• About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact
Forbes Georgia
Advertisement
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
  • News
    • All
    • Business
    • Politics
    • Science
    • World

    Hillary Clinton in white pantsuit for Trump inauguration

    Amazon has 143 billion reasons to keep adding more perks to Prime

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    Trending Tags

    • Trump Inauguration
    • United Stated
    • White House
    • Market Stories
    • Election Results
  • Tech
    • All
    • Apps
    • Gadget
    • Mobile
    • Startup

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Trending Tags

    • Nintendo Switch
    • CES 2017
    • Playstation 4 Pro
    • Mark Zuckerberg
  • Entertainment
    • All
    • Gaming
    • Movie
    • Music
    • Sports

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Harnessing the power of VR with Power Rangers and Snapdragon 835

    So you want to be a startup investor? Here are things you should know

  • Lifestyle
    • All
    • Fashion
    • Food
    • Health
    • Travel

    How couples can solve lighting disagreements for good

    Ducati launch: Lorenzo and Dovizioso’s Desmosedici

    Trending Tags

    • Golden Globes
    • Game of Thrones
    • MotoGP 2017
    • eSports
    • Fashion Week
  • Review

    Intel Core i7-7700K ‘Kaby Lake’ review

No Result
View All Result

Home თბილისის ბიზნეს ისტორიები

ტფილისისა და ცეცხლის სიმღერა

by Davit Tsiramua
December 27, 2022
in თბილისის ბიზნეს ისტორიები
0
ტფილისისა და ცეცხლის სიმღერა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ტფილისში კარგად იცოდნენ, თუკი სადმე ცეცხლი თავის „ელვარე თვალებს გამოაჭყეტდა“ და ამა თუ იმ შენობას მაგრად „ჩაავლებდა კლანჭს“, „იმის გადარჩენა მერე ძნელად მოხდებოდა“, რადგან ქალაქის ცეცხლის მქრობელი რაზმი, როგორც სპილოს – ბუზი, ისე ვერას აკლებდა ცეცხლს.

თფილისისთვის ხანძრები უცხო არ იყო.

მით უფრო, გაუფრთხილებლობით, შემთხვევით, ასევე თვითღირებულებაზე გაცილებით ძვირად დაზღვეული ქონებით მოგების მისაღებად ცეცხლის წაკიდების და შურისძიებითა თუ სხვა მოტივებით ხანძრის გაჩენის სტატისტიკას თუ გავითვალისწინებით, თბილისელ მეხანძრეებს მძიმე საქმე დასწოლოდათ კისერზე. არადა, სწორედ სახანძრო სამსახურს უნდა შეესრულებინა ქალაქის ეკონომიკურ ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი, როგორც გარანტორს, რომ ცეცხლის გაჩენის შემთხვევაში მოქალაქეთა თუ მეწარმეთა და ვაჭართა ქონებას მინიმალური ზიანი მიადგებოდა.

თუმცა, სამწუხაროდ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, „ცეცხლის მქრობელი კამანდის“ სასახელოდ ნათქვამ სიტყვას ქალაქში ძვირად გაიგონებდით, რადგან ხანძარი პრაქტიკულად დაღუპვას ნიშნავდა − მთელი რიგი მიზეზების გამო, თბილისში ამ სტიქიასთან გამკლავება წარმოუდგენლად უჭირდათ, ეს კი ადამიანთა მსხვერპლს და დიდ ფინანსურ ზიანს იწვევდა.

