SHARES
0
VIEWS

მიუხედავად იმისა, რომ დუბროვნიკი შუა საუკუნეებშიც საკმაოდ განთქმული იყო როგორც რაგუსას რესპუბლიკა, ბოლო პერიოდში ამ ადგილს თითქოს ახალი სიცოცხლე შთაბერეს და იგი სულ უფრო ხშირად გვხვდება ყველაზე სასურველი სამოგზაურო ადგილების სიაში (ასეთ პოპულარობაში არცთუ ისე მცირე როლი სერიალმა „სამეფოს კარის თამაშებმა” შეასრულა). გგონიათ, რომ ამ ქალაქის შესახებ ცოტაოდენი მაინც იცით? აბა, დაფიქრდით…

1. მან ერთხელ ინგლისის მეფე სიკვდილისაგან იხსნა

ქალაქის ყველაზე ღირსშესანიშნავი სამლოცველო კუთხე – დუბროვნიკის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი რიჩარდ ლომგულის დიდი შემოწირულებით აშენდა. 1192 წელს ინგლისის მეფე მესამე ჯვაროსნული ლაშქრობიდან შინ ბრუნდებოდა. ეს იყო ევროპელი ლიდერების მცდელობა, გაეთავისუფლებინათ სალადინის მიერ დაპყრობილი წმინ

და მიწა. როდესაც შინისაკენ მიმავალი რიჩარდ ლომგული ხორვატიის სანაპიროს მიუახლოვდა, ქარიშხალი ამოვარდა. ლეგენდის თანახმად, მეფემ ღმერთს აღუთქვა, რომ იმ ადგილას, სადაც ნაპირზე ცოცხალი გადავიდოდა, ტაძარს ააშენებდა და ეს ადგილი დუბროვნიკის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ლოკრუმის პატარა კუნძული აღმოჩნდა. ადგილობრივები შეეგებნენ ინგლისის მეფეს და დაარწმუნეს იგი, რომ ტაძარი, კუნძულის ნაცვლად, ქალაქში აეშენებინა. რიჩარდ ლომგულის შემოწირულებით აგებული ბაზილიკა 1667 წელს მიწისძვრის დროს თითქმის მთლიანად განადგურდა, ხოლო 1713 წელს ის ხელახლა ააშენეს.

2. იგი ამერიკის საუკეთესო მეგობარია

რაგუსას რესპუბლიკის დედაქალაქმა დუბროვნიკმა ვაჭრობით (ვენეციასაც კი ეჯიბრებოდა) და დიპლომატიით გაითქვა სახელი. დუბროვნიკის ერთ-ერთ ყველაზე ღირსშესანიშნავ დიპლომატიურ მიღწევად ამერიკის შეერთებული შტატების ახლად მოპოვებულ დამოუკიდებლობაში შეტანილი წვლილია. ახლად აღმოცენებული ამერიკის შეერთებული შტატები რევოლუციის პერიოდში ევროპის ქვეყნებთან სავაჭრო ხელშეკრულებების დადებას ცდილობდა და სწორედ რაგუსას რესპუბლიკა აღმოჩნდა ევროპის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ბალტიმორიდან, ნიუ-იორკიდან და ფილადელფიიდან ტვირთები ჩავიდა. ზოგიერთი წყაროს მტკიცებით, 1783 წელს რაგუსას რესპუბლიკა პირველი იყო მსოფლიოში, ვინც ამერიკის დამოუკიდებლობა აღიარა.

3. მისი მკვიდრად ნაგები კედლების გარღვევა ვერავინ შეძლო

ქალაქის ყველაზე დიდი ღირსშესანიშნაობა მისი გრანდიოზული ქვის გალავანია, რომელიც მე-12 და მე-17 საუკუნეების პერიოდში აშენდა. ზოგიერთ ადგილას კედლის სისქე ექვს მეტრს აღწევს და მისი გარღვევა მტრის ვერც ერთმა ჯარმა ვერ მოახერხა. გალავნის გარშემო გასეირნების გარეშე დუბროვნიკში მოგზაურობა სრულყოფილი არ იქნებოდა.

