• About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact
Forbes Georgia
Advertisement
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
  • News
    • All
    • Business
    • Politics
    • Science
    • World

    Hillary Clinton in white pantsuit for Trump inauguration

    Amazon has 143 billion reasons to keep adding more perks to Prime

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    Trending Tags

    • Trump Inauguration
    • United Stated
    • White House
    • Market Stories
    • Election Results
  • Tech
    • All
    • Apps
    • Gadget
    • Mobile
    • Startup

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Trending Tags

    • Nintendo Switch
    • CES 2017
    • Playstation 4 Pro
    • Mark Zuckerberg
  • Entertainment
    • All
    • Gaming
    • Movie
    • Music
    • Sports

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Harnessing the power of VR with Power Rangers and Snapdragon 835

    So you want to be a startup investor? Here are things you should know

  • Lifestyle
    • All
    • Fashion
    • Food
    • Health
    • Travel

    How couples can solve lighting disagreements for good

    Ducati launch: Lorenzo and Dovizioso’s Desmosedici

    Trending Tags

    • Golden Globes
    • Game of Thrones
    • MotoGP 2017
    • eSports
    • Fashion Week
  • Review

    Intel Core i7-7700K ‘Kaby Lake’ review

No Result
View All Result

Home Forbes EDU

ვისაუბროთ მენტალურ ჯანმრთელობაზე

by Davit Tsiramua
April 21, 2024
in Forbes EDU, ინტერვიუ, საქართველო, ყველა სიახლე
0
ვისაუბროთ მენტალურ ჯანმრთელობაზე
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
მინდია გაბიჩვაძემ MEDENS HEALTH-ი აშშ-ში მას შემდეგ დააფუძნა, რაც თავისი მულტიდისციპლინური აკადემიური ინტერესების შესაბამისი კლინიკა ვერ იპოვა. MEDENS GEORGIA-სა და „საქართველოს უნივერსიტეტის“ ერთობლივი სასწავლო პროგრამის მეშვეობით დღეს იგი საქართველოში ფსიქოლოგიის სფეროს ამერიკულ სტანდარტებთან დაახლოებას ისახავს მიზნად.

პირველად როდის დაინტერესდით ფსიქოლოგიით?

ფსიქოლოგიით მაშინ დავინტერესდი, როდესაც თვითონ მივმართე ფსიქოლოგს. 90-იანი წლების საქართველოდან ამერიკაში 21-22 წლის ასაკში ჩავედი და, ფაქტობრივად, არაფერი არ ვიცოდი, გარდა საბჭოთა კავშირისა. ეს ჩემთვის რთული პერიოდი იყო. მქონდა დეპრესია, სუიციდური აზრები და მეგობარმა მირჩია, პროფესიონალს დავლაპარაკებოდი.

რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ ფსიქოლოგმა, რომელიც 26 წლის შემდეგაც ჩემი ფსიქოლოგია, მკითხა, თუ სად ვხედავდი საკუთარ თავს სამომავლოდ. ამ კითხვამ ორი-სამი წუთით დამაფიქრა, რის შემდეგაც პირდაპირ შევხედე და ვუთხარი, რომ იქ მინდოდა ჯდომა, სადაც თავად იჯდა.

გავაცნობიერე, რომ ჩემ გარდა, საკუთარი თავის პოვნა სხვასაც სჭირდებოდა და მე მათ ამაში უნდა დავხმარებოდი. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ძალიან რთული იყო, გარკვეული პერიოდის შემდეგ მაგისტრატურაზე ჩავაბარე, პირველი სემესტრის დასრულებისას კი რამდენიმე პროფესორმა მირჩია, რომ მხოლოდ მაგისტრატურა საკმარისი არ იქნებოდა და სწავლა უნდა გამეგრძელებინა.

იმ დროს საქართველოდან ამერიკაში მოხვედრა ძალიან რთული იქნებოდა. თქვენ როგორ შეძელით ეს?

