Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home Forbes Property

წარმატების მშენებელი

by Davit Tsiramua
July 31, 2024
in Forbes Property, ბიზნესი, ბიზნესი, ინდუსტრია, ინტერვიუ, კომპანიები, მენეჯერები, საქართველო
0
წარმატების მშენებელი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ამირან დარჩიძე სამშენებლო ინდუსტრიაში ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან გამოჩნდა და დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობაში საკუთარი წვლილის შეტანა დაიწყო. მის მიერ დაფუძნებული DAR Holding Group-ი დღეს ინდუსტრიის არაერთ წარმატებულ ბიზნესს აერთიანებს, მათ შორისაა: MODUS-ი, DAR Building-ი, Grand Mall-ი. ჰოლდინგის მნიშვნელოვან მიღწევებზე, პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე DAR Holding Group-ის დამფუძნებელი თვითონ მოგვიყვება.

როგორ დაიწყო სამშენებლო ინდუსტრიაში თქვენი ბიზნესსაქმიანობა? რატომ აირჩიეთ ეს სფერო?

სამშენებლო ინდუსტრიაში საქმიანობა 90-იანი წლებიდან დავიწყე, რადგან ქვეყანაში, კონკრეტულად კი ბათუმში, ამ სფეროში დიდ პოტენციალს ვხედავდი. იმ დროს ბაზარზე მიწოდება ნაკლები იყო, მოთხოვნა კი ნელ-ნელა იზრდებოდა. თავიდანვე მქონდა სურვილი, რომ ქალაქის განვითარებაში საკუთარი წვლილი შემეტანა.

რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით ბიზნესის დაწყებისას და როგორ გადალახეთ ისინი?

გამოწვევები ბიზნესსაქმიანობის განუყრელი ნაწილია და ამ საქმეს ინტერესს, ერთგვარად, სწორედ ეს მატებს. თუმცა სირთულეების მიღმა ბევრი შესაძლებლობაა, მათი მოგვარება კი გვაძლევს საშუალებას, უფრო მეტი გამოცდილება დავაგროვოთ, ვისწავლოთ, განვვითარდეთ და არ მოვდუნდეთ. რა თქმა უნდა, მეც ბევრი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდი, რომელთა გადალახვაშიც შრომისმოყვარეობა დამეხმარა.

მოდი, Dar Holding Group-ის ცალკეულ კომპანიებზე ვისაუბროთ. Modus-ი ადგილობრივ ბაზარზე ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან გამოჩნდა – როგორ განვითარდა კომპანია ამ პერიოდის განმავლობაში და რა მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია მან?

Modus-ი წარმატებული მოღვაწეობის ოც წელიწადზე მეტს ითვლის. ბათუმში ოპერირება ერთი ფილიალით დავიწყეთ, დღეს კი კომპანია თბილისსა და ბათუმში ექვსი შოურუმით არის წარმოდგენილი. დროთა განმავლობაში კომპანიის მომსახურების არეალი დაიხვეწა და მრავალფეროვანი გახდა. ყოველდღიურად იზრდება Modus-ში წარმოდგენილი პროდუქციის ასორტიმენტი, რაც ამჟამად 50 000-ს შეადგენს.

რით გამოირჩევა პროდუქცია, რომელსაც Modus-ი მომხმარებლებს სთავაზობს? რა სიახლეები გაქვთ დაგეგმილი ამ მიმართულებით?

Modus-ი მომხმარებლებს მაღალი ხარისხის ადგილობრივი წარმოებისა და იმპორტირებულ სამშენებლო და სარემონტო მასალას მაქსიმალურად მისაღებ ფასად სთავაზობს – ჩვენთან ხარისხი ფასზე მაღალია.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც უკვე აღვნიშნე, ყოველდღიურად ვცდილობთ, ჩვენს მომხმარებელს პროდუქციის უფრო ფართო ასორტიმენტი შევთავაზოთ. ამასთანავე, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, რეგიონებში Modus-ის ქსელის გაფართოება გვაქვს დაგეგმილი.

როგორ გეგმავს კომპანია ბაზარზე მოწინავე პოზიციის შენარჩუნებასა და განმტკიცებას?

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი საქმიანობის სფერო საკმაოდ კონკურენტულია. ამის მიუხედავად, უკვე წლებია, ადგილობრივ ბაზარზე პოზიციას სტაბილურად ვინარჩუნებთ. ვფიქრობ, ეს ყოველივე Modusის შიდა პოლიტიკისა და იმ ღირებულებების დამსახურებაა, რომლებზეც კომპანია დგას. ჩვენ არ ვმუშაობთ მხოლოდ მოგებაზე, კომპანიისთვის ამდენადვე მნიშვნელოვანია თანაგუნდელებისა და მომხმარებელთა კმაყოფილება. კომპანიის წარმატებას ასევე განაპირობებს მოქნილი და ხელმისაწვდომი საფასო პოლიტიკა. ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ სამუშაო გარემო, სადაც მუშაობა ერთგვარი პრივილეგიაა. პერსონალი კი, რომელიც კმაყოფილია, ქმნის ისეთ გარემოს, სადაც მომხმარებელს უჩნდება სურვილი, კომპანიის ერთგული იყოს.

Dar Holding Group-ში სამშენებლო-დეველოპერული კომპანია Dar Building-ი შედის. მის მიერ განხორციელებულ რომელ პროექტებს გამოარჩევდით და რატომ?

