Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home პროფილი ანტრეპრენიორები

ზღვის პროდუქტების „სტარტაპი“

by Davit Tsiramua
March 31, 2023
in ანტრეპრენიორები, ბიზნესი, ბიზნესი, ინდუსტრია, ინტერვიუ, პარტნიორის კონტენტი, საქართველო, ყველა სიახლე
0
ზღვის პროდუქტების „სტარტაპი“
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

თბილისში მდებარე თევზის რესტორანი „ბარბატუსი“ ერთი წლის გახდა. „ზღვიდან თეფშზე“ კონცეფციით შექმნილი კვების ობიექტი ერთწლიანი შედეგებით კმაყოფილია. მისი დამფუძნებელი ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ მის ბიზნესს სოციალური დატვირთვაც აქვს და მიზნად თბილისში თევზის მირთმევის კულტურის  განვითარებას ისახავს. Forbes Georgia-მ მასთან ინტერვიუ ტერაბანკის პერსონალიზებული მომსახურება „სელექტის“  სპეციალური რუბრიკის ფარგლებში ჩაწერა.

როგორ აჯამებთ „ბარბატუსის“ ერთწლიან შედეგებს? კმაყოფილი ხართ?

კმაყოფილი ვართ და გვიხარია, რომ პირველი, საკვანძო ეტაპი გადალახულია. ზოგადად, პირველი წელი არის ლაკმუსის ქაღალდი, რა პერიოდშიც აკვირდები და ასკვნი, ღირს თუ არა ამ ბიზნესის გაგრძელება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება ისეთ რთულ ბიზნესს, როგორიც კვების ბიზნესია. ძალიან რთული იყო პროცესში სწავლა, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ დიდი მოლოდინი არ უნდა გვქონოდა. ამ ინდუსტრიაში შემოსვლის დროს ბევრი რამ არ ვიცოდით. ამიტომ ავიყვანეთ ადამიანები, რომლებმაც ჩვენზე უკეთ იციან ეს საქმე. პროცესში მივხვდით, რომ ადამიანებს მოსწონთ არა მხოლოდ ზღვის, არამედ ოკეანის პროდუქტებიც. ამიტომ ეს მიმართულებაც დავამატეთ. საბოლოოდ, ვყალიბდებით ზღვის პროდუქტების რესტორნად. ჩვენი კონსულტანტები გემოვნური თვისებების, სერვისის, მარკეტინგის დახვეწაში გვეხმარებიან.

ვინ არიან თქვენი ძირითადი მომხმარებლები? ტურისტები?

ჩვენი მომხმარებლების სეგმენტი საკმაოდ ვიწროა. ძალიან მცირეა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც თევზის მირთმევის კულტურა აქვთ, თუნდაც ყოველკვირეულად.

რამდენად გამართულია ლოგისტიკური ჯაჭვი? ვინ არიან თქვენი მომწოდებლები?

მიწოდების ჯაჭვში სერიოზულ პრობლემებს არ ველოდით. ჩვენი მომწოდებლები მეთევზეები არიან, რომლებთანაც პირადი და მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს. პრობლემაა ის, რომ ერთ დღეს შესაძლოა კონკრეტულმა მეთევზემ თევზი ვერ მოგვაწოდოს. მათთვის ის მოცულობა, რასაც ჩვენ ვითხოვთ, არ არის იმდენი, რამდენსაც ბათუმში ყიდიან. ეს მათ ინტერესს ამცირებს. სწორედ ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თბილისში ჩვენნაირი რესტორნების რაოდენობა გაიზარდოს, რათა მეთევზეებს ჩვენთვის მოწოდება უღირდეთ და მათმა დაინტერესებამაც იმატოს. რაც შეეხება ოკეანის პროდუქტებს, აქ პრობლემა არ გვაქვს, იმპორტიორებთან ვთანამშრომლობთ და მათგან მოწოდების ჯაჭვი გამართულია.