ადგილობრივი მეხანძრეები, პიროვნულად, შესაძლოა, დიახაც რომ გაბედულები იყვნენ და შიგადაშიგ ყოჩაღობდნენ კიდეც, მაგრამ მათი თავდადებისა თუ გმირობის თითო-ოროლა მაგალითი საერთო სურათს ვერ ცვლიდა. არაერთხელ მომხდარა, რომ ხანძრის ადგილზე მისულ ცეცხლის მქრობელ რაზმს შენობები უკვე დაფერფლილი დახვედრია…

ძველი ქართული პრესა თბილისის „ცეცხლის მქრობელი კამანდის“ შესახებ ხშირად წერდა. გაზეთები ერთხმად საუბრობდნენ ამ სფეროში არსებულ განუკითხაობასა და გამოწვევებზე, განსაკუთრებით კი იმას უსვამდნენ ხაზს, რომ მეხანძრეთა აღჭურვილობა, „პოვოსკები და ცეცხლის საქრობი მაშინები, ხშირად საჭყაპუნებელსავით რომ ასხამდა წყალს გაზვიადებულს ცეცხლსა“, კრიტიკას ვერ უძლებდა:

„შორიდამ რომ შეხედო, მართლა მოგაგონებს რომელიმე დიდი ქალაქის და კარგათ გაწყობილს კამანდას, ისე ხმაურობით და გაჩაღებული მოაქანებს ცხენებს, მაგრამ ადგილზე რომ მივა, მაშინ კი თფილისის ცეცხლის მაქრობელ კამანდას ხედავ: უწყლო საჭყეპლებით და ხელით სახმარ უიარაღოთ − იმათი ხელთ-სახმარი იარაღი მარტო ნაჯახში მდგომარეობს, რომლითაც სათითაოთ კამანდის წევრი შეიარაღებულია.

უწყლო საჭყეპელაში რამდენიც გინდა უქაჩავე, ან ასწი-დასწიო, წყალს ვერ გააჩენ. რას იზამ მარტო ერთი მოკლე ტარიანი ნაჯახით, თუ შიგ ცეცხლში არ შედი? შორიდამ რომ უმიზნო და იქნიო რას გახდები? ორი ჩანგალი რათ კმარა, როდესაც 25 სახლს ერთათ ეკიდება ცეცხლი? კიბეები არ აქვს თფილისის ცეცხლის მაქრობელ კამანდას, თუ აქვს, მაგრამ ვერ იყენებს საქმეში?“

მეხანძრეთა გაჭირვებას თბილისისა და თბილისელთათვის მუდმივ თავის ტკივილად ქცეული უწყლობაც ემატებოდა, რაც ხანძრის დროულად ჩაქრობას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიდა. ამ საქმეს ვერც წლით სავსე ჭურჭელაკიდებული თულუხჩები შველოდნენ, ცეცხლის ჩაქრობის სანაცვლოდ, გადასახადებისგან გათავისუფლების იმედით, მსწრაფლ რომ მიაშურებდნენ ხანძრის ადგილებს.

სწორედ უწყლობის გამო იყო, რომ არცთუ იშვიათად, ცეცხლის მქრობელი რაზმი, მათ ხელთ არსებული ჭურჭლის გამოცარიელების შემდეგ, სრულიად უსაქმოდ იდგა და ელოდებოდა, მტკვრიდან როდის მიაშველებდნენ წყალს…

მეტიც, თფილისელ მეხანძრეთა საქმიანობას ზოგჯერ მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა თუ სხვა მიზეზებიც აფერხებდა, თანაც იმდენად, რომ შემთხვევის ადგილზე მისულები აღმოაჩნდნენ, ხანძარი ან მოქალაქეებს ჩაექროთ საკუთარი ხელით, ან გადასარჩენი უკვე აღარაფერი იყო…

ცეცხლის მქრობელი რაზმი / პოლ ნადარის ფოტო / 1890 წ.

მაგალითად, 1900 წელს ქალაქში მომხდარ ერთ საშინელ ხანძარს, რომელმაც ოცდაათამდე ოჯახი უსახლკაროდ დატოვა, ერთი ტრაგიკომიკური გარემოებაც ახლდა თან:

„დროით გაეგო ცეცხლის მქრობელს რაზმს, მაგრამ რა − ანდრეევის ქუჩაზედ ჩაფლულიყვნენ ცხენები და ეტლები და ვერაფრით ვერ ამოეყვანათ და წყლის მიტანა ხომ ამ უშველებელ ტალახის გამო სრულად შეჩერდა“.

