• About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact
Forbes Georgia
Advertisement
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
  • News
    • All
    • Business
    • Politics
    • Science
    • World

    Hillary Clinton in white pantsuit for Trump inauguration

    Amazon has 143 billion reasons to keep adding more perks to Prime

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    Trending Tags

    • Trump Inauguration
    • United Stated
    • White House
    • Market Stories
    • Election Results
  • Tech
    • All
    • Apps
    • Gadget
    • Mobile
    • Startup

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Trending Tags

    • Nintendo Switch
    • CES 2017
    • Playstation 4 Pro
    • Mark Zuckerberg
  • Entertainment
    • All
    • Gaming
    • Movie
    • Music
    • Sports

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Harnessing the power of VR with Power Rangers and Snapdragon 835

    So you want to be a startup investor? Here are things you should know

  • Lifestyle
    • All
    • Fashion
    • Food
    • Health
    • Travel

    How couples can solve lighting disagreements for good

    Ducati launch: Lorenzo and Dovizioso’s Desmosedici

    Trending Tags

    • Golden Globes
    • Game of Thrones
    • MotoGP 2017
    • eSports
    • Fashion Week
  • Review

    Intel Core i7-7700K ‘Kaby Lake’ review

No Result
View All Result

Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა: აშშ-ის ტარიფები: ლარის კურსზე უფრო ნეიტრალური, ხოლო ზრდაზე ზომიერად უარყოფითი

by Nina Getsadze
April 11, 2025
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა: აშშ-ის ტარიფები: ლარის კურსზე უფრო ნეიტრალური, ხოლო ზრდაზე ზომიერად უარყოფითი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

გასული კვირის განმავლობაში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები ერთ-ერთ ყველაზე განხილვად საერთაშორისო თემად იქცა. სატარიფო პოლიტიკის მრავალჯერადი ცვლილების პარალელურად, გლობალურ ბაზრებზე გაურკვევლობის დონე მნიშვნელოვნად არის მომატებული. მიუხედავად ამ სირთულეებისა, ჩვენც, როგორც სხვა ეკონომისტები მსოფლიოს მასშტაბით, მოსალოდნელი ეფექტების შეფასებას შევეცდებით. ტარიფების დაწესება, თავისთავად, გასაკვირი არავისთვის ყოფილა – 10-20%-იანი უნივერსალური ტარიფი და შედარებით მაღალი გადასახადი ცალკეული ქვეყნისთვის პრეზიდენტ ტრამპის ჯერ კიდევ წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენდა. მაშინ, რა შეიცვალა და რას ნიშნავს მიმდინარე მოვლენები ლარი/ევრო/დოლარის არჩევანის სტრატეგიისა და საქართველოს ეკონომიკისთვის?

