Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ტოპ-10 ქვეყანა მათი ბუნებრივი რესურსების ღირებულებით

by დავით ბერაძე
November 8, 2024
in ეკონომიკა, მსოფლიო, რეიტინგი, ყველა სიახლე
0
ტოპ-10 ქვეყანა მათი ბუნებრივი რესურსების ღირებულებით
0
SHARES
0
VIEWS

ბუნებრივი რესურსები ყველა პროდუქტისა და ნაწარმის პირველადი შემადგენელი ნაწილია. თანამედროვე ტექნოლოგიების შესაქმნელად ისეთი სახის ბუნებრივი რესურსები გამოიყენება, როგორებიცაა ლითიუმი, ურანი, ქვანახშირი, ნავთობი, იშვიათი მიწამეტალები თუ სხვა. ზოგადად, ინდუსტრიების მთავარი დასაყრდენი სწორედ ზემოთ აღნიშნული ბუნებრივი რესურსებია.

ქვეყნები ბუნებრივ რესურსებს სხვადასხვა მოცულობით ფლობენ. მარაგების რაოდენობა ხშირად სახელმწიფოთა ფართობზე, მათ გეოგრაფიულ მდებარეობაზე თუ მომპოვებელ პრიორიტეტებზეა დამოკიდებული. მაგალითად, რუსეთი ბუნებრივ რესურსებს ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ იმ მიზეზით ფლობს, რომ ფართობით მსოფლიოში უდიდესი სახელმწიფოა. ასევე, ცნობილია, რომ ახლო აღმოსავლეთი ნავთობითა და ბუნებრივი აირით მდიდარი რეგიონია, შესაბამისად, ამ რეგიონის ქვეყნებს აღნიშნული წიაღისეულის დიდი მარაგები აქვს. რაოდენობის გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ ბუნებრივი რესურსების ღირებულება.

Statista-ს მონაცემებით, 2021 წლის მდგომარეობით, ბუნებრივი რესურსების ღირებულებით პირველ ადგილს რუსეთი იკავებს. ქვეყანა $75 ტრილიონის ღირებულების ქვანახშირის, ნავთობის, ოქროს, ბუნებრივი აირისა და იშვიათი მიწამეტალების მარაგს ფლობს. რუსეთი განსაკუთრებით დიდი მოცულობით ფლობს ბუნებრივი აირისა და ოქროს მარაგებს. ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი რეზერვი, 0.037 კვადრილიონი კუბური მეტრი, სწორედ რუსეთშია, რაც გლობალური მარაგების 20%-ს წარმოადგენს.

მეორე ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელიც $45 ტრილიონის ღირებულების ქვანახშირს, ხის მასალას, ბუნებრივ აირს, ოქროსა და სპილენძს ფლობს. რეიტინგში მესამე საუდის არაბეთია, რომლის ბუნებრივი რესურსების პორტფელი საკმაოდ მწირი, თუმცა ღირებულია. საუდის არაბეთი დაახლოებით $34 ტრილიონის ღირებულების ნავთობს ფლობს.

რესურსების საერთო ღირებულებით ქვეყნების ხუთეულში კანადა ($33 ტრილიონი) და ირანიც ($27 ტრილიონი) ხვდება. კანადაში სტანდარტული წიაღისეული რესურსების გარდა, დიდი მოცულობით გვხვდება ურანი და ფოსფატიც. აღსანიშნავია, რომ რეიტინგის მეათეადგილოსანი, ვენესუელა, მსოფლიოში ნავთობის უდიდეს მარაგს ფლობს.

რეიტინგი ქვეყანა მთავარი ბუნებრივი რესურსები ღირებულება
1 რუსეთი ქვანახშირი, ბუნებრივი აირი, ნავთობი, ოქრო, ხე-ტყე, იშვიათი მიწამეტალები $75 ტრილიონი
2 აშშ ქვანახშირი, ხე-ტყე, ბუნებრივი აირი, ოქრო, სპილენძი $45 ტრილიონი
3 საუდის არაბეთი ნავთობი, ხე-ტყე $34 ტრილიონი
4 კანადა ნავთობი, ურანი, ხე-ტყე, ბუნებრივი აირი, ფოსფატი $33 ტრილიონი
5 ირანი ნავთობი, ბუნებრივი აირი $27 ტრილიონი
6 ჩინეთი ქვანახშირი, იშვიათი მიწამეტალები, ხე-ტყე $23 ტრილიონი
7 ბრაზილია ოქრო, ურანი, რკინა, ხე-ტყე, ნავთობი $22 ტრილიონი
8 ავსტრალია ქვანახშირი, ხე-ტყე, სპილენძი, რკინა, ოქრო, ურანი $20 ტრილიონი
9 ერაყი ქვანახშირი, ფოსფატი $16 ტრილიონი
10 ვენესუელა რკინა, ნავთობი, ბუნებრივი აირი $14 ტრილიონი

Previous Post

როგორ გამოეხმაურნენ მილიარდერები ტრამპის არჩევნებში გამარჯვებას?

Next Post

Bitcoin-ის ახალი რეკორდი | კრიპტოვალუტის ფასმა $81,000-ს გადააჭარბა

დავით ბერაძე

Next Post
Bitcoin-ის ახალი რეკორდი | კრიპტოვალუტის ფასმა $81,000-ს გადააჭარბა

Bitcoin-ის ახალი რეკორდი | კრიპტოვალუტის ფასმა $81,000-ს გადააჭარბა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result