Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ბიზნესი

Top 20: ყველაზე მოგებიანი მიკროსაფინანსოები

by იზა გვარამაძე
April 24, 2025
in ბიზნესი, ბიზნესი, ეკონომიკა, რეიტინგი, საქართველო, ფინანსები, ყველა სიახლე
0
Top 20: ყველაზე მოგებიანი მიკროსაფინანსოები
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოში უხვად არის წარმოდგენილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომელთაც განვითარების დადებითი დინამიკა ახასიათებს. 2023 წლის მდგომარეობით, საფინანსო ბაზარზე 34 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი. მათგან ორმა – „კრისტალმა“ და „მიკრო ბიზნეს კაპიტალმა“ – მიკრობანკის ლიცენზია მოიპოვა და ამ სტატუსით ქვეშ აგრძელებს ბაზარზე ოპერირებას. 

აქტივების მიხედვით, ყველაზე მსხვილი კომპანია „რიკო ექსპრესია“, რომელიც, 2023 წლის მონაცემებით, ბაზრის 28.7%-ს იკავებს. აქტივების 22.6% „კრისტალზე“ ნაწილდება, ხოლო „სვის კაპიტალის“ წილი 17.8%-ია. 

2023 წელს 34-დან 31 მისომ პერიოდი მოგებით დაასრულა. საერთო ჯამში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჯამურმა დასაბეგრმა მოგებამ 152.8 მლნ ლარი შეადგინა. მთლიანი მოგების 40%-ზე მეტი „რიკო ექსპრესის“ კონტრიბუციაა, რომელიც ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეა. თუმცა ამ პერიოდში კაპიტალზე უკუგებით გამორჩეული „პიაცა კაპიტალი“ იყო. კომპანიის მოგებიანობამ 66.5% შეადგინა. 

Forbes Georgia წარმოგიდგენთ ყველაზე მოგებიანი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ოცეულს, ბოლო ხუთწლიან პერიოდში კაპიტალზე უკუგების საშუალო მაჩვენებლის მიხედვით. 

პიაცა კაპიტალი
  • 2019-23 წლების კაპიტალზე უკუგების საშუალო: 43.81%
  • 2019-23 წლების დასაბეგრი მოგების ჯამი: ₾4.99 მილიონი
  • 2019-23 წლების საშუალო აქტივები: ₾5.88 მილიონი

კომპანია საფინანსო ბაზარზე 2013 წლიდან არსებობს, რომლის მფლობელი გიორგი გოჩა ჭიღლაძე, ვაჟა ბოლქვაძე და სულხან ჯორთმენაძე არიან. „პიაცა კაპიტალის“ ძირითადი საქმიანობა არის უძრავი ქონებით, ძვირფასი ლითონებით, ავტომობილებით და სხვა ქონებით უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი სესხების გაცემა.

კრედიტ სერვის +
  • 2019-23 წლების კაპიტალზე უკუგების საშუალო: 39.39%
  • 2019-23 წლების დასაბეგრი მოგების ჯამი: ₾22.15 მილიონი
  • 2019-23 წლების საშუალო აქტივები: ₾41.14 მილიონი

„კრედიტ სერვის +“ 1999 წელს დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც გურამ კანდელაკს, თამარ კანდელაკს, ნაზიკო კანდელაკს და გიორგი მამადაშვილს ეკუთვნის. კომპანიის ძირითადი საქმიანობა უძრავ-მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი მცირე და საშუალო ზომის სესხების გაცემა, სავალუტო ოპერაციები და ფულადი გზავნილებია.

სმარტ ფინანსი
  • 2019-23 წლებში კაპიტალზე უკუგების საშუალო: 37.56%
  • 2019-23 წლების დასაბეგრი მოგების ჯამი: ₾20.91 მილიონი
  • 2019-23 წლების საშუალო აქტივები: ₾62.32 მილიონი

„სმარტ ფინანსი“ 2009 წელს ქუთაისში დაფუძნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომლის ძირითადი საქმიანობა მიკრო- და მცირე სესხების გაცემაა. კომპანიის მაკონტროლებელი გელა რიაბუხაა, რომელიც „სმარტ ფინანსის“ 58.55%-ს ფლობს. კომპანიის დანარჩენი მეწილეები შოთა გედენიძე და გოჩა სებისკვერაძე არიან. 

ინტელექსპრესი
  • 2019-23 წლებში კაპიტალზე უკუგების საშუალო: 33.71%
  • 2019-23 წლების დასაბეგრი მოგების ჯამი: ₾21.4 მილიონი
  • 2019-23 წლების საშუალო აქტივები: ₾53.25 მილიონი

„ინტელექსპრესის“ ძირითადი საქმიანობა ფულადი გზავნილებია, ხოლო დამატებით კომპანია მიკროსესხებსაც გასცემს. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ინტელექსპრესი“ 2006 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომელსაც საბერძნეთის მოქალაქე ლია ასლანიდი და ქეთევან ქართველიშვილი ფლობენ. 