ამას გარდა, სამართალდამცავთა სიმცირისა არ იყოს, პრობლემა იყო მეხანძრეთა რაოდენობაც. პრესას თუ დავუჯერებთ, 1870-იანი წლების მიწერულს ქალაქს, რომელიც დაახლოებით 26 ათას სახლს ითვლიდა, მხოლოდ ერთი სახანძრო რაზმი ემსახურებოდა. ყველაფერთან ერთად კი, წლების განმავლობაში, არც მათი სადგომი იყო ქალაქის „შუა ადგილას“. როგორც ჩანს, ამ პრობლემას გამგეობაც აცნობიერებდა და „პაჟარის კამანდის“ განსათავსებლად ქალაქის ცენტრში ეძებდა შესაბამის შენობას:

„ეს სახლი უნდა იყოს სადმე შუაგულ ქალაქში; იმას უნდა ჰქონდეს საჯინიბო 36 ცხენის დასაყენებელად, დიდი ეზო და მოთავსებული დიდი ალაყაფის კარები. თფილისის ქალაქის გამგეობა სთხოვს იმ სახლის-პატრონთ, რომელთაც ჰსურთ ამ საჭიროებისათვის სახლის გაქირავება, მოვიდნენ გამგეობაში და წარმოადგინონ თავიანთი დაწვრილებითი პირობები“.

აშკარაა, რომ ეს ზღვაში წვეთი იყო… არადა, ხანძრებით გამოწვეული ზარალი ქალაქისთვის გაცილებით უფრო დიდი იყო, ვიდრე „ცეცხლის მქრობელი რაზმის“ სათანადოდ აღჭურვასა და არასახარბიელო ვითარების გამოსასწორებლად, მთელი რიგი პრობლემების მოგვარებას დასჭირდებოდა, თუმცა…

„განა ადამიანების დაწვა სამუდამოდ ცოდვად არ ედება ჩვენის ქალაქის მამებსა და ბატონებს?!“, − ამუნათებდა პრესა პასუხისმგებელ პირებს, რადგან მეხანძრეები აბა, რას გახდებოდნენ, „ცეცხლის საქრობი მაშინები“ თუ არ ჰქონდათ?!

ზოგჯერ ქალაქში ხმა გავარდებოდა, „ისეთი საქრობი მაშინები და აპარატები მოუტანინებიათ, ახლა ცეცხლი ვერას დაგვაკლებსო“. ასევე, ხანდახან მმართველობაც გადაწყვეტდა მეხანძრეებისთვის დახმარება აღმოეჩინა და, მაგალითად, მათთვის ცხენების საყიდლად ფულს გადადებდა, მაგრამ „მაშინები და აპარატები“, გამოცდის დროს საიმედონი რომ აღმოჩნდნენ, პრაქტიკაში, ცეცხლთან ბრძოლისას, რატომღაც საგრძნობ განსხვავებას ვერ ქმნიდნენ.

ამ თვალსაზრისით, თფილისელთათვის გარკვეულწილად იმედის მომცემი იყო საკადრო ცვლილებები, როდესაც, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ცეცხლის მქრობელ რაზმზე პასუხისმგებელი პირები იცვლებოდნენ.

მაგალითად, 1876 წელს, ქალაქში ახალი პოლიცმეისტერის − უფალ მერკლინდის ჩამოსვლა გარკვეულ მოლოდინს აჩენდა, რომ ასეთი გამოცდილების კაცი, „ადრე პეტერბურღში რომ ყოფილა პრისტავად“, „ამ ჩვენ ცეცხლის მქრობელ კამანდასა და განსაკუთრებით მაშინებს ვერაფრად მოიწონებდა“. ასეც მოხდა… „ახალი უფროსი პოლიციმეისტერის მოსვლა ჩვენს ქალაქში შეეტყო ცეცხლის კამანდის პოვოსკებსა და მაშინებს: ისინი ახლად შეღებეს მწვანედ“.

