Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ყველა სიახლე ბიზნესი

ტრამპისა და მასკის დაპირისპირების დეტალები

by Salo Papalashvili
June 6, 2025
in ბიზნესი, მილიარდერები, მსოფლიო, პოლიტიკა, ყველა სიახლე
0
ტრამპისა და მასკის დაპირისპირების დეტალები
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

გასული თვის დასასრულს, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა, ტრამპის ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. მილიარდერი, თითქმის ხუთი თვის განმავლობაში, სპეციალურად შექმნილ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს (DOGE) ხელმძღვანელობდა. პოსტის დატოვებაზე გაკეთებულ კომენტარში, მასკმა აშშ-ის პრეზიდენტს ფლანგვითი ხარჯების შემცირების შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალი წლების განმავლობაში DOGE-ის მისიის გაძლიერებაც იწინასწარმეტყველა.

საჯარო მადლობით დაემშვიდობა მასკს ტრამპიც, ამერიკელი ბიზნესმენი მისი გაწეული საქმიანობისთვისაც შეაქო და მასკის ტალანტზეც ღიად ისაუბრა. თუმცა, ამ განცხადებების მიუხედავადაც, ყოფილ თანაგუნდელებს შორის დაპირისპირებამ თავი ჯერ კიდევ მასკის მიერ ადმინისტრაციის დატოვების დაანონსებამდე მცირე ხნით ადრე იჩინა.

დაპირისპირება კი, პალატის მიერ მიღებული საგადასახადო კანონპროექტით დაიწყო, რომელიც კონგრესში ტრამპის მთავარი პრიორიტეტია. მასკმა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით კანონპროექტი მკაცრად გააკრიტიკა და მას „გულისამრევი საშინელება“ უწოდა. იმავე საკითხთან დაკავშირებით, მოგვიანებით DOGE-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა ისიც კი განაცხადა, რომ მიღებული გადაწყვეტილება ბიუჯეტის დეფიციტს სულ მცირე $2.5 ტრილიონით გაზრდიდა.

მასკი ამასაც არ დასჯერდა და სოციალურ ქსელში ტრამპის ძველი პოსტები გადააზიარა, რომლებშიც აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი აცხადებდა, რომ „კონგრესის არცერთ წევრს არ უნდა ჰქონდეს ხელახალი არჩევის უფლება“, თუ ქვეყნის ბიუჯეტი დაბალანსებული არ იქნება. „დეფიციტი მიუღებელია“, – წერდა ტრამპი განცხადებაში, რომელიც მასკმა წარწერით – „შეუძლებელია უფრო მეტად დავეთანხმო“ – გადააზიარა.

ილონ მასკის მიერ სოციალურ ქსელში დაწყებულ დაპირისპირებას, ტრამპმა ოვალურ კაბინეტში, გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის ვიზიტის დროს უპასუხა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის მასკით „ძალიან იმედგაცრუებული“ იყო და მათ შორის არსებული „შესანიშნავი ურთიერთობის“ სამომავლო პერსპექტივაც ეჭვქვეშ დააყენა.

ოვალურ კაბინეტში გაკეთებული განცხადების შემდეგ, მასკმა ტრამპს „უმადური“ უწოდა და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებში მის გავლენაზეც ისაუბრა. „ჩემს გარეშე ტრამპი არჩევნებს წააგებდა, დემოკრატები წარმომადგენელთა პალატას გააკონტროლებდნენ, რესპუბლიკელები კი სენატში 51-49 იქნებოდნენ“, – დაწერა მასკმა X-ზე. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი კამპანიაში ტრამპის მთავარი დონორი იყო. რესპუბლიკელთა კანდიდატისა და ამჟამინდელი პრეზიდენტის მხარდასაჭერად მასკმა $250 მილიონზე მეტი დახარჯა.

საკამათო კანონპროექტის გარდა, მასკსა და ტრამპს შორის დაპირისპირება აშშ-ის პრეზიდენტის ტარიფებზეც გავრცელდა. მასკი, რომელიც ტრამპის სატარიფო პოლიტიკას არ ეთანხმებოდა, ბოლო პერიოდში კრიტიკისგან მაინც თავს იკავებდა. თუმცა, 5 ივნისს, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა განაცხადა, რომ ტრამპის ტარიფები წლის მეორე ნახევარში რეცესიას გამოიწვევდა. მოგვიანებით კი, მასკმა ტრამპი ტყუილშიც დაადანაშაულა და თქვა, რომ მან ელექტრომობილების სუბსიდიების შეწყვეტის შესახებ არაფერი იცოდა და კანონპროექტი, მის გარეშე „ღამის სიბნელეში, დაუყოვნებლივი წესით“ მიიღეს.

მასკის ბრალდებებს, ტრამპი Truth Social-ზე გამოეხმაურა და ახლა უკვე, ადმინისტრაციიდან მილიარდერის წასვლის შესახებ ისაუბრა: „ილონი გადაიღალა. მე ვთხოვე წასვლა, მე მას ელექტრომობილების მანდატი წავართვი, რომელიც ყველას აიძულებდა იმ ელექტრომობილების შეძენას, რომლებიც არავის სურდა (მან თვეების განმავლობაში იცოდა, რომ ამას გავაკეთებდი) და ის უბრალოდ შეიშალა!“.

