Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home Forbes Infrastructure

უძრავი ქონების „ოსკარები“ საქართველოში

by Davit Tsiramua
November 15, 2022
in Forbes Infrastructure, ინდუსტრია, საქართველო, ყველა სიახლე
0
უძრავი ქონების „ოსკარები“ საქართველოში
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
FIABCI-GEORGIA PRIX D’EXCELLENCE-ის დაჯილდოება პირველად რეგიონში თბილისში გაიმართა.

FIABCI PRIX D’EXCELLENCE-ᲘᲡ საერთაშორისო დაჯილდოების 30-წლიან ისტორიაში ქართული ფურცელი გადაიშალა. უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ეროვნული წარმომადგენლობის, FIABCI-Georgia-ს ორგანიზებით და უძრავი ქონების ადგილობრივი საინვესტიციო ჰაბის, Property Georgia-ს თანაორგანიზებით, 2022 წლის 28 ოქტომბერს, რეგიონში პირველად, FIABCI-Georgia Prix d’Excellence დაჯილდოება თბილისში, სასტუმროში „პულმან თბილისი აქსის თაუერსი” გაიმართა. ღონისძიება ჩატარდა „საქართველოს ბანკის”, „გალტ ენდ თაგარტის” და „დიჯითალ არეას” მხარდაჭერით. პარტნიორთა შორის ასევე იყვნენ: Colliers Georgia, Expo Georgia და „საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია (GNARE).

ეროვნულ დონეზე შერჩეული პროექტები ჟიურის ადგილობრივ წევრებთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანმა ექსპერტებმა გამოავლინეს. გამარჯვებულები მონაწილებას მიიღებენ საერთაშორისო დაჯილდოებაში – FIABCI World Prix d’Excellence Awards-ში.

„ეროვნულ დონეზე გამარჯვება ქართველ დეველოპერებს საშუალებას მისცემს, თავიანთი პროექტები მთელ მსოფლიოს წარუდგინონ. ხალხი მათ საქართველოს გარეთ გაიცნობს. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც შეუძლებელი იქნებოდა FIABCI-Georgia-ს წევრობის გარეშე. ეს დიდი უპირატესობაა“, – განაცხადა სიუზან გრინფილდმა, FIABCI-ის მსოფლიო პრეზიდენტმა, რომელიც თბილისს სპეციალური ვიზიტით უძრავი ქონების პროექტების პირველი ეროვნული დაჯილდოებისთვის ეწვია.

„საქართველოს ბანკი უძრავი ქონების მხარდაჭერას განაგრძობს. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ისეთი ღონისძიების გენერალური პარტნიორები ვიყოთ, როგორიცაა რეგიონში პირველი უძრავი ქონების პროექტების ეროვნული დაჯილდოება – FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards-ი, რომელსაც ორგანიზებას FIABCI-Georgia უწევს. ამ საერთაშორისო და მასშტაბური ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს მსოფლიო რუკაზე საქართველოს პოზიციონირებას, როგორც უძრავი ქონების, ტურიზმისა და სასტუმრო ბიზნესის ადგილს. დაჯილდოების ფარგლებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინვესტორები გაეცნენ ქართული უძრავი ქონების ბაზარს და გაიგეს, რეალურად რა შესაძლებლობა აქვს ჩვენს ქვეყანას. სწორედ ამიტომ ეს პროექტი ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს გაზრდის საქართველოს ცნობადობას და უძრავი ქონების სექტორს მისცემს შესაძლებლობას, ახალი პროექტები კიდევ უფრო მეტი მოტივაციით განახორციელოს“, – განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

„მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, გავმხდარიყავით საქართველოში პირველი ეროვნული უძრავი ქონების დაჯილდოების, FIABCI-Georgia Prix d’ Excellence-ის მხარდამჭერები”, – განაცხადა შორენა დარჩიაშვილმა, დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატის“ გენერალურმა დირექტორმა.

„თეთრი კვადრატი“ მოქნილი, მომხმარებელზე მორგებული დეველოპერული ბრენდია, რომლის უკან მენეჯმენტის 12-წლიანი გამოცდილება დგას.