უპირველეს ყოვლისა, გვსურს დავუბრუნდეთ ჩვენს ნოემბრის პუბლიკაციას „აშშ-ის არჩევნები და ლარი/ევრო/დოლარის სტრატეგია“, სადაც სწორედ ამავე თემებზე გვქონდა საუბარი. შეგახსენებთ, რომ, არჩევნების შემდეგ, აშშ დოლარი მნიშვნელოვნად გამყარდა, რისი მიზეზიც აშშ-ში, ძლიერი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების ფონზე, სავაჭრო ბალანსის პოტენციური გაუმჯობესებისა და საპროცენტო განაკვეთების მაღალ დონეზე შედარებით ხანგრძლივად შენარჩუნების მოლოდინები იყო. თუმცა, ბოლო პერიოდში მოლოდინები, სავაჭრო ომის მზარდი საფრთხის შედეგად, ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი შენელებისკენ შეიცვალა, რაც, ფედერალურ სარეზერვო სისტემაზე პოლიტიკური გავლენების შესაძლო ზრდასთან ერთად, ჩვენს პუბლიკაციაში ერთ-ერთ უმთავრეს რისკად იყო გამოყოფილი. შედეგად, აშშ-ში, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებულ დონეზე შენარჩუნების ნაცვლად, ტარიფებისგან გამოწვეული ინფლაციური ზეწოლის მიუხედავად, საპროცენტო განაკვეთის შემცირების ალბათობა გაიზარდა, რასაც აშშ დოლარის გაუფასურება მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ, ნოემბრის მსგავსად, აშშ დოლარის დინამიკა ჯერჯერობით მხოლოდ მოლოდინების ცვლილებას ასახავს. შესაბამისად, პროგნოზის კუთხით მთავარი რისკი სწორედ ამ მოლოდინების მატერიალიზების ხარისხს უკავშირდება. აგრეთვე, ჩვენი პუბლიკაციიდან კვლავ გამოვყოფთ არგუმენტს, რომ, მართალია ტარიფები როგორც აშშ-ში, ასევე დანარჩენ მსოფლიოში, დიდი ალბათობით, ეკონომიკური ზრდის შენელებას გამოიწვევს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, სად შემცირდება ზრდა მეტად. როგორც აშშ დოლარის გაუფასურებიდან ირკვევა, ამჟამად ბაზარი აშშ-ზე უფრო ძლიერ დარტყმას ელის, ეს კი მომდევნო თვეებში, შესაძლოა, შეიცვალოს. რაც შეეხება ჩვენს მოლოდინებს, მოკლევადიან პერიოდში ევროს მნიშვნელოვანი ცვლილება ჩვენი საბაზო სცენარი არ არის. საშუალოვადიან პერიოდში კი, რომელიც ლარი/დოლარი/ევროს არჩევანის სტრატეგიის მთავარ ფოკუსს წარმოადგენს, კვლავ ევროს გამყარებაა მოსალოდნელი, რადგან, ჩვენი შეფასებით, ევრო/დოლარი საშუალო-გრძელვადიან ტრენდთან შედარებით ჯერ კიდევ სუსტი რჩება, მათ შორის, უკვე შედარებით ნაკლებად, თუმცა საქართველოსთვის რისკიანობისა და ეკონომიკური კავშირების თავისებურებების გათვალისწინებითაც.

საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის კუთხით, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ საბოლოოდ რა ფორმას მიიღებს აშშ-ის სატარიფო პოლიტიკა და შესაბამისი საპასუხო ზომები, რადგან ამ ეტაპზე მდგომარეობა, ფაქტობრივად, ყოველდღიურად იცვლება. გარდა ამისა, შოკის კომპლექსურობისა და მრავალწახნაგოვნებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია მასშტაბური მეორადი ეფექტები. მიუხედავად ამისა, გამოვყოფთ გავლენის ძირითად არხებს.

საქართველო, როგორც მცირე ზომის ღია ეკონომიკა, საგარეო გარემოს ცვლილების მიმართ საკმაოდ მოწყვლადია. აშშ-ის ტარიფების გლობალურ ეკონომიკურ ზრდაზე გავლენის შეფასება კვლევების მიხედვით განსხვავდება, თუმცა არსებობს კონსენსუსი, რომ საერთაშორისო ვაჭრობის შეფერხება ზრდის ფართო მასშტაბით შენელებას გამოიწვევს. აღსანიშნავია, რომ, იდიოსინკრეტულ ფაქტორებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედი მნიშვნელოვანი ფაქტორი პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობაა. უცხოური ვალუტის შემოდინების მთავარი წყაროებიდან, შედარებით მძიმე დარტყმის წინაშე, მაღალი ალბათობით, შესაძლოა, ევროკავშირი, აშშ, ისრაელი და ჩინეთი აღმოჩნდნენ. გარდა ამისა, სხვა პარტნიორები, მაგალითად მეზობელი თურქეთი და სომხეთი, ევროკავშირის ეკონომიკასთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული და, შესაბამისად, მეორადი ეფექტების მიმართ მოწყვლადი არიან. ამავდროულად, ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები – რუსეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და საუდის არაბეთი – უცხოური ვალუტის შემოდინებებში ერთობლივად ევროკავშირზე მაღალ წილს აღწევენ. ბოლო პერიოდში ნავთობის ფასები, რეცესიის საფრთხის მატების ფონზე, მნიშვნელოვნად არის შემცირებული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ნავთობპროდუქტების წმინდა იმპორტიორია და, შესაბამისად, ნავთობის დაბალი ფასებით პირდაპირ სარგებლობს, ასეთ დროს ქვეყანა ნავთობის მწარმოებლებისგან შედარებით დაბალ სავალუტო შემოდინებებსაც იღებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ფაქტორები ერთმანეთს დიდწილად აბალანსებს. აგრეთვე, გამოვყოფთ, რომ ევროს გამყარება ისტორიულად საქართველოში უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდას ემთხვევა, თუმცა ამჯერად გასათვალისწინებელია მოთხოვნის შესუსტების ეფექტიც.