ყველამ იცის 1989 წლის 9 აპრილი, მაგრამ ბევრმა, განსაკუთრებით, ახალგაზრდებმა არ იციან, რომ მანამდე ნოემბრის შიმშილობა იყო. საბჭოთა კავშირის ისტორიაში ამგვარი რამ პირველად მოხდა. მოშიმშილეებს შორის ერთ-ერთი მეც ვიყავი და აქციების შეწყვეტის შემდეგ ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. 18 წლის პატარა ბიჭი ვიყავი და ვიცოდი, რომ თუ საკუთარ თავს ქვეყნის გარეთ არ ვიპოვიდი, ცუდი რაღაც მოხდებოდა. ასე აღმოვჩნდი ამერიკაში პოლიტიკური თავშესაფრით.

განათლება აშშ-ში მიიღეთ და ასწავლით კალიფორნიაში, პეპერდაინის უნივერსიტეტში – რამ გადაგაწყვეტინათ საქართველოში დაბრუნება?

ასაკმა. ყოველთვის ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა გადამეხადა მადლობა იმ ქვეყნისთვის, სადაც დავიბადე და 18 წლამდე ვიზრდებოდი. ჩემი ოჯახი ყოველთვის აქ ცხოვრობდა და საქართველოსთან კავშირი სულ მქონდა. ამერიკაში წასვლის შემდეგ ქვეყანაში 13-14 წლის შემდეგ დავბრუნდი და მივხვდი, რომ ჩემი გამოცდილების გაზიარება იქნებოდა ის, რითაც საქართველოს დავეხმარებოდი.

თქვენ მიერ დაფუძნებული Medens Health-ის საქართველოში შემოსვლის ერთ-ერთი მიზეზიც ალბათ ეს იყო. როდის გაგიჩნდათ მენტალური ჯანმრთელობის სამკურნალო ცენტრის იდეა?

Medens-ის იდეა გაჩნდა 18-19 წლის წინ, როდესაც ჯერ კიდევ რეზიდენტურაზე ვსწავლობდი და სადოქტოროს ვამთავრებდი. ვერ ვპოულობდი იმგვარ მულტიდისციპლინურ კლინიკას, როგორიც მე წარმომედგინა. აშშ-ში მის გასახსნელად დიდი დრო დამჭირდა, რადგან ყოველთვის მეგონა, რომ მზად არ ვიყავი. 2018 წელს საქართველოს ფსიქოლოგიურ საზოგადოებასთან დავამყარე კავშირი და მივხვდი, რომ ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე საუბარი ნამდვილად საჭირო იყო.

Medens Georgia-ში, რომელიც უკვე ოფიციალურად გაიხსნა, იგივე სტანდარტებია, რაც ამერიკაში. აქამდე მულტიდისციპლინური ჯგუფის შედგენაზე ვმუშაობდით, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან ფსიქიატრები და სხვადასხვა დისციპლინის ფსიქოლოგები ერთად მუშაობენ. ნელ-ნელა ვიწყებთ ფსიქოლოგიურ-დიაგნოსტიკური შეფასების პროცესსაც. შეფასების ჯგუფი საზღვრავს იმას, თუ რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი და ვის უნდა მიმართოს პაციენტმა.

სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ ბევრი ფსიქოლოგიური ტესტი არაა გაანალიზებული და ზოგიერთი საერთოდ საბჭოთა კავშირის დროსაა გადათარგმნილი. ჯერჯერობით მხოლოდ ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) ტესტები გვაქვს მზად.

რამ მიგახვედრათ, რომ საქართველოში ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე საუბარი საჭირო იყო?

გავაცნობიერე, როგორი ქაოსური მდგომარეობა იყო აქ. მენტალური ჯანმრთელობა საზოგადოებისთვის არც ცნობილი იყო და არც პრიორიტეტი არ არსებობდა, ნდობა და კლინიკური ფსიქოლოგია ცალკე სფეროდ არ აღიქმებოდა. ამან მიმიყვანა საქართველოს უნივერსიტეტთან, დავიწყეთ მუშაობა პროგრამაზე, რომ რაღაც შეგვეცვალა და სტანდარტები აგვეწია. სწორედ ამ დროს წამოიჭრა პრობლემა, რომ ფსიქოლოგიის სტუდენტებს პრაქტიკის შესაძლებლობა არ ჰქონდათ.

თქვენი და საქართველოს უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამის მთავარი მიზანი სტუდენტებისთვის პრაქტიკის შესაძლებლობის მიცემაა?