„აღსანიშნავია, რომ Prix d’ Excellence-ი პირველად ტარდება საქართველოში და რადგანაც ჩვენ, „თეთრ კვადრატში“, მუდმივად ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ ყველა იმ წამოწყებას, რომელიც დაეხმარება უძრავი ქონების სფეროს განვითარებას, რა თქმა უნდა, დიდი სიხარულით შევუერთდით FIABCI Georgia-ს ინიციატივას. მადლობა მათ ამ შესაძლებლობებისთვის“, – განაცხადა შორენა დარჩიაშვილმა.

28 ოქტომბრის დაჯილდოება გაიხსნა საერთაშორისო კონფერენციით ,,მწვანე, ჭკვიანი და სიცოცხლით სავსე ქალაქები“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სფეროს ექსპერტებმა აშშ-დან, ევროპიდან, აზიიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, FIABCI-Georgia-ს მიზანია, აღნიშნული ღონისძიებებით საქართველომ საერთაშორისო რუკაზე პოზიციონირება შეძლოს როგორც მაღალი დონის, მომავლის პროექტების განმავითარებელმა ქვეყანამ.

„მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომ FIABCI Prix d’Excellenceის საერთაშორისო დაჯილდოების 30-წლიან ისტორიაში ქართული ფურცელი იშლება. მოხარულები ვართ, რომ ამჯერადაც გვერდში გვიდგას ჩვენი ერთგული პარტნიორი – „საქართველოს ბანკი“. ამ დაჯილდოებით გვინდა, გამოვავლინოთ მდგრადი და მედეგი პროექტები და შენობები, ასევე ის ადამიანები, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ გარემოს ეკოლოგიური ზიანის შემცირების მიმართულებით. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ უძრავი ქონების პროექტების პირველი ეროვნული დაჯილდოება FIABCI-ის მსოფლიო პრეზიდენტმა, ქალბატონმა სიუზან გრინფილდმა გახსნა, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა აშშ-დან“, – განაცხადა ლიკა ქარდავამ, FIABCI-Georgia-ს პრეზიდენტმა.

ლიკა ქარდავამ ასევე მადლობა გადაუხადა მე-4 საერთაშორისო კონფერენციის „მწვანე, ჭკვიანი და სიცოცხლით სავსე ქალაქების“ სპონსორებს: („ვილა რეზიდენსი – გენერალური სპონსორი, „ლისი დეველოპმენტი“, „ალიანს ჯგუფი“, „ქინგს გარდენი,“ „იორკ თაუერსი“, „რეფორმა“ და BDO) და მხარდამჭერ ორგანიზაცია „პოლონეთის საინვესტიციო და სავაჭრო სააგენტოს“ და პოლონეთის საელჩოს საქართველოში. „კონფერენციის ფარგლებში საპატიო სტუმრებმა სხვადასხვა ქვეყნიდან ისაუბრეს უახლეს ტრენდებზე მშენებლობაში, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ქალაქების შემდგომი განვითარებისთვის“, – განმარტა FIABCI-Georgia-ს პრეზიდენტმა.

მე-4 საერთაშორისო კონფერენციის გენერალური სპონსორის, კომპანია „ვილა რესიდენსის“ განცხადებით, FIABCIGeorgia-ს კონფერენცია დეველოპერული სექტორისთვის ნიშნავს მჭიდრო კავშირებსა და ურთიერთობების გაღრმავებას როგორც ადგილობრივ წარმომადგენლებთან, ასევე საერთაშორისო ბაზარზე: „მოგვეცა საშუალება, აუდიტორიისთვის უკეთ გაგვეცნო ინფორმაცია როგორც დასრულებული, ასევე მიმდინარე პროექტების თუ სამომავლო გეგმების შესახებ. ჩვენთვის, როგორც დეველოპერული კომპანიისთვის, საერთაშორისო ღონისძიებებში ჩართულობა, წარმომადგენლებთან კონტაქტების დამყარება და ეკომეგობრული მშენებლობის საკითზე ცნობადობის ამაღლება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია”, – აღნიშნა ალექსანდრე ნამორაძემ, „ვილა რეზიდენსის” დირექტორმა. მისივე თქმით, ქალაქისთვის მწვანე მშენებლობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია: „ბაზარზე ასეთი პროექტების სიმცირის პრობლემა რეალურია. იმისთვის, რომ მოქალაქეებისთვის ჯანსაღი საცხოვრებლები შევქმნათ, აუცილებელია მწვანე საფარის შენარჩუნება და რეკრეაციული ზონების გაშენება. ჯანსაღ ცხოვრებასა და ინფრასტრუქტურაზე ორიენტირებული არქიტექტურის მიზანი – ქალაქების ინფრასტრუქტურისა და ზოგადად ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაა. უალტერნატივოა ადგილი, სადაც მოქალაქეებს დახვდებათ ეკოლოგიურად სუფთა ჰაერი, დაბალი განაშენიანება და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესაძლებლობა. „ვილა რეზიდენსის“ მამოძრავებელი ძალა ბედნიერი მობინადრეა, რომლის ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილი გადმოსვლის დღიდან ხდება მწვანე, ჯანსაღი გარემო და ამავდროულად სპორტულად აქტიური ცხოვრების სტილი“.