ფემილი კრედიტი
  • 2019-23 წლებში კაპიტალზე უკუგების საშუალო: 30.82%
  • 2019-23 წლების დასაბეგრი მოგების ჯამი: ₾3.75 მილიონი
  • 2019-23 წლების საშუალო აქტივები: ₾4.35 მილიონი

ამჟამად კომპანია ბაზარზე „სტანდარტ ფინანსის“ სახელით არის წარმოდგენილი, რომლის 50%-იანი წილის მფლობელები უკრაინის მოქალაქეები ვასილ ანტემიიჩუკი და ვიტალი რულევსკი თანაბრად არიან. კომპანიის დანარჩენ 50%-იან წილს ლია მაღულარია, ნინო გრძელიძე და ვახტანგი ხეცურიანი ფლობენ. კომპანიის საქმიანობა ფიზიკური პირებისთვის მცირე სესხის გაცემაა. 

MJC
  • 2019-23 წლებში კაპიტალზე უკუგების საშუალო: 27.08%
  • 2019-23 წლების დასაბეგრი მოგების ჯამი: ₾4.75 მილიონი
  • 2019-23 წლების საშუალო აქტივები: ₾8.8 მილიონი

კომპანიის 100%-იანი მფლობელი და დირექტორი მახარე ჯამრიშვილია. „ემ-ჯე-ის“ კრედიტი 2012 წელს ქალაქ რუსთავში დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომლის ძირითადი საქმიანობა მეწარმეებისთვის მიკროსესხების გაცემაა. 

მონეტა ექსპრესი
  • 2019-23 წლებში კაპიტალზე უკუგების საშუალო: 22.7%
  • 2019-23 წლების დასაბეგრი მოგების ჯამი: ₾4.07 მილიონი
  • 2019-23 წლების საშუალო აქტივები: ₾10.8 მილიონი

კომპანიის ძირითადი საქმიანობა სალომბარდე სესხების გაცემა, ფულადი გზავნილები და სავალუტო ოპერაციებია. „მონეტა ექსპრესი“ 2008 წელს ქუთაისში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ზვიად გუბელაძის, გიორგი ახვლედიანისა და ზურაბ ახვლედიანის საკუთრებაშია. 

ნოვა კრედიტი
  • 2019-23 წლებში კაპიტალზე უკუგების საშუალო: 22.13%
  • 2019-23 წლების დასაბეგრი მოგების ჯამი: ₾3.15 მილიონი
  • 2019-23 წლების საშუალო აქტივები: ₾6.9 მილიონი

კომპანია 2010 წელს დაფუძნდა, რომლის ძირითადი საქმიანობა ქონებით უზრუნველყოფილი მცირე და საშუალო ზომის სესხების გაცემაა. „ნოვა კრედიტის“ 100%-იანი წილის მფლობელი ნადეჟდა რუდენკოა, ხოლო დირექტორი – მელორ ასათიანი. 

ბერმელი
  • 2019-23 წლებში კაპიტალზე უკუგების საშუალო: 20.99%
  • 2019-23 წლების დასაბეგრი მოგების ჯამი: ₾32.86 მილიონი
  • 2019-23 წლების საშუალო აქტივები: ₾37.94 მილიონი

ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობა მიკროსესხების გაცემაა.“ბერმელი“ მომხმარებელს ბიზნეს-, იპოთეკურ, ავტო- და სალომბარდო სესხებს სთავაზობს. კომპანია 1998 წელსაა დაფუძნებული და მას ეთერ ბერიძე-მელიქიშვილი, არჩილ და ბესიკ მელიქიშვილები ფლობენ. 

რიკო ექსპრესი 
  • 2019-23 წლებში კაპიტალზე უკუგების საშუალო: 20.71%
  • 2019-23 წლების დასაბეგრი მოგების ჯამი: ₾261.45 მილიონი
  • 2019-23 წლების საშუალო აქტივები: ₾495.67 მილიონი

„რიკო ექსპრესი“ ბაზარზე უმსხვილესი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომლის ძირითადი საქმიანობა მოიცავს უძრავ−მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი მცირე და საშუალო ზომის სესხების ფიზიკური პირებისთვის გაცემას, სავალუტო ოპერაციებს და ფულად გზავნილებს. კომპანია 2004 წელს დაფუძნდა, რომლის მფლობელი დალი ურუშაძეა. 