1464 წელს ქალაქის დაცვის ერთ-ერთი საკვანძო წერტილის – მინჩეტას კოშკის მშენებლობის დროს ადგილობრივი სამშენებლო მასალების დეფიციტის გამო ხელისუფლებამ გასცა ბრძანება, რომლის თანახმადაც გრუზ-ჰარბორიდან ან პლოჩე-გეიტიდან შემოსული ნებისმიერი ადამიანი ვალდებული იყო, თან ქვის ერთი ლოდი შემოეტანა.

4. იგი მონაწილეობას იღებდა ევროპის უახლეს ომში

დუბროვნიკი ძალიან დაზარალდა ევროპაში მომხდარი უახლესი კონფლიქტის დროს. ქალაქი დაახლოებით რვა თვის მანძილზე ალყაში იყო მოქცეული – თავდაპირველად 1991 წელს იუგოსლავიის სახალხო არმიის მიერ და მოგვიანებით, 1992 წელს, ხორვატიის დამოუკიდებლობისათვის ომის პერიოდში. 88 ხორვატიელი მშვიდობიანი მოსახლე და 194 ჯარისკაცი დაიღუპა, როდესაც იუგოსლავიის ჯარმა გამაგრებული გორაკიდან ქალაქს ჭურვები დაუშინა (ამ ადგილას ამჟამად ომის მუზეუმი არის განლაგებული, ხოლო იქ ასვლა საბაგიროთი არის შესაძლებელი. დაბომბვის დროს დაახლოებით 11,500 შენობა დაზარალდა, მაგრამ მას შემდეგ ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად ეს ზარალი დღეს თითქმის შეუმჩნეველია. ამჟამად ქალაქის კედლებს მიღმა გამოფენილ რუკაზე აღბეჭდილია, თუ როგორ დაზარალდა თითოეული შენობა თავდასხმის დროს, მათ შორის ჭურვის პირდაპირი მოხვედრის შედეგად. ქალაქში ასევე აშენდა დუბროვნიკის დამცველთა მემორიალური ოთახი, სადაც ომის დროს დაღუპულებს მიაგებენ პატივს.

5. იგი ხშირად ჩნდება დიდ ეკრანზე

უამრავი ტურისტისათვის დუბროვნიკი „მეფის გადმოსვლის” ადგილი, იგივე ვესტეროსია (თუ თქვენ არ გინახავთ HBO-ს პოპულარული სერიალი „სამეფო კარის თამაშები”, უბრალოდ განაგრძეთ კითხვა). აღნიშნულ სერიალში დუბროვნიკის ვარსკვლავურმა როლმა სხვა რეჟისორებსაც უბიძგა აქ ფილმების გადაღებისაკენ. ამ გაზაფხულს ქალაქს ბენისიო დელ ტორო და ლორა დერნი ეწვივნენ „ვარსკვლავური ომების” VIII. ეპიზოდის გადაღებისათვის. 2017 წლის დასაწყისში დუბროვნიკის მოკირწყლული ქუჩები კვლავ გაივსება ხალხით „რობინ ჰუდის” გადაღების დროს: ფილმის პროდიუსერი ლეონარდო დიკაპრიოა, რობინ ჰუდის როლს ტარონ ეგერტონი, ხოლო „პატარა ჯონის” როლს ჯეიმი ფოქსი ასრულებენ. დიდი ალბათობით ეს არ იქნება მხოლოდ ერთი ფილმი, არამედ მთელი ტრილოგია.

6. იგი მოწყვეტილია დანარჩენი ხორვატიისაგან

დუბროვნიკის ჩრდილოეთით მდებარეობს ბოსნიისა და ჰერცეგოვინას 12 მილის სიგანის ზოლი, რომელიც ხორვატიას ორ ნაწილად ყოფს. აღნიშნული სახმელეთო დერეფანი ხორვატიის ყველა მხრიდან ხმელეთით გარშემორტყმულ მეზობელს ზღვაზე გასასვლელს უქმნის, ხოლო მე-17 საუკუნეში ეს დერეფანი დუბროვნიკის რესპუბლიკის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა. მოგვიანებით დუბროვნიკი იძულებული გახდა, ოსმალეთისათვის მიეყიდა აღნიშნული ხმელეთის ორი მონაკვეთი – მათ შორის ბოსნიის დერეფანი, რათა ჩრდილოეთიდან მომართული ვენეციელთა არმია შეეჩერებინა. დღეს ჩრდილოეთიდან ქალაქისაკენ მიმავალი ნებისმიერი მძღოლი ბოსნია და ჰერცეგოვინას ერთადერთი საპორტო ქალაქის, ნეუმის გადაკვეთისას იძულებულია, ორივე მხარის საზღვის დაცვას მოელაპარაკოს.

