Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ვის ეძებენ ქართველი დამსაქმებლები – ყველაზე ხშირად გამოცხადებული ვაკანსიები

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ქართულად
0
ვის ეძებენ ქართველი დამსაქმებლები – ყველაზე ხშირად გამოცხადებული ვაკანსიები
0
SHARES
0
VIEWS

HR.GE-ზე გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობამ 2017 წელს 30 ათასზე მეტი შეადგინა. გამოცხადებული ვაკანსიების უმრავლესობა კი სამუშაოს მაძიებლებისგან მოითხოვს საშუალო და პროფესიულ განათლებას, – ასეთია შრომის ბაზრის 2018 წლის კვლევის შედეგები, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით ჩატარდა. 

დასაქმების კერძო სააგენტოს – HR.GE მიერ გამოქვეყნებული ვაკანსიების უმრავლესობა (34,2%) მომსახურებებისა და გაყიდვების სფეროში დასაქმებულ პირებზე მოდიოდა. ვაკანსიების მხრივ საკმაოდ მაღალია ასევე სპეციალისტების (17,2%), ტექნიკოსებისა (13%) და ოფისის დამხმარე პერსონალის (11,8%) ხვედრითი წილი. ძირითადი ჯგუფების მიხედვით ვაკანსიების ამდაგვარი გადანაწილება მეტყველებს იმაზე, რომ ვაკანსიები უმრავლეს შემთხვევაში მოითხოვს საშუალო დონის უნარებს – 53,7% (საშუალო განათლების შემდგომი განათლება), რასაც მოჰყვება უმაღლესი – 36,9% (უმაღლესი განათლება) და დაბალი დონის უნარებზე – 9,4% (დაწყებითი და საბაზო განათლება) მოთხოვნა. 

მომსახურებისა და გაყიდვების სფეროში ვაკანსიების სიმრავლე განპირობებულია უშუალოდ გაყიდვების სფეროში დასაქმებულ პირებზე (81.4%) მაღალი მოთხოვნით, კერძოდ მაღალია მოთხოვნა მაღაზიის კონსულტანტ-გამყიდველებისა (6615 ვაკანსია) და მოლარეების (1630 ვაკანსია) პოზიციებზე. ასევე მაღალია მოთხოვნა მიმტანებზე (744), დაცვის სამსახურის მუშაკებზე (476), დამლაგებლებსა (316) და ბარმენებზე (306). 

HR.GE-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების 17,2%-ს სხვადასხვა დარგის სპეციალისტები შეადგენს. სპეციალისტების ქვეჯგუფში წარმოდგენილი ვაკანსიები დაკავშირებულია მაღალინტელექტუალურ შრომასთან და საკვალიფიკაციო მოთხოვნაა უმაღლესი განათლება. სპეციალისტებიდან ყველაზე მეტი ვაკანსია დაფიქსირდა ბიზნესისა და ადმინისტრირების სპეციალისტებზე (49,8%) და მათგან ფართოდ არის წარმოდგენილი რეკლამირებისა და მარკეტინგის სპეციალისტები (881 ვაკანსია ), ბუღალტრები (812 ვაკანსია), ფინანსური ანალიტიკოსები (329 ვაკანსია) და პერსონალისა და კარიერული წინსვლის სპეციალისტები (313 ვაკანსია). აღნიშნული ძირითადი ჯგუფიდან მაღალია მოთხოვნა ჯანდაცვის (17,8%), სამართლის, სოციალური და კულტურის სფეროთა (14,3%) სპეციალისტებზე. 

მეცნიერებისა და ინჟინერიის სპეციალისტებიდან საკმაოდ მაღალია მოთხოვნა გრაფიკული და მულტიმედიის დიზაინერებზე (308 ვაკანსია), სამოქალაქო მშენებლობის ინჟინრებსა (192 ვაკანსია) და ინჟინერ-ელექტრიკოსებზე (94 ვაკანსია). ეს კი მეტყველებს შრომის ბაზარზე გრაფიკული დიზაინის (ციფრული მხატვარი, ანიმატორი, ილუსტრატორი, ვებ-გვერდის დიზაინერი), მშენებლობისა და ენერგეტიკის სფეროს სპეციალისტების მოთხოვნაზე. 

ვაკანსიების სიმრავლით გამოირჩეოდა მოთხოვნა მმართველ დირექტორებსა და უმაღლესი რგოლის მენეჯერებზე (274 ვაკანსია), ფინანსური და სადაზღვეო მომსახურებების ფილიალების მენეჯერებზე (242 ვაკანსია), რესტორნების (94 ვაკანსია), სასტუმროებისა (73 ვაკანსია) და ფინანსურ (74 ვაკანსია) მენეჯერებზე. 

ყველაზე ნაკლები ვაკანსია (0,2%) გამოქვეყნდა სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და მეთევზეობის დარგის კვალიფიციური მუშაკებზე, რომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნა ითვალისწინებს დაწყებით და საბაზისო განათლებას. კვლევის მიხედვით, მოთხოვნის დაბალი მაჩვენებელი აიხსნება იმ გარემოებით, რომ სოფლის მეურნეობაში მაღალია თვითდასაქმება და დაქირავებულ შრომას ძალზედ მოკრძალებული ადგილი უკავია.

Previous Post

New Tricks For An Old Unicorn

Next Post

What are Georgian Employers Looking For: the Most Popular Vacancies

მაგდა დოლიძე

Next Post
What are Georgian Employers Looking For: the Most Popular Vacancies

What are Georgian Employers Looking For: the Most Popular Vacancies

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result