Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე ეკონომიკა

უცხოური ვალუტის 10 უმსხვილესი წყარო

by იზა გვარამაძე
May 8, 2025
in ეკონომიკა, რეიტინგი, ყველა სიახლე
0
უცხოური ვალუტის 10 უმსხვილესი წყარო
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოს ღია ეკონომიკა აქვს. ეს ნიშნავს, რომ საგარეო ეკონომიკური ურთიერთობებისთვის, როგორიც არის საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა, ფულადი ტრანსფერები, ინვესტიციები და სესხები, ქვეყანა ღიაა. თუმცა უცხოური სამთავრობო გრანტების შეჩერება და დონორების მიერ არასამთავრობო სექტორისთვის განკუთვნილი გრანტების კონტროლი გარკვეულწილად შეაფერხებს საქართველოში უცხოური ვალუტის შემოსვლას.

თუ ვნახავთ მხოლოდ შემომავალ ნაკადებს, 2024 წელს საქართველოში სხვადასხვა წყაროთი დაახლოებით 25 მილიარდი აშშ დოლარი შემოვიდა, რაც საქართველოს ეკონომიკის მიმართ 74%-ია. 25 მილიარდი დოლარი მოიცავს სხვადასხვა უცხოურ ვალუტაში შემოსულ თანხებს, რადგან საქართველოს ეროვნული ბანკი საგადასახდელო ბალანსს აშშ დოლარში აქვეყნებს, ყველა ტრანზაქცია აშშ დოლარშია გამოსახული. 

გაგაცნობთ 10 უმსხვილეს წყაროს, საიდანაც 2024 წელს საქართველომ ყველაზე მეტი შემოსავალი, ინვესტიცია ან სესხი მიიღო. საერთო ჯამში, აღნიშნული 10 წყარო უცხოური ვალუტის მიღების ყველაზე მსხვილი ნაკადებია. ყველა მაჩვენებლის ინფორმაციის წყარო საქართველოს ეროვნული ბანკია.

  1. საქონლის ექსპორტი

საქართველოში ყველაზე მეტი უცხოური ვალუტა საქონლის ექსპორტს შემოაქვს, რომელმაც, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წელს 8,649 მლნ დოლარი შეადგინა. 2023 წელთან შედარებით ზრდა 6%-ია. 2018 წელთან შედარებით ექსპორტი გაორმაგებულია, თუმცა ის მოიცავს რეექსპორტსაც, ანუ საქონელს, რომელიც საქართველოში ჯერ იმპორტით შემოდის და შემდეგ გადის საქართველოდან. 2024 წელს რეექსპორტი 3,553 მლნ დოლარი იყო, ხოლო 2018 წელს – 1,158 მლნ დოლარი. რეექსპორტის გარეშე, 2024 წელს ექსპორტი 5 მილიარდი დოლარი იყო. მთლიან ექსპორტში (რეექსპორტის ჩათვლით) პირველ ადგილზე ავტომობილებია 2.5 მილიარდი დოლარით. შემდეგ მოდის ფეროშენადნობები 322 მლნ დოლარით, სპირტიანი სასმელები 289 მლნ დოლარით და ღვინო 276 მლნ დოლარით.

  1. ტურიზმი

2024 წელს საქართველომ უცხოელი ვიზიტორებისგან 4,425 მლნ დოლარი მიიღო, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 7%-ით მეტია. 4,425 მლნ დოლარიდან 1,033 მლნ დოლარი საქმიან ვიზიტებზე მოდის, ხოლო 3,392 მლნ – პირადი მიზნებით მოგზაურობაზე. გასულ წელს ყველაზე მეტი – 850 მლნ დოლარი რუსმა ტურისტებმა დახარჯეს საქართველოში. შემდეგ მოდიან თურქი ტურისტები 612 მლნ დოლარით, ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები 517 მლნ დოლარით და ისრაელის მოქალაქეები 437 მლნ დოლარით. 2024 წელს საქართველოში სულ 7.4 მლნ ვიზიტორი შემოვიდა და ერთმა ვიზიტორმა საშუალოდ 600 დოლარი დახარჯა. ყველაზე მეტი ვიზიტორი – 1.4 მლნ – რუსეთიდან შემოვიდა. შემდეგ მოდის თურქეთი (1.3 მლნ) და სომხეთი (948 ათასი).

  1. ფულადი გზავნილები

საზღვარგარეთიდან მიღებულ შემოსავლებში მე-3 ადგილზე ფულადი გზავნილებია, რომელთაც ძირითადად ემიგრანტები ახორციელებენ. 2024 წელს საქართველომ 3,362 მლნ დოლარის ფულადი გზავნილი მიიღო, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 19%-ით ნაკლებია. კლება რუსეთიდან გზავნილების შემცირებამ განაპირობა. 2023 წელს რუსეთიდან 1,528 მლნ დოლარი გადმოირიცხა, ხოლო 2024 წელს – 541 მლნ დოლარი. გასულ წელს ყველაზე მეტი თანხა – 573 მლნ დოლარი აშშ-დან გადმოირიცხა, შემდეგ მოდის იტალია 567 მლნ დოლარით, რუსეთი 541 მლნ დოლარით და საბერძნეთი 263 მლნ დოლარით.

