Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა — თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა — თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის
0
SHARES
0
VIEWS

თიბისი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს განვითარების და მათი მხარდაჭერის მიზნით 2013 წლიდან ყველაზე მასშტაბურ განათლების პროგრამას სთავაზობს, რომლის მთავარი მიზანი ბიზნესების უწყვეტი განვითარებისთვის ზრუნვაა.

ბიზნეს ნაკრების გამომწერებს კი უკვე მე-3 წელია პროფესიულ სასწავლო კურსებს აქტიურად სთავაზობს,  რომლებიც მომხმარებელს საფუძვლიან ცოდნას აძლევს ბიზნესთან დაკავშირებულ ისეთი თემების შესახებ, როგორებიცაა:  ფინანსები, მარკეტინგი, ბრენდინგი, ადამიანური რესურსები, ტექნოლოგიები და სხვა. კურსები მუდმივად ახლდება და მათ დარგის წამყვანი სპეციალისტები უძღვებიან.

2022 წელს ბიზნეს განათლების პროგრამა მასპინძლობს შვიდ ახალ კურსს, რომელთაც უკვე 250-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. ეს კურსებია: F&B / კვების ობიექტების მენეჯმენტი, ექსპორტის მართვის საფუძვლები, სტრატეგიული ბრენდინგი, შემოქმედებითი აზროვნება, იჯარის ფინანსური აღრიცხვა, მონაცემთა მეცნიერება მენეჯერებისთვის და ფინანსები არაფინანსისტი მენეჯერებისთვის.

ტრენინგები ახლა ონლაინ პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით იმართება ბიზნეს ნაკრების გამომწერი კომპანიებისთვის და მათზე დასწრება შეუძლიათ როგორც მაღალი რგოლის მენეჯერებს, ისე სხვა თანამშრომლებს — ამა თუ იმ საქმის პროფესიონალებს და, უბრალოდ, ცნობისმოყვარე ადამიანებს.

შემოქმედებითი აზროვნება

შემოქმედებითი აზროვნება ერთ-ერთი კურსია, რომელმაც იანვარსა და თებერვალში ასობით ადამიანი შემოიკრიბა დიდ იდეებზე სასაუბროდ. კურსის ლექტორი, თიბისი ფეის კომერციული დირექტორი, კოკა ქამუშაძე გვიყვება, რომ შემოქმედებითი აზროვნება არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ ნებისმიერი სფეროსთვის მნიშვნელოვანია, რადგან იგი გვასწავლის, გავიაზროთ, რამდენად სწორად ვაკეთებთ ჩვენს საქმეს, გვაძლევს კონკურენტული ანალიზის გაკეთების საშუალებას და გვეხმარება, ვიპოვოთ ის გამორჩეული ნიშანი, რომლის გამოც მომხმარებელმა სხვა ათასობით მსგავს პროდუქტს შორის ჩვენი უნდა გამოარჩიოს.

“შემოქმედებითი აზროვნების სწავლების ჩემეული გზა, ერთი მხრივ, წარსულში ჩაძიებასა და რაღაცეების ახლებურად დანახვას გულისხმობს. ჩვენ მუდმივად უნდა გვქონდეს თავში ინფორმაცია ლიტერატურიდან, მითოლოგიიდან, ხელოვნების და მუსიკის ისტორიიდან, რაც გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ რაღაც ახალი. რაც მთავარია, ეს ცოდნა უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ შთაგონებისთვის და არ დავაკოპიროთ ის, რაც უკვე შექმნილა. ამიტომაც ვაჩვენებ მაგალითებს, როგორ შეიძლება გადაიღო თანამედროვეობის შესახებ ფილმი, თუნდაც, ძველ რომაულ მითზე დაყრდნობით ისე, რომ ამ მითზე საერთოდ არ ისაუბრო. ამასთან, განვიხილავთ, როგორ გვიბიძგებს არსებული გარემო შემოქმედებითი აზროვნებისკენ. ასე რომ, ეს კურსი არის წარსულის გახსენება, მასზე დაფიქრება და მცდელობა, შექმნა რაღაც ახალი”, – ამბობს კოკა ქამუშაძე.