ერთწლიანი დაკვირვების შედეგად, როგორ ფიქრობთ, რა სირთულეებს უკავშირდება თევზის სარესტორნო ბიზნესი?

კარიერის 18 წელი გავატარე, როგორც დაქირავებულმა მენეჯერმა. შემდეგ კი მე თავად გავხდი დამქირავებელი და დამსაქმებელი. თავად უნდა გადამედგა ფუნდამენტური ნაბიჯები ბიზნესის აწყობისთვის. ამიტომ ინდუსტრიის საფუძვლიანად შესწავლა მომიწია. მთავარი გამოწვევა იყო მაღალკვალიფიციური თანამშრომლების აყვანა. მიმაჩნია, რომ ხარისხიანი კვალიფიციური შრომა შესაბამისად უნდა დაფასდეს, თუმცა მნიშვნელოვანი იყო გამეგო, რა ტიპის ხარისხიანი შრომა მჭირდებოდა. ეს არ იყო მარტივი, ვინაიდან რთული გასაზომია კერძის ხარისხი მხოლოდ საკუთარი გემოვნებით. როგორც კი ეს გავიაზრე, ავიყვანე ამ კუთხით მცოდნე ადამიანები, რომლებიც მეხმარებიან ხარისხის შეფასებასა და გაზრდაში. შეიძლება ითქვას, რომ ჩემს ნავს მენავე მოვუძებნე, რომელიც მას მართავს.

როგორ აპირებთ ამ ბიზნესის განვითარებას?

ზუსტად ვიცით, რომ ამ ინდუსტრიაში დავრჩებით და არ ვუღალატებთ არჩეულ გზას – თევზს და სხვა პროდუქტებზე აქცენტირებას არ დავიწყებთ. თევზი ჯანსაღი და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროდუქტია.  თევზის მირთმევა კი ერთგვარი კულტურაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თბილისში ჩვენი მსგავსი რესტორნები გაჩნდეს. „ბარბატუსის“ ჭიკჭიკმა შესაძლოა, გაზაფხული ვერ მოიყვანოს, ამიტომ გვინდა, რომ ვიმუშაოთ ამაზე, რათა თევზის დაგემოვნების ლოკაციები ბევრი იყოს. ჩვენი კომპანიის განვითარება პირდაპირ უკავშირდება ამ მიზნის მიღწევას და ამ პროცესში პარტნიორობასაც. ჩვენ იმდენად პატარა სტარტაპი ვართ, რომ კარგი მენტორები გვჭირდება.

გარდა „ბარბატუსის“ მართვისა, როგორ გაქვთ დრო გადანაწილებული დღის განმავლობაში?

დაკავებული ვარ სხვადასხვა იდეის დამუშავებით. მე და ჩემმა პარტნიორებმა ბედი უძრავ ქონებაში უკვე ვცადეთ. დეველოპერული პროექტი – „ენჯი ოფისი“ – განვახორციელეთ. კერძოდ, 1800 კვ/მ  ფართობის საოფისე ფართი ავაშენეთ და შემდეგ გავასხვისეთ. ვიცოდით, რომ ბინათმშენებლობის ბიზნესში შესვლისთვის საკმარისი არ გვქონდა გამოცდილება, ამიტომ ჩვენი შესაძლებლობები საოფისე უძრავი ქონების მიმართულებით გავტესტეთ. ახლაც დიდ დროს ვუთმობ იმ იდეების გააზრებას, თუ კიდევ რომელ სექტორში შეიძლება ვცადო ბედი.

ჩემთვის ენერგეტიკა ძალიან საინტერესო სექტორია. მზის პანელების ინჟინერიით დავინტერესდით და ძალიან მალე განვაცხადებთ დეტალებს. გვყავს ძლიერი საინჟინრო რესურსი, რომელიც აპროექტებს, ინსტალაციას აკეთებს და შემდგომ მომსახურებას უწევს მომხმარებელს. შესაბამისად გვინდა, რომ მათ გარშემო შევქმნათ კომპანია, რომელიც მზის პანელების ინჟინერიას უზრუნველყოფს.