სწორედ ამგვარი, ფასადური დამოკიდებულებაც იყო იმის მიზეზი, რომელიმე დიდი ხანძრის შემდეგ ქალაქში დაცინვით რომ იტყოდნენ, „კარგი ბედი კიდევ, რომ არ გავრცელდა ცეცხლი, თორე შენს მტერს, ვერაფერი ვეღარ გააჩერებდა იმას; მე შენ გეტყვი, ჩვენი ჩინებული პაჟარის კამანდა დააქრობდაო“.

ან კიდევ, რა უნდა ყოფილიყო იმაზე უფრო საქილიკო, წინა დღეს გადამწვარი შენობების სიახლოვეს პოლიციის მოხელე მეხანძრეთა მოლოდინში რომ დაეყუდებოდა – „ცეცხლი რომ არ გაძლიერებულიყო, რადგან ცოტა ქარიც ქროდა“.

არაერთი პრობლემისა და მოსახლეობის სკეპტიკური დამოკიდებულების მიუხედავად, ქალაქის ცეცხლის მქრობელი რაზმი ზოგჯერ დიდ სიმარჯვეს გამოიჩენდა და ან ხანძრის კერის ლიკვიდაციას შეძლებდა, ან „ცეცხლს აღარ გაუშვებდა“. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ „კამანდა არც ღონეს, არც გამბედაობას და არც სიცქვიტეს“ არ იშურებდა, წყლისა და ტექნიკის გარეშე ფონს როგორ უნდა გასულიყვნენ?!

ცალკე ამბავია ისიც, რომ დიდი ხანძრების დროს, წესრიგზე პასუხისმგებელი პირები ცდილობდნენ, საქმეში არ ჩაერთოთ „ქალაქის მარჯვე ბიჭები“, რომლებიც, როგორც წესი, იქვე ტრიალებდნენ და შესაბამისი ინსტრუქტაჟის შემთხვევაში, მეხანძრეთათვის საგრძნობი დახმარების გაწევა შეეძლოთ. ამ საქმეს მათ არავინ აკარებდა, მით უფრო, თუკი საწყობები ან მაღაზიები იწვოდა და ეს ამ ახალგაზრდათა საუკეთესო ინტერესების დაცვით სულ არ იყო ნარაკნახევი − „საქონელს დაიცატებენო“, ამბობდნენ…

ამგვარი დატაცებები, დიახაც, ბევრჯერ მომხდარა. მაგალითად, 1874 წელს, თამამშოვის ქარვასლა რომ დაიწვა, „ორმოცამდი კაცი და დედა-კაცი დაუჭირავსთ, რომელსაც საქონელი მოეტაცნათ და მიჰქონდათო. ამბობენ, შვინდისში ერთი საქონლით სავსე ფურგუნი დაიჭირესო და ქალაქში ჩამოიყვანესო“.

თუმცა „შეიძლება დაიკარგოს რამე, მაგრამ რა სჯობს: ის, რომ ცეცხლს ცოტა გადარჩეს და ისიც დაიკარგოს, თუ ბევრი გადარჩეს და ცოტა დაიკარგოს?“, − ამ გარემოებასთან დაკავშირებით რიტორიკულ კითხვას სვამდა გაზეთი „დროება“.

ცეცხლის მქრობელი რაზმი / ხელოვნების სასახლის კოლექცია

ასე იყო თუ ისე, ქალაქის მოთავე პირები ვალდებულნი იყვნენ, რომ „ცეცხლის მქრობელი რაზმისთვის“ სათანადო ყურადღება მიექციათ და მინიმუმ „ცეცხლის საქრობი მაშინებით უზრუნველეყოთ“, რადგან სხვა შემთხვევაში, ტფილისელი მეხანძრეები ცეცხლს არათუ რიგიან წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ, ხშირად სულაც უფუნქციოდ იდგნენ და უყურებდნენ, თუ როგორ იფერფლებოდა შენობები ერთმანეთის მიყოლებით.