ამის საპასუხოდ, მასკმა ამჯერად საუბარი უკვე „ეპსტინის ფაილებზე“ დაიწყო და განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი არასრულწლოვანთა სექსუალურ ტრეფიკინგში ბრალდებული ჯეფრი ეპსტინის საქმეში ფიგურირებს: „ძალიან დიდი ბომბის ჩამოგდების დროა. დონალდ ტრამპი ეპსტინის ფაილებშია. ეს არის რეალური მიზეზი, თუ რატომ არ გასაჯაროვდა ისინი. კარგ დღეს გისურვებ დონალდ ჯონ ტრამპ! შეინახე ეს პოსტი მომავლისთვის. სიმართლე გამჟღავნდება“.

აღნიშნული განცხადებიდან რამდენიმე საათში კი, მასკმა პლატფორმა X-ის ერთ-ერთ მომხმარებლის პოსტი გადააზიარა, რომელიც ტრამპის იმპიჩმენტს ითხოვდა და მას დაეთანხმა: „პრეზიდენტი თუ ილონი? რომელი გაიმარჯვებს? მე ფსონს ილონზე ჩამოვდივარ. ტრამპის იმპიჩმენტი უნდა მოხდეს და ის ჯეი დი ვენსმა უნდა შეცვალოს“.

ტრამპისა და მასკს შორის დაძაბული ურთიერთობების შესახებ წერს გამოცემა Axios-იც. გამოცემა მასკის კანონპროექტზე თავდასხმის საფუძვლად ოთხ ძირითად მიზეზს ასახელებს. ერთ-ერთი მიზეზი Axios-ის ინფორმაციით, სწორედ ელექტრომობილების სუბსიდიებზე კანონპროექტი გახდა. გამოცემა ასევე წერს, რომ დაძაბული ურთიერთობა მასკის სურვილმაც გამოიწვია – „მთავრობის სპეციალური თანამშრომლის“ სამუშაო ვადის გახანგრძლივების თაობაზე, რომელიც თავდაპირველად 130 დღით განისაზღვრა. მიზეზებს შორის, Axios-ი ტრამპის ადმინისტრაციის მიერ უარს ასახელებს, რომელიც მასკს ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის მიერ, საჰაერო გადაადგილების კონტროლისთვის, Starlink-ის სატელიტური სისტემის შეთავაზებაზე უთხრეს. ბოლო მიზეზი კი, გამოცემის ვარაუდით, შესაძლოა NASA-ს ადმინისტრატორის პოზიციიდან მასკის მიერ რეკომენდებული ჯარედ აიზაკმენის კანდიდატურის გაწვევა გახდა.

თუმცა ერთი რამ ფაქტია, აშშ-ის პრეზიდენტთან ურთიერთობის დაძაბვას, მასკისთვის სარგებელი არ მოუტანია. ხუთშაბათს, სავაჭრო სესიის დასრულებისას,  დასრულებისას Tesla-ს აქციების ღირებულება 14.2%-ით დაეცა და $284.7-ს მიაღწია, ტრამპის კომენტარის შემდეგ კი დანაკარგები გაიზარდა. FactSet-ის მონაცემებით, ეს Tesla-სთვის, 2010 წლის დალისტვის შემდეგ, მე-11 ყველაზე ცუდი ერთდღიანი შედეგია. Tesla-ს აქციების ღირებულების ვარდნას მასკის ქონების შემცირებაც მოჰყვა. ამერიკული Forbes-ის შეფასებით, ტრამპთან დაპირისპირების დაწყების შემდეგ, მასკის ქონება დაახლოებით $27 მილიარდით შემცირდა და ამ დროისთვის, $387.9 მილიარდს შეადგენს.

მასკსა და ტრამპს შორის დაწყებულ დაპირისპირება, მალევე განხილვის თემად იქცა. ჰეჯ-ფონდების მილიარდერმა ბილ აკმენმა – რომელიც როგორც ტრამპის მხარდამჭერი, ასევე მასკის მოკავშირეა – მხარეებს დაზავებისკენ მოუწოდა: „ჩვენი დიდი ქვეყნის საკეთილდღეოდ, მშვიდობა უნდა დამყარდეს. ჩვენ ერთად გაცილებით ძლიერები ვართ, ვიდრე ცალ-ცალკე“. მასკი, აკმენის განცხადებას დადებითაც შეხვდა და დაეთანხმა. გარდა ამისა, Politico-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თეთრი სახლის წარმომადგენლები პრეზიდენტ ტრამპს არწმუნებენ, მასკისადმი საჯარო კრიტიკა შეამსუბუქოს. გამოცემები მასკსა და ტრამპს შორის პარასკევს დანიშნულ სატელეფონო საუბარზეც წერენ.

დაბოლოს, მანამ სანამ ტრამპსა და მასკს შორის შეთანხმება მიიღწევა, საინტერესოა საერთაშორისო გამოხმაურება, რომელიც ყოფილ თანამოაზრეებს შორის არსებულ დაპირისპირებას რუსეთიდან მოჰყვა. როგორც რუსული გამოცემები წერენ, კომენტარი სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დმიტრი ნოვიკოვიმ გააკეთა და მასკს, ტრამპთან ურთიერთობის დაძაბვის გამო, პოლიტიკური თავშესაფარი შესთავაზა.

Previous Post

ვერცხლის ფასმა 13-წლიან მაქსიმუმს მიაღწია

Next Post

Global Private Banker-მა საქართველოს ბანკის პრემიუმ მომხმარებლებისთვის შექმნილი გამოცდილება მსოფლიოში გამორჩეულად აღიარა

Salo Papalashvili

Next Post
Global Private Banker-მა საქართველოს ბანკის პრემიუმ მომხმარებლებისთვის შექმნილი გამოცდილება მსოფლიოში გამორჩეულად აღიარა

Global Private Banker-მა საქართველოს ბანკის პრემიუმ მომხმარებლებისთვის შექმნილი გამოცდილება მსოფლიოში გამორჩეულად აღიარა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result