Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე საქართველო

თურქეთი, სომხეთი, აშშ – საითკენ უნდა მიმართოს მარკეტინგული კამპანიები საქართველომ?

by თინათინ ინაური
April 22, 2021
in საქართველო, ქართულად, ყველა სიახლე
0
თურქეთი, სომხეთი, აშშ – საითკენ უნდა მიმართოს მარკეტინგული კამპანიები საქართველომ?
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ტურიზმის ინდუსტრიის გაჯანსაღების უზრუნველსაყოფად, ქვეყნებმა დაიწყეს ფიქრი, თუ რომელი ბაზრებისკენ მიმართონ თავიანთი მარკეტინგული სტრატეგიები. საქართველოსთვის მოკლევადიან პერიოდში ყველაზე მეტი ფინანსური სარგებლის მისაღებად, შესაძლოა, რეკომენდებული იყოს მარკეტინგული კამპანიების თურქეთისკენ, ასევე, სპარსეთის ყურის სამივე ქვეყნის, სომხეთისა და ამერიკის შეერთებული შტატებისკენ მიმართვა. ამის შესახებ PMCG-ის ტურიზმის მარტის მიმოხილვაშია აღნიშნული.

როგორც მიმოხილვაში წერია, „მასტერქარდის“ მიერ 2021 წლის მარტი-მაისისთვის ფრენების ძიების მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინტერესი საქართველოში ფრენების მიმართ თურქეთიდან იყო. PMCG-ის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ თურქეთში მომხმარებელთა მხრიდან მოთხოვნის კიდევ უფრო გაზრდისა და მოკლევადიან პერიოდში ტურისტების ნაკადების სტიმულირებისთვის კი რეკომენდებულია სახმელეთო საზღვრების გახსნა, რადგან 2015-2019 წლებში ვიზიტორთა 78% სწორედ სახმელეთო გზით შემოვიდა ქვეყანაში.

“COVID-19-მდე საქართველოსთვის ტურიზმის ძირითადი ბაზრების ანალიზმა შესაძლოა საინტერესო დაკვირვებები გამოავლინოს იმის შესახებ, თუ საით უნდა მიმართონ ქვეყანამ და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა თავიანთი მარკეტინგული კამპანია იმისთვის, რომ მოიზიდონ ყველაზე მაღალმხარჯველუნარიანი  ვიზიტორები”, – წერია მიმოხილვაში.

გარდა ამისა, PMCG-ს მიმოხილული აქვს 2015-2019 წლებში ვიზიტზე ტურისტების საშუალო დანახარჯის მიხედვით ტოპ-10 ქვეყანა. ამ კუთხით გამოირჩევა სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყანა, კერძოდ:  საუდის არაბეთი პირველ ადგილზეა, საიდანაც შემოსული ტურისტი ვიზიტზე საშუალოდ 3 098 ლარს ხარჯავდა, შემდეგ მოდის აშშ – ვიზიტზე 3 034 ლარით, მას მოსდევს ყატარი – 2 598 ლარით და არაბთა გაერთიანებული საამიროები – 2 595 ლარით. ხუთეულს ასრულებს გაერთიანებული სამეფო ვიზიტზე საშუალოდ 2 393 ლარით. მომდევნო ხუთი ქვეყანა კი ნიდერლანდები (2 295 ლარი), ინდოეთი (2 059 ლარი), ისრაელი (1995 ლარი), ირანი (1951 ლარი) და ავსტრიაა (1907 ლარი).

რაც შეეხება ქვეყნების ტოპ-ათეულს 2015-2019 წლებში დღეში საშუალო დანახარჯების მიხედვით, სპარსეთის ყურის სამივე ქვეყანა, რომლებიც ზემოაღნიშნულ პირველ ხუთეულში იმყოფებოდნენ ვიზიტზე საშუალო დანახარჯით, დღიური დანახარჯის მიხედვითაც ტოპ-ხუთეულში არიან. თუმცა, დღიური დანახარჯების მიხედვით პირველ ადგილს თურქეთიდან ჩამოსული ვიზიტორები იკავებენ. ხუთეულს ასევე ემატება სომხეთი.

„გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, როგორც ჩანს, ვიზიტორები ევროკავშირიდან საქართველოში მნიშვნელოვან თანხებს არ ხარჯავდნენ, განსაკუთრებით ყოველდღიური დანახარჯების ანალიზის დროს (დღეში მხოლოდ 186 ლარი საშუალოდ). უფრო მეტიც, ვიზიტორები ევროკავშირიდან ერთ-ერთ ყველაზე დაბალმხარჯველ ვიზიტორებს შორის აღმოჩნდნენ, ჩინელ და რუს ვიზიტორებთან ერთად (ორივე საშუალოდ დღეში 179 ლარს ხარჯავდა)“, – წერს PMCG.

Previous Post

რატომ არჩევენ უცხოელები სუროგაცია/დონაციის სერვისის საქართველოში მიღებას?

Next Post

საქართველოში მარტის ექსპორტის მაჩვენებელი 2019 წლის ნიშნულს დაუბრუნდა – TBC Capital

თინათინ ინაური

Next Post
საქართველოში მარტის ექსპორტის მაჩვენებელი 2019 წლის ნიშნულს დაუბრუნდა – TBC Capital

საქართველოში მარტის ექსპორტის მაჩვენებელი 2019 წლის ნიშნულს დაუბრუნდა - TBC Capital

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result