Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე კულტურა

თიბისი კონცეპტი გამოფენას „Women of Georgia, Pearls of The Caucasus“ მასპინძლობს

by Forbes.ge
May 18, 2023
in კულტურა, პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
თიბისი კონცეპტი გამოფენას „Women of Georgia, Pearls of The Caucasus“ მასპინძლობს
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

25 ივლისს 18:00 საათიდან, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7 ნომერში, ფრანგი ფოტოგრაფის ნატალი ტუფენკჯიანის გამოფენას „Women of Georgia, Pearls of The Caucasus“ მასპინძლობს.

პროექტი ნატალი ტუფენკჯიანის ჟან-მარკ ჰოფმანთან კოლაბორაციას წარმოადგენს.

ბოლო ორი წელია რაც ნატალი ტუფენკჯიანი დაკავებულია ბუნებრივი განათების პორტრეტული ფოტოგრაფიით და ცდილობს, რომ თავის ობიექტივში საქართველოში მცხოვრები ქალების მრავალფეროვნება და განსხვავებულობა ასახოს. მის ფოტოებში არაერთი მამაცი, თავდადებული, ძლიერი, თუ გულისხმიერი ქალი შეგიძლიათ იხილოთ. გარდა ამისა ტუფენკჯიანს გადაღებული აქვს ხელოვანი ქალების პორტრეტები. ყველა ეს პორტრეტი გვიჩვენებს, რომ ეს განსხვავებული პროფესიისა თუ სოციალური წარმომავლობის ქალი, პრაქტიკული უნარ-ჩვევებთან ერთად, საკუთარ თავში საუკუნოვანი ტრადიციების მატარებელია. ტუფენკჯიანმა მათი ხასიათის და ჭეშმარიტი არსის მოხელთება ფოტოგრაფიის საშუალებით შეძლო.

გამოფენაზე წარმოდგენილი პორტრეტები საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს ნაწილს მოგვითხრობენ. თითოეული ფოტო ქალების გამორჩეულ როლს გვახსენებს  ქვეყნის აღმშენებლობაში. მათ მიერ საქართველოს განვითარებაში შეტანილ წვლილს და გაწეულ სამუშაოს იმისთვის, რომ საქართველო ღირსეულად იყოს საზღვარგარეთ წარმოჩენილი. საქართველოს ისტორია მათთან ერთად და მათ მიერ იწერებოდა, მნიშვნელობა არ აქვს რა პერიოდზე შეიძლება იყოს საუბარი, იქნება ეს საქართველოს დაარსების ეპოქა, წმინდა ნინოს დრო თუ დღევანდელობა.

„Women of Georgia, Pearls of The Caucasus“ ფართომასშტაბიანი პროექტია და ავტორი კვლავ აგრძელებს მასზე მუშაობას. გამოფენაზე წარმოდგენილი პორტრეტები ამ პროექტის მხოლოდ პირველი ეტაპია – ტუფენკჯიანი მომავალშიც აპირებს მუშაობის გაგრძელებას.

ნატალი ტუფენკჯიანმა პირველი პორტრეტი 1986 წელს გადაიღო. მისი მოდელი ახალგაზრდა ფოტოგრაფი იყო, რომელმაც ნატალის ობიექტივში თავიდან აღმოაჩინა საკუთარი თავი, თავისი ხასიათის  ორიგინალური შტრიხები. სწორედ ასე ჩამოყალიბდა ტუფენკჯიანის სწრაფვა და გატაცება პორტრეტული ფოტოგრაფიისადმი; მას შემდეგ, მისი სურვილი, ფოტოგრაფიის საშუალებით ასახოს ადამიანების ავთენტურობა არსად გამქრალა. წლებია რაც ეს ლტოლვა ნატალი ტუფენკჯიანის თანამგზავრია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში – ახალი გამოცდილებებისა და საოცარი აღმოჩენების იმ სამყაროში, რომელიც მისი სათქმელის სხვადასხვა ხერხით გამოსახატად უამრავ ძალისხმევასა და თავდადებას მოითხოვს.

მახვილმა მზერამ და უშრეტმა ტემპერამენტმა ტუფენკჯიანს მოდის სამყაროშიც გაუკვალა გზა – იგი ფოტოგრაფად მუშაობდა ჟურნალისთვის “Vogue Italia” და საიუველირო ფირმა “Cartier”-სთვის. მოგზაურობით გატაცების თუ სხვადასხვა კულტურებისადმი ინტერესის შედეგია მნიშვნელოვანი რეპორტაჟები ახლო აღმოსავლეთიდან (იორდანია, ირანი, ერაყი და ა.შ.) თუ ლათინური ამერიკიდან (არგენტინა და ა.შ.). როგორც ფოტოგრაფი რომელიც ბუნებრივ განათებაზე მუშაობს, ნატალი ტუფენკჯიანი,  გულწრფელობით, კეთილგანწყობითა და თანაგრძნობით ასახავს თავისი მოდელების უშუალობას. ის ვილი რონის სიტყვებს: “ლამაზი სურათი გულით მართული გეომეტრიაა“ რეალობაში ასხამს ფრთებს.

პროექტის მხარდამჭერია თიბისი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი (Institute Frances). გამოფენა გაგრძელდება 4 აგვისტომდე.

Previous Post

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

Next Post

TBC Concept Hosts Photo Exhibition “Women of Georgia, Pearls of the Caucasus”

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result