Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

თიბისი ტექნოლოგიური სფეროს სპეციალისტებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
თიბისი ტექნოლოგიური სფეროს სპეციალისტებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს
0
SHARES
0
VIEWS

უკვე წელიწადზე მეტია, თიბისის გუნდი საერთაშორისო მასშტაბით ფართოვდება და სხვადასხვა ქვეყნიდან იზიდავს ტალანტებს ტექნოლოგიების მიმართულებით.

ტექნოლოგიურ სივრცეებთან უწყვეტი კავშირისთვის თიბისიმ თანამშრომლების გარე ბაზრებიდან მოზიდვა დაიწყო. ამას ხელი, ნაწილობრივ პანდემიამაც შეუწყო, რადგან ადამიანებმა მთელ მსოფლიოში დაინახეს, რომ კარგად მუშაობისთვის ზოგჯერ ოფისი საჭირო სულაც არ არის, მეტიც, არც იმას აქვს მნიშვნელობა, რომელ ქვეყანაში ხარ ეკრანს მიღმა. „იმუშავე საიდანაც გინდა“ — ეს თიბისის გრძელვადიანი სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო 2020 წელს, რამაც კიდევ უფრო გაამარტივა ურთიერთობები ქართველ და უცხოელ თანამშრომლებს შორის.

პროცესი პანდემიამდე დაიწყო — თიბისის რამდენიმე წელია, გუნდები ჰყავს უზბეკეთში, უკრაინაში თუ ისრაელში, თუმცა ახლა მასშტაბები უფრო გაფართოვდა და კომპანიას ტექნოლოგიური მიმართულების სპეციალისტები ათი ქვეყნიდან შემოუერთდა. მათ შორის არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ინდოეთი, ყაზახეთი, სომხეთი და სხვა. თავის მხრივ, უზბეკეთში თიბისის 700-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს, რომელიც ციფრული ბანკის განვითარებაში იღებს მონაწილეობას და მათი 97% ადგილობრივია. საგულისხმოა, რომ გასულ წელს The Global Economics-მა თიბისი უზბეკეთში წლის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა.

„მსოფლიოში ტექნოლოგიური კომპანიები არნახული ტემპებით ვითარდებიან, შესაბამისად, გვსურს, ის მიდგომები, რომლებიც მათთან გამოიყენება, ჩვენც დავნერგოთ. ჩვენი მიზანია, ტექნოლოგიების დარგში უახლესი საერთაშორისო გამოცდილება შემოვიტანოთ და უწყვეტ რეჟიმში ვიყოთ ტექ-სამყაროსთან. საქართველოს ბაზარი პატარაა, რაც ბუნებრივია, მოსახლეობაც ცოტანი ვართ, შესაბამისად, ახალ ტექნოლოგიებსა და ინსტრუმენტებზე ხელი ბევრს არ მიუწვდება, ამიტომ დავიწყეთ ტალანტების ძიება საზღვარგარეთაც. ეს იმანაც გაგვიადვილა, რომ, ფაქტობრივად, აღარ არსებობს შეზღუდვები და მთელი მსოფლიო, პანდემიის გამო, დისტანციურ მუშაობაზე გადაეწყო“, — ამბობს ნიკა  მამულაშვილი, თიბისის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ლიდერი.

თიბისის უცხოელი გუნდის წევრები პრაქტიკულად ყველა ტექნოლოგიური მიმართულებით ჰყავს. ესენი არიან software დეველოპერები თუ არქიტექტორები, ბიზნეს ანალიტიკოსები თუ ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინრები, რომლებიც, ნიკას თქმით, კომპანიას მატებენ დიდ გამოცდილებას და ცოდნას.

„დღევანდელ სამყაროში ტექნოლოგიები არის ყველგან და ყველაფერში. ეს სფერო იმიტომ ავირჩიე, რომ იგი მუდმივად ცვალებადია, არასდროს გეძლევა მოწყენის საშუალება და ყოველთვის საინტერესო გამოწვევების წინაშე დგები. თიბისი არა მხოლოდ იზიდავს კარგ სპეციალისტებს, არამედ ქმნის შესანიშნავ სამუშაო პირობებს და გაძლევს ზრდის შესაძლებლობას. თიბისი ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობის კომპანიებიდან, რომლებსაც ესმით, რომ კარგ სპეციალისტებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ მუშაობა. იმისდა მიუხედავად, რომ ფიზიკურად სხვა ქვეყანაში ვიმყოფები, მათგან უზრუნველყოფილი ვარ საჭირო აღჭურვილობით და დახმარებით, შესაბამისად, საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებ,“ – ამბობს ბლაგოჟ ტალევსკი, ინტეგრაციის კონსულტანტი მაკედონიიდან.

„IT სერვისების სექტორში, დაახლოებით, ათი წელია, ვმუშაობ და მითანამშრომლია მრავალ კომპანიასთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საერთო ჯამში კი, 22 წელზე მეტი ხნის გამოცდილება მაქვს IT-ში პროდუქტების, სტარტაპებისა და სხვა მიმართულებით. თიბისიმ მომცა უნიკალური შესაძლებლობა, ფართო მასშტაბის ტრანსფორმაცია მოვახდინო თავად თიბისისთვის. ეს არის შესაძლებლობა, გამოვიყენო ჩემი გამოცდილება და, თიბისის მიზნებთან შესაბამისად, აქ თანდათანობით დავნერგო ის საუკეთესო პრაქტიკა, რაც მსოფლიოს მასშტაბით მიმიღია. თიბისის გუნდმა გასწია დიდი ძალისხმევა, რათა შეესწავლათ ადგილობრივი კანონები და შეზღუდვები, ამასთან ისინი არიან მოქნილები, რომ ამ ყველაფერს მოერგონ. თიბისი ასევე დაგვეხმარა, შეგვეცნო ახალი ქვეყნის კულტურა და სამუშაო მიდგომები,“ – ამბობს სავინდერ პური, DevOps-ის არქიტექტორი, რომელიც ინდოეთიდან მუშაობს.

Previous Post

The Times: ბრიტანეთი უკრაინისათვის ჯავშანტექნიკის გაგზავნას გეგმავს

Next Post

გიორგი ტუხაშვილი Kernel-ის თანადამფუძნებელი გახდა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
გიორგი ტუხაშვილი Kernel-ის თანადამფუძნებელი გახდა

გიორგი ტუხაშვილი Kernel-ის თანადამფუძნებელი გახდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result