7. აქ მსოფლიოში უძველესი აფთიაქი მდებარეობს

1317 წელს სწორედ დურბოვნიკის ფრანცისკანელთა მონასტერში გაიხსნა ევროპასა და ზოგადად მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი აფთიაქი, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს  მონასტრის ბერებმა დაიწყეს წამლების დამზადება, რომელთაც ადგილობრივი მცხოვრებლები ყიდულობდნენ. ძირითადად ეს გახლდათ სხვადასხვა მცენარისაგან დამზადებული ნაყენები, რომელთაც თავის ტკივილის, საკვების მოუნელებლობისა და უძილობის სამკურნალოდ იყენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ იგი ამჟამად დუბროვნიკის სააფთიაქო ორგანიზაციის მმართველობაში შედის და აქ უკვე თანამედროვე მედიკამენტები იყიდება, აფთიაქში კვლავაც შეგიძლიათ ბერების მიერ უძველესი რეცეპტით მომზადებული სახის მკვებავები მალამოებისა და მცენარეული ჩაის შეძენა.

8. მას რამდენიმე ცნობილი ფანი ჰყავს

მე-19საუკუნეში დუბროვნიკმა ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრული რომანტიკოსის – ლორდ ბაირონის ყურადღება მიიქცია. სწორედ მან შეარქვა ამ ადგილს „ადრიატიკის მარგალიტი”. ბაირონი ქალაქის ერთადერთი ლიტერატორი გულშემატკივარი როდი იყო. „პიგმალიონის” ავტორმა, ცნობილმა დრამატურგმა ჯორჯ ბერნარდ შოუმ ერთხელ განაცხადა: „ვინც დედამიწაზე სამოთხეს ეძებს, აუცილებლად დუბროვნიკში უნდა ჩავიდეს”.

9. იგი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა მონობას

600 წლის წინ, კერძოდ 1416 წელს, დუბროვნიკის რესპუბლიკამ ოფიციალურად აკრძალა მონობა. მონობის აკრძალვას დიდი პალატის 75 წევრმა დაუჭირა მხარი და მხოლოდ სამი წავიდა წინააღმდეგ. დიდი პალატის წევრებმა დაგმეს მონობა როგორც „სამარცხვინო, არასწორი, შემაძრწუნებელი და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული”. ვინც ამ კანონს არ დაემორჩილებოდა, ჯარიმას იხდიდა და ექვსთვიანი პატიმრობა ემუქრებოდა. ქვეყნების უმეტესობას რამდენიმე საუკუნე დასჭირდა, დუბროვნიკს რომ დასწეოდა. დიდ ბრიტანეთში მონობა მხოლოდ 1833 წელს გაუქმდა, ხოლო აშშ-ში – 1865 წელს.

10. იგი არ მალავს თავის ასაკს

თავისი ასაკისა და ცივილიზაციის წყალობით, დუბროვნიკი მსოფლიოში რამდენიმე მიმართულებით იკავებს პირველობას (და ამაში მხოლოდ აფთიაქი არ იგულისხმება). აქ უძველესი შუასაუკუნოვანი საკანალიზაციო სისტემაა, რომელიც 1296 წელს აშენდა და დღემდე ფუნქციონირებს. 1377 წელს დუბროვნიკში ასევე ერთ-ერთი პირველი საკარანტინო დაწესებულება მოეწყო. 1432 წელს სენ-კლერის მონასტრის ბაზაზე გახსნილი უსახლკარო ბავშვთა თავშესაფარი ასევე ერთ-ერთი პირველი ასეთი ტიპის დაწესებულებაა მსოფლიოში.

Previous Post

ემოციების ბიზნესი

Next Post

“სილქნეტი” “ჯეოსელს” ყიდულობს

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
“სილქნეტი” “ჯეოსელს” ყიდულობს

"სილქნეტი" "ჯეოსელს" ყიდულობს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result