ტერაბანკზეც მინდა გკითხოთ. როდის დაიწყო თქვენი თანამშრომლობა?

დაახლოებით ათი წლის დაიწყო და დღემდე გრძელდება.

ამ ბანკისადმი ერთგულება რა ფაქტორებმა განაპირობა?

მე მაქვს როგორც მსხვილ, ასევე საშუალო და მცირე ბანკებთან ურთიერთობის გამოცდილება. მსხვილი ბანკი გაცილებით მეტადაა ორიენტირებული მსხვილ კომპანიებზე და ჩვენნაირ კომპანიებს ყურადღება ნაკლებად ექცევა. შედარებით პატარა ზომის ბანკებისთვის კი ჩვენი კომპანია შეიძლება გაცილებით საინტერესო კლიენტი იყოს და უფრო ეფექტიან მომსახურებასაც იღებ. მაშინ როდესაც მსხვილ ბანკში საკრედიტო რესურსის დამტკიცებას შეიძლება თვე-ნახევარი დასჭირვებოდა, შედარებით პატარა ბანკმა იმავე  მოცულობის კრედიტი გაცილებით უფრო სწრაფად – ორ კვირაში დაამტკიცა და ყველა საჭირო ოპერაცია დაასრულა.

რა როლს თამაშობს „სელექტი“ თქვენს ცხოვრებაში? რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად?

ზარი ბანკირთან. ყველაზე ხშირად ამ სერვისს ვიყენებ.

რა გეგმები გაქვთ და რა რიცხვებზე აპირებთ გასვლას უახლოესი წლების განმავლობაში?

არ გვაქვს ილუზია, რომ თბილისი ერთ დღეში დაიწყებს თევზის ჭამას, თუმცა გვაქვს სურვილი, რომ ეს კულტურა ნელ-ნელა განვითარდეს. ჩემი გეგმა 3-5-წლიან პერსპექტივას უფრო უკავშირდება. ყველა საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, რომ ზღვის პროდუქტებზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში იზრდება. არ შეიძლება, ეს ტენდენცია ჩვენთანაც არ გადმოვიდეს. რიცხვებს რაც ეხება, ჩვენ დაახლოებით 20 ადამიანი გვყავს დასაქმებული. ასევე, წინა წლის განმავლობაში სოლიდური თანხა გადავრიცხეთ სახელმწიფო ბიუჯეტში დღგ-ის სახით. სამ წელიწადში ჩვენთან 200 ადამიანს თუ დავასაქმებთ, ჩავთვლი, რომ ამ ინდუსტრიაში ჩვენი წვლილი შევიტანეთ.

კომპანიის შემდგომი განვითარება იქნება ფილიალების დამატება არა მხოლოდ თბილისში, არამედ მის გარეთაც. თუმცა კონცეფცია ყველგან დარჩება ერთი და იგივე – ზღვიდან თეფშზე. ყოველდღიურად ახალი თევზის პროდუქტების შეთავაზება არის ჩვენი მთავარი დაპირება. ამას დავიცავთ ბოლომდე.

 

რუბრიკის წარმდგენია ტერაბანკის პერსონალიზებული საბანკო მომსახურება – სელექტი

Previous Post

წარმატების მისაღწევად ერთადერთი საშუალება არ გაჩერებაა – გაიცანით „წიგნების თაროს“ მონაწილე გეგა ხაჩიძე

Next Post

გახდი თიბისის მომხმარებელი მარტივად, დარეგისტრირდი ციფრულ ბანკში

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
გახდი თიბისის მომხმარებელი მარტივად, დარეგისტრირდი ციფრულ ბანკში

გახდი თიბისის მომხმარებელი მარტივად, დარეგისტრირდი ციფრულ ბანკში

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result