Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

თიბისიმ და კომერცბანკმა, ვაჭრობის დაფინანსების ქსელის – Marco Polo-ს საშუალებით, საპილოტე პროექტი განახორციელეს

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
თიბისიმ და კომერცბანკმა, ვაჭრობის დაფინანსების ქსელის – Marco Polo-ს საშუალებით, საპილოტე პროექტი განახორციელეს
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

თიბისიმ და კომერცბანკმა, ვაჭრობის დაფინანსების ქსელის – Marco Polo-ს საშუალებით, პირველად რეგიონში, ორი სავაჭრო ტრანზაქცია განახორციელეს.

საპილოტე პროექტის ფარგლებში, საქართველოში საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერ „თეგეტა ჯგუფსა“ და ევროპაში საავტომობილო ტექნიკის უმსხვილეს მწარმოებელს „MAN Truck and Bus“-ს შორის, ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით, გერმანიიდან საქართველოში სატვირთო ტექნიკის ჩამოტანასთან დაკავშირებული სავაჭრო ოპერაცია განხორციელდა.

თიბისი პირველი ბანკია რეგიონში, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის პროექტებშია ჩართული.

Marco Polo პლატფორმის წევრებს, ვაჭრობასთან და საბრუნავ კაპიტალთან დაკავშირებულ თანამედროვე გადაწყვეტებს სთავაზობს. სისტემა, რომელიც სრულად ეფუძნება ბლოკჩეინ ტექნოლოგიებს, ხელს უწყობს ვაჭრობის მონაწილეებს შორის უწყვეტი კავშირის დამყარებას, ინფორმაციის თავისუფლად მიმოცვლასა და ეფექტურ, მოქნილ თანამშრომლობას.

„ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, მსოფლიოს მასშტაბით, ყველა ძირითად საერთაშორისო ბანკთან და ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობით, პარტნიორებს შესაძლებლობას ვაძლევთ წარმატებით განახორციელონ საერთაშორისო ოპერაციები. თიბისის ვაჭრობის დაფინანსების გუნდი, თითოეულ მომხმარებელს და მის ტრანზაქციას ინდივიდუალურად ვუდგებით და ყველაზე მომგებიანი და ნაკლებ რისკიანი სტრუქტურის ჩამოყალიბებაში ვეხმარებით. Marco Polo-ს პლატფორმა, საშუალებას გვაძლევს ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტი ინოვაციური და ტექნოლოგიური გადაწყვეტა შევთავაზოთ, გავუმარტივოთ ცხოვრება და ვაჭრობის დაფინანსებასთან დაკავშირებული პროცესები კიდევ უფრო მოქნილი, მარტივი და ეფექტური გავხადოთ“, – თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის დაფინანსებისა და ფაქტორინგის დეპარტამენტის უფროსი.

„Marco Polo პლატფორმის მიზანი სავაჭრო ოპერაციების ხელშეწყობა და პროცესში ჩართული ფინანსური ინსტიტუტებისთვის, მათი კორპორაციული კლიენტებისთვის და ზოგადად, ვაჭრობის ეკოსისტემისთვის – ღირებულების შექმნაა. მოხარულები ვართ, რომ თიბისიმ წარმატებით განახორციელა პლატფორმის სატესტო პროექტი და შედეგად, ხელი შეუწყო თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ცნობადობის გაზრდას ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში“, – აუტარი მეგლე, TradeIX-ის გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის მმართველი დირექტორი.

„კლიენტების საჭიროებების შესაბამისად, ჩვენი პრიორიტეტია მომარაგების ქსელის მართვის ინოვაციური მეთოდების განვითარება, ასევე პროცესების ავტომატიზაცია და გაციფრულება. Marco Polo-ს ქსელთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ბლოკჩეინის უდიდეს პოტენციალზე გვაქვს წვდომა. ვინაიდან, ვაჭრობის დაფინანსება თიბისი ბანკისა და კომერცბანკის პრიორიტეტული მიმართულებაა, აღნიშნული საპილოტე ოპერაცია ბუნებრივი თანხვედრა იყო“, – ჰანს კრონი, CIS რეგიონალური უფროსი, კომერცბანკი.

„თეგეტა ჯგუფი საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერია რეგიონში. საერთაშორისო ოპერაციები ჩვენი საქმიანობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და თიბისი ამ მიმართულებით უკვე წლებია თეგეტას საიმედო პარტნიორია. გვიხარია, რომ ბლოკჩეინის ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენების შანსიც პირველებს ჩვენ მოგვეცა, ვინაიდან საერთაშორისო ოპერაციების განსახორციელებლად მარტივი და ეფექტური გზების გამოყენება კომპანიის ბიზნესპროცესებს კიდევ უფრო მოქნილსა და თანამედროვეს ხდის“, – თინათინ ლაბარტყავა, თეგეტა ჯგუფის ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯერი.

„ვაჭრობის დაფინანსების პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით, დაინტერესებული ვართ ახალი ტექნოლოგიების დანერგვით. ჩვენ მივყვებით ციფრული განვითარების ტენდენციას. აღნიშნული საპილოტე პროექტის მსგავსი ინიციატივები, ჩვენთვის შესაძლებლობაა რომ ბიზნესპორცესები გავამარტივოთ“, – MAN Truck and Bus.

Previous Post

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიაში სასამართლო დავა მოიგო

Next Post

TBC Bank joins Marco Polo Network

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
გრანთ თორნთონ საქართველოს ვიცე მმართველი პარტნიორის პოზიციაზე პაატა შურღაია დაინიშნა

გრანთ თორნთონ საქართველოს ვიცე მმართველი პარტნიორის პოზიციაზე პაატა შურღაია დაინიშნა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result