Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

ვენეციის კომისია: მოვუწოდებთ საქართველოს, შეიცვალოს ელ.კომუნიკაციების კანონის პრობლემური ნორმები

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი
0
ELECTRONIC COMMUNICATIONS REFORM IN GEORGIA NOT IN LINE WITH EUROPEAN STANDARDS – VENICE COMMISSION
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

“კანონის ახალი ნორმები ვერც პროპორციულობის და ვერც ლეგიტიმურობის ტესტს ვერ პასუხობენ”, – ნათქვამია ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში 2020 წელს დაჩქარებული წესით მიღებულ ცვლილებებს აფასებს.

ელექტრონული კომუნიკაციების კანონი გასულ წელს შეიცვალა და მის შედეგად კომუნიკაციების კომისიას კომპანიების სანქცირების სახით მათში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებები მიეცა. ცვლილებები მეტწილად კომისიასა და “კავკასუს ონლაინთან” დავით იყო განპირობებული და კომისიამ ის 2020 წლის ოქტომბერში სწორედ ამ კომპანიის წინააღმდეგ გამოიყენა.

საქართველოში კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას მიმართა ევროპული საბჭოს მონიტორინგის საპარლამენტო კომიტეტმა და კომისიას ამ კანონის შეფასებისკენ მოუწოდა. თავის მხრივ, “კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველის დანიშვნა გასაჩივრდა როგორც ადგილობრივ სასამართლოში, ასევე კომპანიის მეწილემ NEQSOL ჰოლდინგმა ის საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალში (ICSID) გაასაჩივრა.

ვენეციის კომისიის გადაწყვეტილებაში საუბარია, რომ კომისიის წარმომადგენლებმა ახალი კანონის შეფასებისთვის 2021 წლის თებერვალში გამართეს ვიდეოკონფერენციები როგორც კომუნიკაციების კომისიის, ასევე ეკონომიკის სამინისტროს, საპარლამენტო უმრავლესობის, ოპოზიციური პარტიების, საქართველოს ბიზნესსექტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და მოისმინეს კანონმდებლობის შესახებ არგუმენტები.

ვენეციის კომისიის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების კანონში შეტანილი ცვლილებები რიგ პრობლემებს შეიცავს და ის ვერც ლეგიტიმურობის და ვერც პროპორციულობის ტესტს ვერ აკმაყოფილებს. მეტიც, კომისიის შეფასებით, ახალი კანონმდებლობის შედეგად საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ საკუთარი უფლებები იმდენად გაიფართოვა, რომ ვენეციის კომისია ვერ პოულობს ევროპის რომელიმე ქვეყანაში ანალოგს, რომ კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელს კომპანიების მიმართ ასეთი შეუზღუდავი უფლებები გააჩნდეს.

“კანონის მიერ კომისიისთვის მინიჭებული უფლებები არის იმდენად ფართო და ყოვლისმომცველი, რომ მათი მეშვეობით კომპანიის მესაკუთრეები რჩებიან კომპანიაზე ეფექტიანი საკუთრების განხორციელების მიღმა, შესაბამისად, მათ აღარ აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ კომპანიაში გადაწყვეტილებების მიღების ან სხვა პროცესებში”, – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში არსებული ჩანაწერის მეშვეობით კომუნიკაციების კომისიას კომპანიებზე “დე ფაქტო კონტროლის განხორციელება შეუძლია”.

გადაწყვეტილებაში საუბარია თავად კომუნიკაციების კომისიის არგუმენტებზეც, რომლის განცხადებითაც, ეს კანონი აუცილებელია, რადგანაც მას “კრიტიკული ინფრასტრუქტურის” და “ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვის” მოვალეობა აქვს, თუმცა ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ არსად ქართულ კანონმდებლობაში არ არის განმარტებული, თუ რას წარმოადგენს “კრიტიკული ინფრასტრუქტურა”. “ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვის” არგუმენტთან დაკავშირებით კი ვენეციის კომისია წერს, რომ ეს არგუმენტიც ზედმეტად ფართოა; ამასთან, თავად ქართული კანონმდებლობა არ ზღუდავს უცხოეთის მოქალაქეების ან უცხოური კომპანიების მიერ საქართველოში საკუთრების ფლობას.

გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ვენეციის კომისია საქართველოს მოუწოდებს, რომ გაუქმდეს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონის მეთერთმეტე მუხლში შეტანილი ცვლილებები, ასევე ახლიდან ჩამოყალიბდეს კანონის 46-ე მუხლში არსებული ჩანაწერები, საკითხთან დაკავშირებით ჩატარდეს რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA), ასევე განისაზღვროს, რომ აღნიშნული რეგულირება სამაუწყებლო ოპერატორებს არ ეხებათ.

Previous Post

სადავო კანონით მარეგულირებელს კომპანიების “დე ფაქტო კონტროლი შეუძლია” – ვენეციის კომისია

Next Post

პრინცი ჰარი Silicon Valley-ის ერთ-ერთი სტარტაპის გუნდს უერთდება

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
Prince Harry Enters Corporate America – Joining Silicon Valley Startup As Chief Impact Officer

პრინცი ჰარი Silicon Valley-ის ერთ-ერთი სტარტაპის გუნდს უერთდება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result