28 ოქტომბრის ღონისძიებებზე ერთ სივრცეში შეიკრიბნენ უძრავი ქონების სექტორის წამყვანი მოთამაშეები მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან. ეს გახლდათ საქმიანი შესაძლებლობების მოძიების, სწავლისა და ნეტვორკინგის უნიკალური პლატფორმა.

„2050 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის 70%-ზე მეტი ქალაქებში იცხოვრებს, რაც პირდაპირ აისახება კლიმატის ცვლილების ნეგატიურ გავლენაზე. ამიტომ მსგავსი საერთაშორისო კონფერენციები და უძრავი ქონების პროექტების დაჯილდოებები ყველასთვის თანაბრად მნიშვნელოვანია – ეს არის ჩვენი საცხოვრებელი გარემო, რომელზეც უნდა ვიზრუნოთ“, – აღნიშნა FIABCI-Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა და ყოფილმა პრეზიდენტმა ქეთი ტაბატაძემ.

FIABCI-Georgia-ს მომავალი პრეზიდენტის, ნუცა აბრამიშვილის თქმით, FIABCI-Georgia Prix d’Excellence-ის დაჯილდოება საგრძნობლად გაზრდის ქართული უძრავი ქონების ცნობადობას საერთაშორისო საინვესტიციო ბაზრებზე: „ეს ასევე არის მისაბაძი და სამოტივაციო ღონისძიება როგორც მსხვილი და უკვე შემდგარი, ასევე დამწყები დეველოპერებისთვის, რომლებიც ეძებენ პოტენციურ ინვესტორებს და პარტნიორებს საზღვრებს გარეთ“. როგორც ნუცა აბრამიშვილმა აღნიშნა, ამ პირველი წარმატებული დაჯილდოებით კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთება რეგიონში საქართველოს როლი, როგორც ქვეყნის, რომელიც საინტერესო საერთაშორისო ადგილია უძრავ ქონებაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განსახორციელებლად. „აქვე ხაზგასასმელია ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის წარმოებისთვის შექმნილი გარემო ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე, ლიბერალური საგადასახადო სისტემით, საინტერესო საინვესტიციო გარემოთი, რეგიონალური ჰაბის მიმზიდველობით და ამასთან, უვიზო რეჟიმით მსოფლიოს 100-მდე ქვეყანასთან. ამ ყველაფერთან ერთად, თუ გავითვალისწინებთ უსაფრთხო საინვესტიციო და საცხოვრებელ პირობებს, ჩვენი ქვეყანა ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია ინვესტორებისთვის“.

FIABCI-Georgia-ში აცხადებენ, რომ უძრავი ქონების პროექტების Prix d’Excellence-ის დაჯილდოება მუდმივ ხასიათს მიიღებს და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება.

წარმოგიდგენთ FIABCI-GEORGIA PRIX D’EXCELLENCE AWARDS 2022-ის გამარჯვებულებს

დაჯილდოების ნომინაციები განკუთვნილია მდგრადი და მედეგი პროექტებისა და შენობებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ზრუნავენ ქალაქების ჯანსაღ განაშენიანებაზე. გამარჯვებულები შეირჩნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიურის მიერ FIABCI-ის გლობალურად დაწესებული კრიტერიუმების მიხედვით.

Previous Post

ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი 9%-ით გაიზარდა

Next Post

მუკეშ ამბანი „ლივერპულის“ შეძენითაა დაინტერესებული

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
მუკეშ ამბანი „ლივერპულის“ შეძენითაა დაინტერესებული

მუკეშ ამბანი „ლივერპულის“ შეძენითაა დაინტერესებული

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result