Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

თიბისი ლიზინგმა CDP-ისგან 10 მილიონი ევროს საკრედიტო რესურსი მოიზიდა

by იზა გვარამაძე
October 4, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
თიბისი ლიზინგმა CDP-ისგან 10 მილიონი ევროს საკრედიტო რესურსი მოიზიდა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

თიბისი ლიზინგმა წარმატებით მოიზიდა 10 მილიონი ევროს ფინანსური რესურსი Cassa Depositi e Prestiti- გან („CDP“), ორგანიზაციისგან, რომელიც წარმოადგენს იტალიის უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტს საერთაშორისო განვითარების მიმართულებით.

ეს ისტორიული ტრანზაქცია CDP-ის პირველ ინვესტიციაა საქართველოში, რაც ახალი საერთაშორისო ინსტიტუციური კაპიტალის მოზიდვით მნიშვნელოვან პრეცედენტს ქმნის ქვეყნის ფინანსურ სექტორში.

აღნიშნული მიზნად ისახავს ფინანსური ინკლუზიურობის გაძლიერებას და ადგილობრივი მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს თიბისი ლიზინგის მიზანს, ქვეყანაში უზრუნველყოს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა („MSME“) მზარდი საჭიროებების შესაბამისი ფინანსური რესურსების შეთავაზება.

ეს სტრატეგიული პარტნიორობა მხარდაჭერილია ევროპის მდგრადი განვითარების ფონდის (“EFSD”) მიერ, რაც მნიშვნელოვანი ინიციატივაა MSME-ებისთვის დაფინანსების დეფიციტის შემცირების მიმართულებით, განსაკუთრებით ევროპულ სამეზობლოში. პროგრამა ხელს უწყობს უთანასწორობის შემცირებას, სამუშაო ადგილების შექმნას და შემოსავლის ზრდის წახალისებას მთელ რეგიონში.

„მოხარულები ვართ, რომ CDP-ის პირველი ინვესტიცია საქართველოში სწორედ თიბისი ლიზინგმა მოიზიდა, რაც ადასტურებს საერთაშორისო ინვესტორების ნდობას როგორც თიბისი ლიზინგის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის მიმართ. ეს პარტნიორობა პირდაპირ ეხმიანება ჩვენს მთავარ მიზანს, უზრუნველვყოთ ინოვაციური და მოქნილი დაფინანსების გზები საქართველოს MSME-ებისთვის, რომლებიც ჩვენი ეკონომიკის საყრდენის წარმოადგენენ. კაპიტალზე წვდომისა და ფინანსური ინკლუზიურობის ხელშეწყობით, ჩვენ არა მხოლოდ ვეხმარებით ადგილობრივი ბიზნესების ზრდას, არამედ ხელს ვუწყობთ ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკური განვითარებისა და სტაბილური ზრდის სტიმულირებას. CDP-ის თიბისი ლიზინგში ინვესტიციის განხორციელების გადაწყვეტილება ასახავს კომპანიის მყარი ფინანსური მაჩვენებლების, საოპერაციო სიმძლავრისა და სტრატეგიული ხედვისადმი ნდობას. ამასთან, ეს თანამშრომლობა ქმნის შესაძლებლობას სხვა ქართული კომპანიებისთვის, რომ მათაც შეძლონ CDP-ისგან დაფინანსების მოზიდვა, რაც გააძლიერებს ინვესტიციების ლანდშაფტს და ხელს შეუწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას საქართველოში“, – ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის ფინანსური დირექტორი.

 „ჩვენთვის დიდი პატივია, გამოვაცხადოთ CDP-ის პირველი ინვესტიცია საქართველოში. ეს 10 მილიონი ევროს საკრედიტო ხაზი ხელს შეუწყობს კერძო სექტორისა და მცირე და საშუალო საწარმოების კაპიტალზე წვდომას, რაც თავის მხრივ წაახალისებს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას და გააძლიერებს ფინანსურ სტაბილურობას რეგიონში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ერთგულებას, ხელი შევუწყოთ ადგილობრივ მეწარმეებს და განვავითაროთ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომლებიც სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკური მდგრადობის ძირითადი განმაპირობებლები არიან. ამ საკრედიტო ხაზის მეშვეობით, CDP მიზნად ისახავს საქართველოს კერძო სექტორის გაძლიერებას, ფინანსური ინკლუზიის წახალისებას და გრძელვადიანი მდგრადი განვითარების სტიმულირებას“, – ქრისტინა მორელი, CDP-ის სუვერენული, ფინანსური ინსტიტუტების და კორპორაციული დაფინანსების ხელმძღვანელი – საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობა.

ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, ელჩი პაველ ჰერჩინსკი.

S

Previous Post

რომელი კომპანიები ლიდერობენ სმარტფონების ბაზარზე?

Next Post

OpenAI-მ, დაფინანსების ახალ რაუნდში, $6.6 მილიარდი მოიზიდა

იზა გვარამაძე

Next Post
OpenAI $150-მილიარდიანი ღირებულებით ინვესტირების ახალი რაუნდის დაწყებას გეგმავს

OpenAI-მ, დაფინანსების ახალ რაუნდში, $6.6 მილიარდი მოიზიდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result