სვის კაპიტალი
  • 2019-23 წლებში კაპიტალზე უკუგების საშუალო: 20.25%
  • 2019-23 წლების დასაბეგრი მოგების ჯამი: ₾66.57 მილიონი
  • 2019-23 წლების საშუალო აქტივები: ₾153.82 მილიონი

„სვის კაპიტალი“ 2007 წელს დაფუძნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომლის დირექტორი გივი კერესელიძეა. კომპანიის აქციონერები დავიდ ბეჩორი, ეიალ ელბოიმი, ამირ იოელი, პაატა დაიაური და სხვები არიან. „სვის კაპიტალის“ ძირითადი საქმიანობა მიკროსესხების გაცემაა.

ევრო კრედიტი
  • 2019-23 წლებში კაპიტალზე უკუგების საშუალო: 19.87% 
  • 2019-23 წლების დასაბეგრი მოგების ჯამი: ₾30.78 მილიონი
  • 2019-23 წლების საშუალო აქტივები: ₾54.07 მილიონი

„ევრო კრედიტი“ 2011 წელს დაფუძნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელსაც სააქციო საზოგადოების ფორმა აქვს. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს მაიკლ კაგანოვიჩი ხელმძღვანელობს, ხოლო კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობას დირექტორის სტატუსით – მიხეილ ნონიკაშვილი. ორგანიზაცია მომხმარებელს ავტომანქანით უზრუნველყოფილ მიკრო- და მცირე სესხებს სთავაზობს. 

ინვესტ ჯორჯია
  • 2019-23 წლებში კაპიტალზე უკუგების საშუალო: 13.48%
  • 2019-23 წლების დასაბეგრი მოგების ჯამი: ₾0.16 მილიონი
  • 2019-23 წლების საშუალო აქტივები: ₾1 მილიონი

„ინვესტ ჯორჯია“ მიკრო აფინანსო ბაზარზე მცირე ზომის, მაგრამ მოგებიანი ორგანიზაციაა. კომპანიის ძირითადი საქმიანობა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის მიკროსესხების გაცემაა. კომპანიის 70%-ს ჯონ მეთიუ კლარკსონი და დანარჩენ 30%-ს რუსუდან ხარბედია ფლობენ. დირექტორის პოზიციას თამარ კუპრეიშვილი იკავებს. 

გირო კრედიტი
  • 2019-23 წლებში კაპიტალზე უკუგების საშუალო: 13.08%
  • 2019-23 წლების დასაბეგრი მოგების ჯამი: ₾4.21 მილიონი
  • 2019-23 წლების საშუალო აქტივები: ₾15.11 მილიონი

„გირო კრედიტს“ გიორგი გუგუმბერიძე ფლობს, რომელიც ამავდროულად ორგანიზაციის დირექტორია. კომპანია 2010 წელს დაფუძნდა, მისი ძირითადი საქმიანობა მცირე მეწარმეებისთვის საკრედიტო საშუალებების შეთავაზებაა. 

გლობალ კრედიტი
  • 2019-23 წლებში კაპიტალზე უკუგების საშუალო: 12.38%
  • 2019-23 წლების დასაბეგრი მოგების ჯამი: ₾1.47 მილიონი
  • 2019-23 წლების საშუალო აქტივები: ₾3.76 მილიონი

კომპანიის დირექტორი და 20%-იანი წილის მფლობელი თემურ ნიკოლაძე, ხოლო სხვა მფლობელები სოსო ჭანტურია და ელგუჯა თავბერიძე არიან. „გლობალ კრედიტი“ 2008 წელს ქალაქ ქუთაისში დაფუძნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც საკრედიტო და ფულადი გზავნილების მომსახურებას გასწევს. 

მიკრო ბიზნეს კაპიტალი
  • 2019-23 წლებში კაპიტალზე უკუგების საშუალო: 12.19%
  • 2019-23 წლების დასაბეგრი მოგების ჯამი: ₾11.47 მილიონი
  • 2019-23 წლების საშუალო აქტივები: ₾94.51 მილიონი

საქართველოში პირველი მიკრობანკის ლიცენზია „მიკრო ბიზნეს კაპიტალმა“ მიიღო. 2025 წლიდან „ემ-ბი-სი“ ამ სტატუსის ქვეშ აგრძელებს საქმიანობას, რომელსაც გენერალური დირექტორის სახით გია პეტრიაშვილი ხელმძღვანელობს, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს მურმან ამბროლაძე თავმჯდომარეობს. კომპანია 2012 წელს დაფუძნდა, რომელიც მიზნად ისახავს კლიენტებზე მორგებული და ხელმისაწვდომი ფინანსური მომსახურების გაწევას მიკრო- და მცირე ბიზნესებისა და ფერმერებისთვის სასესხო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. 

