Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home Forbes Life კულტურა

თიბისი კონცეპტი ფოტოგრაფ დარო სულაკაურის გამოფენას – „სიზმარს ვხედავდი…პანდემიის დღიური“ – უმასპინძლებს

by Forbes.ge
May 18, 2023
in კულტურა, პარტნიორის კონტენტი, ქართულად, ყველა სიახლე, ხელოვნება
0
თიბისი კონცეპტი ფოტოგრაფ დარო სულაკაურის გამოფენას – „სიზმარს ვხედავდი…პანდემიის დღიური“ – უმასპინძლებს
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

თიბისი კონცეპტი მარჯანიშვილის 7-ში, „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ფარგლებში ფოტოგრაფის და დოკუმენტალისტის, დარო სულაკაურის გამოფენას – „სიზმარს ვხედავდი… პანდემიის დღიური“ უმასპინძლებს. გამოფენა 17 მაისს 17:00-ზე გაიხსნება და ერთ თვეს გაგრძელდება.

„სიზმარს ვხედავდი“ ჩემი სამი თვის პანდემიის დღიურია და პირველი ხელნაკეთი წიგნი ობიექტი, რომელიც 11-მეტრიან ექსპოზიციად ტრანსფორმირდება“, -დარო სულაკაური.

დღიურიდან:

„როდესაც პანდემიის დროს პირველად გავედი გარეთ, მივხვდი, როგორი სიურრეალისტური გახდა გარე სამყარო ჩემთვის. პირბადიანი ხალხი ტრანსპორტში, დაცარიელებული ქუჩები, დაბნეულობის და ქაოსის შეგრძნება მეუფლებოდა. ველოდებოდი იმ ცხოვრების დაბრუნებას, რომელიც ოდესღაც მქონდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ოჯახის ყველაზე ახლობელ ადამიანს სწორედ ამ საყოველთაო კარანტინის დროს დავკარგავდი. თითქოს ჩემი ბავშვობის ყველაზე მძაფრი შეგრძნებებიც მასთან ერთად მოკვდა. ჩვეული დასაფლავების საშუალება კოვიდ-19-ის პირობებში აღარ იყო. პირბადეებით ვიყავით სასაფლაოზე მხოლოდ ჩვენ: ჩემი მშობლები, მამიდა და მესაფლავეები. მომაკვდინებელმა ვირუსმა სიკვდილის სევდა მოიტანა. მიჭირდა იმის გადმოცემა, რასაც ვგრძნობდი, რაღაც უცნობი, სხვა ყველა ემოციისგან განსხვავებული შეგრძნება მქონდა, როგორც უცნაური სიზმარი, რომლის დასიზმრებაც გარდაუვალი იყო; თითქოს ცარიელ მდელოზე ვიდექი, გარშემო მხოლოდ ტყე იყო, მაგრამ ტყეში ისე მჭიდროდ იყო ხეები ერთმანეთთან, რომ შეუძლებელი იყო შიგნით შესვლა გზის საპოვნელად და შინ დაბრუნება.“

წიგნი:

როცა ლოქდაუნი დაიწყო და ყველაფერი შეწყდა, მათ შორის ჩემი სამსახურიც, საკუთარ თავს მივეცი დავალება, რომ ყოველდღე გადამეღო ფოტოები და მეწერა, რითაც არაცნობიერად საკუთარ თავს შფოთვასთან გამკლავებაში ვეხმარებოდი. სამი თვის განმავლობაში, ყოველდღე თითო ფოტოს ვიღებდი და საკუთარ ნააზრევს ვიწერდი. ჩემს ვებსაიტზე უწყვეტი ჰორიზონტალური გვერდი შევქმენი, სადაც ყოველდღე თითო ფოტოს და დასკანირებულ ხელნაწერ ტექსტს ვტვირთავდი. დღიურის გაფიზიკურებით, მინდოდა, რომ ის წიგნზე მეტი ყოფილიყო. წიგნი აკორდეონის ნაკეცებადაა აკინძული 11 მეტრის სიგრძეზე, როგორც უწყვეტი პანდემიის გაუთავებელი დღეები. გვერდები ისევე დეფორმირდებოდა, როგორც დღეები კარანტინის დროს. წიგნის შუაგულში ჩემი შვილის ფოტოა, რომელიც კარის ღრიჭოდან იყურება. როგორც ბევრნი საკუთარი სახლიდან ახალ სამყაროს ვუყურებთ და ვცდილობთ, ბუნდოვან ვითარებაში გავრკვეულიყავით. ჩემი შვილის გამოსახულების უკან ხის კუბიკებია. ლოკდაუნის დროს ის ყველა სათამაშოთი თამაშობდა, რომელიც სახლში ჰქონდა, ხის კუბიკების გარდა. კუბიკები წიგნში ჩავრთე, როგორც ნივთი, რომელიც უარყვეს — ისევე, როგორც მე უარვყოფდი ახალ სამყაროს.

როგორც კულტურისა და ხელოვნების მხარდამჭერი, თიბისი კონცეპტის სივრცე 3 დამოუკიდებელ გალერეას აერთიანებს, რომელიც მუდმივად მასპინძლობს ცნობილი თუ დამწყები ხელოვანების გამოფენებს. უახლოეს მომავალში, თიბისი კონცეპტი ხელოვნების მხარდაჭერის მიმართულებით არაერთ სახელოვნებო გამოფენას და საგანმანათლებლო ინტერაქტიული ლექციების და შეხვედრების სერიას გეგმავს, რომელთა მიზანიც ხელოვნების საზოგადოებისთვის  თანამედროვე, ციფრული ფორმატებით გაცნობაა.

Previous Post

ხანგრძლივ სამუშაო გრაფიკს წელიწადში 745 000 ადამიანი ეწირება – კვლევა

Next Post

მსოფლიოს 100 წამყვანი ვენჩურული კაპიტალისტის რეიტინგი

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
მსოფლიოს 100 წამყვანი ვენჩურული კაპიტალისტის რეიტინგი

მსოფლიოს 100 წამყვანი ვენჩურული კაპიტალისტის რეიტინგი

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result