Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე კულტურა

თიბისი კონცეპტის ზაფხულის კამპანიის ფარგლებში პირველი ქართველი ქალი ჯაზ-მუსიკოსის გიული ჩოხელის საიუბილეო ფირფიტა გამოვიდა

by Davit Tsiramua
August 31, 2023
in კულტურა, პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
თიბისი კონცეპტის ზაფხულის კამპანიის ფარგლებში პირველი ქართველი ქალი ჯაზ-მუსიკოსის გიული ჩოხელის საიუბილეო ფირფიტა გამოვიდა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

თიბისი კონცეპტი ყოველთვის მხარს უჭერდა ისეთ  პროექტებს, რომელიც ხელს უწყობდა ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლებას და შენარჩუნებას, ახალი სახით აუდიტორიისთვის მიწოდებას და პოპულარიზაციას.

თიბისი კონცეპტის კამპანიის ფარგლებში  „ზაფხულის ერთი დღე“, ვიდეოს მთავარი გმირი და მუსიკის შემსრულებელი პირველი ქართველი ქალი ჯაზ-მუსიკოსი გიული ჩოხელია.

კამპანიის ფარგლებში, თიბისი კონცეპტის ინიციატივით, გიული ჩოხელის 88 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფირფიტის ლიმიტირებული, სასაჩუქრე გამოცემა გაკეთდა, სადაც თითქმის ყველა იმ პერიოდის აქტუალური ქართველი კომპოზიტორის სიმღერაა შესული და სწორედ მის ქართულ, ასევე რამდენიმე ინგლისურენოვანი სიმღერის შესრულებას მოიცავს.

ხშირად ხელოვანის შეფასებისას, გარდა მისი ნიჭიერებისა თუ სტილის გრძნობისა ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ყურადღების მიღმა გვრჩება – ეს არის კონტექსტი, რაშიც მათ შემოქმედებას არსებობა და საზრდოობა უწევდა. ლეგენდარული ქართველი ჯაზ დივის, გიული ჩოხელის მოღვაწეობის მასშტაბი და შემდგომი გავლენაც, სწორედ იმ პერიოდის სრული სურათის აღდგენის და მისი გააზრების შედეგად შეგვიძლია გავიგოთ.

პირველად ჯაზს „ამერიკის ხმის“ საშუალებით მოუსმინა, 50-იანი წლების დასაწყისიდან კი მისი სამოღვაწეო ასპარეზიც იხსნება. გიულის მუსიკა, შესრულების სტილი და ტემპერამენტი ვერ ეგუებოდა იმ დავიწროებულ მუსიკალურ თვალთახედვას, რაც საბჭოთა ესტრადის ძირითადი მახასიათებელი იყო.  სწორედ ამიტომ, შემსრულებლისთვის ჩაიკეტა საბჭოთა სცენის ყველა დიდი დარბაზი და აუდიტორია.

თუმცა შემდგომში სოპოტის, ტალინის, პრაღის თუ შემდეგ უკვე 1978 წლის თბილისის ფესტივალებმა და იქ მიღებულმა აღიარებამ შემსრულებლის სახელი არამხოლოდ საბჭოთა კავშირში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში გახადა ცნობილი,  მეტიც, მისი სიმღერები ამერიკულმა რადიომაც კი გადმოსცა.

იმპროვიზაცია, დინამიკურობა, დრამატურგია, ისტორიის რომანტიკული გადმოცემა და თავისუფლებით საზრდოობა – ეს გიული ჩოხელის შემოქმედების ძირითადი მახასიათებლებია, რომლებიც მასში ჯაზთან ერთად აინთო, მუსიკასთან, რომელიც დღემდე მისი იდენტობის განმსაზღვრელია.

ფირფიტის გამოცემაზე სხვადასხვა ქართველმა არტისტებმა იმუშავეს. ფოტო მასალაზე უნიჭიერესმა გრიგორი დევეჯიევმა (ჯიჯი რეჯინმა) იმუშავა თავის გუნდთან ერთად. კოსტიუმები ფოტოგადაღებისთვის აკა ფროდიაშვილმა შექმნა, ტექსტზე და მუსიკალურ ნაწილზე ჯაბა შავიშვილმა იმუშავა, ხოლო ფირფიტის დიზაინი ანანო კურკუმულს ეკუთვნის.

კრედიტები:

ანსამბლები: ინსტრუმენტული ანსამბლი „ჩანგი“; საქართველოს ტელევიზიის და რადიოს საესტრადო ორკესტრი; საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრი „რერო“; ჯაზ ორკესტრი.

დირიჟორები: გივი გაჩეჩილაძე / თენგიზ ჯაიანი / ედუარდ ისრაელოვი / გუსტავ ბრომი

მასტერინგი: გიორგი ქორიძე

ფოტო: გრიგორი დევეჯიევ, მერაბ ჭუმბურიძე /ჯეპროექტი

ფირფიტის დიზაინი: ანანო კურკუმული

ტექსტი: ჯაბა შავიშვილი

ტექნიკური ასისტენტი: ნათია სართანია

Previous Post

საუკეთესო მობილბანკი  ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში — ინტერვიუ საქართველოს ბანკის ინტერნეტ და მობილბანკის ლიდთან, ლუკა ქობალიასთან

Next Post

რა სიახლეებს სთავაზობს G&T TRADER-ი მომხმარებლებს?

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
რა სიახლეებს სთავაზობს G&T TRADER-ი მომხმარებლებს?

რა სიახლეებს სთავაზობს G&T TRADER-ი მომხმარებლებს?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result