  1. სატრანსპორტო მომსახურება

2024 წელს საერთაშორისო სატრანსპორტო მომსახურებით საქართველომ 1,706 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 16%-ით მეტია. ყველაზე მეტი შემოსავალი – 919 მლნ დოლარი ტვირთების გადაზიდვის სატრანსპორტო მომსახურებით მიიღო. საიდანაც 654 მლნ დოლარი სახმელეთო ტრანსპორტზე მოდის, ხოლო 237 მლნ დოლარი – საზღვაო ტრანსპორტზე. მგზავრების გადაყვანის მომსახურებიდან საქართველომ 458 მლნ დოლარი მიიღო, ხოლო მილსადენი ტრანსპორტით – 375 მლნ დოლარი. 2021 წელთან შედარებით სატრანსპორტო მომსახურებით მიღებული თანხა 2-ჯერ არის გაზრდილი. 

  1. ბანკების სესხი

ყველაზე მეტ საგარეო სესხს კომერციული ბანკები იღებენ, 2024 წელს 1,621 მლნ დოლარის სესხი აიღეს, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 60%-ით მეტია. 1,621 მლნ დოლარის სესხიდან 1,508 გრძელვადიანი სესხია, ხოლო 113 მლნ დოლარის – მოკლევადიანი. ბანკების მიერ საზღვარგარეთიდან სესხების აღება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგალითად, 2021 წელთან შედარებით 2.7-ჯერ არის გაზრდილი, ხოლო ბოლო 10 წელიწადში თითქმის 5-ჯერ არის გაზრდილი.

  1. პირდაპირი ინვესტიციები

2024 წელს საქართველოში 1,334 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 30%-ით ნაკლებია. 2024 წელს 484 მლნ დოლარის სააქციო კაპიტალი შემოვიდა და 1,170 მლნ დოლარის რეინვესტირება განხორციელდა, რაც ჯამში 1,654 მლნ დოლარია. თუმცა ამ თანხას მოაკლდა წინა წლებში ვალის სახით შემოსული 321 მლნ დოლარის ინვესტიცია (ვალი დაიფარა) და საბოლოოდ, ჯამურმა ინვესტიციამ 1,334 მლნ დოლარი შეადგინა. 2024 წელს ყველაზე მეტი ინვესტიცია საფინანსო საქმიანობის სექტორში შევიდა – 527 მლნ დოლარი. შემდეგ მოდის მრეწველობა 173 მლნ დოლარით და მშენებლობა და უძრავი ქონება 169 მლნ დოლარით.

  1. საინვესტიციო შემოსავალი

2024 წელს საქართველოს საინვესტიციო შემოსავალი 940 მლნ დოლარი იყო, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 13%-ით მეტია. საინვესტიციო შემოსავალი არის ქართველების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულ ინვესტიციებსა და სესხებზე მიღებული შემოსავალი. აქედან, პირდაპირ ინვესტიციებზე მიღებული შემოსავალი იყო 469 მლნ დოლარი, პორტფელის ინვესტიციებზე – 234 მლნ დოლარი, ხოლო გაცემულ სესხებზე პროცენტის სახით – 233 მლნ დოლარი. საინვესტიციო შემოსავალი ბოლო ორ წელიწადში მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2022 წლამდე 500 მლნ დოლარს არ აჭარბებდა.

  1. კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურება

ბოლო წლებში საქართველოსთვის უცხოური ვალუტის მნიშვნელოვანი წყარო გახდა კომპიუტერული და საინფორმაციო საერთაშორისო მომსახურება (IT). 2024 წელს საინფორმაციო ტექნოლოგიებმა საქართველოს 688 მლნ დოლარის შემოსავალი მოუტანა. 2023 წელთან შედარებით 12%-ით არის შემცირებული, თუმცა 10-ჯერ მეტია, ვიდრე 5 წლის წინ იყო. საქართველოდან კომპიუტერული მომსახურების ექსპორტმა სწრაფი ზრდა 2022 წლიდან დაიწყო, რაც ამ დარგში დაწესებულ საგადასახადო შეღავათებს და IT-ის პროფესიის მიგრანტების მასობრივ შემოსვლას (ძირითადად – რუსეთიდან) უკავშირდება.

  1. ნაღდი ფული და დეპოზიტები 

ნაღდი ფულისა და დეპოზიტების სახით 2024 წელს 552 მლნ დოლარი შემოვიდა, რაც, ფაქტობრივად, სრულად კომერციულ ბანკებში განთავსდა. 2023 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 12%-ით ნაკლები, 494 მლნ დოლარი იყო. 2024 წელს ქართულ ბანკებში უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები სულ 539 მლნ დოლარით გაიზარდა, რადგან წლის ბოლო თვეებში მეანაბრეებმა გარკვეული მოცულობის დეპოზიტები გაიტანეს. დეპოზიტების გატანა სავარაუდოდ პოლიტიკური არასტაბილურობით იყო განპირობებული.

  1. მთავრობის სესხი

2024 წელს საქართველოს მთავრობამ 542 მლნ დოლარის სესხი აიღო, რაც 2023 წელს აღებულ სესხზე 33%-ით ნაკლებია. გასულ წელს მთავრობამ 444 მლნ დოლარის სესხი დაფარა. შესაბამისად, სესხის ნაშთი 78 მლნ დოლარით გაიზარდა. 2024 წელს ყველაზე მეტი ვალი (200 მლნ დოლარამდე) საქართველოს მთავრობამ აზიის განვითარების ბანკისგან (ADB),მსოფლიო ბანკისა (WB, 120 მლნ დოლარამდე) და ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB, 100 მლნ დოლარამდე) აიღო.

Previous Post

გარდაქმნის სტრატეგიული კოდი

Next Post

პაპის არჩევაზე $30 მილიონზე მეტის ფსონები დაიდო

იზა გვარამაძე

Next Post
პაპის არჩევაზე $30 მილიონზე მეტის ფსონები დაიდო

პაპის არჩევაზე $30 მილიონზე მეტის ფსონები დაიდო

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result