Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Toyo – ეკოლოგიურად სუფთა, ხის სათამაშოების ქართული ბრენდი

by Forbes.ge
May 18, 2023
in ბიზნესი, პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები კულტურის სფეროდან
0
SHARES
0
VIEWS

Toyo ეკოლოგიურად სუფთა, ხის სათამაშოების ბრენდია, რომელიც ანუკი თევდორაძემ და გიორგი გიგინეიშვილმა პანდემიის პერიოდში შექმნეს.

ანუკი პროფესიით არქიტექტორია, გიორგის კი დიდი გამოცდილება აქვს მარკეტინგის სფეროში. ამ ორმა ადამიანმა დიზაინისა და გაყიდვების უნარები გააერთიანეს და მთელი ძალისხმევა ფერადი სათამაშოების დასამზადებლად მიმართეს.

როგორც დამფუძნებლები გვიყვებიან, დღეს Toyo საკმაო პოპულარობით სარგებლობს ბაზარზე. საიდან გაჩნდა მისი შექმნის იდეა და რა ეტაპზეა სტარტაპი ახლა? ამ თემებზე ანუკი თევდორაძე გვესაუბრა:

„თოიოს შექმნის იდეა პანდემიის პერიოდში გაჩნდა. ჩვენ გვაქვს მეორე კომპანია, სადაც ღონისძიებების ორგანიზებას უზრუნველვყოფთ, პანდემიის პერიოდში კი საქმიანობა შეგვიფერხდა და, ვფიქრობდით, რა სიახლის შემოტანა შეიძლებოდა ბაზარზე. მე პროფესიით არქიტექტორი ვარ (ანუკი, თანადამფუძნებელი) და ჩემს საქმიანობაზე დაყრდნობით, გადავწყვიტეთ ხის სათამაშოების შექმნა. თანაც, ბაზრის შესწავლის შედეგად დავრწმუნდით, რომ ქვეყანაში ნამდვილად იყო ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოების დეფიციტი.“

კონკრეტულად რა ტიპის სათამაშოებს სთავაზობს Toyo მომხმარებლებს?

ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოებს 0 თვიდან, რომლებიც სხვადასხვა მნიშვნელოვანი უნარის განვითარებაზეა ორიენტირებული, მაგალითად: წვრილი მოტორიკა, კოორდინაცია, სორტირება, ფერების აღქმა, ლოგიკური აზროვნება.. აქვე ვიტყვი, რომ ჩვენთან შესაფერისი სათამაშოს შერჩევა ასაკის შესაბამისადაა შესაძლებელი.

გვიამბეთ Toyo-ს პირველი ნაბიჯების შესახებ – როგორ გახსენდებათ ეს პერიოდი?

როგორც აღვნიშნეთ, საქმიანობა პანდემიის პერიოდში დავიწყეთ, თუმცა, ეს არ ყოფილა ხელისშემშლელი, რადგანაც პროდუქტებს, ძირითადად, ონლაინ ვყიდდით. საკმაოდ მოკლე დროში მოვიპოვეთ პოპულარობა და ნახევარი წელიც კი არ დაგვჭირდა იმისთვის, რომ ერთგული მომხმარებლების არმია შეგვეძინა.

რა სირთულეები გხვდებოდათ დროთა განმავლობაში?

სირთულეები, ძირითადად, ხეზე მომუშავე პროფესიონალი სპეციალისტების მოძიების პროცესში გვქონდა, რომლებიც ხის ფიგურებს ამზადებენ, რადგანაც დურგალის პროფესია თითქმის აღარ არსებობს.. თანაც, ჩვენ გვაქვს გარკვეული სათამაშოები, რომლის ანალოგიც ქართულ ბაზარზე არ არსებობს; მათი დამზადება კი რთული პროცედურაა და მას მხოლოდ შესაბამისი საქმის მცოდნე თუ შეძლებს.

საიდან გაჩნდა იდეა, Shark Tank-ზე გასულიყავით?

კომპანიის დაარსების დღიდან ჩვენი მიზნები გლობალური იყო და ეს არ გულისხმობდა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე დარჩენას; დაწყების დღიდან, მოთხოვნა უფრო მეტი გვქონდა, ვიდრე მიწოდება. შესაბამისად, გაგვიჩნდა იდეა, მოგვეზიდა დამატებითი ინვესტიცია, არამარტო თანხის, არამედ გამოცდილი ხალხის სახით, რომლებიც ამ გლობალური მიზნების მიღწევაში დაგვეხმარებოდნენ.

Shark Tank-ზე გასვლამდე პოზიტიური მოლოდინები გვქონდა, რადგანაც დარწმუნებულები ვიყავით, რომ ჩვენი პროდუქტით დაინტერესდებოდნენ.

რის გაკეთებას აპირებთ აღებული ინვესტიციით?

ეს თანხა კომპანიაში საბრუნავ საშუალებას გააჩენს და, პირველ რიგში, შევძლებთ, დავეწიოთ მოთხოვნას; შემდეგ უკვე პროდუქციის ექსპორტზე გატანაც იქნება შესაძლებელი.

და ბოლოს, ზოგადად, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

როგორც ზემოთ ვახსენეთ, მიზნები გლობალური გვაქვს. ვგეგმავთ. უახლოესი 3 წლის განმავლობაში წლიურმა შემოსავალმა 1 მილიონ ლარს მიაღწიოს, ხოლო შემდეგ წლებში კი ეს მინიმალური ზღვარი იყოს. ჩვენი ადგილობრივი სეგმენტის ათვისებით და სათამაშოების ექსპორტზე გატანის შემდეგ, ამ მიზანს კიდევ უფრო სწრაფად მივაღწევთ.

შეგახსენებთ, საქართველოს პირველ არხზე „შარქ თენქ საქართველოს“ გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია. SONY Pictures-ის რეალითი შოუ – Shark Tank ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუა, რომელმაც 5 კონტინენტი მოიცვა. ის უკვე 13 სეზონია მაყურებლების ერთ-ერთ ფავორიტ გადაცემად რჩება.

Previous Post

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები კულტურის სფეროდან

Next Post

ერთგული 5 წლისაა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
ერთგული 5 წლისაა

ერთგული 5 წლისაა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result