Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home Forbes Woman

თქვენ უკვე ყველაფერი იცით, რისი ცოდნაც გჭირდებათ, ამიტომ საქმეს შეუდექით!

by Forbes.ge
February 28, 2021
in Forbes Woman
0
თქვენ უკვე ყველაფერი იცით, რისი ცოდნაც გჭირდებათ, ამიტომ საქმეს შეუდექით!
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

სწავლასა და მომზადების რეჟიმში ყოფნაზე ზოგიერთი ჩვენგანი ძალიან დიდ დროს ხარჯავს. დროა უკვე, საქმეს შეუდგეთ!

ცოტა ხნის წინ Breaking Into Startups Podcast-ის პლატფორმისათვის ინტერვიუ ჩავწერე, ხოლო ეპიზოდის ბოლოს მთხოვეს, რჩევა მიმეცა დედებისათვის, რომლებიც კარიერის ხელახლა დაწყებას გეგმავენ. მე მათ ვუთხარი: “თქვენ უკვე ყველაფერი იცით, რისი ცოდნაც გჭირდებათ, ამიტომ უბრალოდ საქმეს შეუდექით!”

ჩემი რჩევა ეფუძნებოდა ბოლო ორი წლის მანძილზე იმ ქალბატონებზე დაკვირვებას, რომლებიც დეკრეტული შვებულების შემდეგ ყოყმანობდნენ კარიერის გაგრძელებას. ერთი მხრივ, მიზეზი არის ის, რომ მათ სამსახურში დაბრუნების პერსპექტივა აშინებთ, ხოლო მეორე მხრივ, მათ აქვთ ბუნდოვანი შეგრძნება იმისა, თითქოს “ჯერ ამისათვის მზად არ არიან”. ეს “მზადყოფნა” ყოველთვის ოჯახთან დაკავშირებული როდია – მე იმ ქალბატონებთანაც მისაუბრია, ვინც წლებია უკვე, მზად არის სამსახურში დასაბრუნებლად. ხშირ შემთხვევაში მათ აქვთ შეგრძნება, რომ კარიერის გასაგრძელებლად “რაღაც” სჭირდებათ – ახალი უნარ-ჩვევები, ამ უნარ-ჩვევების წარმოჩენა და ამჟამინდელი სამუშაო ბაზრის უკეთესი ცოდნა.

პრობლემა ის გახლავთ, რომ ბევრ “ანალიზს” შეიძლება მოჰყვეს “პარალიზი”, ამ დროს თქვენ ექცევით სწავლის, ფიქრისა და დაგეგმვის მარყუჟში და რეალურად არაფერს მოიმოქმედებთ. მე მომსწრე ვარ ბევრი ამგვარი კარიერის ხელახლა დაწყებისა და მინდა აღვნიშნო, რომ ზუსტად იმავეს განიცდიან ქალები ნებისმიერი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმისას. ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცები ხშირად იჩენენ ახალი სამსახურის ან დაწინაურების ინიციატივას და ვარაუდობენ, რომ საქმის პროცესში გაიგებენ ყველაფერს, რისი ცოდნაც სჭირდებათ. ქალები კი პირიქით, ელოდებიან იმ მომენტს, როდესაც ასეთი ნაბიჯისათვის ბოლომდე მომზადებულად იგრძნობენ თავს. არა აქვს მნიშვნელობა, ქალი ხართ თუ მამაკაცი, თუკი თქვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად ელოდებით, “საკმარისი ცოდნა” როდის გექნებათ, გთავაზობთ სამ რჩევას, რომლებიც ამ ნაბიჯის უფრო ადვილად გადადგმაში დაგეხმარებათ.

გეყოთ კომპიუტერის უკან ამოფარება. ინტერნეტი სამსახურის მაძიებლებისათვის ნამდვილი ღვთის საჩუქარია, განსაკუთრებით იმ დედებისათვის, რომლებიც მცირეწლოვანი შვილების გამო სახლს არიან მიჯაჭვული. მაგრამ ონლაინ ხანგრძლივი დროის გატარებით თქვენ შეიძლება დიდი დრო დახარჯოთ მომზადებაში და რეალურად არაფერი მოიმოქმედოთ. ის, რასაც თქვენ ონლაინრეჟიმში მოიმოქმედებთ, ყოველთვის ეფექტიანი როდია, მაგალითად, – დასაქმების საიტზე განცხადების განთავსება. ნაცვლად ამისა, შეეცადეთ, სტრატეგიულად გამოიყენოთ ონლაინ დახარჯული დრო და იპოვოთ რაიმე ხერხი, რომელიც სახლიდან გაღწევაში დაგეხმარებათ. მოიძიეთ ისეთი ღონისძიებები, სადაც “ნეტვორკინგის”, ანუ სხვა პროფესიონალებთან ურთიერთობის შესაძლებლობა გექნებათ და ასევე ჩაეწერეთ კურსებზე, სადაც არა ინტერნეტით, არამედ ფიზიკურად მოგიწევთ სიარული (რაც სწავლის პარალელურად “ნეტვორკინგის” დამატებით საშუალებას მოგცემთ). ამჟამინდელ და ყოფილ კოლეგებთან სადილის დასაგეგმად გამოიყენეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა და LinkedIn-ის პლატფორმა.

