Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home პროფილი ინტერვიუ

უნიკალური პროექტი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე – “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის“ წარმატების ისტორია

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ინტერვიუ
0
უნიკალური პროექტი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე – “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის“ წარმატების ისტორია
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

სათხილამურო ტრასების კეთილმოწყობა, საბაგიროები, ზვავსაწინააღმდეგო სისტემების მონტაჟი და გამართვა, თოვლის სატკეპნი და სპეციალური სამთო ტექნიკის მიწოდება და სერვისი, ხელოვნური გათოვლიანების სისტემები – ყველაფერი, რაც მთის კურორტების  განვითარების განუყოფელი ნაწილია, 2017 წელს დაარსებული კომპანიის – “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის“ მთავარი საქმიანობაა. სწორედ ასეთი უნიკალური და მოთხილამურეებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია კობი-გუდაურის სასრიალო არეალში  ზვავსაწინააღმდეგო სისტემების მოწყობა და მართვა. პროექტი კომპანია “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსმა“ თიბისის მხარდაჭერით განახორციელა. Forbes Georgia კომპანიის დამფუძნებელს – სერგი შუღაროვს ესაუბრა.  

[MAINPICTURE]

ბატონო სერგი, მიუხედავად იმისა, რომ გასული წელი ყველა კომპანიისა და სექტორისთვის რთული იყო, თქვენ მაინც შეძელით ზვავების მართვის უნიკალური პროექტის დასრულება. რას უნდა ელოდონ გუდაურში სასრიალოდ ჩასული მოთხილამურეები?

საკმაოდ რთული წელი იყო, თუმცა, ჩვენ შევძელით და განვახორციელეთ კობი-გუდაურის სამთო-სათხილამურო არეალში ზვავსაწინააღმდეგო სისტემების კომპლექსური პროექტი. შესაბამისი ტენდერი 2019 წელს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ გამოაცხადა. ჩვენ გავიმარჯვეთ ამ ტენდერში და გასულ წელს, პანდემიისა და არაერთი სირთულის მიუხედავად, გეგმა ბოლომდე მივიყვანეთ. პროექტის ფარგლებში, ავსტრიიდან ვერტმფრენების ძალიან ცნობილი კომპანია – “ვუხერ ჰელიქოპტერს“ და პროფესიონალი პილოტების გუნდი ჩამოვიყვანეთ.   სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებისთვის მოვიწვიეთ ჩვენი ქვეკონტრაქტორი კომპანია – “კავკასუს როუდ პროჯექტი“. მათი დახმარებით, ზღვის დონიდან 3200-3300 მეტრის სიმაღლეზე, 20 ერთეულის ზვავსაწინააღმდეგო სისტემა – გაზექსი დავამონტაჟეთ. ცნობისთვის, საქართველოში ამაზე მაღალ წერტილში ისტორიულად  ბურღვითი სამუშაოები არავის ჩაუტარებია.

ჩვენ დავნერგეთ ახალი პროფესია სამთო-მეზვავის სახით.  პარტნიორ ფრანგულ კომპანია “TAS by MND Group“-თან თანამშრომლობით, საქართველოში ფრანგი სპეციალისტები ჩამოვიყვანეთ, რომელთა დახმარებითაც გადავამზადეთ ადგილობრივი გუნდი და უზრუნველვყავით მათი საერთაშორისო სტანდარტით სერტიფიცირება. ჩვენი სამთო-მეზვავეების გუნდი  უკვე სრულ მზადყოფნაშია. ჯგუფს კობი-გუდაურის სამთო-სათხილამურო არეალში ზვავების შეფასება და ამ სისტემების კონტროლი ევალება. კომპანია “ანაგთან“ წარმატებით თანამშრომლობის შედეგად, გუდაურში სამთო-მეზვავეების ოფისიც ავაშენეთ, საიდანაც ზვავების  დისტანციური მართვაა უკვე შესაძლებელი.  ზვავი საშიშად ითვლება მაშინ, როდესაც დიდი რაოდენობის თოვლი გროვდება მთაზე, რის შედეგადაც იზრდება ზვავის წარმოშობის საფრთხე. ჩვენი სისტემები კი საშუალებას იძლევა დისტანციურად შეფასდეს ზვავების წარმოშობის რისკი,  ჩაიკეტოს სათხილამურო ტრასა და დისტანციური მართვის მოწყობილობით მოვახდინოთ აფეთქება და გამოვიწვიოთ ზვავების ხელოვნურად ჩამოშლა. შედეგად, ზვავის წარმოშობის საფრთხე განეიტრალებულია.

პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა რამდენად შეაფერხა თქვენი მუშაობა? 

ჩვენ პრაქტიკულად სამუშაოები არ შეგვიწყვეტია. ყველა დასახული გეგმა განვახორციელეთ. თუმცა, შეფერხებებიც იყო, ვინაიდან ყოველი ჩვენი უცხოელი პარტნიორის ჩამოსვლა და გასვლა ქვეყნიდან, პრობლემას წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ერთი წუთიც არ დაგვიკარგავს და რა ვალდებულებებიც გვქონდა სახელმწიფოს წინაშე, ზედმიწევნით და დათქმულ ვადებში შევასრულეთ. ეს გვაძლევს იმის რწმენას, რომ სწორ გზაზე ვდგავართ.

ზვავსაწინააღმდეგო სისტემა იქნება, თუ გათოვლიანების სისტემა და საბაგიროები, სახელმწიფოს მხრიდან ინვესტიცია მსგავს პროექტებში მიზნად ისახავს ჩვენ სამთო-სათხილამურო კურორტებზე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და შედეგად იმ უცხოელი ტურისტების მოზიდვას, რომელთაც განვითარებულ ქვეყნებში მოგზაურობის დიდი გამოცდილება აქვთ და შესაბამისად, მათი მოთხოვნები და მოლოდინებიც დიდია.

