Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ტურიზმის ახალი პრიორიტეტი

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ფორბს-მოსაზრება
0
ტურიზმის ახალი პრიორიტეტი
0
SHARES
0
VIEWS

ტურიზმის როლი მსოფლიო ეკონომიკაში ყოველწლიურად იზრდება. 2016 წელს საერთაშორისო საზღვრები 1,2 მილიარდზე მეტმა ვიზიტორმა გადაკვეთა. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პროგნოზით, 2030 წლისთვის ეს ციფრი 1,8 მილიარდს გაუტოლდება. ზრდას ახალი გამოწვევებიც თან ახლავს. ამ კუთხით არც საქართველოა გამონაკლისი. 

საერთაშორისო და შიდა ტურიზმის შედეგების კომბინირებით, ტურიზმის წილი მსოფლიოს მთლიან შიდა პროდუქტში თითქმის 10%-ია, ხოლო გლობალურად ყოველი ათი სამუშაო ადგილიდან ერთი სამუშაო ადგილი ამ ინდუსტრიის მიერაა გენერირებული. 

თუ ადრე არსებობდა სტანდარტული ხედვა, რომ ტურიზმში პრიორიტეტების მიხედვით ძირითადი მიმართულებები იყო განთავსება, ტრანსპორტი, კვება და გართობა, დღეს, ბოლო კვლევების მიხედვით, პრიორიტეტული სიის სათავეში ინფორმაცია და მისი გავრცელება მოექცა.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობამ შეცვალა მომხმარებლის ქცევა და მოლოდინები. აღმოსავლეთ კაროლინის უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა, რომ მოგზაურთა უმრავლესობა ახასიათებს საკუთარ თავს როგორც ინტელექტუალს, თვითორგანიზებულს და ახალი იდეების გენერატორს, რომლებიც ეძებენ ახალ შთაბეჭდილებებს და მზად არიან აღმოჩენებისათვის (Paige P.Viren, Ph.D.,and Alison K. Murray, Ph.D., of East Carolina University). 

მსოფლიო ტურისტულ რუკაზე საქართველო ჯერ კიდევ რჩება ახალ მიმართულებად. ქვეყანაში ჩამოსულ ვიზიტორთა უმეტესობა პირველად სტუმრობს საქართველოში, ხელმეორედ ჩამოსულ მოგზაურთა რაოდენობა ჯერ კიდევ მცირეა. ბოლო სამი წლის განმავლობაში იზრდება სხვადასხვა ქვეყნიდან პირდაპირი რეისების რაოდენობა, ვიზიტორთა სტატისტიკაში მზარდია როგორც ტურიზმის, ასევე ტრანზიტის წილი. იმისათვის, რომ ქვეყანაში ტურიზმი მდგრადი განვითარების გზაზე დადგეს, საჭიროა ვიზიტორთა ზრდის სტაბილური დინამიკა და ხელმეორედ ჩამოსულ მოგზაურთა წილის ზრდა. 

კონკურენციის პირობებში ყველა მცირე, საშუალო თუ დიდი მოთამაშე ცდილობს, ბაზარზე თავისი კონკრეტული ნიში დაიკავოს. საქართველოს დღემდე არა აქვს მკაფიო კურსი, თუ რა პოზიციის დაკავება სურს საერთაშორისო ბაზარზე. აუცილებელია საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივით განისაზღვროს, რა ადგილის დაკავება გვსურს მსოფლიო ტურისტულ რუკაზე.

რა იქნება ჩვენი მთავარი გზავნილი? მაგალითად, რომ ჩვენ ვართ პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომლის საზღვრებიც უკვე დიდი ხანია, გახსნილია; თუ ის, რომ ჩვენ ვართ ტურისტულად მზარდი ქვეყანა მდგრადი რესურსებით; ან იქნებ ის, რომ ჩვენ ვართ აღმოჩენების ქვეყანა, რომელსაც განვითარების დიდი პოტენციალი აქვს…

საერთაშორისო პოზიციონირების პარალელურად უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარება – როგორც საჯარო, ისე კერძო, მათ შორის ღამისთევის, კვების, გართობისა და დამხმარე ტურისტული ობიექტების მშენებლობისა და მოწყობის კუთხით.

ინფორმაციის სწრაფი გაცვლის საშუალებებმა აქტუალურობა შესძინა ტრადიციული ბაზრებისთვის ნაკლებად ცნობილ ახალ მიმართულებებს. პოპულარული ხდება ინდივიდუალურ ტურიზმზე მორგებული დასასვენებელი ადგილები.

ბოლო 20 წლის განმავლობაში მსოფლიოში კლიმატის ცვლილების შედეგად თითქმის ყველა მოთამაშეს უწევს არსებულ მძიმე შედეგებთან ადაპტირება. მყინვარების შემცირება, წყალდიდობების რაოდენობის მატება, თოვლის კლება, ქარიშხლები და გვალვა – ეს მცირედია იმ ჩამონათვალიდან, რაც დიდი ეკონომიკური ბლოკების რეაგირებას მოითხოვს. არსებული რეალობიდან გამომდინარე იცვლება ბიზნესის გათვლები და მოლოდინები, იმატებს ყურადღება და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ახალი პროექტების გეგმარების დროს.

განვითარებად ქვეყნებში თითქმის ყოველთვის მოთხოვნა ქმნის მიწოდებას. ვინაიდან საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ვიზიტორთა დინამიკა მზარდია, მოთხოვნა უკვე გამოკვეთილია. ახლა მიწოდების ნაწილში ჯეროვანი განვითარების დროა. კერძო სექტორი ჯერ კიდევ არასაკმარისად ძლიერია იმისათვის, რომ მასშტაბური პროექტები განახორციელოს, ამიტომ მთავარი ბერკეტი ისევ სახელმწიფოს ხელშია. სახელმწიფომ უნდა განავითაროს საჯარო ინფრასტრუქტურა იმისათვის, რომ შექმნას ერთგვარი პლატფორმა, რომელზეც, თავის მხრივ, ბიზნესი დააშენებს საკუთარ აქტივებს.

გლობალური ტურიზმის განვითარების კლასიკური რეცეპტი კი უცვლელია: გრძელვადიანი გეგმარება და მდგრადი განვითარების ტემპი; ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი გარემო; ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა სამუშაო პირობები და მომხმარებელთა უსაფრთხოება.

რა თქმა უნდა, სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოს გარეშე შეუძლებელია ტურიზმის მდგრადი განვითარება. ნებისმიერი რყევა, პოლიტიკური თუ ეკონომიკური კატაკლიზმი პირდაპირ აყენებს ზიანს ტურიზმის ინდუსტრიას. პატარა ქვეყნები ვერ იქნებიან რეგიონული სტაბილურობის გარანტორები, თუმცა ძლიერი ეკონომიკით და მიზანმიმართული პოლიტიკით შესაძლებელია ტურიზმის დინამიკური განვითარება და ამ ინდუსტრიისგან მაქსიმალური სარგებლის მიღება. 

Previous Post

საქართველო ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის კუთხით, მსოფლიოში 84-ე ადგილზეა

Next Post

შემოსავალი, რომელსაც საქართველო ტურიზმიდან იღებს

მაგდა დოლიძე

Next Post
შემოსავალი, რომელსაც საქართველო ტურიზმიდან იღებს

შემოსავალი, რომელსაც საქართველო ტურიზმიდან იღებს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result