კოკა აღნიშნავს, რომ თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა ტრადიციული ტიპის სალექციო კურსებს არ ჰგავს. მისი თქმით, ამ შეხვედრებზე ერთ სფეროში დასაქმებული ადამიანები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ.

ექსპორტის მართვის საფუძვლები

“ჩვენს ქვეყანაში ნელ-ნელა იმატებს იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც სულ უფრო მეტად ცდილობენ, პროდუქტი შექმნან არა მარტო ადგილობრივი მომხმარებლებისთვის, არამედ გაიტანონ ის საერთაშორისო ბაზრებზეც. ამაზე დიდი გავლენა იქონია ერთი მხრივ, ევროკავშირთან და მეორე მხრივ, ჩინეთთან დადებულმა სავაჭრო ხელშეკრულებებმა. შედეგად, ჩვენმა მეწარმეებმა დაინახეს ახალი შესაძლებლობები, რომელთა მისაღებად მათ არა მარტო ფინანსური რესურსი ან საწარმოო უნარები, არამედ კვალიფიციური, განათლებული კადრების ქონაც დასჭირდათ. ამიტომაც მოთხოვნა ინფორმაციაზე ექსპორტის საკითხების, ბიზნეს კომუნიკაციების თუ სხვა ახალი უნარების შესახებ, თანდათან იმატებს”,— ამბობს ზურაბ ღამბაშიძე, ექსპორტის განვითარების ასოციაციის საბჭოს წევრი.

ექსპორტის მართვის საფუძვლებს ზურაბის გარდა კიდევ ოთხი ლექტორი უძღვებოდა — გვანცა მელაძე, ირინა ქიტიაშვილი, გიორგი გუდაბანიძე და ნინა კაჭარავა ექსპორტის განვითარების ასოციაციის წევრები არიან. ექსპორტის ციკლი,  შეთავაზება და გაყიდვები, ლოგისტიკა, ექსპორტთან ასოცირებული ხარჯები, მონაცემთა ბაზების ანალიზი, საერთაშორისო გაყიდვებთან ასოცირებული მარკეტინგი, კომერციული გარიგების საოპერაციო საკითხები და ეტიკეტირება / შეფუთვა / შტრიხკოდი ის თემებია, რომლებიც ტრენერებმა ლექციებზე განიხილეს.

“ყოველთვის მივესალმები ამ ტიპის საგანმანათლებლო პლატფორმებს. პროცესი ძალიან საინტერესო იყო და მსმენელებისგან კარგი უკუკავშირიც მივიღეთ. მათ, როგორც წესი, სჭირდებათ რაიმე საკითხზე რჩევა, ინფორმაციის მიღება, მოსაზრების მოსმენა, ბიზნეს იდეის გაზიარება, ამიტომაც ეს პლატფორმა სასარგებლო კავშირების დამყარებისთვისაც ძალიან კარგია”, — ამბობს ზურაბ ღამბაშიძე.

F&B / კვების ობიექტების მენეჯმენტი

მიმდინარეა კურსი კვების ობიექტების მენეჯმენტის შესახებ, რომელსაც აჭარა ჯგუფის F&B მენეჯერი, ელენე მიროიანი უძღვება. მისი თქმით, კურსისადმი დიდი დაინტერესება გაჩნდა, მასზე უკვე დაახლოებით 180 ადამიანი დარეგისტრირდა, ხოლო პირველ ორ შეხვედრას 70-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. “ეს იმაზე მეტყველებს, რომ თემა აქტუალურია და საინტერესო. რაც მთავარია, აუდიტორია დივერსიფიცირებულია, მსმენელები არიან არა მარტო კვების ინდუსტრიიდან, არამედ სხვადასხვა სფეროდანაც, რაც მთავარია, ისინი აქტიურად არიან ჩართული დისკუსიაში, რაც ძალიან მახარებს”, — ამბობს ელენე.