თქვენ გამართული ინფრასტრუქტურის მნიშვნელობა ახსენეთ. როგორ ფიქრობთ, რა გამოწვევები აქვს საქართველოს მთის კურორტებს ამ კუთხით?

ბოლო წლებია საქართველო საკმაოდ დიდ ინვესტიციას დებს ინფრასტრუქტურულ ნაწილში, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, მაგალითად, 2023 წელს ბაკურიანში ზამთრის სახეობებში მსოფლიო ჩემპიონატს ღირსეულად ვუმასპინძლოთ. გამოწვევა ბევრია, მაგრამ ასეთი დონის საერთაშორისო ტურნირები გვაძლევს ბიძგს განვვითარდეთ და დავხვეწოთ ინფრასტრუქტურა, რაც შემდეგ ისევ ქვეყანას დარჩება. შედეგად ჩვენი მთის კურორტების ხარისხიც მაღლა იწევს, რაც უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს მომავალში.

ბაკურიანისა და გუდაურის გარდა, გოდერძის და სვანეთის კურორტებსაც დიდი პოტენციალი აქვთ. გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. ამიტომაც ჩვენ კერძო ინვესტორებსა და სახელმწიფოს იმ თანამედროვე ტექნოლოგიებს ვთავაზობთ, რაც წლებია მუშაობს ავსტრიაში, შვეიცარიასა და ზამთრის საუკეთესო კურორტებზე.

თქვენი აქტიური მხარდამჭერია თიბისი. რაში გამოიხატება თქვენი თანამშრომლობა?

ჩვენ წლებია თიბისისთან ვთანამშრომლობთ. ის ჩვენი ძირითადი ფინანსური პარტნიორია. ჩვენი განვითარების პირველივე დღიდან თიბისი ჩვენი წინსვლის თანამონაწილეა. ამ ინიციატივის მხარდაჭერა თიბისისთვის რისკი იყო, ვინაიდან საქართველოში და მთლიანად ამიერკავკასიაში, ზვავსაწინააღმდეგო სისტემები არასოდეს დამონტაჟებულა. ჩვენი ქვეყნისთვის ეს პროექტი ნოუ-ჰაუ იყო. თუმცა, თიბისის განვითარებული და პროფესიონალი გუნდი ჰყავს, რომელმაც ირწმუნა ჩვენი და  ჩვენი გეგმების და საგარანტიო ნაწილში, რაც მათთვის საკმაოდ დიდ რისკებს მოიცავდა, გვენდნენ. დღეს კი ჩვენც და თიბისიც კმაყოფილები ვართ, ვინაიდან ჩვენ აღებული ვალდებულებები შევასრულეთ. ამით ჩვენი თანამშრომლობა არ დასრულებულა. ძალიან ბევრ პროექტს ვგეგმვათ და თიბისის მხარდაჭერასაც ველით.  

საინტერესოა, რა გეგმები გაქვთ 2021 წლისთვის და რა პროექტებს უნდა ველოდოთ თქვენგან მთის კურორტებზე?

არაერთ პროექტს ვგეგმავთ: ეს არის ხელოვნური გათოვლიანების სისტემები ბაკურიანში, ურბანული საბაგირო გზის პროექტი თბილისში, რაზეც ტენდერი გამოცხადდება და ჩვენც ვაპირებთ მონაწილეობას. ასევე მუშავდება ზვავსაწინააღმდეგო სხვა პროექტებიც, ვინაიდან საქართველოში არაერთი ზვავსაშიში ზონაა. დარწმუნებული ვარ, სამომავლო პროექტები როგორც ჩვენთვის, ასევე თიბისისთვისაც საინტერესო და წარმატებული იქნება.  

ცნობისთვის, “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსი“ ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელსაც TÜV-ის მიერ ISO 9001:2015 სერტიფიკატი აქვს მინიჭებული, სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების, მართვისა და ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით. კომპანია საქართველოში მთის კურორტების განვითარების სფეროში ოფიციალურად და ექსკლუზიურად წარმოადგენს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებს, როგორებიცაა: მსოფლიოში ყველაზე მსხვილი თოვლის სატკეპნი ტექნიკის მწარმოებელი კომპანია – Kässbohrer AG – Pistenbully; MND Group და მისი ყველა მიმართულება: TAS – მსოფლიო ლიდერი ზვავსაწინააღმდეგო სისტემებში; LST – Bartholet მსოფლიოში აღიარებული კომპანიები საბაგირო გზების მშენებლობაში; SUFAG – გლობალური მოთამაშე ხელოვნურ გათოვლიანების სისტემებში; TechFun – სპეციალისტები ოთხსეზონიანი სათავგადასავლო ტურისტული ცენტრების განვითარებაში, Zip line-ებსა, გადასახედ პლატფორმებსა და სხვა გასართობი ობიექტების მშენებლობა/მონტაჟში; MBS – გლობალური ლიდერი და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS – The Fédération Internationale de Ski) პარტნიორი სამთო სათხილამურო ტრასების უსაფრთხოების აღჭურვილობის წარმოებაში.

                         

Previous Post

Forbes Georgia. 2021 წლის იანვრის გამოშვება

Next Post

Elon Musk, Whose Fortune Has Soared Since Election, Gets $34 Billion Richer In One Week

მაგდა დოლიძე

Next Post
Elon Musk, Whose Fortune Has Soared Since Election, Gets $34 Billion Richer In One Week

Elon Musk, Whose Fortune Has Soared Since Election, Gets $34 Billion Richer In One Week

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result