Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

თიბისიმ Binance-თან პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმა

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
თიბისიმ Binance-თან პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

თიბისიმ თანამშრომლობა დაიწყო საერთაშორისო კომპანია Binance-თან – ბლოკჩეინ ეკოსისტემისა და კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის მსოფლიოს წამყვან პროვაიდერთან.

2022 წლის 30 ნოემბერს Binance-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჩანპენ ჯაო (CZ) და თიბისის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე ერთმანეთს შეხვდნენ თიბისი კონცეპტის სივრცეში, სადაც განიხილეს თანამშრომლობის ის სფეროები, რომლებსაც ნოემბერში გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს.

ეს არის ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით უპრეცედენტო თანამშრომლობა, რომლის მხარეებიც არიან, ერთი მხრივ, მსოფლიოს წამყვანი კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინ ინფრასტრუქტურის პროვაიდერი Binance-ი და, მეორე მხრივ, რეგიონის ლიდერი საფინანსო ინსტიტუტი და წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია – თიბისი. ორი დიდი ბრენდის თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ვირტუალური აქტივების ბაზრისა და ციფრული ეკოსისტემის განვითარებას, როგორც საქართველოში, ისე მთლიანად კავკასიის რეგიონში.

მემორანდუმის მიხედვით, Binance-ი და თიბისი დაინტერესებულები არიან საქართველოში ვირტუალური აქტივების ბაზრების განვითარებითა და გრძელვადიანი და მდგრადი თანამშრომლობით. როგორც Binance-ის პარტნიორი, თიბისი უზრუნველყოფს ანგარიშებს კრიპტოვალუტის კონვერტირებისა და ადგილობრივ ვალუტაზე გადასაცვლელად, რათა ადგილობრივმა მომხმარებლებმა შეძლონ „ბაინანს საქართველოს“ პლატფორმაზე კრიპტოვალუტის შეძენა და გაყიდვა ლარის გამოყენებით. გარდა ამისა, თიბისი და Binance-ი განიხილავენ Binance-ის ბარათის გამოშვებას. Binance-ი კი, თავის მხრივ განიხილავს თიბისი ბანკისა და მისი შვილობილი კომპანიებისთვის კრიპტოსაბროკერო API-ს შეთავაზებას, რათა თიბისის მომხმარებლებს საინვესტიციო პლატფორმებზე კრიპტოვალუტით წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

საფინანსო რეგულაციებთან შესაბამისობის თვალსაზრისით, Binance-ი კრიპტოინდუსტრიის უდავო ლიდერია. კომპანია იცავს გლობალურ სანქციებს, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის (AML) პრინციპებს და პროაქტიულად იყენებს საეჭვო ანგარიშებისა და თაღლითური ოპერაციების ამოცნობის მექანიზმებს. დაცვის ამ მექანიზმებისა და რეგულაციებთან შესაბამისობის პროგრამის გათვალისწინებით, Binance-ი თიბისისთვის სანდო და სტაბილური პარტნიორია, რომელიც ქართველ მომხმარებელს მაქსიმალურად უსაფრთხო და დაცულ გარემოს შეუქმნის კრიპტოსავალუტო ოპერაციების განსახორციელებლად.

„დღეს დავაანონსეთ თიბისისა და Binance-ის პარტნიორობა, რაც ჩვენი მომხმარებლების ცხოვრების გამარტივებას ემსახურება. 2023 წლიდან, ნებისმიერ მსურველს შეეძლება, Binance-ის პლატფორმაზე შეიძინოს და გაყიდოს კრიპტოვალუტა თიბისი ბანკის გადახდის არხების გამოყენებით. მჯერა, რომ Binance-ი პასუხისმგებლობიანი გლობალური მოთამაშეა, რომელიც კარგად აცნობიერებს კრიპტო ინდუსტრიის რისკებს, იცავს საერთაშორისო სანქციებს და ხელმძღვანელობს ფულის გათეთრებასთან/ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის პროცედურებით (AML/CTF). ამასთან ერთად, ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მომხმარებელთა შორის ფინანსური წიგნიერებისა და ცნობიერების ამაღლებას და ამ გზით მათთვის დამატებითი ღირებულება შევქმნათ. გვჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს რეგიონში ვირტუალური აქტივების ბაზრების განვითარებას და დიდად წაადგება ჩვენს მომხმარებელს,“ – აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

Previous Post

სამოთხე მოიცდის

Next Post

აშშ ფინეთისთვის ტაქტიკური რაკეტების პოტენციურ მიყიდვაზე თანხმობას აცხადებს

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
აშშ ფინეთისთვის ტაქტიკური რაკეტების პოტენციურ მიყიდვაზე თანხმობას აცხადებს

აშშ ფინეთისთვის ტაქტიკური რაკეტების პოტენციურ მიყიდვაზე თანხმობას აცხადებს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result