Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ყველა სიახლე ბიზნესი

ვინ როგორ ეხმარება ლოს-ანჯელესის ხანძრით დაზარალებულებს?

by იზა გვარამაძე
January 16, 2025
in ბიზნესი, მილიარდერები, მსოფლიო, ფინანსები, ყველა სიახლე
0
ვინ როგორ ეხმარება ლოს-ანჯელესის ხანძრით დაზარალებულებს?
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ლოს-ანჯელესის ოლქში გავრცელებულმა ტყის ხანძარმა თითქმის 200 000 ადამიანის ევაკუაცია გამოიწვია. მათ დიდი ნაწილი სახლებისა და სამსახურების გარეშე დარჩა. ლოს-ანჯელესის ხანძრით დაზარალებულთა დასახმარებლად თანხა მილიარდერებმა, ცნობილმა სახეებმა და კომპანიებმა გამოყვეს.

YouTube-სა და Google-ის განცხადებით, კომპანიები 15 მილიონ აშშ დოლარს გადარიცხავენ ორგანიზაციებში, რომლებიც დაზარალებულებს ეხმარებიან.

როკჯგუფ The Eagles-ის წევრებმა პირობა დადეს, რომ 2.5 მილიონი აშშ დოლარს შესწირავენ FireAid-ს, საქველმოქმედო კონცერტს, რომელიც ლოს-ანჯელესის ხანძრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ამ თვის ბოლოს გაიმართება. უცნობია, გამოვა თუ არა ჯგუფი შოუზე.

გარდა ამისა, Metallica-მ განაცხადა, რომ მისი ფონდი – All Within My Hands – 500,000 დოლარს გადასცემს ადგილობრივ საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომლებიც დაზარალებულებს ეხმარებიან.

ლოს-ანჯელესში დაფუძნებულმა უმსხვილესმა დამოუკიდებელმა ბანკმა, Banc of California-მ, 1 მილიონი დოლარის ფონდი შექმნა, რომელიც დაზარალებულთა დახმარებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის იქნება გამოყენებული.

San Francisco Chronicle-ის ინფორმაციით, სან-ბერნარდინოში ჩამოყალიბებულმა ჯგუფმა Fuerza Regida-მ ხანძრის შედეგად დევნილი 50-ზე მეტი ოჯახის დროებით დასაბინავებლად სასტუმრო იქირავა.

ლოს-ანჯელესის თორმეტი პროფესიონალური სპორტული გუნდი – Angel City FC, Angels, Chargers, Clippers, Dodgers, Ducks, Galaxy, Kings, LAFC, Lakers, Rams და Sparks – 8 მილიონ დოლარზე მეტს გადარიცხავენ ორგანიზაციებში, მათ შორის ამერიკის წითელი ჯვარში, კალიფორნიის სახანძრო ფონდსა და ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტის ფონდში.

ეს გუნდები ასევე თანამშრომლობენ სპორტული საქონლის საცალო ვაჭრობის კომპანია Fanatics-თან, რომელიც მილიარდერმა მაიკლ რუბინმა დააარსა, რათა 3 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გაანაწილონ მათზე, ვინც ხანძრის გამო სახლებიდან ევაკუირებულია.

Amazon-მა პირობა დადო, რომ კატასტროფებზე რეაგირების ადგილობრივ და ეროვნულ ჯგუფებს 10 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ასევე კომპანია Prime Video-ზე უზრუნველყოფს სარეკლამო მხარდაჭერას არაკომერციული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ლოს-ანჯელესის ხანძრის შედეგებს ებრძვიან.

ლოს-ანჯელესში დაფუძნებულმა Skechers-მა პირობა დადო, რომ ხანძართან და მის შედეგებთან მებრძოლ ორგანიზაციებს 1 მილიონ აშშ დოლარს შესწირავს.

მსახიობმა ევა ლონგორიამ განაცხადა, რომ ის 50,000 აშშ დოლარამდე შემოწირულებას გადასცემს ორგანიზაცია This is About Humanity-ის, რათა ხანძრის წინააღმდეგ წინა ხაზზე მებრძოლებსა და დაზარალებულ ოჯახებს დაეხმაროს. მან ასევე განაცხადა, რომ ლოს-ანჯელესის აღსადგენად 1 მილიონ დოლარს გაიღებს 50 მილიონი დოლარის ჯილდოდან, რომელიც მან გასულ წელს Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსისგან მიიღო.

ბიონსეს BeyGOOD-ის ფონდმა კვირას განაცხადა, რომ ის 2.5 მილიონ დოლარს შესწირავს ლოს-ანჯელეს ხანძარსაწინააღმდეგო ფონდს ალტადენასა და პასადენაში მცხოვრებთა დასახმარებლად, რომლებმაც სახლები დაკარგეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ დაზარალებულთა დასახმარებლად ფულადი შემოწირულებები გაიღეს ორგანიზაციების მხარდასაჭერად, რომელთა შორისაა: World Central Kitchen, CAL FIRE, LA Fire Department Foundation, Animal Wellness Foundation, Compton Cowboys და Baby2baby.

Verizon-ი უარს ამბობს ზარების, ტექსტური შეტყობინებების და სხვა სერვისების გადასახადებზე მომხმარებლებისთვის, რომლებიც ხანძრის ეპიცენტრის ზონებში იყვნენ. კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ ამერიკის წითელი ჯვრისა და ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტის ფონდებს, თითოეულს, 500,000 დოლარს გადასცემს.