პრაქტიკა, მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მიდგომების გაუმჯობესება. გვინდა, რომ საქართველოს უნივერსიტეტში იყოს კლინიკური ფსიქოლოგიის ინგლისურენოვანი ფაკულტეტი და მოვიწვიოთ უცხოელი ლექტორები, რის შემდეგაც სწავლის საშუალება არა მარტო ქართველებს, არამედ საერთაშორისო სტუდენტებსაც ექნებათ.

როგორ აპირებთ Medens-ის სისტემაში სტუდენტების ინტეგრირებას?

საქართველოს უნივერსიტეტმა უკვე შეიტანა პროგრამაში, რომ მაგისტრატურის მესამე სემესტრიდან, სამი ან ექვსი თვით, სტუდენტებისთვის პრაქტიკული საქმიანობა ერთ-ერთი საგანი იქნება. მათ ზედამხედველობას შეფასების ჯგუფი გაუწევს. ჯგუფში ოთხი ადამიანია და თითოს ორი სტუდენტი მიემაგრება. გარკვეული დროის, დაკვირვებისა და სწავლის შემდეგ გვინდა, მათ პაციენტებთან მუშაობის საშუალებაც მივცეთ.

გასულ წელს ამბობდით, რომ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს პეპერდაინის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით სარგებლობაც შეეძლებოდათ – რა ეტაპზე ხართ ახლა?

საქართველოს უნივერსიტეტი ამჟამად ყველაფერს აკეთებს პროგრამის სტანდარტიზაციისთვის, რათა სტუდენტებმა არ დაკარგონ აქ მიღებული ცოდნა და გაცვლის შემთხვევაში საგნები ჩაეთვალოთ. ჩვენი გეგმა და ოცნებაა, რომ მომდევნო წლის ზაფხულში პირველი გაცვლისთვის ვიყოთ მზად.

აშშ-ში ფსიქოლოგიის მაგისტრატურის ან დოქტორანტურის დამთავრების შემდეგ სახელმწიფო სტუდენტებს პრაქტიკის გასაგრძელებლად ქვეყანაში ერთი წლით დარჩენის საშუალებას აძლევს, რათა ლიცენზია მიიღონ, მაგრამ მთავარი პრობლემა სამსახურის პოვნაა. Medens-ის მეშვეობით ამ პრობლემას ვაგვარებთ.

როგორია ფსიქოლოგიის სწავლების ხარისხი ქართულ უნივერსიტეტებში ამერიკასთან შედარებით?

შედარება არ შეიძლება. და ეს მათი ბრალი კი არაა, ვინც აქ ასწავლის, არამედ სისტემური ხარვეზია. ნეირომეცნიერება ფსიქოლოგიას იმდენად ცვლის და ნეიროტექნოლოგია იმდენ ახალ რამეს გვასწავლის, რომ ყოველ მეორე წელს სწავლებისას ახალ პროგრამას ვიყენებ. ჩვენთან კი სახელმძღვანელოებიც კი არ არსებობს.

სახელმწიფოს დონეზე უნდა შეიცვალოს რაიმე, თუ გვინდა, რომ სტანდარტები ამაღლდეს. სწავლას რომ თავი დავანებოთ, სპეციალისტების დეფიციტიცაა. ამჟამად, სტატისტიკურად, თითო თერაპევტზე 3,000 პაციენტი მოდის – ეს პრობლემა არსებობს ამერიკაშიც, მაგრამ საქართველოში საერთოდ საშინელება ხდება.

რას შეცვლიდით მდგომარეობის გამოსასწორებლად?

პირველ რიგში, ჩამოვაყალიბებდი ერთ ფსიქოლოგიურ ორგანიზაციას და დავაკავშირებდი ფსიქოლოგებს და ფსიქიატრებს, რათა მათ ერთად ემუშავათ. ასევე შევქმნიდი ეთიკურ და ლეგალურ კანონმდებლობას რეგულირებისთვის, რასაც მოჰყვებოდა ლიცენზიის შემოღება.

პროცესი საიდანღაც უნდა დაიწყოს. თუ ეს არ მოხდა, მე და შენ, დავუშვათ, ხუთი წლის შემდეგ თუ შევხვდით და იმავეზე ვისაუბრეთ, ესე იგი არასდროს არაფერი არ შეიცვლება.

ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში თანამედროვე მედიცინა უფრო მეტად დიაგნოზის დადგენის შემდეგ ინტერვენციაზეა ორიენტირებული, ვიდრე დაავადების პრევენციაზე. ასეა თუ არა ემოციური ჯანმრთელობის დარღვევის დროსაც?

ფიზიოლოგიური ექიმები პრევენციისთვის აქტიურად მიმართავენ კლინიკურ ფსიქოლოგებს, რადგან, ფაქტობრივად, კლინიკური ფსიქოლოგი არის არქიტექტორი, რომელიც ნახაზს გაძლევს შენობის ასაშენებლად. დემენციით, ალცჰაიმერით დაავადებულ პაციენტებს ნეოროლოგები ჯერ ჩემთან უშვებენ, რათა ფსიქოლოგიური ტესტები გავაკეთო და ვუჩვენო, თუ ტვინის რა ნაწილი გამოიკვლიონ.

მენტალურ პრობლემას, მაგალითად, დეპრესიას თუ ადრე აღმოვაჩენთ, შესაძლებელი ხდება პრევენციაც, რომ ის კლინიკური ფსიქოლოგიის პრობლემად არ იქცეს.

დიდი ხანია, ამერიკაში ამაზე მუშაობა დაიწყო. იცით, რა მითხრეს საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროში, როდესაც ამაზე საუბარი დავიწყე? ვიცით, რომ დიდი სურვილი გაქვს და ძალიან ნერვიულობ, მაგრამ ჩვენ ამჟამად მხოლოდ კარდიოლოგიასა და ონკოლოგიაზე ვფიქრობთო. საქმე კი ისაა, რომ ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე ყურადღების გამახვილებით ამ დაავადებების შემთხვევებიც დაიკლებს.

ემოციურ, მენტალურ ჯანმრთელობასთან და მის მკურნალობასთან დაკავშირებით სტიგმები კვლავ მრავლადაა – იცვლება თუ არა ნარატივი ამ კუთხით?

მამაჩემმა როდესაც გაიგო, რომ ფსიქოლოგიის სწავლას ვაპირებდი, მითხრა, ავლიპე ზურაბიშვილი თუ გინდოდა გამდარიყავი, ამერიკაში რაღას მიდიოდიო. რომ ვკითხე, ავლიპე ზურაბიშვილი რას აკეთებდა-მეთქი, ის გიჟებს მკურნალობდაო, მითხრა. სწორედ ესაა სტიგმა.

ახლა მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება და მიხარია. ახალი თაობა ამ საკითხს სხვაგვარად უყურებს. ქართულ ინტერნეტსივრცეში პანდემიის დროს გამოვჩნდი და მას შემდეგ აქტიურად მიკავშირდებიან, განსაკუთრებით, ახალგაზრდები, რომლებიც შეკითხვებს ხშირად მისვამენ და მივხვდი, რომ მათში ეს სტიგმები აღარ არსებობს.

ჩემი მთავარი მიზანი სწორედ მენტალური ჯანმრთელობის სტიგმების საძირკვლის მორყევაა, რაც განათლებისა და საუბრის საშუალებით მიიღწევა. ყოველთვის მოვუწოდებ ცნობილ ადამიანებს, რომ საკუთარ თავზე, თავიანთ ისტორიაზე ისაუბრონ. გარდა ამისა, განათლების სისტემაში ცვლილებაც საჭიროა. ამერიკაში ყველა სკოლას ჰყავს ფსიქოლოგი და ბავშვებს ასწავლიან, როგორ ამოიცნონ კონკრეტული პრობლემები. მნიშვნელოვანია ჯანდაცვაზე წვდომა, ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელმაც მკურნალობის თანხა უნდა აანაზღაუროს.

რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ, რის გაკეთებას აპირებთ საქართველოში მდგომარეობის გამოსასწორებლად?

