Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ვინ აფინანსებს WHO-ს?

by იზა გვარამაძე
January 24, 2025
in მსოფლიო, პოლიტიკა, რეიტინგი, ფინანსები, ყველა სიახლე
0
ვინ აფინანსებს WHO-ს?
0
SHARES
0
VIEWS

ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ქვეყნის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან (WHO) გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ტრამპი მას პანდემიისა და ჯანდაცვის სხვა გლობალური კრიზისების არასწორ მართვაში ადანაშაულებს. ბოლო ინფორმაციით, ქვეყანა WHO-ს 2026 წლის 22 იანვარს დატოვებს.

შეგახსენებთ, აშშ პირველად WHO-დან 2020 წელს გამოვიდა, ორგანიზაციის მიერ კოვიდპანდემიის მართვის პოლიტიკის საპასუხოდ. პრეზიდენტმა ბაიდენმა ეს გადაწყვეტილება 2021 წელს, თანამდებობის დაკავების დროს გააუქმა და ქვეყანა ორგანიზაციაში დააბრუნა.

აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველაზე დიდი ფინანსური მხარდამჭერია, რომელზეც საშუალოდ მისი მთლიანი დაფინანსების დაახლოებით 18% მოდის ხოლმე. WHO-ს ბოლო ორწლიანი ბიუჯეტი, 2024-2025 წლებში, 6.8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ჯერჯერობით უცნობია, რა მოცულობის დაფინანსება გაიღო ამ წლებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თუმცა 2022-2023 წლების მონაცემებს თუ ჩავხედავთ, მივხვდებით, რომ ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლა WHO-ს ბიუჯეტს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

Visual Capitalist-მა მოიპოვა მონაცემები, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბიუჯეტში 2022-23 წლების ნებაყოფლობით შემოწირულებებს ასახავს. მონაცემებში გათვალისწინებული არ არის სავალდებულო გადასახადები, რომელთა უზრუნველყოფაც WHO-ს წევრ სახელმწიფოებს მოეთხოვებათ.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდისთვის, ნებაყოფლობითმა შენატანებმა მთლიანი დაფინანსების 81% შეადგინა, სავალდებულო შენატანებმა კი – 12%. დანარჩენი 7% სხვა წყაროებიდან დაფინანსებებს მოიცავს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბიუჯეტის მონაცემებზე დაყრდნობით, 2022-23 წლებში ჩინეთის ნებაყოფლობითმა შენატანებმა $41 მილიონი შეადგინა, რაც მთლიანი ნებაყოფლობითი დაფინანსების 0.6%-ს წარმოადგენს. ეს თანხა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება აშშ-ის მიერ ამავე პერიოდში გაღებულ 1 მილიარდ დოლარს.

გასათვალისწინებელია, რომ ნებაყოფლობითი შენატანები ხშირად კონკრეტული მიზნებისთვისაა განკუთვნილი, რაც WHO-ს მათი გამოყენების თავისუფლებაში ზღუდავს.

რაც შეეხება სავალდებულო შენატანებს, ჩინეთს 115 მილიონი დოლარის გადახდა მოეთხოვებოდა, ხოლო აშშ-ს 219 მილიონი დოლარის. ტრამპის მთავარი არგუმენტი ამ გადახდების წინააღმდეგ არის ის, თუ რამდენჯერ აღემატება ჩინეთის მოსახლეობა შეერთებული შტატებისას.

კონტრიბუტორი წილი მოცულობა
აშშ 15.6% $1.0 მილიარდი
ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი 12.7% $826 მილიონი
გერმანია 11.1% $723 მილიონი
GAVI 7.4% $480 მილიონი
ევროკომისია 7.2% $466 მილიონი
Rotary International 2.7% $177 მილიონი
კანადა 2.7% $174 მილიონი
UN CERF 2.2% $140 მილიონი
გაერთიანებული სამეფო 2.1% $134 მილიონი
WHO-ს საგანგებო ფონდი 1.9% $122 მილიონი
მსოფლიო ბანკი 1.8% $118 მილიონი
საფრანგეთი 1.8% $116 მილიონი
UNICEF 1.7% $111 მილიონი
სხვადასხვა 1.6% $107 მილიონი
ნორვეგია 1.6% $107 მილიონი
UN MPTF 1.3% $84 მილიონი
ირანი 1.2% $78 მილიონი
ინდოეთი 1.2% $77 მილიონი
იაპონია 1.2% $76 მილიონი
საუდის არაბეთი 1.1% $72 მილიონი
ნიდერლანდები 1.1% $69 მილიონი
დანარჩენი 19.0% $1.1 მილიარდი
Previous Post

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადახდის აპარატები დაჰაკეს

Next Post

იოზვიაკი: EU-ს ელჩებმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მწვანი შუქი აუნთეს

იზა გვარამაძე

Next Post
ევროკავშირის საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას იწყებს

იოზვიაკი: EU-ს ელჩებმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მწვანი შუქი აუნთეს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result