ისწავლეთ, როგორ გაარჩიოთ ერთმანეთისაგან კეთილმოსურნეთა და არაკეთილმოსურნეთა რჩევები. ძალიან კარგია ხალხთან ურთიერთობა და მათი რჩევების მოსმენა, მაგრამ ასეთ დროს აუცილებლად გაითვალისწინეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი. პირველ რიგში, ჩამოყალიბდით, რისი მიღება გსურთ ამ ურთიერთობისაგან. როდესაც თქვენ მკაფიო წარმოდგენა გაქვთ იმის შესახებ, თუ რა დაგეხმარებათ ამ კარიერული ნაბიჯის გადადგმაში და ამავდროულად იღბლიანი შანსისთვისაც იტოვებთ ადგილს, თქვენი თანამოსაუბრე უფრო ფოკუსირებულია თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციაზე და ნაკლებად გიზიარებთ გაცვეთილ კლიშეებსა და ზოგად ინფორმაციას. სწორედ ასე ვიქცევით ჩვენ ხშირად, როდესაც არ ვიცით ზუსტად, როგორ დავეხმაროთ სხვა ადამიანს. გააზრებულად და სიფრთხილით შეარჩიეთ ის რჩევები, რომელთა გათვალისწინებასაც აპირებთ. როდესაც ერთი ადამიანი გეუბნებათ, რომ შეუძლებელია კონკრეტული უნარ-ჩვევების გარეშე სამუშაოს პოვნა, მიუდექით ამას ცოტათი სკეპტიკურად, ხოლო თუკი ხუთი ადამიანი მოგცემთ იმავე რჩევას, მაშინ ეს რჩევა გასათვალისწინებელია.

ფიქრსა თუ დაგეგმვაზე დახარჯულ ყოველ ერთ საათზე, გამოყავით ერთი საათი რეალური საქმის კეთებისათვის. დიდი ნაბიჯის გადადგმა ნამდვილად საჭიროებს ფიქრსა და დაგეგმვას, მაგრამ ამავდროულად აუცილებელია ბალანსის პოვნა ფიქრსა და საქმის კეთებას შორის. შეხედეთ ამას, როგორც “ფიდბეკს” (მომხმარებლის გამოხმაურებას) – იფიქრეთ და დაგეგმეთ. შეეცადეთ, მიიღოთ მეტი ინფორმაცია, რაც დაგეგმვაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, რომ თქვენი ძირითადი საქმიანობები დაყოთ ამოცანებად: “გააზრების” ნაწილი (კურსებზე სიარული, კვლევის წარმოება) და “საქმის კეთების” ნაწილი (ღონისძიებებზე დასწრება, გასაუბრებებზე სიარული, თქვენს მენეჯერთან ან მენტორთან კარიერული ბილიკების განხილვა). როგორ უნდა გაარჩიოთ ერთმანეთისაგენ ფიქრი და რეალურად საქმის კეთება? ზოგადად ნებისმიერი დიდი ნაბიჯის გადადგმის შესახებ ფიქრისას თქვენ კომფორტულ ზონაში რჩებით, ხოლო როდესაც რეალურად მოიმოქმედებთ რამეს, უკვე იძულებული ხდებით, გამოხვიდეთ ამ კომფორტის ზონიდან. თუკი თქვენ თავს არაკომფორტულად არ გრძნობთ, ესე იგი “ფიქრის” რეჟიმში ხართ გაჩერებული. უბრალოდ იმოქმედეთ, გადადგით ნაბიჯი და შესაძლოა, თავადაც გაკვირვებული დარჩეთ იმით, რასაც ისწავლით და სადაც აღმოჩნდებით.

Previous Post

5G და საქართველო

Next Post

Forbes.com: რატომ უნდა იმოგზაუროთ საქართველოში

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
Forbes.com: რატომ უნდა იმოგზაუროთ საქართველოში

Forbes.com: რატომ უნდა იმოგზაუროთ საქართველოში

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result