როგორც ჩანს, დროთა განმავლობაში, შესაბამის სამსახურებს გარკვეული ნაბიჯები გადაუდგამთ, რომ წლების განმავლობაში არსებული პრობლემები ნაწილობრივ მოეგვარებინათ და „ცეცხლის მქრობელი კამანდა“ – „ცეცხლის მქრობელ კამანდას“ დამსგავსებოდა.

ყოველ შემთხვევაში, ამას მოწმობს XIX საუკუნის მიწურულს ტფილისში სტუმრად მყოფი გენერალ მაჯდ–ოს-სალტანეს მოგონება აქაურ მეხანძრეთა შესახებ:

„სასტუმრო „ვერსალი“, მოჯთაჰედის ქუჩის დასაწყისშია, ზუსტად ვორონცოვის ძეგლის პირდაპირ ძველი ხიდი რომაა იქ. ამ სასტუმროში რამდენიმე დღე დავრჩი.

სრულიად მოულოდნელად სამზარეულოდან ცეცხლი გაუჩნდა შენობას. ჩაინგრა მეორე სართულის ჭერი. ერთხანს საშინელი ცეცხლი მძვინვარებდა. სასტუმროს ბინადარნი ნომრებიდან გამოვარდნენ და მიიფანტ-მოიფანტნენ. ხალხი შეგროვდა შენობის წინ. ატყდა ერთი ჰაი-ჰუი და ალიაქოთი.

ამასობაში დარეკეს ტელეფონით და ამის შესახებ აცნობეს ქალაქის პოლიციის სამმართველოს უფროსს. 5 წუთში გაჩნდა ცეცხლის ჩამქრობი რაზმი. ათი წუთის განმავლობაში მეხანძრეებმა ჩააქრეს ცეცხლი. მეხანძრეთა რაზმი დაახლოებით ასი კაცისაგან შედგებოდა. ორი ცხენოსანი უძღვოდა წინ ამ რაზმს, უკან ორი მეხანძრე აყვირებდა საყვირს; ყველა ეტლი, ფაეტონი და ტრამვაი გაჩერდა. ამათი გავლის შემდეგ ისევ ამოძრავდა ტრანსპორტი.

ცეცხლსაქრობი საშუალებები იყო: ბალისტა, მილები, წყლის ბალისტა და კიბე. კიბეები იმისათვის მოიტანეს, რომ თუ ვინიცობაა მისასვლელი გზა და საფეხურები დამწვარი იქნებოდა, მცხოვრებლები კიბის საშუალებით გამოეყვანათ შენობიდან.

მეხანძრეთა რაზმის ჩაცმულობა ასეთია: სპილენძის მუზარადი, ჯუბა, შარვალი, ჩექმა და ნაბდის ხელთათმანი; გვერდზე პატარა ნაჯახი აქვთ ჩამოკიდებული და ხელში რკინის ნაჯახი უჭირავთ.

ხანძრის ჩაქრობის დროს სწრაფი რეაქცია და ისეთი მოხერხებულობა აჩვენეს, რომ შეუძლებელია ამის კალმით აღწერა“.

ეს მეხანძრეები უკვე აღარ ჰგავდნენ იმ „კამანდას“, თფილისის მოსახლეობა ასე გამეტებით რომ კილავდა, ცეცხლის მქრობელთა ჯგუფს, რომელიც საკუთარი თვალით ხედავდა, როგორ იწვოდა შენობები, მაგრამ ვერაფერს აწყობდა. თუმცა, ისევ იმდროინდელ ქართულ პრესას თუ დავუჯერებთ, ეს ჯერ კიდევ არ იყო ცეცხლის მქრობელთა ის რაზმი, რომელიც „ერთმანეთზედ მიყრილი სახლების ქალაქს“ აუვიდოდა…