Dar Building-ის მიერ ამ დრომდე განხორციელებული პროექტებიდან გამოვარჩევდი მრავალფუნქციურ კომპლექსს – Dar Tower-ს, რომელიც ბათუმის ცენტრში, ზღვიდან სულ რაღაც 200 მეტრში მდებარეობს. მასში გაერთიანებულია ორი სასტუმრო, მათ შორის 5-ვარსკვლავიანი Ramada Plaza by Wyndham-ი და აპარტამენტები.

ბათუმში, როგორც ტურისტულად საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ქალაქში, სტუმარმასპინძლობის სფეროს განვითარებისთვის, ვფიქრობ, მსგავსი მაღალი კლასის ბრენდების დაინტერესება ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორ უმკლავდება თავის სფეროში არსებულ კონკურენციას Dar Building-ი და რა გამოარჩევს მას კონკურენტებისგან?

მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაშიც კონკურენცია საკმაოდ მძაფრია, ის, რაც სხვებისგან გამოგვარჩევს, არის საუკეთესო ლოკაცია, ამერიკული ბრენდის, Wyndham-ის სტანდარტების შესაბამისი სერვისი და უსაფრთხოების მაღალი ხარისხი.

რა გეგმები აქვს Dar Building-ს სამომავლოდ?

სამომავლოდ გაფართოებას ვგეგმავთ თბილისში და შესაძლებელია, უფრო შორეულ მომავალში, საქართველოს საზღვრებს გარეთაც გავიდეთ. ბრენდული აპარტამენტების კომპლექსის მშენებლობა თბილისში საკმაოდ დიდი გამოწვევა იქნება, თუმცა მიმაჩნია, რომ ძალიან საინტერესო პროექტი გამოვა.

ჰოლდინგის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბიზნესია Grand Mall-ი. რას მოიცავს იგი?

Grand Mall-ი დასავლეთ საქართველოში ყველაზე გრანდიოზული და მრავალფეროვანი სავაჭრო ცენტრია, რომელიც ბათუმში მომხმარებელს საერთაშორისო ბრენდების მრავალფეროვან არჩევანს პირველად სთავაზობს. მათ შორის, ზოგიერთი ბრენდი, საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ აქ არის წარმოდგენილი. სივრცე შოპინგის, გართობისა და კვების ობიექტებს აერთიანებს.

რით არის ეს პროექტი გამორჩეული?

Grand Mall-ის პროექტი არა მარტო Dar Holding-ისთვის, არამედ მთელი ბათუმისთვის უმნიშვნელოვანესია. პირველ რიგში, შეიქმნა 1200-მდე ახალი სამუშაო ადგილი. ამასთანავე, მოსახლეობის მოთხოვნა ისეთ ცნობილ ბრენდებზე, როგორიცაა Zara, Massimo Dutti, Armani Exchange-ი, Tommy Hilfiger-ი და ბევრი სხვა, დიდი ხანია, არსებობდა, Grand Mall-მა კი მოახერხა ამ ბრენდების დაინტერესება, ფილიალები ბათუმშიც გაეხსნათ.

ამ პროექტს ტურიზმის განვითარებაშიც საკმაოდ დიდი წვლილი შეაქვს. Grand Mall-ი ძალიან მოკლე დროში უცხოელი ტურისტების ერთ-ერთ საყვარელ ადგილადაც იქცა. მოლში გაიხსნა ბევრი გართობისა და კვების ობიექტი, მათ შორის კინოთეატრი Cavea, რასაც ბევრი ბათუმელი დიდხანს ელოდა.

Dar Holding Group-ში შემავალი კომპანიების საქმიანობა მშენებლობასთანაა დაკავშირებული – რა უპირატესობა აქვს ერთი ინდუსტრიის, თუმცა განსხვავებული ბიზნესების მართვას?

ინდუსტრიაში რამდენიმე ბიზნესის მართვა გვაძლევს ბევრ სტრატეგიულ უპირატესობას, მათ შორისაა საშუალება, რესურსები და გამოცდილება კომპანიებს შორის გავაზიაროთ, ხელი შევუწყოთ ინოვაციების დანერგვას და გავაუმჯობესოთ ეფექტიანობის ხარისხი. ასევე, გვეძლევა საშუალება, ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ სერვისის სრული და ყოვლისმომცველი პაკეტი და მათ მაქსიმალურად კომფორტული გამოცდილება შევუქმნათ.

ბოლოს, რა რჩევას მისცემდით დამწყებ ანტრეპრენიორებს, რომლებიც ამ ინდუსტრიაში შესვლას გეგმავენ?

ჩემი რჩევა მომავალი ანტრეპრენიორებისთვის იქნება ის, რომ დააფუძნონ თავიანთი ბიზნესი ორ ისეთ ფუნდამენტურ პიროვნულ თვისებებზე, როგორიცაა – კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა. აუცილებელია, დროს და ინდუსტრიის ცვლილებებს ფეხი აუწყონ, ორიენტირებულნი იყვნენ ხარისხსა და მომხმარებელთა კმაყოფილებაზე, რადგან სწორედ ეს ფაქტორები ქმნის კომპანიის რეპუტაციას, რაც ხშირ შემთხვევაში სამშენებლო ინდუსტრიაში წარმატების მისაღწევად გადამწყვეტია.

Previous Post

ერთად ვუგულშემატკივროთ ლაშა ბექაურს 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე – საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

Next Post

საქართველოს სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორების ტენდენციები

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
საქართველოს სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორების ტენდენციები

საქართველოს სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორების ტენდენციები

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result