მისი თქმით, კურსის ფარგლებში მრავალ ისეთ საკითხს და პრინციპს მიმოიხილავენ, რომელიც განსხვავებული პროფილის ბევრმა ბიზნესმაც შეიძლება რელევანტურად მიიჩნიოს.

ელენეს თქმით, საქართველოში არ გვაქვს სტუმარმასპინძლობის სკოლა და სულ რამდენიმე კურსი არსებობს კვების ინდუსტრიის მიმართულებით. თიბისის ტრენინგები კი სრულიად განსხვავებულია არსებულებისგან — აქ უფრო მეტად ადგილი ეთმობა დისკუსიასა და ქეისების განხილვას. “ვფიქრობ, ეს პროექტი წინ გადადგმული ნაბიჯია საზოგადოების განვითარებისთვის და გადამწყვეტია ბიზნესის უკეთესი ფუნქციონირებისთვის”, — ამბობს ის.

მომდევნო შეხვედრებზე ელენე სხვადასხვა საკითხს მიმოიხილავს — ლექციები დაგეგმილია ფინანსური ანალიზის, მენიუს შექმნის, სტანდარტული საოპერაციო პროცედურების, ჭურჭლის შერჩევის, მინი ბარის მომსახურების, სურსათის უვნებლობის სტანდარტების, კონფიდენციალურობის საკითხებსა და ზოგადად, სერვისის სხვადასხვა ნიუანსზე.

სტრატეგიული ბრენდინგი

კურსი, რომელიც 17 თებერვალს დაიწყო და მარტის ბოლომდე გაგრძელდება, სტრატეგიულ ბრენდინგს ეხება. მას ჟუჟუნა ღვინოსა და მილენიალ ჰაბის თანადამფუძნებლები გიორგი ტაბატაძე და ვასკა ჩუბინიძე უძღვებიან. გიორგი ტაბატაძე აღნიშნავს, რომ კურსი საინტერესოა ყველა ადამიანისთვის, რომელიც საკუთარ თუ სხვის კომპანიაში პასუხისმგებელია ბრენდის მოკლე და გრძელვადიან განვითარებაზე, უწევს სტრატეგიის დასახვა, თუ სხვისი შექმნილი სტრატეგიით ტაქტიკური მოქმედება.

“ჩვენ კურსის განმავლობაში კომპანიისათვის ბრენდინგის შექმნის იმიტაციას შევეცდებით, რაც ბრენდის სტრატეგიული კონცეფციის მოფიქრებას და მის ბრენდ პლატფორმაში ასახვას გულისხმობს. ეს კონცეფცია კი, თავისთავად, ვერბალურ და ვიზუალურ იდენტობებში გადაითარგმნება. ყოველი შეხვედრაზე ჩვენ ავხსნით ბრენდის პლატფორმის კონკრეტულ მდგენელებს.  საბოლოოდ კი მსმენელებს ეცოდინებათ, რა არის სტრატეგიული ბრენდინგი, როგორ იქმნება ბრენდ პლატფორმა და რაც მთავარია, ისინი შეძლებენ, საკუთარი ბრენდისთვის შექმნან ის”, — ამბობს გიორგი.

კურსის განმავლობაში შეიქმნება რეალური პლატფორმები რეალური ბიზნესებისთვის, რაც ამ კურსს — უნიკალურს, ხოლო მის სარგებელს ძალიან ხელშესახებს ხდის.

ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ სალექციო კურსებისა, რომლებსაც თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა გთავაზობთ. თუ ხართ ბიზნესის წარმომადგენელი და გსურთ აიმაღლოთ კომპეტენცია, ესტუმრეთ ვებსაიტს www.tbcbusiness.ge, გაიგეთ მეტი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს განათლების პროგრამის შესახებ და დარეგისტრირდით თქვენთვის საინტერესო ტრენინგებზე.

Previous Post

ინფლაცია საქართველოსა და მსოფლიოში • იანვარი

Next Post

გერმანიის კანცლერმა Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცედურა შეაჩერა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
გერმანიის კანცლერმა Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცედურა შეაჩერა

გერმანიის კანცლერმა Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცედურა შეაჩერა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result