Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ვის ეკუთვნის და რას საქმიანობს Bitfury Group საქართველოში

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ქართულად
0
ვის ეკუთვნის და რას საქმიანობს Bitfury Group საქართველოში
0
SHARES
0
VIEWS

The Bitfury Group-ი Blockchain ტექნოლოგიის სრული მომსახურების კომპანია და ბიტკოინ მაინინგის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროვაიდერია მსოფლიოში.

კომპანია 2011 წელს დაფუძნდა. Bitfury Holding BV ჰოლანდიაშია რეგისტრირებული, სადაც Bitfury-ს მთავარი ოფისი მდებარეობს. აღნიშნული ჰოლდინგი ფლობს საქართველოში თავისუფალ ეკონომიკურ ზონას კომპანია “ჯორჯია თექნოლოჯი პარკის” მეშვეობით.

დღეს Bitfury სხვადასხვა სახის სერვისებს მსოფლიოს 17 ქვეყანას აწვდის. მათ შორის ჯგუფი წარმოდგენილია კანადაში, აშშ-ში, ისლანდიაში, გაერთიანებულ სამეფოში,ნორვეგიაში, ჰოლანდიაში, ყაზახეთში, რუსეთში, საქართველოში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ჰონკონგში, კორეის რესპუბლიკასა და იაპონიაში. Bitfury Group-ი შეიმუშავებს როგორც პროგრამულ უზრუნველყოფას, ისე აღჭურვილობას, რომელიც აუცილებელია ბიზნესების, მთავრობების, ორგანიზაციებისა და ცალკეული პირებისთვის, რათა მათ შეძლონ თავიანთი აქტივების უსაფრთხოდ გადაადგილება Blockchain-ის მეშვეობით.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი წარმოშობით ლატვიელი ვალერი ვავილოვია. ჯგუფის დირექტორთა საბჭო მსოფლიოში ტექნოლოგიურ სფეროში წამყვანი სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული. მათ შორის არის ეკონომისტი ერნანდო დე სოტო და ბილ ტაი.

Forbes-ი უკვე წლებია, Bitfury-ს მსოფლიოს უმსხვილეს ბლოკჩეინ ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის ასახელებს. გამოცემა წერს, რომ “კომპანიის მთავარი მიზანია მსოფლიოში სერვისები და ტრანზაქციები გამჭვირვალე და უსაფრთხო გახადოს. ჯგუფის მუშაობამ საქართველო მსოფლიოში ბიტკოინის მაინინგის წამყვან ქვეყნად აქცია და მსოფლიო ბანკის მონაცემებით, წარმოებული კრიპტოვალუტის მოცულობით საქართველო დღეს მსოფლიოს 10 ქვეყანას შორის შედის“. ამერიკულ Forbes-ში ბიტკოინის მაინინგზე სტატია აფხაზეთთან მიმართებითაც გვხვდება. გამოცემა აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საკმაოდ აქტიურად ხდება კრიპტოვალუტების წარმოება, თუმცა არა Bitfury Group-ის დახმარებით. Forbes-ი წერს, რომ აფხაზეთის ე.წ. მთავრობასთან მოლაპარაკებებს Blockchain Consultants Ltd აწარმოებდა, რომელსაც Bitfury-სთან კავშირი არა აქვს.

Bitfury Group-ის საქმიანობა საქართველოში

ჯგუფი საქართველოში 2014 წელს შემოვიდა. თავდაპირველად მონაცემთა ცენტრი გორში გაიხსნა. 2015 წელს კი ისლანდიის, ნორვეგიისა და კანადის მსგავსად, Bitfury-მ საქართველოში პირველი მეგა მონაცემთა ცენტრი გახსნა. კომპანიამ დატა ცენტრში დანერგა გაგრილების ინოვაციური ენერგოეფექტიანი სისტემა, საპროცესინგო დატა ცენტრი BITFURY-ს ბოლო თაობის უახლესი ჩიპებით არის აღჭურვილი. 2018 წელს ჯგუფმა გლდანში მდებარე დატა ცენტრი აზიურ Chong Sing Holdings-ს მიჰყიდა. მაშინ ჯგუფში გადაწყვეტილებას აზიის ბაზარზე გაფართოების მიზნით ხსნიდნენ. დატა ცენტრის მყიდველი კომპანია ჰონკონგის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ კომპანიას წარმოადგენს რამდენიმე მილიარდ დოლარიანი კაპიტალიზაციით. კომპანიის საქმიანობის სფეროებში შედის ბლოკჩეინ ტექნოლოგია,ტექნოლოგიაზე დაფუძნებული გადახდების სისტემებისა და ფინანსური ტექნოლოგიების სხვა მიმართულებების განვითარება.

სესხი “თანაინვესტირების ფონდისგან“ (GCF)

2014 წელს საქართველოში პირველი დატა ცენტრი გორში აშენდა, რისთვისაც Bitfury-მ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული თანაინვესტირების ფონდისგან 10 მილიონი აშშ დოლარის სესხი აიღო. აღნიშნული სესხი დაახლოებით 1 წელში – 2015 წელს “საქართველოს ბანკისგან“ (BOG) მიღებული სესხით ჩანაცვლდა. “თანაინვესტირების ფონდი” (GCF) არც გორის და არც გლდანის ცენტრში წილს არ ფლობს.

უძრავი ქონების რეგისტრაცია ბლოკჩეინში

საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგიური მიღწევა უძრავი ქონების რეგისტრაციაში გამოიყენა. კერძოდ, 2017 წლიდან, Bitfury Group-ის და ქართული მხარის თანამშრომლობით, ნებისმიერ უძრავ ქონებაზე ამონაწერის შესახებ ინფორმაცია ბლოკჩეინის სისტემაში ავტომატურად იგზავნება. ბლოკჩეინში მოხვედრილი მონაცემების წაშლა, შეცვლა, გადაწერა თუ უკანონო მანიპულირება შეუძლებელია. ბლოკჩეინი მონაცემთა დეცენტრალიზებული ბაზაა. ტრადიციული მონაცემთა ბაზებისგან განსხვავებით, იგი დაცულია როგორც კიბერშეტევებისგან, ისე ფიზიკური განადგურებისგან, რადგან მასში არსებული ჩანაწერები არა ერთ კონკრეტულ ადგილას, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათიათასობით კომპიუტერში ინახება.

Previous Post

ენერგოდამოუკიდებლობა საქართველოს დამოუკიდებლობის ტოლფასია

Next Post

Who owns the Bitfury Group, and what are its Activities in Georgia?

მაგდა დოლიძე

Next Post
Who owns the Bitfury Group, and what are its Activities in Georgia?

Who owns the Bitfury Group, and what are its Activities in Georgia?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result