Previous Post

მავერიკი — მარკ კუბანი

Next Post

ლანდშაფტი, რომელიც არ მეორდება — 60 ჰექტარზე გადაჭიმული კურორტი საირმე გამორჩეული ინფრასტრუქტურით

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
ლანდშაფტი, რომელიც არ მეორდება — 60 ჰექტარზე გადაჭიმული კურორტი საირმე გამორჩეული ინფრასტრუქტურით

ლანდშაფტი, რომელიც არ მეორდება — 60 ჰექტარზე გადაჭიმული კურორტი საირმე გამორჩეული ინფრასტრუქტურით

Stay Connected test

  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025

Washington prepares for Donald Trump’s big moment

November 3, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

December 30, 2025

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

Forbes Georgia

We bring you the best Premium WordPress Themes that perfect for news, magazine, personal blog, etc. Check our landing page for details.

Follow Us

Browse by Category

  • 30 Under 30
  • 30 Under 30
  • All News
  • Apps
  • Archive
  • Billionaires
  • Business
  • Business
  • Business
  • Caspian Energy
  • COVID-19
  • COVID-19
  • Culture
  • Culture
  • Economic Calendar
  • Economics
  • Editorial
  • English
  • English
  • Entertainment
  • Entrepreneurs
  • Executives
  • Fashion
  • Finances
  • Finances
  • Food
  • Forbes
  • Forbes
  • Forbes Auto
  • Forbes Banker
  • Forbes Banker
  • Forbes Crypto
  • Forbes Culture
  • Forbes EDU
  • Forbes EDU
  • Forbes Georgia in English
  • Forbes Georgia in English
  • Forbes GREEN
  • Forbes Guide
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Life
  • Forbes Life
  • Forbes People
  • Forbes Property
  • Forbes Property
  • Forbes Science
  • Forbes Sport
  • FORBES TECH
  • Forbes TECH
  • Forbes Woman
  • Forbes Woman
  • Gadget
  • Gaming
  • Georgia
  • HEALTH
  • HEALTH
  • Health
  • History
  • Industry
  • İngilizce Haberler
  • Internet
  • Interviews
  • Investments
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Management
  • Mobile
  • Movie
  • Music
  • News
  • News
  • Op-Ed
  • Opinions
  • Partner Content
  • Partner Content
  • Politics
  • Politics
  • Press Release
  • Rankings and Lists
  • Region
  • Review
  • Science
  • Science
  • Sport
  • Sports
  • Startup
  • Strategies
  • Style
  • Tech
  • Tech
  • Travel
  • Travel
  • World
  • World
  • Русском
  • ანტრეპრენიორები
  • არქივი
  • ბიზნესი
  • ბიზნესი
  • გამოძიება
  • გურმანი
  • ედიტორიალი
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკური კალენდარი
  • ვაჭრობა
  • ვაჭრობა
  • თავდაცვა
  • თავდაცვა
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • ინდუსტრია
  • ინვესტიციები
  • ინტერვიუ
  • ინტერნეტი
  • ისტორია
  • კომპანიები
  • კომპანიები
  • კომუნიკაციები
  • კულტურა
  • კულტურა
  • მენეჯერები
  • მენეჯმენტი
  • მეცნიერება
  • მილიარდერები
  • მოგზაურობა
  • მოდა
  • მოსაზრება
  • მსოფლიო
  • ოპედი
  • პარტნიორის კონტენტი
  • პოლიტიკა
  • პორტრეტები
  • პრესრელიზი
  • პროფილი
  • რა სჭირდებათ დამსაქმებლებს
  • რეგიონი
  • რედაქტორი
  • რეიტინგი
  • რჩევები
  • საქართველო
  • სიახლეები
  • სოციალური მედია
  • სპორტი
  • სტილი
  • სტრატეგიები
  • ტექნოლოგიები
  • ფინანსები
  • ფინანსები
  • ფორბს-მოსაზრება
  • ფორბს-მოსაზრება
  • ქართულად
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
  • ხელოვნება
  • ხელოვნება

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026
  • About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.