ექსპრეს კაპიტალ +
  • 2019-23 წლებში კაპიტალზე უკუგების საშუალო: 12.04%
  • 2019-23 წლების დასაბეგრი მოგების ჯამი: ₾0.89 მილიონი
  • 2019-23 წლების საშუალო აქტივები: ₾2.67 მილიონი

„ექსპრეს კაპიტალ +“ ბათუმში დაფუძნებული შედარებით ახალგაზრდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც ჯანსუღ ზეიშვილს ეკუთვნის. კომპანიის ძირითადი საქმიანობა მეწარმეებისთვის მიკროსესხების გაცემაა. 

ჯი აი სი
  • 2019-23 წლებში კაპიტალზე უკუგების საშუალო: 9.72%
  • 2019-23 წლების დასაბეგრი მოგების ჯამი: ₾1.85 მილიონი
  • 2019-23 წლების საშუალო აქტივები: ₾3.96 მილიონი

„ჯი აი სი“ 2009 წელს დაფუძნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომლის დირექტორი ვახტანგ მაღრაძეა. კომპანიას ანასტასია თავხელიძე, ელისაბედ ამირეჯიბი და ალექსანდრე ამირეჯიბი ფლობენ. „ჯი აი სი“ მომხმარებელს უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებს სთავაზობს. 

კრედიტორი
  • 2019-23 წლებში კაპიტალზე უკუგების საშუალო: 9.28%
  • 2019-23 წლების დასაბეგრი მოგების ჯამი: ₾0.59 მილიონი
  • 2019-23 წლების საშუალო აქტივები: ₾4.56 მილიონი

„კრედიტორი“ 2011 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომელსაც 20%-იანი წილის მფლობელი ეკატერინე კახიანი ხელმძღვანელობს. კომპანიის დანარჩენი 80%-ის მესაკუთრე ლია მაღრაძეა. მისო „კრედიტორის“ ფიზიკურ პირებს უძრავი ქონებით, ავტოტრანსპორტით და ოქროთი უზრუნველყოფილ სესხებს სთავაზობს. 

კრისტალი 
  • 2019-23 წლებში კაპიტალზე უკუგების საშუალო: 8.83%
  • 2019-23 წლების დასაბეგრი მოგების ჯამი: ₾31.36 მილიონი
  • 2019-23 წლების საშუალო აქტივები: ₾406.51 მილიონი

„კრისტალი“ რიგით მეორე კომპანიაა, რომელიც 2025 წლიდან ბაზარზე მიკრობანკის ლიცენზიით აგრძელებს ოპერირებას, რომელიც 50-მდე ფილიალს აერთიანებს. 2023 წელს კომპანია აქტივების მიხედვითაც რიგით მეორე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო. 2007 წელს დაფუძნებული კომპანია სააქციო საზოგადოების ფორმით არსებობს, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს არჩილ ბაკურაძე თავმჯდომარეობს, ხოლო კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტს ილია რევია იკავებს. 

შენიშვნა* წარმოდგენილი რეიტინგიდან ამოღებულია „კაპიტალ ექსპრესი“, რადგან დაწყებულია ორგანიზაციის ლიკვიდაცია. 2025 წლიდან „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ და „კრისტალი“ ბაზარზე ოპერირებას აგრძელებენ მიკრობანკის ლიცენზიით. 

მეთოდოლოგია 

საფინანსო მიკროორგანიზაციების რეიტინგისთვის გამოყენებულია ხუთწლიანი პერიოდის, 2019-2023 წლების ფინანსური მაჩვენებლები, რომელთა წყარო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემები და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშების პორტალში წარმოდგენილი ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგებებია.

მისოების რეიტინგი მომზადებულია მოგებიანობის მიხედვით. მოგებიანობის საზომად გამოყენებულია კაპიტალზე უკუგების ხუთწლიანი პერიოდის საშუალო მაჩვენებელი. ფინანსური მაჩვენებლები საანგარიშო პერიოდის – ფისკალური წლის ბოლო პერიოდს მოიცავს. კომპანიების მოგებიანობა გაანგარიშებულია შემდეგი სახით:

სადაც, t – დროის პერიოდია (2019-2023 წლების წლიური მაჩვენებლები), p – წლის მანძილზე მიღებული მოგება მოგების გადასახადებამდე. k კი საანგარიშო წლის ბოლოს მთლიანი კაპიტალის მაჩვენებელი. π ასახავს მოცემულ ხუთწლიან პერიოდში კომპანიის საშუალო მოგებიანობას.

 

Previous Post

Huawei ახალ AI-ჩიპებზე მუშაობს | ჩინეთი Nvidia-ს ალტერნატივებს ეძებს

Next Post

ყველაზე შემოსავლიანი ანიმაციური ფილმები

იზა გვარამაძე

Next Post
ყველაზე შემოსავლიანი ანიმაციური ფილმები

ყველაზე შემოსავლიანი ანიმაციური ფილმები

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result