Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

თიბისიმ საქართველოს რეგიონებში ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით საინფორმაციო კამპანია ჩაატარა

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
თიბისიმ საქართველოს რეგიონებში ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით საინფორმაციო კამპანია ჩაატარა
0
SHARES
0
VIEWS

თიბისიმ ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს რეგიონებში აგრო სექტორის და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრები გამართა, სადაც ადგილობრივ ბიზნესებს შესაძლებლობა ჰქონდათ სრულყოფილად გაეცნოთ, თუ რა საბანკო პროდუქტები და სახელმწიფო პროგრამებია მათთვის ხელმისაწვდომი.

ღონისძიებები მარტსა და აპრილში გაიმართა გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავსა და გურჯაანში. პანელურ დისკუსიებში თიბისისთან ერთად მონაწილეობდნენ წარმომადგენლები პარტნიორი ორგანიზაციებიდან: სოფლის განვითარების სააგენტო, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“,USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა და კომპანია აგრო-კომი.

შეხვედრებს ადგილობრივი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესები, ასევე, საშუალო და მსხვილი ფერმერები და სტარტაპერები ესწრებოდნენ.

„ჩვენი შეხვედრების მიზანი იყო ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა, მათი ინფორმირება იმ მასშტაბური პროექტების და შესაძლებლობების შესახებ, რასაც მათ თიბისი ბანკი სთავაზობს პარტნიორ სახელმწიფო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად. ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ გააფართოონ, ან თუნდაც წამოიწყონ ახალი ბიზნესი. თიბისიში არა მარტო ინფორმაციის კონსოლიდაცია ხდება, არამედ სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო და დონორ ორგანიზაციებთან. ამ პროგრამებში ჩართვა კი, თიბისის პროდუქტებთან ერთად მარტივია. გარდა ამისა, ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ უკვე შექმნილი გვაქვს ბიზნესზე მორგებული საბანკო პროდუქტები, რაც პარალელურად სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციების პროგრამებში მონაწილეობას მოიცავს. ჩვენ ვაძლევთ საშუალებას ბიზნესს, მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა და სარგებელი, რაც მას დასაფინანსებელი პროექტის წარმატებით შესრულებაში დაეხმარება,“ – შოთა გონგლაძე, თიბისი სახელმწიფო პროექტების მართვის ხელმძღვანელი.

თიბისი პარტნიორ სახელმწიფო და დონორ ორგანიზაციებთან ერთად ფერმერებს და მეწარმეებს არაერთ პროგრამაში ჩართულობას სთავაზობს. მათ შორის: სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ – შეღავათიანი აგრო კრედიტების სუბსიდირება და საგრანტო პროექტების თანადაფინანსება; „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს პროგრამების ფარგლებში – სესხზე დარიცხული სარგებლის სუბსიდირება, ბენეფიციარების მხარდაჭერა სესხზე არასაკმარისი უზრუნველყოფის შემთხვევაში (პროგრამა „საკრედიტო საგარანტიო სქემა)“ და მიკრო და მცირე მეწარმეების საგრანტო პროექტების თანადაფინანსება; USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამით: საგრანტო თანადაფინანსება და ტექნიკური მხარდაჭერა.

შეხვედრებზე მისულმა მეწარმეებმა და ფერმერებმა ყველა ამ პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

„ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია იმ პროგრამების შესახებ, რომლებიც მიზანმიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესების საჭიროებებისკენ, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მათთვის, ეს არის ბიზნესის დაწყება, განახლება, გადაიარაღება გაფართოება და ა.შ. ამ პროგრამების ფარგლებში ჩვენ გვაქვს ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც საჭიროა დღეს ბიზნესების გაძლიერებისთვის — ასეთებია პროცენტის თანადაფინანსება, საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი სესხის უზრუნველყოფისთვის და სხვა. “ – ლაშა ბოსტაშვილი, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

„რეგიონებში ასეთი შეხვედრები კარგი საშუალებაა იმისა, რომ კერძო სექტორი და სახელმწიფო უფრო აქტიურად საუბრობდეს და უფრო მეტად ცვლიდეს ერთმანეთში ინფორმაციას. ჩვენ მათ მოვუყევით იმ პროექტების შესახებ, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო სთავაზობს ფერმერებს. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა, დამსწრე საზოგადოების მხრიდან ჩართულობა იყო ძალიან მაღალი, რაც სახელმწიფო ორგანიზაციებს და კერძო სექტორს საშუალებას გვაძლევს, რომ იმ პროგრამებში, რომლებსაც ერთობლივად ვახორციელებთ ან შეიძლება მომავალში დავნერგოთ, სწორად გავითვალისწინოთ მეწარმეების სატკივარი თუ საჭიროებები,“ – მარიამ გელაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების განვითარების დეპარტამენტის უფროსი.

„სამიზნე აუდიტორია, რომელიც ამ შეხვედრებს ესწრებოდა, ჩვენს პოტენციურ ბენეფიციარებს ემთხვევა. ამიტომ ჩვენი განმცხადებლებისთვისაც მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ ინფორმაცია იმაზე, თუ რა ტიპის სასესხო პროდუქტებით შეუძლიათ ისარგებლონ ბანკში და პირიქით, თიბისის კლიენტებისთვისაც მნიშვნელოვანია, იცოდნენ მეტი ჩვენი საგრანტო კონკურსების და ზოგადად, პროექტის საქმიანობს შესახებ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კერძო სექტორთან ურთიერთობა. ამ პროგრამის დიზაინი კი ისეთია, რომ ბიზნესის გაძლიერებას ნამდვილად უწყობს ხელს,“ — ვერიკო ხომერიკი, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის წარმომადგენელი.

გარდა ამ ფინანსური პროგრამებისა, თიბისი მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართულ ადამიანებს სთავაზობს მხარდაჭერას ტექნოლოგიების შემოტანასა და დანერგვაში, კონსულტაციებს და გამოცდილების გაზიარებას მათთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზე. S

Previous Post

I კვარტალში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა $4.78 მილიარდამდე გაიზარდა

Next Post

Apple-მა ინდოეთში iPhone-ების წარმოება გაასამმაგა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
Apple-მა ინდოეთში iPhone-ების წარმოება გაასამმაგა

Apple-მა ინდოეთში iPhone-ების წარმოება გაასამმაგა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result