საერთო ჯამში, სხვადასხვა სცენარში მრავალგვარი განვითარებაა მოსალოდნელი,  თუმცა პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შენელება საქართველოს ეკონომიკისთვის ცალსახად ნეგატიურ ფაქტორს წარმოადგენს. ჩვენი შეფასებით, თუკი უტარიფო სცენართან შედარებით 2025 წელს ჩინეთში ეკონომიკური ზრდა 1.5 პროცენტული პუნქტით შემცირდება, აშშ-ში 1 პროცენტული პუნქტით და ევროკავშირში – 0.5 პროცენტული პუნქტით, საქართველოში ზრდა 0.4-0.5 პროცენტული პუნქტით დაიკლებს, ჩვენს საბაზო სცენართან შედარებით. დარჩენილ ძირითად სავაჭრო პარტნიორებზე მოსალოდნელი გავლენის გათვალისწინებით კი, ჯამური გავლენა 0.6-0.7 პროცენტულ პუნქტამდე გაიზრდება.

მსგავსი საგარეო შოკები, რასაკვირველია, ლარის კურსზეც ახდენს გავლენას, თუმცა, ჩვენი შეფასებით, ლარზე მოქმედ წამყვან ფაქტორად შიდა კომპონენტი რჩება, მოკლევადიან პერიოდში მაინც, რის გამოც მნიშვნელოვანი მერყეობა ჩვენს საბაზო სცენარად არ განიხილება. თავისთავად, დოლარის დასუსტება ლარის გამყარების არგუმენტია, თუმცა მნიშვნელოვანია საქართველოს ძირითად სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორებზე ზეგავლენაც. სავალუტო შემოდინებების შესაძლო კლება, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ლარისთვისაც ნეგატიური განვითარებაა. ამასთან, თუ სამომავლოდ სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები ტარიფების საპასუხოდ გაუფასურდება, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება (ქართული საქონლის რეალურ გამოსახულებაში გაძვირება) აგრეთვე ნეგატიური ფაქტორი იქნება, რადგან, ჩვენი შეფასებით, რეალური გაცვლითი კურსი წონასწორულ ნიშნულთან ახლოსაა. მიუხედავად იმისა, რომ, ჩვენი აზრით, ლარის გამყარების უარყოფითი ეფექტი კონკურენტუნარიანობაზე მაკრო დონეზე ნაკლებად იკვეთება, ეს დასკვნა, შესაძლოა, სხვადასხვა სექტორისთვის განსხვავებული იყოს. ამ მხრივ ასევე მნიშვნელოვანია სებ-ის მიერ სავალუტო რეზერვების შევსების მიმდინარე დინამიკა.

რაც შეეხება ეფექტს ინფლაციაზე, იგი მჭიდროდაა დაკავშირებული ეკონომიკური ზრდისა და გაცვლითი კურსის დინამიკასთან. ზოგადად, ცალკე აღებული ტარიფები ინფლაციური უფრო შეერთებულ შტატებში იქნება, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში. ამასთან, დაბალი ზრდა სუსტ ერთობლივ მოთხოვნას მოიაზრებს და დეზინფლაციურია, ამიტომ, შესაძლოა, სრულად გადაწონოს მიწოდების მხრიდან გაზრდილი ინფლაციური რისკები. თუმცა, ეს მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ აშშ დოლარი არ გამყარდება. უშუალოდ საქართველოს კუთხით, მოკლევადიან პერიოდში მოსალოდნელია ნავთობის ფასების გლობალური კლების ეფექტის სწრაფი გადაცემა ადგილობრივ ბაზარზე. ჩვენი შეფასებით, ბენზინის ფასის კლება ინფლაციას უკვე მომდევნო თვეში 0.1-0.2 პროცენტული პუნქტით შეამცირებს, ხოლო, თუ გლობალური ფასები არსებულ დონეზე შენარჩუნდა, ინფლაციის შემცირების კუთხით კონტრიბუცია პოტენციურად 0.5 პროცენტულ პუნქტს მიაღწევს.

