Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

თიბისის ტექ-დღეები ბათუმსა და ქუთაისში ჩატარდა

by იზა გვარამაძე
October 24, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
თიბისის ტექ-დღეები ბათუმსა და ქუთაისში ჩატარდა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

თიბისის განათლების პროგრამის ფარგლებში 20 და 21 ოქტომბერს ბათუმსა და ქუთაისში ტექ-დღეები გაიმართა. ღონისძიებას, რომლის მთავარი თემა იყო „როგორ ვსწავლობთ ტექნოლოგიებს?!“ ასობით სკოლის მოსწავლე, პედაგოგი და მშობელი დაესწრო.

სპეციალურად ღონისძიებისთვის მოწვეულმა სპიკერებმა – ანასტასია კვინიკაძემ, სტეფანე გურგენიძემ, ნინი მოდებაძემ, დავით ჩეჩელაშვილმა, სალომე შეყილაძემ, პაკო ტაბატაძემ და მარიკა სიხარულიძემ – აუდიტორიას თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს, ისაუბრეს ტექნოლოგიებზე, მათ მნიშვნელობაზე, მომავლის პროფესიებზე, საქართველოში ტექ განათლებასა და მისი განვითარების გზებზე.

ღონისძიების დასასრულს, თიბისის ტექნოლოგიური პროგრამების კურსდამთავრებულების მონაწილეობით, პანელური დისკუსია გაიმართა. მონაწილეებმა, თანატოლებს, გაუზიარეს გამოცდილება, თუ როგორ დაეხმარა მათ თიბისის განათლების პროგრამა ტექში პირველი ნაბიჯების გადადგმაში და როგორ ისწავლეს აპლიკაციების, ჩატბოტების და ვებგვერდების აწყობა.

„გაზაფხულზე გავიარე თიბისის ტექნოლოგიური განათლების კურსი, კერძოდ ჩატბოტების შექმნა. პირველი ჩატბოტი, რომელიც სასწავლო პროცესის დროს ფინალურ ეტაპზე ავაწყვე, არის „ექიმი“. მისი შექმნის პროცესში მრავალი საინტერესო ინფორმაცია მივიღე სამედიცინო სფეროზე და ასე გავიღრმავე ცოდნა. ჩატბოტი „ექიმი“ ფლობდა მრავალ სამედიცინო საკითხს და დადებითი შეფასებებიც დაიმსახურა. შემდეგ, კურსზე მიღებული ცოდნა პროდუქტიულად გამოვიყენე და სასკოლო პროექტის ფარგლებში, დამოუკიდებლად შევქმენი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ჩატბოტი, რომელმაც დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. ჩატბოტების შექმნის პროგრამის გავლის შემდეგ დავრეგისტრირდი თიბისის გრაფიკული დიზაინის კურსზე. ეს სფეროც საკმაოდ მაინტერესებს და ახლა სწავლის პროცესში ვარ“ – ქეთი ტარიელაძე, ბათუმის №6 საჯარო სკოლის მოსწავლე.

„თიბისის ტექ განათლების კურსის გავლის შემდეგ, შევქმენი ჩატბოტი „მათემატიკის გურუ”. ჩატბოტი ფლობს ყველა ინფორმაციას, რათა აბიტურიენტებმა და დაინტერესებულმა პირებმა, რეპეტიტორთან მომზადების გარეშე, მიიღონ ინფორმაცია როგორც გეომეტრიული, ასევე ალგებრული ამოცანების, ასევე ფუნქციების, დამტკიცებების და თეორიების შესახებ. ამავდროულად, ჩატბოტს შეუძლია მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია წიგნებსა და იმ დამხმარე მასალებზე, მათ შორის ვიდეო გაკვეთილებზეც, რაც მათთვის საჭირო და სასარგებლო იქნება. „მათემატიკური გურუ“ აერთიანებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებულ მასალებს და დაინტერესების შემთხვევაში შესაფერისი ამოხსნის ტიპებზეც გვაწვდის ინფორმაციას“ – თეკლა მამაგეიშვილი, ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის 41-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე.

თიბისიმ ტექნოლოგიური განათლების ონლაინ კურსები გაზაფხულზე დაიწყო და სწავლების პირველ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 600 უფროსკლასელი გადაამზადა. ამჯერად, ტექნოლოგიური განათლების კურსებზე, 650 უფროსკლასელი სწავლობს ვებგვერდების აწყობას და პროგრამირებას, მობილური აპლიკაციების, მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტების) და კომპიუტერული თამაშების შექმნას, ციფრულ კომუნიკაციას, გრაფიკულ დიზაინს, ვიზუალურ კომუნიკაციას და UI/UX დიზაინს.

თიბისი აგრძელებს ახლი თაობის მხარდაჭერას და მრავალფეროვან საგანმანათლებლო აქტივობებთან ერთად, უახლოეს მომავალში ტექ-დღეების ჩატარებას საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს. S

Previous Post

Energy Communities: New Opportunities for Customers in the Energy Market

Next Post

10 უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი 2024 წლის ბიუჯეტში

იზა გვარამაძე

Next Post
10 უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი 2024 წლის ბიუჯეტში

10 უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი 2024 წლის ბიუჯეტში

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result