ჩემი ჯგუფისგან დიდი დახმარების სურვილს ვგრძნობ და ყველა ძალიან მონდომებულია. წესით და რიგით, კლინიკური ფსიქოლოგები საკითხებს სხვაგვარად ვუყურებთ და კონფლიქტში არ შევდივართ, მაგრამ, თუ საჭირო იქნება, კონფლიქტისთვისაც მზად ვარ და ქუჩებშიც ვივლი მეგაფონით, რომ მენტალური ჯანმრთელობა პრიორიტეტად იქცეს. იმედია, ისევ რუსთაველზე შიმშილობა არ დამჭირდება, მაგრამ მზად ვარ, 1989 წლის ნოემბერში დაწყებული ბრძოლა ბოლომდე მივიყვანო.

Previous Post

ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობები საქართველოს უნივერსიტეტებში

Next Post

მაკრონის „შემოტრიალება“

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
მაკრონის „შემოტრიალება“

მაკრონის „შემოტრიალება“

Stay Connected test

  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025

Washington prepares for Donald Trump’s big moment

November 3, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

December 30, 2025

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

Forbes Georgia

We bring you the best Premium WordPress Themes that perfect for news, magazine, personal blog, etc. Check our landing page for details.

Follow Us

Browse by Category

  • 30 Under 30
  • 30 Under 30
  • All News
  • Apps
  • Archive
  • Billionaires
  • Business
  • Business
  • Business
  • Caspian Energy
  • COVID-19
  • COVID-19
  • Culture
  • Culture
  • Economic Calendar
  • Economics
  • Editorial
  • English
  • English
  • Entertainment
  • Entrepreneurs
  • Executives
  • Fashion
  • Finances
  • Finances
  • Food
  • Forbes
  • Forbes
  • Forbes Auto
  • Forbes Banker
  • Forbes Banker
  • Forbes Crypto
  • Forbes Culture
  • Forbes EDU
  • Forbes EDU
  • Forbes Georgia in English
  • Forbes Georgia in English
  • Forbes GREEN
  • Forbes Guide
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Life
  • Forbes Life
  • Forbes People
  • Forbes Property
  • Forbes Property
  • Forbes Science
  • Forbes Sport
  • FORBES TECH
  • Forbes TECH
  • Forbes Woman
  • Forbes Woman
  • Gadget
  • Gaming
  • Georgia
  • HEALTH
  • HEALTH
  • Health
  • History
  • Industry
  • İngilizce Haberler
  • Internet
  • Interviews
  • Investments
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Management
  • Mobile
  • Movie
  • Music
  • News
  • News
  • Op-Ed
  • Opinions
  • Partner Content
  • Partner Content
  • Politics
  • Politics
  • Press Release
  • Rankings and Lists
  • Region
  • Review
  • Science
  • Science
  • Sport
  • Sports
  • Startup
  • Strategies
  • Style
  • Tech
  • Tech
  • Travel
  • Travel
  • World
  • World
  • Русском
  • ანტრეპრენიორები
  • არქივი
  • ბიზნესი
  • ბიზნესი
  • გამოძიება
  • გურმანი
  • ედიტორიალი
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკური კალენდარი
  • ვაჭრობა
  • ვაჭრობა
  • თავდაცვა
  • თავდაცვა
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • ინდუსტრია
  • ინვესტიციები
  • ინტერვიუ
  • ინტერნეტი
  • ისტორია
  • კომპანიები
  • კომპანიები
  • კომუნიკაციები
  • კულტურა
  • კულტურა
  • მენეჯერები
  • მენეჯმენტი
  • მეცნიერება
  • მილიარდერები
  • მოგზაურობა
  • მოდა
  • მოსაზრება
  • მსოფლიო
  • ოპედი
  • პარტნიორის კონტენტი
  • პოლიტიკა
  • პორტრეტები
  • პრესრელიზი
  • პროფილი
  • რა სჭირდებათ დამსაქმებლებს
  • რეგიონი
  • რედაქტორი
  • რეიტინგი
  • რჩევები
  • საქართველო
  • სიახლეები
  • სოციალური მედია
  • სპორტი
  • სტილი
  • სტრატეგიები
  • ტექნოლოგიები
  • ფინანსები
  • ფინანსები
  • ფორბს-მოსაზრება
  • ფორბს-მოსაზრება
  • ქართულად
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
  • ხელოვნება
  • ხელოვნება

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026
  • About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.