დასასრულ, აშშ-სთან უშუალო ეკონომიკური კავშირების მხრივ, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტი დიდწილად ფეროშენადნობებისგან შედგება, რომლებიც ტარიფებისგან განთავისუფლებულია. ამავდროულად, საქართველოს სავაჭრო ბალანსი აშშ-სთან ისტორიულად თითქმის ყოველთვის უარყოფითი იყო, ბოლო წლებში კი, ავტომობილების მზარდი იმპორტის ფონზე, მნიშვნელოვნად გაუარესდა. შედეგად, საქართველო იმ ქვეყნების სიაში მოხვდა, რომელთაც მინიმალური, 10%-იანი ტარიფი დაუწესდათ. საერთო ჯამში, მეორადი ეფექტებისგან განსხვავებით, პირდაპირი ეფექტის მოსალოდნელი გავლენა უმნიშვნელოა.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30006774-macro-update-georgia

Previous Post

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო შეთავაზებები PLUS ბარათის მომხმარებლებს

Next Post

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, აპრილის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

Nina Getsadze

Next Post
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, აპრილის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, აპრილის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

Stay Connected test

  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025

Washington prepares for Donald Trump’s big moment

November 3, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

December 30, 2025

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

Forbes Georgia

We bring you the best Premium WordPress Themes that perfect for news, magazine, personal blog, etc. Check our landing page for details.

Follow Us

Browse by Category

  • 30 Under 30
  • 30 Under 30
  • All News
  • Apps
  • Archive
  • Billionaires
  • Business
  • Business
  • Business
  • Caspian Energy
  • COVID-19
  • COVID-19
  • Culture
  • Culture
  • Economic Calendar
  • Economics
  • Editorial
  • English
  • English
  • Entertainment
  • Entrepreneurs
  • Executives
  • Fashion
  • Finances
  • Finances
  • Food
  • Forbes
  • Forbes
  • Forbes Auto
  • Forbes Banker
  • Forbes Banker
  • Forbes Crypto
  • Forbes Culture
  • Forbes EDU
  • Forbes EDU
  • Forbes Georgia in English
  • Forbes Georgia in English
  • Forbes GREEN
  • Forbes Guide
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Life
  • Forbes Life
  • Forbes People
  • Forbes Property
  • Forbes Property
  • Forbes Science
  • Forbes Sport
  • FORBES TECH
  • Forbes TECH
  • Forbes Woman
  • Forbes Woman
  • Gadget
  • Gaming
  • Georgia
  • HEALTH
  • HEALTH
  • Health
  • History
  • Industry
  • İngilizce Haberler
  • Internet
  • Interviews
  • Investments
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Management
  • Mobile
  • Movie
  • Music
  • News
  • News
  • Op-Ed
  • Opinions
  • Partner Content
  • Partner Content
  • Politics
  • Politics
  • Press Release
  • Rankings and Lists
  • Region
  • Review
  • Science
  • Science
  • Sport
  • Sports
  • Startup
  • Strategies
  • Style
  • Tech
  • Tech
  • Travel
  • Travel
  • World
  • World
  • Русском
  • ანტრეპრენიორები
  • არქივი
  • ბიზნესი
  • ბიზნესი
  • გამოძიება
  • გურმანი
  • ედიტორიალი
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკური კალენდარი
  • ვაჭრობა
  • ვაჭრობა
  • თავდაცვა
  • თავდაცვა
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • ინდუსტრია
  • ინვესტიციები
  • ინტერვიუ
  • ინტერნეტი
  • ისტორია
  • კომპანიები
  • კომპანიები
  • კომუნიკაციები
  • კულტურა
  • კულტურა
  • მენეჯერები
  • მენეჯმენტი
  • მეცნიერება
  • მილიარდერები
  • მოგზაურობა
  • მოდა
  • მოსაზრება
  • მსოფლიო
  • ოპედი
  • პარტნიორის კონტენტი
  • პოლიტიკა
  • პორტრეტები
  • პრესრელიზი
  • პროფილი
  • რა სჭირდებათ დამსაქმებლებს
  • რეგიონი
  • რედაქტორი
  • რეიტინგი
  • რჩევები
  • საქართველო
  • სიახლეები
  • სოციალური მედია
  • სპორტი
  • სტილი
  • სტრატეგიები
  • ტექნოლოგიები
  • ფინანსები
  • ფინანსები
  • ფორბს-მოსაზრება
  • ფორბს-მოსაზრება
  • ქართულად
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
  • ხელოვნება
  • ხელოვნება

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026
  • About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.