Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home News

ტაილანდური მედია: საქართველოში “კვერცხუჯრედების ფერმაში” 100-მდე ტაილანდელი ქალია დატყვევებული

by Anina Tepnadze
February 5, 2025
in News, საქართველო, სიახლეები
0
ტაილანდური მედია: საქართველოში “კვერცხუჯრედების ფერმაში” 100-მდე ტაილანდელი ქალია დატყვევებული

The Nation

0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ტაილანდური მედია საქართველოში მოქმედ ტრეფიკინგის მასშტაბურ სქემაზე წერს. გამოცემა The Nation-ის ცნობით, ცოტა ხნის წინ სამი ტაილანდელი ქალი ჩინური კრიმინალური სინდიკატის მიერ ორგანიზებული “კვერცხუჯრედების ფერმიდან” დაიხსნეს. მსხვერპლები, რომლებიც ლეგალური სუროგაციის დაპირებით ჩამოიტყუეს საქართველოში, ყოველთვიურად იძულებით იყვნენ ჩართულები “კვერცხუჯრედების” მოპოვების პროცედურებში. უმრავლესობისათვის ფული არასდროს გადაუხდიათ. შემზარავი სქემა ტაილანდურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ Pavena Foundation for Children and Women გამოავლინა.

როგორ აღმოჩნდნენ ტაილანდელი ქალები საქართველოში

გამოცემის თანახმად, ქალები საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანეს დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებმა, რომლებიც თავს ე.წ. სუროგაციის ბროკერებად ასაღებდნენ. კრიმინალები ქალებს 400,000-დან 600,000-მდე ტაილანდურ ბატს დაჰპირდნენ (12-17 000 ამერიკული დოლარი), სანაცვლოდ კი ისინი უცხოელი წყვილების სუროგატები უნდა ყოფილიყვნენ. საქართველოში ჩამოსვლისთანავე ქალები იზოლირებულ საცხოვრებელ კომპლექსში აღმოჩნდნენ, სადაც მათ აიძულებდნენ, ყოველთვიურად გაევლოთ კვერცხუჯრედების მოპოვების პროცედურები. სუროგაციის შესახებ არანაირი შეთანხმება არ შემდგარა. მათი კვერცხუჯრედები, სავარაუდოდ, სხვა ქვეყნებში ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) პროცედურებისთვის გადააგზავნეს.  ქალები ყოველთვიურად გადიოდნენ ჰორმონალურ პროცედურებს კვერცხუჯრედების სტიმულირებისათვის და იძულებულნი იყვნენ, ინვაზიური სამედიცინო პროცედურები გაევლოთ, რამაც მათ ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნა. მათ, ვინც ამ წესებს არ დაემორჩილებოდა, ციხით ემუქრებოდნენ, თავის დასახსნელად კი სოლიდური თანხის გადახდას სთხოვდნენ. ტაილანდის ხელისუფლებას ინფორმაცია ერთ-ერთმა მსხვერპლმა, პირობითი სახელით ნა, მიაწოდა. მისმა ოჯახმა თავისუფლების სანაცვლოდ გამოსასყიდი, დაახლოებით 2100 დოლარი, გადაიხადა. 

ნას თქმით, ის საქართველოში 10 სხვა ქალთან და ჯგუფის ლიდერ ქალთან ერთად სომხეთის გავლით, მატარებლით შემოვიდა. ჩამოსვლის შემდეგ ღამე სასტუმროში გაატარეს, სადაც ლიდერმა მათ პასპორტები ჩამოართვა. მეორე დილას ქალები ოთხი სახლისგან შემდგარ დასახლებაში გადაიყვანეს.

ნა პირველ სახლში მოათავსეს, სადაც უკვე იმყოფებოდა 60-მდე ტაილანდელი ქალი. მათ უმეტესობას ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა.

მომდევნო დღეს ის მეორე სახლში გადაიყვანეს, სადაც 10 სხვა ქალი იყო. ნა იხსენებს, რომ ჯამში ოთხივე სახლში 100-მდე ქალი ცხოვრობდა. ტერიტორიაზე ხშირად მოძრაობდნენ ჩინელი მამაკაცები.

2025 წლის 30 იანვარს წარმატებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, რომელსაც ტაილანდის სამეფო პოლიციის საგარეო საქმეთა განყოფილების უფროსი, პოლიციის გენერალ-მაიორი სურაფან თაიპრასერტი ინტერპოლთან კოორდინაციით ახორციელებდა, ტაილანდში დაბრუნება სამმა ქალმა შეძლო. გადარჩენილების თქმით, 100-მდე ტაილანდელი ქალი კვლავ რჩება არალეგალური ქსელის ტყვეობაში.

Pavena Foundation შეშფოთებას გამოთქვამს დანარჩენი ქალების მდგომარეობასთან დაკავშირებით და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააძლიეროს ძალისხმევა დანაშაულებრივი ქსელის დასაშლელად და ტრეფიკინგის მსხვერპლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

“ამ ქალებმა წარმოუდგენელი ტრავმა გადაიტანეს,” – აცხადებს პავენა ჰონგსაკული, ფონდის პრეზიდენტი, — “მოვუწოდებთ ტაილანდისა და საქართველოს მთავრობებს, დაუყოვნებლივ გადაარჩინონ დარჩენილი მსხვერპლები და დასაჯონ დამნაშავეები”.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ საკითხზე განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

Tags: კვერცხუჯრედების ფერმატაილანდიტრეფიკინგი
Previous Post

რა კითხვებს აჩენს დაანონსებული “მედიის კანონი”

Next Post

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

Anina Tepnadze

Next Post
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result