გასულ კვირას Airbnb-მ განაცხადა, რომ ადგილობრივ არაკომერციულ ორგანიზაციასთან ერთად ხანძრის შედეგად იძულებით გადაადგილებულთათვის უფასო დროებითი საცხოვრებლის უზრუნველსაყოფად იმუშავებს.

Walmart-მა განაცხადა, რომ ტყის ხანძრის აღმოსაფხვრელად 2.5 მილიონი აშშ დოლარის ნაღდ ფულს, საკვებს, წყალსა და სხვა საჭირო ნივთებს გაიღებს.

Kroger-ი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დასახმარებლად 1 მილიონი დოლარის გამოყოფას დაჰპირდა.

Disney-მ ტყის ხანძრის შედეგად დაზარალებულთათვის 15 მილიონი დოლარის დახმარება დააანონსა, რომელიც გადაირიცხება ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა ამერიკული წითელი ჯვარი, ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტის ფონდი და ლოს-ანჯელესის რეგიონული კვების ბანკი, ხოლო დამატებით რესურსებს შესთავაზებენ ნებისმიერ დაზარალებულ თანამშრომელს.

Variety-ის მიერ მოპოვებული შიდა დოკუმენტების თანახმად, Paramount-მა ხანძრით დაზარალებულთათვის $1 მილიონის დახმარება გაიღო. თანხა ამერიკის წითელი ჯვრის, ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტის, კალიფორნიის სახანძრო ფონდის, Direct Relief-ის, World Central Kitchen-ისა და სხვა ორგანიზაციებში გადაირიცხა.

Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა X-ზე დაწერა, რომ კომპანია დაზარალებულთა მხარდასაჭერად და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის შემოწირულებას გაიღებს, თუმცა მას თანხა არ დაუკონკრეტებია.

FanDuel-მა და მისმა მშობელმა კომპანია Flutter Entertainment-მა განაცხადეს, რომ Americares-სა და ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტის ფონდში ერთობლივად $250,000-ს გადარიცხავენ.

Fox Corp.-მა 1 მილიონი დოლარი შესწირა ამერიკის წითელი ჯვრის ფონდს და წაახალისა მაყურებლები, ორგანიზაციისთვის ფინანსური შემოწირულება გაიღონ.

პერის ჰილტონმა, რომლის სახლიც ხანძარმა გაანადგურა, გადაუდებელი ფონდი შექმნა მისი არაკომერციული 11:11 Media Impact-ის მეშვეობით, რომელმაც ლოს-ანჯელესში ტყის ხანძართან საბრძოლველად ამ დრომდე $800,000 შეაგროვა. სამშაბათს ჰილტონი GoFundMe-ს $150,000-იან გრანტს დაჰპირდა, რათა ხანძრის გამო იძულებით გადაადგილებულ 150 ოჯახს სასწრაფო დახმარება გაეწიოს.

ჯარედ აიზეკმენმა, მილიარდერმა ბიზნესმენმა, რომელიც არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NASA-ს შემდეგი ადმინისტრატორის თანამდებობაზე დაასახელა, თქვა, რომ დაზარალებულთა დასახმარებლად 1 მილიონ დოლარს გაიღებს.

Meta-ს დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა, მესამე უმდიდრესმა ადამიანი მსოფლიოში, განაცხადა, რომ ის და მისი მეუღლე პრისცილა დაზარალებულებს პირადად ეხმარებიან.

ამერიკელმა მსახიობმა და ავტორმა, ჯეიმი ლი კერტისმა, პირობა დადო, რომ ტყის ხანძრის აღმოსაფხვრელად მეუღლესთან, მსახიობ და რეჟისორ კრისტოფერ გესტთან ერთად, 1 მილიონ დოლარს გამოყოფს.

კაილი ჯენერმა, კარდაშიან-ჯენერების ოჯახის ყველაზე ახალგაზრდა წევრმა, განაცხადა, რომ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ხანძარსა და მის შედეგებს ებრძვიან, შემოწირულება გაიღო. თანხა დაზუსტებული არ არის.

NFL გუნდების – Rams-ისა და Chargers-ის – ქუდებსა და მაისურებს გაყიდის, რათა თანხა LAFD Foundation-სა და ამერიკის წითელ ჯვარში გადარიცხოს. გარდა ამისა, ლიგა ტყის ხანძართან და მის შედეგებთან საბრძოლველად 5 მილიონ დოლარს გამოყოფს. თანხას Los Angeles Chargers, Los Angeles Rams, Minnesota Vikings, Houston Texans და NFL Foundation გაიღებენ.

მსახიობებმა ჰოლი ბერიმ და შერონ სტოუნმა მხარდაჭერა გამოუცხადეს საყოფაცხოვრებო საქონლის მაღაზია +COOP-ს, რომელიც ეხმარება მათ, ვისაც ხანძრის შედეგად სახლების დაკარგვის შემდეგ ტანსაცმელი და სხვა ნივთები სჭირდება.

The Real Housewives of New York City-ის ყოფილმა ვარსკვლავმა, ბეთენი ფრენკელმა განაცხადა, რომ მისი საქველმოქმედო ორგანიზაცია BStrong-ი თანამშრომლობს Global Empowerment Mission-თან, რათა დაზარალებულებს დახმარება გაუგზავნოს.

Previous Post

დეკემბერში ფულადი გზავნილები 8.2%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

Next Post

The Macedonian Lion of Liverpool: Peter Ristevski’s Political Ascendancy

იზა გვარამაძე

Next Post
The Macedonian Lion of Liverpool: Peter Ristevski’s Political Ascendancy

The Macedonian Lion of Liverpool: Peter Ristevski's Political Ascendancy

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result