Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home პროფილი ინტერვიუ

უკან, ფუტურისტულ მომავალში

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ინტერვიუ
0
უკან, ფუტურისტულ მომავალში
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

30 წელია, რეი კურცვეილი ხელოვნური ინტელექტის დაბადებას წინასწარმეტყველებს. ამასობაში კომპიუტერმა მანქანის მართვაც ისწავლა და Jeopardy!-ის თამაშიც. იქნებ არც კურცვეილის ნაქადაგებ კიბერუტოპიამდე გვიკლია ბევრი?

ენდი გრინბერგი: თქვენ იწინასწარმეტყველეთ, რომ 2045 წლისთვის ტექნოლოგიური პროგრესის მზარდი ტემპი მოგვცემს საშუალებას, შევქმნათ განსაკუთრებული კომპიუტერი – ე.წ. „სინგულარობა” – იმდენად მძლავრი, რომ საკუთარი ტვინის დასკანირებას და მის ამ სუპერკომპიუტერში შენახვას შევძლებთ, რაც, არსებითად, უკვდავებას ნიშნავს.განრიგს ხომ არ ჩამოვრჩით?

რეი კურცვეილი: არა, განრიგს ნამდვილად არ ჩამოვრჩენილვართ, პირიქით. დღეს ხელოვნური ინტელექტი ისეთ ფუნქციებს ართმევს თავს, სამი წლის წინ წარმოუდგენელი რომ იყო. მაგალითად, ატარებს მანქანას გადატვირთულ ქალაქში. Google-ის უპილოტო მანქანებმა, ჯამში, უკვე 140 000 მილი დაფარეს.

ან ის რად ღირს, რომ სუპერკომპიუტერი WATSON-ი თამაშობს IBM-ის Jeopardy!-ის და ჩემპიონებს არაფრით ჩამოუვარდება! 80-იანი წლების დასაწყისში მე ვიწინასწარმეტყველე, რომ 1998 წლამდე კომპიუტერი დაამარცხებდა მსოფლიო ჩემპიონს ჭადრაკში. 1997 წელს ასეც მოხდა. ახლა ხალხი ამბობს: „რა თქმა უნდა, კომპიუტერს შეუძლია ჭადრაკის თამაში, მაგრამ ის ვერასდროს გაეჯიბრება ადამიანს ენის აღქმაში”. WATSON-ის შესაძლებლობების ხილვის შემდეგ ეს მოსაზრება ძალიან სარწმუნოდ აღარ ჟღერს.

ენდი გრინბერგი: თქვენ აგრეთვე იწინასწარმეტყველეთ, რომ 2009 წლამდე გვექნებოდა კომპიუტერი 20 პეტაფლოპის დამუშავების შესაძლებლობით. ამ მხრივ გზის მეათედიც არ გაგვივლია.

რეი კურცვეილი: ეს კომპიუტერი შექმნის პროცესშია. 2011 წლისთვის ჩვენ გვექნება 20-პეტაფლოპიანი კომპიუტერი IBM Sequoia. ამ შემთხვევაში ცოტათი დავაგვიანეთ.

ენდი გრინბერგი: რას ფიქრობთ იმ ფაქტზე, რომ მსოფლიოში ყველაზე მძლავრი სუპერკომპიუტერი დღეს ჩინეთს აქვს და არა აშშ-ს?

რეი კურცვეილი: ეს დიდად არ მაღელვებს. მეცნიერების წინსვლით ყველა მხარე ხეირობს.

ენდი გრინბერგი: თქვენ საუბრობთ პროგრესის გარდაუვლობაზე და მის მუდმივ სწრაფვაზე „სინგულარობისკენ”. რა მიმართავს ამ პროგრესს „სინგულარობისკენ”, ბიზნესი?

რეი კურცვეილი: ფული მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში ისეთივე როლი აქვს, როგორიც თიხას – მოქანდაკისთვის. მაგრამ არსებობს სხვა ფაქტორიც: ბიოლოგიურმა ევოლუციამ ჩვენში ინოვაციისკენ სწრაფვის კოდი ჩადო. ტექნოლოგიური ინოვაცია, უბრალოდ, აგრძელებს პროცესს, რომელიც ევოლუციამ წამოიწყო.

ენდი გრინბერგი: ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ინოვაცია უფრო განაპირობებს ბიზნესის მიმართულებას, ვიდრე ბიზნესი – ინოვაციისას?

რეი კურცვეილი: უდავოდ.

ენდი გრინბერგი: თქვენ დაგადანაშაულეს გადამეტებულ ოპტიმიზმში, რომელიც მეცნიერს არ შვენის.

რეი კურცვეილი: თუ დააკვირდებით ტექნოლოგიური პროგრესის გრაფიკს, დაინახავთ, რომ გრაფიკის მრუდის ტრაექტორია სწორ ხაზს წარმოქმნის 1890 წლიდან – დღემდე. მას არ დასტყობია არც პირველი და არც მეორე მსოფლიო ომი, არც დიდი დეპრესია ან თუნდაც უკანასკნელი წლების რეცესია. ეს ძლიერი არგუმენტია როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისითაც. ჩემი ოპტიმიზმი იმაზე მეტია, ვიდრე მომავალთან დაკავშირებული მოლოდინი – წინასწარმეტყველებაა, რომელიც ჩვენ თვალწინ სრულდება.

ენდი გრინბერგი: თქვენ 63 წლის ბრძანდებით. სადღაც წავიკითხე, რომ დღეში 200 ტაბლეტზე მეტს იღებთ, რათა „სინგულარობის” შექმნამდე გაიხანგრძლივოთ სიცოცხლე. კვლავ გჯერათ, რომ შეძლებთ მარადიულ სიცოცხლეს ეზიაროთ?

რეი კურცვეილი: ერთობ რთულია თქმა – „მე ვიცხოვრებ მარადიულად”. მარადისობა არ არსებობს. თუმცა მალე – ასე, 15 წელიწადში – მივაღწევთ გარდამტეხ მომენტს, რომელსაც გერონტოლოგი ობრი დე გრეი ასე მოიხსენიებს: „სიცოცხლემ გაუსწრო დროს”. რაც დრო გადის, სიცოცხლის ხანგრძლივობაც იზრდება. არ იქნება რაციონალური იმის დარწმუნებით თქმა, რომ გავქაჩავ მომენტამდე, როცა საკუთარი თავის „დასეივება” შემეძლება. მხოლოდ ეს არის მარადიული ცხოვრების გასაღები. იქამდე კი, ალბათ, ოთხი ათწლეული დაგვჭირდება. ზოგადად კი სიცოცხლის ხანგრძლივობა სტატისტიკური ფენომენია. ხომ შესაძლებელია, რომ ხვალ სატვირთო მანქანამ გადაგიაროს?

Previous Post

პორტერი თუ მინცბერგი: ვისი სტრატეგია უფრო რელევანტურია დღეს?

Next Post

მასობრივი წარმოება მასებისთვის

მაგდა დოლიძე

Next Post
მასობრივი წარმოება მასებისთვის

მასობრივი წარმოება მასებისთვის

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result